ათეისტი ღმერთს ეძებს
ჰაერი დახუთულა. ეს სანთლების ბრალია, უფრო ადამიანების , რომლებიც ერთმანეთს ეჭეჭყებიან, მძიმედ სუნთქავენ. გარეთ ძალიან ცივა . ეს ადგილი თავშესაფრად უქცევიათ. ისედაც ისეთი პატარა ეკლესიაა. უცნაურია დღეს ეკლესიაში იმდენი ხალხია. წესით ასე არ უნდა იყოს, მაგრამ ასეა, ალბათ იმიტომ ,რომ გარეთ ცივა , აქ კი სითბოა. კარებმა გაიჭრაჭუნა, ძალაუნებურად ყველამ კარებისკენ გაიხედა, ისევ ნაცნობი სახე, მერამდენეჯერ მოდის უკვე აქ. ნეტავ რა უნდა ღვთის სახლში ისეთ კაცს , რომელსაც ღმერთის არ სწამს. ყველას ამაზე ეფიქრება და მღვდლის სიტყვები მხოლოდ ჰაერში დაფარფატებენ. შემოსული არც პირჯვარს იწერს, არც ხატს ეამბორება, უბრალოდ უკან კუთხეში სკამზე ჯდება. ო ღმერთო ეს რა ჩაიდინა, ის დაჯდა, დაჯდა გესმის , როგორ შეიძლება წირვისას დაჯდომა, ღმერთმა ხომ ბრძანა ფეხების მოტეხვამდე იდექით და იტანჯეთ, მთავარია ტკივილმა შეგაწუხოთ თორემ აბა მამაომ იჩიფჩიფოს რამდენიც უნდაო. მთავარია გტკიოდეთ, მოუთმენლად გტკიოდეთო. და ეს ადამიანებიც უსიტყვოდ ასრულებენ ღვთის ბრძანებას და ბრძანების დამრღვევს ისე უყურებენ თითქოს ნარინჯისფრად ან წითლად ყოფილიყოს შეღებილი. და კიდევ ერთი ცოდვა მიემატა სიას- წირვისას დაჯდომა. ალბათ, აღსარებისას მრევლი ამ ცოდვასაც ინანიებს და მოძღვარს უცხადებს რამდენჯერმე დაჯდომა მომინდა წირვისასო. მოძღვარი კი არც ვიცი რას უპასუხებს , ან რა უნდა უპასუხოს ამ ტვინშერყეულ ხალხს , ყველაფერი ფანატიზმში რომ გადააქვთ და ბრმა რწმენის გამო ადამიანს ლინჩის წესითაც გაასამართლებენ. შემოსული კი მეტად შეფიქრიანებული უყურებს მამაოს და სახეზე ხან ტკივილის ხანაც გაურკვევლობის განცდა გამოესახება, აშკარაა მამაოსაც თვალში მოხვდა შემოსული და მისჩერებია, თითქოს ამ კაცს რაღაც განსხვავებული სახე ჰქონდეს. ალბათ, მღვდელსაც მოუნდა ცოტა მრავალფეროვნება, ის ხომ ამდენი წელიწადი ყოველკვირეულად უმზერს ერთფეროვან გამოთაყვანებულ გამომეტყველებებს და დუნდება, ალბათ აანალიზებს კიდეც , რომ მისი ნალაპარაკევი ბურდღუნია ან თუნდაც ბურტყუნი და არამც და არამც ქადაგება. მაგრამ მამაომ იგრძნო, ნამდვილად იგრძნო რომ შემოსულისთვის გზის გამკვლევი შეიძლება გახდეს, ამიტომაც უფრო ომახიანად და სიღრმისეულად დაიწყო მსჯელობა, შემოსული უეცრად ადგილიდან წამოიჭრა და ჩქარის ნაბიჯებით გავიდა გარეთ. ეკლესიის ეზოსაც გასცდა. ქუჩასაც გადაჭრიდა რომ არა პატარა გოგონა , რომელიც შიშით უყურებდა მანქანებს. შემოსული გოგონას გვერდით ჩაიმუხლა -აქ რას აკეთებ -დედას ველოდები -სად არის დედა -არ ვიცი შემოსულს ცრემლი მოადგა თვალზე, რადგან ცოტაც და ბავშვი ბღავილს დაიწყებდა. გულში ჩაიკრა გოგონა, ალბათ ეს ბავშვისთვის მინიშნება იყო და ხმამაღლა იწყო ტირილი. -ხელი გაუშვით ჩემს შვილს -დედიკოო -უკაცრავად ქალბატონო.... დასრულებაც არ დასცალდა, ქალმა შვილს ხელი ჩაავლო და წაათრია. ერთხანს კვლავ ჩამუხლული იყო და თვალს ადევნებდა პატარა ხელს, რომელიც ემშვიდობებოდა და თან თანაუგრძნობდა. როცა პატარა ხელი, პატარა სხეულიანად გაქრა წელში გასწორდა და გზა განაგრძო. როგორი უსიამოვნო შეგრძნებაა, როცა გამვლელები ზიზღიანი და თან ცნობისმოყვარე მზერით გათვალიერებენ. ამ დროს ფიქრობ რომ შენშია ნაკლი, რიგიანად არ ხარ ჩაცმული ან თმა არ დაგივარცხნია, შეიძლება სახლიდან გასვლის წინ სარკეში არ ჩაგიხედავს და ახლა გეშინია , რომ ჭუჭყიანი სახით არ დაიარებოდე ქუჩებში. იმასაც ფიქრობ, ალბათ, მახინჯი ვარ და ხალხის ყურადღებას იმიტომაც ვიპყრობო, მაგრამ თუ ასეა თანაგრძნობას არ უნდა ხედავდე მათ თვალებში? მის ნაცვლად ზიზღს რატომ ხედავ. იმიტომ რომ საზოგადოებას ეშინია განსხვავებულის და შიშის ნაცვლად სიძულვილს ამჟღავნებს, ამ სიძულვილით ცდილობს „უცხოს“ დამარცხებასა და საკუთარი არასრულფასოვნების დაფარვას. შემოსულიც უცხოა, ანუ მეტადრე საშიშია საზოგადოებისთვის, უცხოა იმიტომ რომ ღმერთი დაკარგა, უცხოა იმიტომ რომ ეკლესიაში სანთელს არასდროს ანთებს, უცხოა იმიტომ რომ ეკლესიის წინ პირჯვარს არ იწერს. და ხალხიც უბღვერს მას. ეს ღმერთმორწმუნე ადამიანები უარყოფენ მოყვასის სიყვარულს, არადა მარხულობენ, ლოცვებს კითხულობენ , აღსარებას აბარებენ, მაგრამ ადამიანი , როგორც ღვთის შვილია არცერთს არ უყვარს. ეს შემოსულიც სულაც არაა შემოსული, ის შემოჭრილია, შემოიჭრა ამ იდეალურ სამყაროში, რომელიც ჰარმონიულად საძაგლად მიედინება და აკეთებს ყოვლად უცნაურ რამეს, ღმერთს ეძებს. გადმოატრიალა თითოეული კუნჭული საქართველოს ტერიტორიაზე და დაასკვნა რომ ღმერთი საქართველოში არ არის. ქუჩაში მოსეირნეს, გზაზე ერთი ქალი შეეჯახა და შეუყვარდა. მაშინ კი მიხვდა შემოსული , რომ ღმერთს ძებნა არ სჭირდება, ის თავად გეწვევა როცა სიყვარულს იგრძნობ, ულევ სიყვარულს, მაშინ კი , მართლაც წარსდგება შენს წინაშე დედამიწა, როგორც სამოთხე, ულევი სიკეთითა და სიყვარულით სავსე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.