შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებებს ავისრულებდი..


16-12-2015, 20:26
ავტორი ჯია
ნანახია 2 265

დედამიწაზე მარტო ცხოვრება და დროის არ არსებობა მინდა.
მოვიკიდებდი ცარიელ ზურგჩანთას, დათუნებიანი საღამურებით და ყავით სავსე ჭიქით ხელში დავიწყებდი ქუჩებში ბოდიალს და გადავიდოდი ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში და დავტკბებოდი უკაცრიელი სილამაზით..
წარმოიდგინეთ, ჩინეთის კედელზე რამდენს ვისეირნებდი.. 3 500 კილომეტრის გავლის შემდეგ, ზუსტად შუაში გავჩერდებოდი, ჭიქას ძირს დავდგამდი, ხელებს გავშლიდი და რამე სისულელეს დავიყვირებდი ბოლო ხმაზე. აი, მაგალითად: ”შინხუადი, მადლობა” ... სანამ არსებობას შეწყვეტდნენ, ათასობით ტურისტი დასეირნობდა ამ საოცრებაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ არც ერთს გადაუხდია მადლობა კედლის აშენების იდეისთვის. მე გადავუხდიდი.. სავარაუდოდ, ბოლომდე ჩასვლა შემეზარებოდა, საერთოდ დედამიწაზეც მომბეზრდებოდა, მარტოობაც დამღლიდა და მარსელების მონახულებას გადავწყვეტდი.. თან სულ მაინტერესებდა კოსმოსიდან მართლა, თუ ჩანდა ჩინეთის კედელი.
ტელეპორტაციით მარსზე აღმოვჩნდებოდი. NASA_ს აღმოჩენილი წ....ბით დავინტერესდებოდი, რომელიც შემოდგომაზე თურმე იყინება, ზამთარში კი ტემპერატურა -130 გრადუსამდე ვარდება, წყალს თავი დავანებოთ, მეც ვერ გავუძლებდი, ხოდა გადაწყდა, აუცილებლად ზაფხული იქნებოდა. იქ მარსელების ერთ თბილ ოჯახს გავიცნობდი, შემდეგ წ....ბის ჩვენების სანაცვლოდ ყავის დაგემოვნებას შევთავაზებდი და საერთოდ NASA_ს ყველა ოცნებას მე ავისრულებდი. ბოლოს, მარსელებს დავემშვიდობებოდი და არდადეგებზე დედამიწაზე დავპატიჟებდი (მაინც ზრდილობის საკითხია). წითელი პლანეტის პატარა ნატეხს სუვენირად წამოვიღებდი და ზურგჩანთაში შევინახავდი.
აუცილებლად მომენატრებოდნენ წიგნები, ხოდა ამჯერად გერმანიაში შტუტგარდის საჯარო ბიბლიოთეკაში აღმოვჩნდებოდი. პირველ რიგში წავიკითხავდი ფილიპ დიკის ”კაცი მაღალ კოშკში”_ს და ვიმოგზაურებდი ნაცისტების მოგებულ სამყაროში. შემდეგ განტვირთვისთვის, აუცილებლად გადავხედავდი ზღაპრებს. ჯერ ალისას მოვინახულებდი ვანდერლენდზე, შემდეგ კი პიტერ პენს ნევერლენდზე. ფილოსოფოსებსაც გადავავლებდი თვალს შევეცდებოდი ამჯერად მაინც შემეღწია ფროიდის ტვინში, ბოლოს კი ნიცშეს ”ანტიქრისტეს” ავიღებდი და ჩემს ზურგჩანთაში მოვათავსებდი.
გერმანიიდან ესპანეთში გადავინაცვლებდი. პირველ რიგში მადრიდში ჩავიდოდი და ბერნაბეუს სტადიონზე მივიდოდი. ფეხბურთელების გასახდელში რონალდოს კარადაზე პულივიზატორით
დავაწერდი ”SLUT"_ს და ჩადენილით კმაყოფილი, ფიფქიას დედოფალივით ბოროტულად გადავიხარხარებდი. შემდეგ მუზეუმში გადავინაცვლებდი და ყველა თასს ამოვაყირავებდი. ხო ისეთი არაფერი, მაგრამ გულს გემრიელად მოვიფხანდი.
კმაყოფილი ვესტუმრებოდი ბარსელონას და მონატრებისგან მუხლებაკანკალებული დავივლიდი ყველა ქუჩას.. კამპ ნოუს მუზეუმში კიდევ ერთხელ გადავავლებდი ისტორიას თვალს და მესის ოქროს ბურთებით დავტკბებოდი. გასახდელიდან კი, პიკეს მაიკას წამოვიღებდი. ბოლოს, შუა სტადიონზე ვარსკვლავივით დავწვებოდი, თვალებს დავხუჭავდი, ჩემს მეხსიერებაში ბარსელონას ყველა გატანილ გოლს ამოვატივტივებდი და სანახაობით ნასიამოვნები გავიტრუნებოდი.
თვალებს რომ გავახელდი უკვე სტამბულში, ბოსფორის ხიდზე ვიწვებოდი. წამოვდგებოდი, ცოტახანი ხედით დავტკბებოდი და შემდეგ ისტიკლალის გამზირს დავუყვებოდი და ტაქსიმის მოედანზე ამოვყოფდი თავს. მიყვარს სტამბულისეური ევროპისა და აზიის ნაზავი სუნი.
იქ აღმოვაჩენდი, რომ ისევ მომბეზრდა დედამიწა და ამჯერად იუპიტერზე მოგზაურობას გადავწყვეტდი. აღმოჩნდებოდა, რომ მარსისგან განსხვავებით აქ ძალიან ცხელა. რადგანაც სიცხეს ვერ ვიტან, სუვენირად იუპიტერის ნატეხსაც ჩავაგდებდი ზურგჩანთაში და მალევე გავეცლებოდი იქაურობას.
ცოტახანი გალაქტიკაში ვიფრენდი, რადგან ამჯერად ვიყოყმანებდი წასასვლელ ადგილზე. შემდეგ დროს ვიხელთებდი და ყველა პლანეტაზე შევივლიდი ნატეხების წამოსაღებად, გარდა სატურნისა და მთვარისა. გადავწყვეტდი, რომ მონსტრები, რომლებიც ყოველ ღამით ჩემი საწოლის ქვეშ იმალებოდნენ, დღე სატურნზე ბინადრობდნენ, ამიტომ ამ პლანეტის სილამაზით მხოლოდ შორიდან დავტკბებოდი. რაც შეეხება მთვარეს, გემრიელ ლუკმას ბოლოსთვის შემოვინახავდი.
დედამიწაზე რომ დავბრუნდებოდი, პარიზში, ლუვრში წავიდოდი და მონა ლიზას წინ ჩამოვჯდებოდი, ფეხს ფეხზე გადავიდებდი და ჯოკონდას თვალებში ჩავხედავდი. რა თქმა უნდა, ვერ გამიძლებდა და პირველი ის დაახამხამებდა თვალებს, დამარცხებულს ღიმილი გაუქრებოდა და სახეს ჩამოიხსნიდა. (ხომ ვამბობდი, სინამდვილეში უცხოპლანეტელია მეთქი). გამარჯვებული სახით ყავას მოვსვამდი,შემდეგ კი ეიფელის კოშკთან პოლაროიდით სელფის გადავიღებდი და ფოტოს ჩემს ზურგჩანთაში ჩავაგდებდი. მილანში აღმოვჩნდებოდი ”საიდუმლო სერობის” ფრესკის წინ, ფრესკას დავაპატარავებდი და მასაც ჩემს ზურგჩანთაში შევინახავდი.
თვალის დახამხამებაში ფილადელფიაში აღმოვჩნდებოდი ჯიას საფლავთან, დავჯდებოდი და ავუხსნიდი, როგორ მიყვარს და პატივს ვცემ. შემდეგ სახელის ასოებს მოვაძრობდი და ზურგჩანთის პატარა ჯიბეში ჩავდებდი.
ამერიკაში კი ვიქნებოდი, მაგრამ თავისუფლების ქანდაკებას არ ვნახავდი. რადგან ცხოვრებაში პირველად ვიქნებოდი ასეთი თავისუფალი და ჩავთვლიდი, რომ თავისუფლების სიმბოლო მხოლოდ მე ვარ, იმ ქალბატონს კი ფუნქციას დავუკარგავდი. ნიუ-იორკში მხოლოდ ჯონ ლენონის სახლში მივიდოდი, მის საწოლზე წამოვწვებოდი და უსირცხვილოდ წავიღიღინებდი Imagine_ს..
მისისიპისთან აუცილებლად გავივლიდი და თითქმის ყველაფერს ჩავიდენდი, რასაც ტომ სოიერი სჩადიოდა.
ინგლისს არავითარ შემთხვევაში არ გამოვტოვებდი.. ვიმოგზაურებდი ჯერ შერლოკ ჰოლმსის სამყაროში, შემდეგ კი ჰარი პოტერის. სიამოვნებით ჩავრჩებოდი ჰოგვართსში, მაგრამ მთვარეს ვერ ვუღალატებდი, ამიტომ დიდხანს ვერ დავრჩებოდი, მხოლოდ ქუიდიჩს ვითამაშებდი და წამოვიდოდი.
წამოვიდოდი.. წამოვიდოდი და.. მოსკოვში აღმოვჩნდებოდი. პუტინის კაბინეტში შევიდოდი და წამიერად წარმოვიდგენდი, როგორია იყო ადამიანი, რომელიც მსოფლიოს აზანზარებს. სიმართლე გითხრათ, დიდი არაფერი.. ახლა მე ვარ ადამიანი, რომელმაც მსოფლიო გააქრო და პუტინი ჩემამდე ალბათ ვერც ვერასდროს მოვა )). შემდეგ ატომური ბომბის ღილაკს მოვძებნიდი და ზურგჩანთაში შევინახავდი.
კიდევ ძალიან ბევრ წვრილმან სურვილს და ოცნებას ავისრულებდი. მაგალითად, მმმ.. პრინციპში, წვრილმანი ოცნებები არც მაქვს. მოკლედ, ბოლოს მთვარესთან კიბეს მივადგამდი და ნელ-ნელა, აუჩქარებლად ავუყვებოდი..
ნახევარმთვარეზე დავდგებოდი და ერთ მხარეს ჩემს გემოზე მოვაწყობდი. პლანეტების ნატეხებით N ასოს დავწერდი, გვერდით ჩემს სელფის მივაკრავდი, და ვინჩის ფრესკას მეორე გვერდზე მივუდგამდი, ჯიას მის ქვემოთ წავაწერდი, პიკეს მაიკას კი ლამაზად დაკეცილს ზურგჩანთაში დავტოვებდი, ბოლოს კი ჩამოვჯდებოდი მთვარეზე და ჩემ მიერ მიდგმულ კიბეს ფეხს ვკრავდი. ყავას მოვსვამდი, დედამიწას ბოლოჯერ გადავხედავდი, ღიმილით დავემშვიდობებოდი, ღილაკს თითს დავაჭერდი და ნიცშეს ”ანტიქრისტეს” წავიკითხავდი.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალიან მესიამოვნა love მეც სიამოვნებით გავაკეთბდი იმავეს :დ
აი, შენ ისტორიას კი არ ვკითხულობდი და ესეც იმიტომ, რომ როცა ამ საიტზე მოვედი, უკვე საკმაოდ გქონდა დაწერილი თავები და ვეღარ დავუყევი თავიდან. ხოო.. აი ამ ჩანახატით კი ნამდვილად ვისიამოვნე.
ძალიან კარგი ოცნებები გქონია. დედამიწის გაქრობა გამოსავალი კი არ არის მაგრამ მაინც ^_^ :დ ანუ წარმოიდგენდი, ერთ დღეს შენ იქნებოდი ღმერთი და ბუხ... ეჭვი არ მეპარება პუტინს რომ თავი ღმერთი ჰგონია და რასაც უნდა იმას გაუკეთებს მთელ მსოფლიოს... ნუ მოკლედ ძალიან კარგი ჩანახატი იყო.
ერთი სიამოვნებით ჩავიკითხე და გავიგე კიდეც შენი წერის სტილი <3
შემდეგ ისტორიებს არაფრის დიდებით არ გამოვტოვებ, რასაც შემოგვთავაზებ :**
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline მოდერი ჯია

ერკე
ძალიან მესიამოვნა love მეც სიამოვნებით გავაკეთბდი იმავეს :დ
აი, შენ ისტორიას კი არ ვკითხულობდი და ესეც იმიტომ, რომ როცა ამ საიტზე მოვედი, უკვე საკმაოდ გქონდა დაწერილი თავები და ვეღარ დავუყევი თავიდან. ხოო.. აი ამ ჩანახატით კი ნამდვილად ვისიამოვნე.
ძალიან კარგი ოცნებები გქონია. დედამიწის გაქრობა გამოსავალი კი არ არის მაგრამ მაინც ^_^ :დ ანუ წარმოიდგენდი, ერთ დღეს შენ იქნებოდი ღმერთი და ბუხ... ეჭვი არ მეპარება პუტინს რომ თავი ღმერთი ჰგონია და რასაც უნდა იმას გაუკეთებს მთელ მსოფლიოს... ნუ მოკლედ ძალიან კარგი ჩანახატი იყო.
ერთი სიამოვნებით ჩავიკითხე და გავიგე კიდეც შენი წერის სტილი <3
შემდეგ ისტორიებს არაფრის დიდებით არ გამოვტოვებ, რასაც შემოგვთავაზებ :**


ძალიან დიდი მადლობა, ერკე love

მაგრამ ცუდად გაიგე.. ეს არც რაიმედან გამოსავალია და არც ღმერთობა მინდა :)

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

ხო, როგორც გავიგე გავიგე... თუმცა ნამდვილად ვისიამოვნე love
ჩემი ოცნება კი ჩემივე შექმნილი პლანეტის აღმოჩენაა what
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№4 სტუმარი იაკო იაკო

რავგემრიელია ეს ყველაფერი

 


№5  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 


№6  offline მოდერი ჯია

იაკო იაკო
რავგემრიელია ეს ყველაფერი

kakulia
მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

დიდი მადლობა ❤

 


№7 სტუმარი სია

რა ჭკვიანი გოგო ხარ, მომეწონა ძალიან❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent