შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგვაგვიანდა


15-12-2015, 20:19
ავტორი I HATE LOVE
ნანახია 1 532

გუშინ დავინახე მზის ამოსვლისას ვენერა,ძალიან ლამაზი იყო, დაახლოვებით 6 საათი თუ იქნებოდა:მოვემზადე ჩავიცვი,ვისაუზმე კბილები გამოვიხეხე,ჩანთა ჩავალაგე და წავედი სასწავლებელში.ეს ბოლო კურსი იყო და უნივერსიტეტს ვამთავრებდი.ძალიან ლამაზი დღეები გამიტარებია ამ ბავშვებთან ერთად.ასევე მყავს შეყვარებული 3 წელია ნაცნობები ვართ და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.მაგრამ ის ჩემზე უფროსია და მელოდება როდის დავამთავრებ უნივერსიტეტს „ალბათ“ ნუ... იმედი მაქვს.
ლექციაზე შესვლისას ერთ–ერთმა სტუდენტმა დამიძახა:
–ნატო!! (მეც გავხედე)
–რა გინდა? (ვკითხე გაკვირვებულმა რადგან ეს ბიჭი აქამდე არც მენახა)
–ვიღაცამ სახელად ალეკომ ეს გამომატანა (მითხრა და ფურცელი გამომიწოდა)
–კარგი,დლობა,ახლა შეგიძლია წახვიდე (ვუთხარი და ფურცელი ხელში ავიღე)
ეს ალეკო იყო ჩემი სიყვარული.მოუთმენლად გავხსენი წერილი და მასში კი ეწერა:“10 საათზე ბიბლიოთეკასთან“
ანუ პირველი ლექციის შემდეგ??მოუთმენლად ველოდი როდის გაგვათავისუფლებდა ლექტორი.დრო საშინლად დაიწელა და მე კი საშნლად მოუთმენელი ვარ.
როგორც იქნა გაგვათავისუფლეს.ბიბლიოთეკასთან მივედი და ბიბლიოთეკარს ვკითხე:
–უკაცრავად! ჩემთვის რამე ხომ არ დაუტოვებიათ?
–დიახ(მითხრა ისსე რომ თვისი საქმისთვის თავი არ დაუნებებია)
–მერე??
–ნუ ნერვიულობ ახალგაზრდავ საღამოს მოგაკითხავენ (მითხრა და გამიღიმა)
–ვინ??
–ის ვისთვისაც აქ მოხვედით!! (მითხრა და თავისი საქმე გააგრძელა)

7 საათის შემდეგ
ღმერთო როგორ ვწვალობ, ნეტავ როდის მოვა,არ რა ხდება?ვფიქრობდი ოცა გავიგონე ზარის ხმა.გავიქეცი და კარი გავაღე:
–მზად ხარ? (გავიგონე ალეკოს ხმა)
–კი (ვუთხარი და კარები მოვიხურე)
სწრაფად მივედით დანიშნულების ადგილას.ლამაზად მორთული რესტორანი იყო.მე და ალეკო ერთ–ერთ მაგიდასთან მივედით მან სკამი გამომიწია და მეც დავჯექი.დიდი დროის მანძილზე ჩვენს შორის არაფერი თქმულა.შემდეგ კი ალეკომ იკითხა:
–ნატო,რაღაც უნდა გითხრა (მითხრა და ფეხზე წამოდგა)
–რა მოხდა? (დაბნეული მზერა მივაბყარი მას)
–დიდი ხანია მინდოდა მეთქვა.შენ იცი რომ ძალიან მიყვარხარ!შენ? (მკითხა მან და მომიახლოვდა)
–მეც რათქმაუნდა (ვუთხარი სწრაფად)
–მაშინ....–თვალები გამინათდა უკვე ვიცოდი რასაც მეტყოდა,მუცელში უცნაური გრძნობა დამეუფლა,თითქოს პეპლები დაფრინავდნენ–ნატო, გამომყვე....–ეს თქვა და იარაღის გასროლის ხმა გაივგე.ალექსანდერეს გავხედე იგი სისხლისგნ იცლებოდა, ცუდათ გავხდი.ვუყურებდი როგორ მაკვდებოდა ხელში ჩემი ცხოვრების სიყვარული–გამ...მომყვ...ები.. ცო..ლად? (თქვა მან ძლივს ძლივობით)
–რათქმაუნდა,რათქმაუნდა გამოგყვები (ვუთხარი თავი მის მკერდშ ჩავრგე სა გავიგონე როგორ გაჩერდა მისი გულის ფეთქვა)
ალეკოს სხეული ჩავიხუტე თავი მაღლა ავწიე და რაც ძალი და ღონე მქონდა დავიკივლე.....
წავიდა...ის წავიდა და თან წაიყოლა ჩვენი სიყვარული.ახლა კი ვფიქრობ!!!
„დავაგვიანეთ ალეკო...დაგვაგვიანდა“



№1  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent