შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოობის ისტერია


8-12-2015, 16:48
ავტორი ლაილა
ნანახია 2 036

წვიმს... ფანჯარასთან ვზივარ და ვუყურებ წვეთების სიკვდილს. ფეხები ფანჯრის რაფაზე შემომიწყვია და უგემურად ვსვამ უკვე გაგრილებულ სუბსტანციას,რომელსაც ლიმნის მომჟავო გემო უნდა დაკრავდეს წესით, მაგრამ ვერ ვგრძნობ. უჰაერობას ვგრძნობ, გადაცდენილი ლუკმასავით მეჩხირება ყელში მარტოობის გულისამრევი სუნი. თვალს ვავლებ ცარიელ სახლს და გული მტკივნეულად მეკუმშება. და მახსენდება წარსული, და მშობლიური სახლი... და მენატრება ის დრო როცა მხოლოდ გადატყავებული მუხლები იყო ჩემი სადარდელი. მახსოვს ბავშვობაში, რამე რომ მტკიოდა დედასთან გავრბოდი ხოლმე ტირილით, დედაც მაგრად ჩამიხუტებდა ხოლმე გულში, მერე ჩემ თავს კალთაში ჩაიდებდა და დიდხანს, დიდხანს მეფერებოდა ხოლმე თმაზე. მე უფრო მეტად ამომიჯდებოდა გული და კიდევ დიდხანს ვქვითინებდი მის კალთაში თავ ჩარგული. დედა არ იღლებოდა... ახლა ვზივარ ჩაბნელებულ ოთახში, მარტო და ვგრძნობ როგორ მოიწევენ ჩემსკენ ბნელი კუთხეებიდან მარტოობის, უსარგებლობის, სიცარიელის გრძნობები. ტუჩებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს, რომ შეკავებული კივილი არ გადმოსცდეს ბაგეებს. არ ვიცი ვინ ვარ, არ ვიცი რა მინდა. -"გინდა უყვარდე ვინმეს,სჭირდებოდე"-მესმის "მეორე მეს" ამაზრზენი, ირონიული ხმა და ტუჩებს ვიჭამ რომ არ ვიკივლო. -"არავის სჭირდები, არავინ გაფასებს, არავინ გიფრთხილდება. შენ ყველაზე ზრუნავ, შენზე არავინ ფიქრობს, არავის აინტერესებ"- მეჩურჩულება და კმაყოფილი ქირქილებს. გამწარებული, უხეშად ვხსნი ფანჯარას და ცივ ჰაერს ხარბად ვისუნთქავ. გამალებით ვცდილობ ყელში გაჩხერილი უიმედობა გადავყლაპო. წვეთები სახეზე მეცემა და დაუდევრად ჩამოშლილი თმა ლოყებზე მეწებება. ფანჯარას ვხურავ და როგორც ბავშვობაში, მთელი ემოციით ვქვითინებ. -"ხვალ კარგად ვიქნები, ხვალ კარგად ვიქნები"- ვბუტბუტებ თავზე თითებშემოჭერილი და როგორც ყოველთვის,ახლაც არსაიდან მოსულ სიმშვიდეს ნეტარად ვუშვებ სხეულში...
არის ხოლმე ასეთი დღეებიც...


პ.ს. ვეცადე ჩემი მარტოობის პესიმიზმით გაჟღენთილი დღე ამეღწერა. ალათ ყველას ჰქონია მსგავსი მომენტი და ჩემსავით მონდომებია მისი ვინმესთვის გაზიარება.იმედია უარყოფითი ემოციით არ დაგტვირთეთ <3



№1  offline წევრი single

Bevrjer vyofilvar egre:))

 


№2  offline წევრი ლაილა

single
Bevrjer vyofilvar egre:))

ცუდი გრძნობაა ნამდვილად :))

 


№3  offline წევრი tukako

ძალიან ნაცნობი მომენტია,ბევჯერ განმიცდია მსგავსი შეგრძნებაა feel

 


№4  offline წევრი ლაილა

tukako
ძალიან ნაცნობი მომენტია,ბევჯერ განმიცდია მსგავსი შეგრძნებაა feel

ასეთ დროს მინდა ვთქვა რასაც განვიცდი და გავთავისუფლდე :)

 


№5  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 


№6  offline წევრი ლაილა

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent