''მთვარე,ჩემი მეორე ნახევარი'' (8) (The End)
გათენდა დილა და თვალები რომ გავახილე უბრალოდ გამეღიმა,გამეღიმა იცით რატომ? იმიტომ რომ შეყვარებული ვიყავი,ალბათ ადამიანს რომელსაც სიყვარული ჯერ არ სწვევია ამაზე გაეცინება და იფიქრებს რა შუაშია დილა,ღიმილი და სიყვარული ერთმანეთთანო..თავშია,როდესაც დილა თენდება და იღვიძებ ე.წ ‘’ის’’ მოგდის თავში მაშინვე და გეღიმება იმიტომ რომ გიყვარს,იცი რომ მას დღესაც ნახავ და ის შენთვის გაიღიმებს,მისი ღიმილი ხომ შენ გაბედნიერებს.ის ხომ გიყვარს.ეს გრძნობა არ მეგონა თუ ოდესმე მეწვეოდა,ამაყი,გათამამებული გოგო ვიყავი მართლაც,რომელიც ამ ენით აღუწერელმა გრძნობამ ასე შეცვალა,ის გადაიქცა ფერიად,კეთილ ფერიად,რომელიც მუდად იღიმის (მისთვის) ყველა უყვარს,რომლის მუცელშიც პეპლები დაფრინავენ.მან შემცვალა მე.ის ჩემთვის სიყვარულის ერთადერთი განხრა იყო,რომელსაც ცოტნე ერქვა.მე მისთვის ვვარსებობდი,და ახლაც მისთვის ვვარსებობ.იმიტომ ვლაპარაკობ წარსულში რომ ამ ყველაფრის მერე ნახევარმა საუკუნემ განვლო.13 სექტემბერია,წელს გარდამეცვალა სიყვარული,წელს მოსწყდა გულს ბედნიერება! ახლა იცით სად ვარ? ცოტნეს დაკრძალვიდან მოვდივარ,ჩემს თვალებში სევდა სუფევს. ვზივარ ჩემს სახლთან,ჩემს შვილიშვილებთან ერთად და მთვარეს ჩვენს ისტორიას ვუყვები.ეს ხომ მისი სურვილი იყო,სანამ უფალი მასთან არ წამიყვანს ამას ტრადიციად ვაქცევ.დავჯდები ყოველი წლის 13 სექტემბერს და მთვარეს ჩვენს ისტორიას მოვუყვები,არ დამეზარება,როგორ შეიძლება სიყვარულის გადმოცემა დაგეზაროს?სიყვარული,ეს ნიჭია რომელიც მე მან მიბოძა,ჰო მე ნიჭიერი ვარ! ეს ნიჭი ბევრს გააჩნია,თუმცა ყალბად,ბევრსაც ჭეშმარიტად,ჭეშმარიტება მაბედნიერებს მე! ეს მაცოცხლებს ჯერ კიდევ,ვიცი რომ მას არ გაუხარდება მას ჩემი სევდა,თუმცა რას ვიზამთ?ცრემლს თვალებიდან ვერ ვიშრობ.შეძრწუნებული ვარ ამ მოვლენით,ამ ტრაგედიით რომელიც თავს დამატყდა,თუმცა რას ვიზავთ?ეს მაინც მოხდებოდა,უკვდავი არავინ და არაფერია გარდა ამ გრძნობისა,სიყვარულისა. საშინელი გრძნობაა ‘’უშენობა’’,როდესაც ტკივილი გჭამს! საშინელი ტკივილი გულში! შეჩერდი და დამიბრუნე ტკბილი მოგონებები! მხოლოდ მასთან ვგრძნობდი თავს ისეთად როგორიც სიანმდვილეში ვიყავი...ის წავიდა,როდესაც მის გაყინულ ხელს შევეხე,ვიგრძენი რომ ისევ ჩემთან იყო,ის მუდად ჩემს გულშია!მენატრება მისი ხმა,ჩახუტება,გამოხედვა,ირონიული ღიმილიც კი მენატრება! ყველაფერი მენატრება მისი! ის ჩემთანაა,ისევ ჩემთანაა,თუმცა მხოლოდ სულიერად ვგრძნობ ამას.იცით რას ვგრძნობ კიდევ სულიერად? იმას რომ სულიერად მთვარეც ჩემთანაა..ის ჩემი ბავშვობის მეგობარია,კარგად ესმის ჩემი.მთვარე,ჩემი მეორე ნახევარია თუმცა ცოტნე თვით ჭეშმარიტება. არ ვიცი რამდენად კარგი გამოვიდა,ალბათ დაგაკლდათ,მათი მომენტები და ბევრი რამ რის გამოც ბოდიშს გიხდით თუმცა,ამ პატარა ისტორიით სიყვარულის გადმოცემა მინდოდა.უკვდავი გრძნობის.მიუხედადვად იმისა რომ 12 წლის ვარ,კარგად ვიცი ამ გრძნობის არსი და ფასი.ამ გრძნობას შეფასება კიარა,დაფასება სჭირდება.იმედია არ გაგიცრუეთ იმედები და მოგეწონებათ <3 ! This Is Not A Happy End,But It's True )) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.