ძიებაში დანახული მოლოდინი
როგორი სასაცილო ვარ ამწამს როცა საშინელ დეპრესიაში ლამის თავიდან ფეხებამდე გადაშვებული უცბად 360 გრადუსით ვტრიალდები და ცხოვრების მშვენირებაზე ვიწყებ ლაპარაკს,ყველაზე სასცილო კი იმიტომ ვარ,რომ ამაზე სხვებს ველაპარაკები,ველაპარაკები თან ისე, რომ მინდა მის სიზუსტეში დავაჯერო და უფრო სასცილო იმიტომ ვარ,რომ ამის თავადაც არ მჯერა. რა უნდა გააკეთო იმ შემთხვევაში ,როდესაც ყოველდრიურად ხვდები, რომ ცხოვრება წინსვლის მაგივრად ერთადგილზეა გაჩერებული და რაც აქამდე გაგიკეთებია ყველაფერი თავზე გემხობა,თითქოს დიდი მოგონებების ქვაბი ამოატრიალა ვიღაცამ,ძალით დაგაყენა ამ ქვაბის ქვეშ და ყოველდღიურად გაიძულებს ამ მოგონებების ხელახლა „დაგემვნებას“. განა რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც თავს ძალიან, ძალიან მეორეხარისხოვნად გრძნობ?!.როცა რაღაცის გაკეთება ძალიან გინდა, მაგრამ არიცი როგორ უნდა გააკეთო. ამ დროს ერთადერთ გამოსვლად გევლინება ვინმე,დიახ ვინმე,ვინც დაგანახებს სწორ გზას,ვინც გეტყვის რა არის უკეთესი შენთვის და თუ მაინც უარესს აირჩევ მოვა, წყნარად გადაგისვამს თავზე ხელს და იმის მაგივრად რომ შეგონებებით-„ხომ გეუბნებოდი“ კიდევ უფრო დაგთრგუნოს,უბრალოდ მოგიჯდება გვერდით და დაგანახებს გზას და მიზეზს იმისას,რომ კიდევ განაგრძო სვლა,რომ ამ ერთი მარცხის გამო ხელი არ ჩაიქნიო,მაგრამ ყველაფერი გაცილებით რთულადაა,როცა ეს ვინმე არ არსებობს შენს ცხოვრებაში. როცა ეს ვინმე,რომელსაც უკვე წლებია ელი მაინც შეუპოვრად განაგრძობს მალვას და შენც კიდე ამ ლოდინში ქანცგაწყვეტილი მისი ბუნდოვანი სახის ამოცნობას ყველა შესაძლო გამვლელში ცდილობ. ჰო ჰოო გამვლელში სხვას ვერ დავარქმევ იმ ადამიანებს,რომელბიც უცბად შემოიჭრებიან და ასევე უცბად ქრებიან ჩვენი მოკლეხნიანი ფერადი ცხოვრებიდან..ხო ერთი ორ ფერს აიღებენ, მიასხამ-მოასხამენ გაურკვევლად,ისე რომ მერე თავადაც ვეღარ არკვევენ რის გამოსახვას ცდილობდნენ,და უმალვე ქრებიან. ჰოოო ქრებიან ეს საღებავი კი ნელ-ნელა ხმება,იქერცლება,ფერები-ხუნდება და საბოლოოდ მოკაშკაშე ფერი მუქ ნაცრისფრად იქცევა. კი კი ყოველთვის ამ ფერზე ჯდება ბოლოს. ეს იცი რა ფერია? იცი რისი ფერია? -იმედგაცრუების. იმ ყველაზე ცუდი გრძნობის,რომელიც „რაც არ გკლავს,გაძლიერებს“ შემხვევაში პირიქითაა, არ გკლავს,მაგრამ განადგურებს, -ფსიქოლოგიურად,მორალურად,ფიზიკურად,ისე რომ გადაბმულად მოგანდომებს პიჟამას ამარა გაყინულ საწოლში ყოფნას, გაყინულ კედლებსა და გაიყინულ შენ თავთან ერთად.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.