ეპილოგი
სულს თავისი სხეული გააჩნია და ის შეიძლება გტკიოდეს, რადგან რაღაცას განიცდი, შეიძლება გეზიზღებოდეს, რადგანაც თავს სრულფასოვნად ვერ გრძნობ. შეიძლება გიყვარდეს კიდეც, რადგან ფიქრობ მიმქრალი სანთელივით ბჟუტვა არ შეგიძლია, ფეხზე წამოდგები და ცეცხლი ხელახლა გეკიდება... ამოისუნთქე, ეს ხომ ცხოვრებაა... შენ არაფერს იწონებ და იწუნებ, არავის კიცხავ, რადგან გგონია, შენი ასეთი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ მეტად უაზრო განწყობილებაა. ჩვენ ხომ იმისთვის არ ვართ გაჩენილნი ქვეყნად, რომ საკუთარი ზნეობრივი ცრურწმენები გამოვამზეუროთ სხვა ადამიანების წინაშე და მათ ვუქადაგოთ ჩვენი ზრახვანი... შენი ცხოვრება შენივე იდუმალებაშია... ყურადღებას არ უნდა აქცევდე რას იტყვიან ამ ქვეყნის ქედმაღალი და მარად ცინიკურად მომღიმარი მდაბიოები. არც შენთვის სასიამოვნო და ახლობელი ადამიანების ცხოვრებაში უნდა ჩაერიო. თუ პიროვნება მოგწონს და გიზიდავს, რასაც უნდა წარმოადგენდეს და რა საქმიანობასაც უნდა ეწეოდეს, შენს თვალში ფასდაუდებელი მშვენიერების და სიამის მომნიჭებელი არსების ღვთიური განსახიერება უნდა იყოს... გათამამდი, შენ ხომ სხვანაირი ხარ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.