გოგო და ბიჭი (შეუსაბამობა)
გოგო: ძალიან გთხოვ წავიდეთ ბიჭი: დაღლილი ვარ, სულ ვმუშაობ, შენს სახეზე კი ისევ უკმაყოფილებას ვხედავ გოგო: მინდა სულ ჩემს გვერდით იყო ბიჭი: სულ შენს გვერდით ვარ როცა სამსახურიდან მოვდივარ, მაშინაც კი, როცა მუშაობის დროს შენზე ვფიქრობ გოგო: იცი, ბედნიერი არ ვარ ბიჭი: ჩემით უკმაყოფილო ხარ? რაც გინდა ის გაქვს, სადაც გინდა იქ დადიხარ, რასაც გინდა იმას აკეთებ გოგო: ფული ბედნიერებას ვერ მანიჭებს, მინდა ჩემს გვერდით კაციც იყოს, რომელიც ჩემთან ერთად ივლის ყველგან და შენ ამას ვერ ხვდები ბიჭი: კარგი 3 თვის განმავლობაში ბიჭი გოგოს სურვილებს ასრულებდა... უფრო ნაკლები შემოსავალი ქონდა, ნაკლებს მუშაობდა, რადგან გოგოს უნდოდა სულ მასთან ერთად სიარული და ბევრ ფულსაც ხარჯავდნენ... 3 თვის შემდეგ... გოგო: დავიღალე, ძილი მინდა ბიჭი: დიდი ხანია სექსი არ გვქონია, სულ გძინავს გოგო: მინდა მარტო ვიყო, დავფიქრდე რაღაცეებზე, აჯობებს ცალკე ვიცხოვროთ ცოტახანს ბიჭი: ჩემით უკმაყოფილო ხარ? ყურადღებას არ გაკლებ, სულ შენს გვერდით ვარ, სადაც გინდა იქ დავდივართ და რაც გინდა იმას ვაკეთებთ გოგო: უფულობა ბედნიერებას ვერ მანიჭებს, ვგრძნობ რომ რაღაც მაკლია, საჩუქრებით აღარ მანებივრებ, შეიცვალე და შენ ამას ვერ ხვდები ბიჭი: კარგი 3 თვე ბიჭი და გოგო ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ... ბიჭი ბევრს მუშაობდა და ფულს აგროვებდა გოგოსთვის ბედნიერების მისანიჭებლად... გოგო მშობლების სახლში ცხოვრობდა, მეგობრებთან ერთად დადიოდა... გოგო: როგორ უნდა უთხრა საყვარელ ადამიანს ის, რისი თქმაც არ გინდა, რადგან გულს ატკენ? ბიჭი: პირდაპირ უნდა უთხრა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გოგო: და რომ ეწყინოს და შემიძულოს მაინც უნდა ვუთხრა? ბიჭი: ხო, ესე ემოციებისგან განთავისუფლდები და არ ინანებ ხმის ამოუღებლობას გოგო: კარგი, რა გაეწყობა. გშორდები ბიჭი: კარგი 3 თვე ისე გავიდა, რომ ბიჭი და გოგო ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ... ორივე ერთმანეთზე გაბრაზებულნი იყვნენ... 3 წელი გავიდა და მათ კონტაქტი აქვთ, ნუ გამარჯობა-ნახვამდის-ით შემოიფარგლებიან (ესეც ხომ ურთიერთობაა)... არცერთ არ ყავს მეორე ნახევარი, რადგან ერთმანეთის მსგავს პიროვნებებს ეძებენ... იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ვერ იპოვიან... ყველა ინდივიდუალურია და თავისი შინაგანით განსაკუთრებული... წარსულის ქექვას ჯობია ახალი ფურცლის გადაშლა, გათლილი ფანქრით ხატვა და წერა... გამართლება: ასეთი რამ არც თუ ისე ხშირად ხდება, რადგან „დამუნჯების“ სინდრომით ვართ შეპყრობილნი... გოგოებს საზღვრები არ გაგვაჩნია... მიზეზი: არც გოგო და არც ბიჭი არ ცდილობდა ერთმანეთთან დაახლოებას, უფრო მეტი ესაუბრათ, უფრო მეტად დარჩენილიყვნენ მარტო და სიჩუმის მაგივრად, თავიანთი საქმეების კეთების ნაცვლად, ესაუბრათ, განეხილათ პრობლემები და ეძებათ გამოსავალი... ერთად ეკეთებინათ დამღლელი თუ არადამღლელი საქმეები და ოჯახური იდილიის მსგავსი შეექმნათ... დასკვნა: მხოლოდ სიყვარული არასაკმარისია...არც სექსი და არც ბევრი ფული... + კრეატიულობა და ამ ოთხივე კომპონენტის ერთად შერწყმა არის გამოსავალი...(ალბათ... სიყვარულის საიდუმლო ხომ ამოუხსნელია)... გამოსავალი: ??? რადგან გონიათ გათხოვდებიან (ცოლს მოიყვანენ) და შემდეგ ეს მათი მისწრაფებები სიყვარულის დასამტკიცებლად აღარაა საჭირო, პრობლემაც მაშინ იჩენს თავს... მე არ ვარ გათხოვილი და არც ვოცნებობ გათხოვებაზე (ქართველების უმრავლესობა ხომ გათხოვების ბედნიერებას იმაში ხედავს შვილები რომ ეყოლებათ), რადგან თუკი ასეთი ურთიერთობა მექნება არ მინდა მალე დასრულდეს... მინდა სულ ვუყვარდე და მაოცებდნენ, მეც შესაბამისად გადავცე ის დადებითი ენერგია რაც ჩემამდე მოდის... ხშირად იმედები გვიცრუვდება... რაღაცის გამო არ ვდგამთ ჩვენთვის მისაღებ სწორ ნაბიჯებს... დაუფიქრებლად ვაკეთებთ ყველაფერს... სჯობს გაბრაზებულ გოგოს ან ბიჭს არ გადაეყაროთ... რადგან გოგო სისულელეებზე ლაპარაკობს, გაუცნობიერებლად, რაღაცას ამტკიცებს... ბიჭი კი თავს გინებითა და უხეში ლაპარაკით იმხნევებს, თითქოსდა „კაცობს“... ასეთი ურთიერთობები კი ჯობს მალევე შეწყდეს, რადგან ეს ის მომენტია, როცა ყველაფერი უნდა დასრულდეს... „შესაბამისი კანდიდატის“ პოვნა არც ისე ადვილია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.