მე ქართველი ვარ!
ჰო ისევ ისევ ვზივარ და ვისმენ ჰო ისევ ისევ გეძახი აქ ვარ ეს მე ვარ შენი თვალები მზისფერ და გაზაფხულის ღიმილით დაღლა ჰო ისევ ისევ ვყვირივარ მე ვარ ჰო ისევ ისევ სამყაროს ღერძი შენი ცრემლების წვიმაში ვდგავარ და შენს გულისთვის თვით ღმერთებს ვებრძვი მე ვარ სიფხიზლე სიზმრების მერე და იმის მერეც რაც არის ის ვარ შენ ის ხარ რაც მე აქამდე ვწერე რაც კი ოდესმე ლექსებად მითქვამს ქანაანი ვარ აღქმული მიწა მოსეს მზერაში სამყაროს ვიტევ მე აბელი ვარ კაენო მიცან და ძნაო დღესაც ნუ მომკლავ ისევ ჰო ისევ ისევ ეს მე ვარ ზევსი ედემის ბაღში გაზრდილი ხე ვარ და სანამ ხალხნო მაგ ტყვიას მესვრით დაფიქრდი იქნებ ის ტყვიაც მე ვარ ჰო მე ვარ მე ვარ ცოდვილიც წმინდაც სიგრილეც ყინვაც და ზამთრის სითბოც მე ის ვარ შენი მზერა რომ მიაქვს და მესზე დილით ხელებს რომ ითბობს ჰო მე ვარ მე ვარ ნიკოლო ვაჟა აკაკი მირზა მარო და ლორკა ხან ის ვარ შენ რომ გიფეთქავს მაჯას ხან ის ვარ შენ რომ ძაღლივით გლოკავს ჰო მე ვარ მე ვარ ბახი ვივალდი და სხვა დანარჩენს დრონი გვაჩვენებს მე ის ვარ შენ რომ ოდეს გიყვარდი და ისიც ღმერთს რომ ლურსმებს აჭედებს ჰო ისევ ისევ ვუყურებ ვხვდები თუ ქისტებს როგორ აჭრიან მკლავებს ხან ტაბიძე ვარ ფანჯრიდან ვხტები ხან ილია და წიწამურს მკლავენ ჰო ისევ ისევ ვზივარ და ვსუნთქავ გარეთ კი ქარი სტრიქონებს ფანტავს ყველა ტკივილი მე მიმაქვს გულთან ხანაც კი გული საერთოდ არ მაქვს როსტევანი ვარ მეფეთა მეფე უძლეველი ვარ თვით უფლის შვილი ტარიელი ვარ და ნესტანს ვეძებ ხან კი ვზივარ და წყლის პირას ვტირი მე დემეტრე ვარ და მეფედ ვზივარ მე თავდადებულს სიბრძნით ვფასდები ჩემი ქვეყნისთვის პაატას ვწირავ ხან ვვერაგობ და ვშაჰაბასდები ჰო მე ვარ მე ვარ უფლის სანთელი რიჩარდ მეოთხე ხან მეფე ლირი რომ პირველ რიგში მე ვარ ქართველი და ქართველობას ხმამაღლა ვყვირი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.