შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გული სრულად


19-12-2015, 22:13
ავტორი murachashvili
ნანახია 3 944

ვკვნესივარ, გესმის ?! ვკვნესივარ ! მე შენი გული და სული ვიწურები და ვგრძნობ, როგორ მომდის სისხლის წვეთები.... ვტირივარ, ვტირივარ იმიტომ, რომ გული მქვია. ვფეთქავ, ოდნავ ვტოკავ და ვგრძნობ, რომ პატარა ტკივილიც არის საკმარისი, რათა სისხლის წვეთებმა მოიმატოს, მოდის სისხლ ნაწვეთი ცრემლები და შიგ სულში იღვენთება, თითქოს სანთელი დნება და სასანთლეში ეწვეთება .......
როგორი ძნელი ყოფილა ყვეფერი, როგორი მძიმეა ამის ატანა.
ვკვნესივარ, გესმის ?! ვკვნესივარ და გელი შენ. გელი უსაზღვროდ და ვხვდები, რომ ეს კვნესაც სწორედ ამან გამოიწვია, როდის მოხვალ ? და, მოხვალ - კი?
ვკვნესივარ, გესმის ?! მაგრამ, ვხედავ, რომ არ გესმის და არც გინდა მომისმინო. ვკვნესივარ ! დამინდე ! გემუდარები, გთხოვ, მომისმინე!..... მომისმინე!....
და, ასე კვნესის გული, ჩემი გული, რომელიც შენ გეკუთვნის, მაგრამ შენი უმადურობით გულდაწყვეტილი წვეთ-წვეთად იცლება.
და, მეც ვკვნესივარ, გესმის?! ვკვნესივარ!
გული სრულად


დღეს შენთან დავრეკე, ტელეფონის ზუმელი ელოდა და მეც ველოდი, ველოდით ორნი, დე და ტელეფონი. ველოდით, მაგრამ ორივემ ვიცოდით, რომ იმედგაცრულება გველოდა ....
შენ ყურმილს არ იღებდი, თუმცა ვიცოდი, რომ სახლში იყავი. ვიცოდი და ვცდილობდი მოთმინებიდან გამოეყვანე გაუთავებელ ზარს და ყურმილს შეხებოდი. თუმცა ვიცოდი, რომ ჩემს მოთმინებას ამოწმებდი და ელოდი, როდის გაიმარჯვებდი, როდის დავყრიდი ფარ-ხმალს ...
და, ორი პიროვნება, ერთი ტელეფონის ყურმილთან, მეორე კი- აპარატთან მჯდომი, ელონა, ელოდა მეორის დაცემას და დამარცხებას.
და, ერთმა აიღო ტელეფონი მაშინ, როცა მეორემ ყურმილი დადო !
1996წ.



№1 სტუმარი სტუმარი მ

ნაცნობი ტკივილია....

შენს ახალ ისტორიას ველოდებით....

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი მ
ნაცნობი ტკივილია....

შენს ახალ ისტორიას ველოდებით....



მოგესალმებით, დღეს ვიწყებ ახალი ისტორიის დადებას. იმედია მოგეწონებათ.

 


№3  offline წევრი kakulia

ჩემოო ანაა,რა კარგი ხარ heart_eyes

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

kakulia
ჩემოო ანაა,რა კარგი ხარ heart_eyes

smile დიდი მადლობა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent