შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"პირველი სიყვარული"


5-12-2015, 00:09
ავტორი Tikko_Elikashvili
ნანახია 2 937

ბევრჯერ დამბადებია კითხვა,თუ რას ნიშნავს სიყვარული?როგორია ის?რა გრძნობაა,როდესაც ვიღაც საკუთარ თავზე მეტად გიყვარს,როდესაც მისთვის სიცოცხლეს არ დაიშურებ.ყოველი დილა მასზე ფიქრით იწყება,ყოველ ღამე,რომ მასზე ფიქრობ და ისე გეძინება ოცნებებში გართულს.იმაზე ფიქრიც კი გახარებს და გაკმაყოფილებს,რომ სუნთქავს,იღიმის,ლაპარაკობს და თვალებში გიყურებს... როდესაც გიყვარს სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანი და უმნიშვნელო ხდებ,იმ ერთადერთის გარდა.მხოლოდ მაშინ ხარ კარგად როდესაც ხდავ...
მიყვარდა ამ ყველაფრის მოსმენა და წაკითხვა სხვადასხვა წიგნიდან. ვოცნებობდტი,რომ ზუსტად ასე ძლიერ შემიყვარდებოდა ვინმე და მასაც ასეთივე გრძნობით ეპასუხა,თუმცა ოცნებები ყოველთვის როდი ხდება...
ამაში მაშინ დავრწმუნდი,როდესაც პირველად შემიყვარდა,როდესაც პირველად მეტკინა და პირველად ვიტირე. ის ადამიანი ჩემთვის მართლაც,რომ ყველაფერი იყო.ყოველ დღე მხოლოდ მასზე ვფიქრობდი,მის ღიმილზე,თვალებზე. ამ გრძნობამ სრულიად შემცვალა,შემეცვალა შეხებულებები. პატარა,სულელი ბავშვი ვიყავი,რომელსაც ეგონა,რომ გული არასდროს არ ეტკინებოდა და ბედნიერი იქნებოდა იმ ადამიანთან,მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.მას არ ვუყვარდი,არაფერს გრძნობდა. ამის გამო საკუთარ თავში ჩავიკეტე,არავის არ ველაპარაკებოდი,მასაც თავს ვარიდებდი,თუმცა მხოლოდ მასთან ყოფნაზე ვოცნებობდი!
ერთ დღეს კი მივხვდი,რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა,მთავარი ის იყო,რომ მე მიყვარდა,ჩემთვის ჩემს გულში და ეს ბედნიერს მხდიდა,რადგან სიყვარული შემეძლო!
წლები გადიოდა.. იყო პერიოდი როდესაც მეგონა,რომ დავივიწყე და ყველაფერი მორჩა,მაგრამ თურმე შევცდი! დღესაც ისევე როგორც 3 წლის წინ,სიყვარულით მიძგერს გული.როდესაც მას ვხედავ მუცელში პეპლები დაფრინავენ,მისი დანახვისას თვალები მინათდება. მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად არის,ეს სიყვარულზე მეტია,არ ვიცი რა დავარქვა მაგრამ ეს სიყვარულს არ გავს... ჩემს თავს ვეკითხები:ნუთუ ნორმალურია,რომ 3 წელი,ცალ-მხრივად გიყვარდეს,ყოველ დღე ნახულობდე და ვერ ეუბნებოდე ამ ყველაფერს,ბევრი მიზეზის გამო,პირველ რიგში კი იმის გამო,რომ გოგო ხარ და გიტყდება,და კიდევ იმის გამო,რომ ეს ერთხელ უკვე გააკეთე და მწარედ ინანე! შეიძლება პირით არ ვეუბნები,რომ მიყვარს მაგრამ თვალებით ყოველთვის ვეუბნები იმ იმედით,რომ გაიგებს,ყოველი დანახვისას და შეხვედრისას..
ხანდახან მისგან ვგრძნობ იმას,როცა თვალებში მიყურებს,მელაპარაკება,მიღიმის საოცარი სითბო მოდის. ხან ისეთი თბილი და მზრუნველია,მაგრამ ხან ქვასავით მაგარი და ყინულივით ცივი!როდესაც სიყვარულს მაგრძნობინებს მაშინვე საპირისპიროსაც ამტკიცებს!
ჩემი გული და გონება ერთმანეთს ებრძვის,რომელს დავუჯერო არ ვიცი..გულს?რომელიც მისკენ მიწევს,თუ გონებას?რომელიც დავიწყებას მეუბნება..
ზოგჯერ ვამბობ: "მიყვარს და მორჩა!ეს ჩემი გადასაწყვეტია", მაგრამ ხან ისე ვიღლები,რომ საკუთარი თავის მიმართ,სიძულვილის და სიბრალულის გრძნობა მაქვს ,რომ ვერ ვივიწყებ!...
წლების შემდეგ,როდესაც ისევ შევხვდებით არავინ იცის რა იქნება! შეიძლება დაოჯახებულები და ბედნიერები ვიყვეთ,ან შეიძლება ორივე მარტო ვიყვეთ...
მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ხანი გავა,პირველი სიყვარული მუდამ გულში იქნება! ის ერთადერთი ბიჭი,რომელიც შეგიყვარდა,რომლის წყალობითაც პირველი ცრემლი გადმოგივარდა... მის ადგილს ვერასდროს,ვერავინ დაიკავებს,მუდამ ჩემს გულსა და გონებაში იქნება.... მე ის მიყვარს და მეყვაება!...

პ.ს. ეძღვნება პირველ სიყვარულს,ბიჭს რომელიც მთელი გულით მიყვარს!ის ჩემს გვერდით არ არის,მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს..
ჩემი რჩევა იქნება,რომ არასდროს გაუშვათ ის ერთადერთი ადამიანი,რომელმაც სიყვარული გასწავლათ.ეს გრძნობა ნამდვილად მხოლოდ ერთხელ მოდის და ეს არის ზუსტად საოცარი.. იბრძოლეთ მისთვის და ლაჩრულად არ დათმოთ ის!!


არ ვიცი რატო მომინდა ამს დაწერა,მაგრამ ჩემი გულიდან არის ეს ყველაფერი..



№1  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent