შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარადიული სიცოცხლე


1-12-2015, 01:40
ავტორი ბარტყი♥
ნანახია 2 304

ადამიანები წინ მიმქროლავი სანთლის მირაჟის მდევარნი ვართ,გვგონია დავეწევით, საცაა მოვიხელთებთ შევალთ მასში და სულსაც და ხორცსაც ღვთიური ჰარმონია და სიმშვიდე დაეუფლება, მაგრამ დრო გაივლის და აღმოჩნდება, რომ ამ სანთლის მოხელთება შეუძლებელია,რადგან ის სინათლე აქ მიწაზე არ არსებობს და თუ ის მაინც გამოანათებს, მიწა კიარ აღმოაცენებს თავისი მკერდიდან, არამედ მიწის გარეთ მდგომი უხილავი სამყარო.სწორედ იქიდან მოჟონავს,იქიდან მოედინება იგი და მილიონშიერთხელ ჩვენს სულებში შემოიხედავს, რომ წუთით გაანათოს ჩვენი დაობებული გონება, დაჩლუნგებული სული, დამძიმებული სხვეული და მიგვახვედროს რარიგ უბადრუკი და ამაზრზენია ზოგჯერ ჩვენი ყოფა სამყაროში. სამყარო... რა უცნაური და მარადიული კავშირით ვართ ჩაწნეხილი მის სხეულში, როგორი ძლიერი და უკვდავია კავშირი ცოცხლებსა და მიცვალებულებს შორის, წარსულსა და აწმყოს შორის, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, არსებულ სინამდვილესა და ყოფილ სინამდვილეს შორის.... რაც არსებობდა ის მარად არსებობს მისი ამოგდება და ამოშლა სამყაროდან შეუძლებელია. ჩემი წინაპარი რომელიც ორი თუ სამი ათასი წლის წინათ ცხოვობდა ამ დედამიწაზე ისეთივე ახლობელი და ახლომდგომია ჩემთვის, როგორც მამაჩემი ან ბაბუაჩემი. იმ ჩემი შორეული და უხსოვარი წინაპრიის ცოდვაც და მადლიც ჩემთანაა, ჩემშია და ყველანი ვისი სისხლის თუნდაც ერთი ნაწილაკი მირევია ყველა ცოცხალია, რადგან მე ცოცხალი ვარ! რადგან ცოცხალი ვარ არავინ მომკვდარა, ყველა გადარჩა და ყველას ჩემში აქვს თავშესაფარი. ამ ფიქრებში გართულს წინ ზამთრის გრძელი ღამე მედო,აივანზე გავედი, ჩაბნელებული უბანი სასაფლაოს გავდა, აქაიქ უღიმღამოდ ბჟუტავდა სინათლე,რომ ამ პირქუშ აკლდამებში ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ და ცოცხლობდენ ადამიანები...ასი წლის შემდეგ არცერთი მათგანი ვინც ეხლა საქმიანად დაფუსფუსებს ამ აკლდამების კედლებში, ცოცხალი არ იქნება, არავინ არ იქნება ცოცხალი და აქ სულ სხვა ადამიანები იცხოვრებენ თუ საერთოდ იქნება ეს უბანი,ეს ქალაქი, ეს დედამიწა...ამ აივანზეც, სადაც ეხლა მე ვდგევარ ასი წლის შემდეგ შეიძლება სხვა გადმოდგეს, ჩემსავით გადმოხედოს ამ უბანს და მასაც იგივე აზრი მოუვიდეს თავში: ''ასი წლის შემდეგ არცერთი მათგანი ვინც ეხლა საქმიანად დაფუსფუსებს ამ აკლდამების კედლებში ცოცხალი არ იქნება''... უცებ წარმოვიდგიინე,რომ ის ვინც ასი წლის შემდეგ უნდა გადმომდგარიყო ამ აივანზე, მე ვიყავი, ერთი საუკუნე ვიდექი და ჟამის დინებას ვუყურებდი, იცვლებოდა დრო,ქვეყანა, მიდიოდნენ და მოდიოდნენ ადამიანები მე კი ვიდექი და ყველაფერს ვხედავდი, მე მარად ცოცხალი, მარადო მოწმე უდასაბამო, უსასრულო ცხოვრების და ვინ იცის იქნებ ეს იყო ყველაზე დიდი სასჯელი-მარადიული სიცოცხლე...



№1  offline მოდერი ლილიანა

რაღაც საოცრება იყო ❤❤❤❤❤
პირველ რიგში მოვიხიბლე შენი სიტყვათა მარაგით,ლექსიკით,ამ სიტყვების თამაშით.
მეორე რაღაც ამოუცნობს,ღთიურს შეეზე და ეს ფაქიზად და ფრთხილად გააკეთე.
ერთ რამეში გეთანხმები სრულიად აი ამ სიტყვებში,რომელმაც ჩამაფიქრა და მომაჯადოვა
- ჩემშია
ყველანი ვისი სისხლის თუნდაც ერთი ნაწილაკი მირევია,რადგან მე ცოცხალი ვარ!რადგან ცოცხალი ვარ,აავინ მომკვდარა,ყველა გადარჩა და ყველას ჩემში აქვს თავშესაფარი.-

❤❤❤❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline წევრი ბარტყი♥

ლილიანა
რაღაც საოცრება იყო ❤❤❤❤❤
პირველ რიგში მოვიხიბლე შენი სიტყვათა მარაგით,ლექსიკით,ამ სიტყვების თამაშით.
მეორე რაღაც ამოუცნობს,ღთიურს შეეზე და ეს ფაქიზად და ფრთხილად გააკეთე.
ერთ რამეში გეთანხმები სრულიად აი ამ სიტყვებში,რომელმაც ჩამაფიქრა და მომაჯადოვა
- ჩემშია
ყველანი ვისი სისხლის თუნდაც ერთი ნაწილაკი მირევია,რადგან მე ცოცხალი ვარ!რადგან ცოცხალი ვარ,აავინ მომკვდარა,ყველა გადარჩა და ყველას ჩემში აქვს თავშესაფარი.-

❤❤❤❤❤❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა <3 ჩემი პირველი სიახლეა ეს ამ საიტზე და ასეთი დადებითი კომენტარი ძალიან გამიხარდა :**

 


№3  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent