შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ წასაკითხი...


3-12-2015, 21:50
ავტორი ლაილა
ნანახია 2 209

იმდღეს უჩვეულო სიცივე იყო წინა დღეებთან შედარებით. უჩვეულო მეთქი, მაგრამ გამახსენდა რომ დეკემბერია და რაღა უჩვეულო. სიცივისგან მობუზული მივაბიჯებდი ჭავჭავაძეზე და გულში საკუთარ თავს ვუწყრებოდი უფრო თბილად რატომ არ ჩავიცვი-მეთქი, როცა ჩემი ყურადღება მარტო მომავალმა უსინათლო ადამიანმა მიიქცია. ახალგაზრდა კაცი იყო, იქნებოდა 30 წლის,ხელში ჯოხი ეჭირა(რომლის მსგავსიც შემინიშნავს სხვა დროსაც ჩემი უსინათლო კურსელის ხელში). მოგეხსენებათ ალბათ ჩვენი გამოცდილ-გამოუცდელი მძღოლების ამბავი და არ გაგიკვირდებათ როცა გეტყვით რომ სიჩქარესაც არ ანელებდნენ მასთან მიახლოვებისას. მოდიოდა ეს უსინათლო კაცი თავისი ჯოხით მანქანებით სავსე ქუჩაში სრულიად მარტო და ეს თვალში სინათლიანი მძღოლები(მხედველობა ნუ მოუშალოთ შემოქმედმა) არც კი ამჩნევდნენ მას. 3ჯერ გადაურჩა ის კაცი ჩემი მზერის არეალის რამდენიმე წამში სიკვდილს,არვიცი როგორ ხვდებოდა სად, როდის და როგორ უნდა დაედგა ფეხი იმ მადლიანს, როგორი სიზუსტით დგამდა ნაბიჯს უკან, სწორედ მაშინ, როცა ეს ერთი ნაბიჯი იყო მისი სიკვდილ- სიცოცხლე. გარინდებული ვიდექი, თვალმოუშორებლად ვუყურებდი და სხეულის გატოკებასაც ვერ ვახერხებდი რომ დასახმარებლად მივსულიყავი მასთან. იმ რამდენიმე წამში სულ გადაფარა სიცივის გრძნობა რაღაც სხვამ და სულაც აღარ მაინტერესებდა რომ ლექციაზე ვაგვიანებდი. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი როცა ამ უსინათლო-ნათელ კაცთან ახალგაზრდა ბიჭი მივიდა და დახმარება შესთავაზა. ავამოძრავე გაშეშებული კიდურები და გზა გავაგრძელე. არვიცი რამ შეიძლება დამავიწყოს ის ტკივილიან-მადლიანი ხმა, რომლითაც კაცი იმ ბიჭს ლოცავდა და ჩემი თავის შემრცხვა იმ წამს, რადგან მე არ ვიყავი მისი სიტყვების ადრესატი და არ დავიმსახურე იმ მადლიანი კაცის ლოცვა. არვიცი რაიყო ეს, თავდაცვის ინსტიქტი, სიცოცხლის წყურვილი თუ სხვა რამ, მაგრამ ფაქტი ერთია-არის რაღაც, რაღაც რაც უფლებას არ გაძლევს ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში არასწორი ნაბიჯი გადადგა. შეიძლება ეს იყო სწორედ სასწაული,შეიძლება უბრალოდ შემთხვევითობა, მაგრამ ერთი კი ვიცი- არსებობს რაღაც, რაც მაშინ გიცავს განსაცდელისგან, როდესაც ყველაზე ბრმად მიენდობი. თუნდაც მანამდე კი ჯიუტად უარვყოფდეთ მის არსებობას. იქნებ სწორედ ჩვენ ვართ უსინათლოები და  ამას თავადაც ვერ ვხვდებით, იქნებ.



№1 სტუმარი Guest Snazina

Kargia.dzalian momewona

 


№2  offline წევრი ლაილა

Guest Snazina
Kargia.dzalian momewona

მადლობა <3 ნამდვილი ამბავია

 


№3  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent