ყვავილების ქვეყანა
სიზმარი ისევ იგივე იყო, სივრცეში გამოკიდებული ვიწრო გზა და გარშემო ყველაფერი ნაცრისფერი. ყველა ფერი - ნაცრის ფერი. ცუდიაო, ცუდის ნიშანიაო, რატომ არის ცუდი? რა თქმა უნდა ნაცრის ფერი იქნება თუკი მანამდე ცეცხლი ეკიდა ყველაფერს. ერთადერთი ფერია რომელიც ისტორიას იტევს. ფერიც არ არის, შედეგია. აქ, ჩემთან, ყველაფერს ამ შედეგის ფერი აქვს, სიზმარსაც და რეალობასაც. არ აქვს მნიშვნელობა რას დაწვავ ქაღალდს, ხეს, ძვირფას კაბას თუ კიდევ უფრო ძვირფას ადამიანს, ფერფლი ფერფლია, ნაცარი ნაცარია. ყველაფერს ერთი ფასი აქვს, უფრო სწორად ერთი გრამი ნაცრის ფასი გამრავლებული წონაზე. თუ გადაიხდის ვინმე. არადა სულ არ მთრგუნავდა ეს სიზმარი, პირიქით, მივდიოდი, არც სადმე გადაჩეხვის მეშინოდა, არც ვიღაცის გამოჩენის, არც ახალი ფერების. ეგრეა, დასასრულის ფერი უფრო ადვილად აღსაქმელია ვიდრე დასაწყისის. მარტო ყვავილები მენატრებოდა. ფერადი, პატარა, ცოცხალი მინდვრის ყვავილები. ეს არც ჩემით დაწყებულა და არც ჩემით დამთავრდება. მერე რა. ამბობენ იქ ოაზისიაო, ბევრი ყვავილი, ფერები, სითბო და სინათლე. მზეები, მზეები... „მე კი მეყოფა თუ შენს თვალებში ვნახავ საოცრად პატარა მზეებს.“ ნაცრისფერიდან პირდაპირ თვალებში... და ალბათ Ryuichi Sakamoto ჟღერს. არა, ნამდვილად, Rain. ყვავილებს ხომ უნდა მორწყვა, ყვავილებს და სულებს. ხოდა მერე რა, თუ ცუდის ნიშანია, მერე რა თუ გადამწვარია, მერე რა თუ ცარიელია, მერე რა თუ დასასრულია, მერე რა თუ მარტო ჩემი დასასრულია. არც არაფერი,, ამბობენო.. და მჯერა. ................... ................... „ყვავილების ქვეყანა ჩოქვით შემოვიარე....“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.