შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი


6-12-2015, 12:13
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 694

ბავშვობაში ყველას ვეკითხებოდი,რატომ აღვნიშნავთ-მეთქი ახალ წელს.ვფიქრობდი,რომ ეს ერთ-ერთი ჩვეულებრივი დღე იყო.ჩვეულებრივი იყო,მაგრამ იყო პირველი,წლის პირველი დღე.ყოველ მომდევნო წელს ვფიქრობდი ხოლმე ამაზე და მიკვირდა რატომ ემზადებოდა ხალხი ასე გულმოდგინედ 1 იანვრისთვის.

ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი


მერე მივხვდი.როგორც იქნა,დავიკმაყოფილე ინტერესი.მივხვდი,რომ ეს დღე ერთ-ერთი სიმბოლო იყო.საჭირო იყო იმისთვის,რომ ცხოვრებას ხალისი არ დაკარგვოდა,შემატებოდა ახალი რამ.ნებისმიერ ადამიანს გაღიმებოდა,იმისდა მიუხედავად,ღარიბი იყო თუ მდიდარი,ბედნიერი თუ უბედური.

ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი



ერთი დღე მაინც უნდა ყოფილიყო,როცა ყველა ბედნიერი იქნებოდა.მივხვდი,რომ ეს დღე ბედნიერების ქურდი იყო და გამიხარდა! მივხვდი,რომ ქუჩა გაბრწყინებული სწორედ ამისთვის იყო,სწორედ ამისთვის მოჩანდა მოელვარე ნათურებიანი ნაძვის ხე მაღაზიების ვიტრინებიდან.

ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი


ნაძვის ხის მორთვა ძალიან მიყვარდა და,სამწუხაროდ,ამით ვერ ვკმაყოფილდებოდი.ყოველთვის პაპაჩემი მეთაურობდა ამ საქმეს და უფროსიც ის იყო,რაც ხშირად მანაწყენებდა,თუმცა მაინც სიამოვნებით ვარჩევდი ხოლმე სათამაშოებს და ვკიდებდი მწვანე ხეზე.მიყვარდა მბზინავი ნათურები,მაგრამ რატომ ვერ ვხვდებოდი.ჩავრთავდი ხმკვან მანათობლებს და ვიღიმოდი,ვმღეროდი „ჯინგ ბელს“ და ზარების რეკვის ხმას წარმოვიდგენდი ხოლმე.

ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი


მახსოვს ერთ ახალ წელს,მეორე ნაძვის ხეც მოვრთეთ და ბებიაჩიმის გარდერობის თავზე დავდეთ.ეს პაპაჩემის იდეა იყო.ამით ახალი წლის განწყობა შევიტანეთ ავადმყოფის ოთახში.დრო გადიოდა და უფრო ვრწმუნდებოდი,რომ ახალი წელი სიმბოლო იყო,სიმბოლო,რომელსაც ხშირად ვერ ვსწვდებოდით.

ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი


ახალ წელში ყოველთვის რაღაც იდუმალება იჩქმალებოდა.ჩვენი მიზანი მისი ამოხსნა არის.სურვილების ჩაფიქრება და უბრალო მოლოდინი..მოლოდინი იწყება ყოველი ახალი წლიდან,ახლის მოლოდინი ქმნის ხალისსა და გვმატებს ძალას,რომ ცხოვრებას ზურგი არ ვაქციოთ.

ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი


მეკვლის არასდროს მჯეროდა,მაგრამ მაინც მიხაროდა,როცა ვინმე შემოდიოდა და წარმატებულ წელს გვისურვებდა.
რატომღაც ყოველთვის მეგონა,რომ ახალ წელს თოვლი უნდა მოსულიყო,მაგრამ ასე იშვიათად ხდებოდა.ზოგჯერ,როცა გვეღირდებოდა თოვლი,ჩემს სიხარულს გასაქანი არ ჰქონდა.

ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი



ბედობის არ მჯეროდა,მაგრამ ერთ დღეს სამწუხარო შემთხვევამ დამაჯერა მისი არსებობის.იქნებ ეს დამთხვევა იყო ან მართლაც ახდა..
ზოგჯერ ფიფქები ცვივა და ახალ ოცნებებს გვისახავს...
იქნებ არანაირი ბედობა არ არსებობს...და ჩვენვე ვქმნით ბედს ახალი განწყობით...

ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი



ყოველთვის მიყვარდა გოზინაყის გაკეთებაში მონაწილეობის მიღება.ყოველთვის მოუთმენლად ველოდი 12 საათს.ეს მოლოდინი საუკეთესო რამ იყო.ყოველთვის ვითვლიდი წამებს და მიხაროდა,რომ ახალი წელი შემოვიდოდა.
შემდეგ თვეები ვუნდებოდი იმის გაცნობეირებას,რომ ძველი წელი წარსულს ჩაბარდა.დავალებების წერისას არაერთხელ მიმითითებია ძველი წელი.
ესეც რაღაც ახალი იყო..ახალი წელი გვაჩვევს ახალ და მომავლისკენ გვიბიძგებს..

ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი


ყოველთვის მწყდებოდა გული,როცა ახალი წელი მიდიოდა..როცა ქრებოდა სადღესასწაულო განწყობა.მიჭირდა იმის გაცნობიერება,რომ ღიმილი გაქრებოდა ხალხის სახეზე..
ყოველთვის უკეთესის მოლოდინი მქონდა,ამიტომ ჩემს განწყობას რეალობა ვერასდროს ეწეოდა...ყოველთვის მეგონა,რომ რაღაც საოცარი მოხდებოდა ახალ წელს..
ყოველთვის მეგონა,რომ თორმეტ საათზე მეორე ნახევარი მოვიდოდა და სიყვარულს ამიხსნიდა..ეს იყო წარმოსახვა და ლამაზი ოცნება.
ყოევლთვის მინდოდა,რომ ახალი წელი ყველაზე ლამაზი სიმბოლო ყოფილიყო.

ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი


ყოველთვის მიყვარდა ფილმის „მარტო სახლში“ ყურება და ყოველთვის ახალი ემოციები მეღვრებოდა მისი ყურებისას.ყოველთვის მინდოდა,რომ მივსულიყავი და გამემხნევებიდა სახლში მარტო დარჩენილი 9 წლის ბიჭუნა.
მე ვიზრებოდი,ის კი ისევ ბავშვად რჩებოდა.
ახლა დავბერდი და ის ისევ ბავშვია,მშურს მისი.მასთან ყოვეთვის ახალი წელი იქნება,ყოველთვის ახალი განწყობა იქნება.
მგონი,ერთხელ ცოტაა ახალი წელი.ამაზეც მიფიქრია.რომ არა ასე იშვიათად,ფასს დაკარგავდა,ისიც ჩვეულებრივ დღედ იქცეოდა.

ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი


ახლა ნაკლებად მახარებს ახალი წელი,ნაკლებად მჯერა რაღაც ახლის...თუმცა სანტასი არასდროს მწამდა და,ალაბთ,კარგია კიდეც.
თუმცა ახალ წელი მაინც ჯადოსნური უნდა იყოს და სჯობს რამე არარსებულის ვიწამოთ,თუნდაც იმისი,რომ ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი უსათუოდ აგვიხდება...

ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი
ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი

ნოსტალგიურად მოდის ახალი წელი





№1  offline წევრი keke11

Ragacnairi iyo tbili da cota sevdianit momewona :*

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

keke11
Ragacnairi iyo tbili da cota sevdianit momewona :*

მადლობ.. love

 


№3  offline წევრი shadow

გავთბი

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

shadow
გავთბი

<3

 


№5  offline ადმინი შამანი

ძალიან კარგი სიალხე იყო. ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

უნდა ვწერო
shadow
გავთბი

<3

მადლობ <3

 


№7  offline წევრი kakulia

მიყვარს ახალი წელი kissing_heart

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 


№8 სტუმარი mariami

Me arfovanebuli var????????????????????????????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent