შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს მოკვდები ჩემში!


7-12-2015, 02:26
ავტორი სოფია სოფია
ნანახია 2 062

დეკემბერში მოკლე დღეები და გრძელი ღამეები იცის...რა სამწუხაროა,როცა შენი დაკარგვის შიში ამ თვეს დაემთხვა. ცივა...!! ორმაგად ცივა. სული მეყინება და გული მეკუმშება ტკივილისგან,როცა წარმოვიდგენ,რომ ჩემთან არ იქნები,უფრო მეტიც..სხვას გაუთბობ ხელებს,სხვისთვის იცოცხლებ,სხვას მიუძღვნი ცხოვრებას!! რა უსამართლოა ყველაფერი...ოდესმე გიგრძვნიათ როგორ გახრჩობთ ადამიანის დაკარგვით გამოწვეული შიში? განადგურებთ!! მე მიგრძვნია,ახლაც ვგრძნობ!! სუნთქვა გამიჭრდა,როცა მივხვდი ჩემი აღარ იყო,ჩემთან აღარ იყო... ოდესმე გიგრძვნიათ სიყვარული? უიმისოდ ცხოვრებაზე რომ დაფიქრდებით წამით,მერე თვალებიდან ცრემლები გამოდმოგივათ და მიხვდებით რომ ვერ გაძლებთ!ვერ შეელევით!ვერ გაუშვებთ!
ოდესმე გიგრძვნიათ დაღლა?! არა ფიზიკური,არამედ სულიერი. დაღლა ემოციებისგან,დაღლა ტკივილისგან,დაღლა ხალხისგან,რომელიც გიღიმის და სანუგეშოდ მხოლოდ გაუფასურებულ სიტყვებს გესვრის. ოდესმე გიგრძვნიათ,რომ თქვენში საყვარელი ადამიანის წასვლით მოკვდა ყოველგვარი ბედნიერება,სიხარული და სილაღე...!მტკივნეულია,საშინელია,როცა გართმევენ! გართმევენ სულის ნაწილს,მეორე ნახევარს,შენს მეორე მეს! გაიძულებენ მოკლა იგი შენში,მაგრამ როგორ?! როგორ მოგკლა ჩემში,როცა შენ მაცოცხლებ,შენ მაძლიერებ,შენ მიყვარხარ!
ო რა ძნელია,როცა გაიძულებენ რაღაცას და სანაცვლოდ მოგიგდებენ სიტყვებს "დრო ყველაფრის მკურნალია"...! არა! არა და არა !! დრო ვერ კურნავს უშენობის ტკივილებს..დროს არ შეუძლია დამავიწყოს ადამიანი,რომელიც ერთხელ მაინც მიყვარდა ან მიყვარს: ნამდვილი,უმანკო,წრფელი სიყვარულით! როგორ შეიძლება მის დანახვაზე არაფერი იგრძნო,თუნდაც 1 წელის ან 10 წლის მერე...შეუძლებელია!! დრო ყველაფერს ანადგურებს მაგრამ იგი მხოლოდ სიყვარულს ინდობს!! მე ასეთი სიყვარული მწამს,მე ასეთი სიყვარულის მესმის..მე ასეთი სიყვარულით მიყვარს! მე სწორედ ასეთი სიყვარულით მიყვარხარ!
დღეს არ ხარ ჩემთან,მაგრამ ფიქრებში ტრიალებ.
მტკივხარ ადამიანო! ჩემი სულის ამოძახილი ხარ! მჭირდები! მჭირდები,როგორც თევზს წყალი,როგორც ლოთს ღვინო,როგორც სნეულს წამალი...მჭირდები! სუნთქვისთვის მჭირდები!
მე რომ შეგიყვარე შენ, აზრი ხალხისთვის არ მიკითხავს, მირჩევნია ომი შენთან,ვიდრე მშვიდობა შენს გარეშე!!



№1 სტუმარი Nia

Metkina vigrdzeni... Da iara gamexsna.... :(((

 


№2  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent