შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენზე ოცნებებს ვეღარ იტევს ჩემი სამყარო...


14-04-2015, 13:45
ავტორი MyLove
ნანახია 6 099

"ბოლოს და ბოლოს ის დღეც დგება, როცა აღმოაჩენ,რომ არავინ გყავს იმდენად ახლობელი, შენი სიმშვიდე უწილადო."

შენზე ოცნებებს ვეღარ იტევს ჩემი სამყარო...


მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,
როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს,
უკან გადმოვშლი მგონია ისევ,
რომ წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს...
თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი,
მე ძველ კალენდარს დავცქერი ისე,
თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს,
და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ...
თითქოს კვლავ იგრძნობ მაისის სუნთქვას,
ახალგაზრდობაც მოვა მეორედ,
თითქოს მაგ ტუჩებს ჩემთვის რაც უთქვამთ
ახლაც ლექსივით გამიმეორებ...
გული გაყინა ამ სიმარტოვემ,
გიჟივით ვეძებ ნაცნობ თარიღებს,
ასე მგონია თუ კი გიპოვი
მოხვალ და გულის კარებს გამიღებ...
მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,
როგორც უწინდელ ფსალმუნის ფურცელს,
უკან გადმოვშლი მგონია ისევ,
პირველ სიყვარულს შევხვდები უცვლელს...
შენზე ოცნებებს ვეღარ იტევს ჩემი სამყარო...

მთვარიან ღამეს,
ამ ლურჯი ცის ქვეშ
შენს ერთ კოცნაში
სიცოცხლეს მივცემ ...

შენზე ოცნებებს ვეღარ იტევს ჩემი სამყარო...

,,სანამ შევხვდებოდით,
შენი არსებობა ნულს ჰგავდა,
რომელსაც
ის ციფრი სჭირდებოდა,
მის წინ რომ დადგებოდა
და არსებობას.."
შენზე ოცნებებს ვეღარ იტევს ჩემი სამყარო...


"ის იყო ჩემი სამყაროდან,
მაგრამ არ იყო ჩემი სამყაროსთვის."
შენზე ოცნებებს ვეღარ იტევს ჩემი სამყარო...



№1  offline წევრი CooLPlaYeR

ვაიმეე რა გემრიელი სიახლეეა <3 მიყვარს სიყვარულზე შეყვარებული ადამიანები <3 (ნამდვილ სიყვარულს ვგულისხმობ)

 


№2  offline მოდერი MyLove

CooLPlaYeR
ვაიმეე რა გემრიელი სიახლეეა <3 მიყვარს სიყვარულზე შეყვარებული ადამიანები <3 (ნამდვილ სიყვარულს ვგულისხმობ)

მადლობა ძალიან დიდი.. love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№3  offline წევრი grifini

იმენა ჩემი ლუციუსი love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent