აღარ აქვს აზრი...
აღარ აქვს აზრი მანძილის ზომვას ისევ უზომოდ შორსა ხარ ჩემგან და მაინც მჯერა ,ერთხელაც მოხვალ, და დაუბრუნებ ჩემს გულს კვლავ ფეთქვას. დავცალე ისევ რამდენი ბოთლი, მთვარეულივით მივყვები ამ გზას , დღეს მივინიჭე სტატუსად ლოთი და ვცდილობ ისევ არ ვიგრძნო დაღლა . ვტირივარ...ისევ ცრემლი არ მომდის, რამდენი რამე უთქმელი დამრჩა, არ მახსოვს ბოლოს ვიხილე როდის შენი უსაზღვრო თვალების დახრა . თავს ვერ ვანებებ დღე და ღამ ლოდინს და ცრემლებს კვლავაც უჩუმრად ვმალავ, ტკივილისაგან ყოველ წუთს ვგოდებ და მონატრებას ჩემს გულში ვმარხავ. მთვარეულივით მივყვები ამ გზას ჩვეულებრივი მჯღაპნელი ლოთი, გელოდები და ახლა ვგრძნობ დაღლას, საუკუნეა გიხმობ და მოდი... ანა ზეიკიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.