რეალობის თვალებში
ბათუმში ვარ, უცნობი ადგილია, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ჩემი სახლია, ფანჯრის უკან ვიმალები, გარეთ დედაა, რაღაცის მეშინია, ზღვისკენ გავიხედე და იქედან ტრანსპორტი შემოდის, თვითმფრინავს ჰგავს, მაგრამ მიწაზე დადის, ყველაფერს ანადგურებს, ბომბავს ქალაქს. მამა არსად არ ჩანს, მაგრამ იმ მომენტში ეს აზრადაც არ მომსვლია, რაღაც ხმამაღლა ყვიროდა ქალაქს ბომბავენ გაიქეცითო, ძალიან ახლოს მოვიდა "მბომბავი"... მე სამალავიდან ამოვედი და გავიქეცი, დედაც მორბის, რუსი ოფიცერი შეგვხვდა, არ მახსოვს მისი სიტყვები როგორ გავიგე, რუსული ცუდად ვიცი, მაგრამ მახსოვს, რომ მითხრა აი იმ ავტობუსში ჩაჯექი, ლონდონში მიდის, იქ უსაფრთხოდ იქნებითო და სრაფად წავიდა, მე დედას გავასწარი და ოფიცერს დავეწიე, არც ის მახსოვს როგორ ვკითხე, მაგრამ აზრი მახსოვს რა ვკითხე. - მართლა ლონდონში მივდივართ? - კი, მართლა ლონდონში მიდიხართ, აი ამ ავტობუსში ჩაჯექი დედაშენს გაუჩრებს... მე სიხარულით ჩავჯექი... ავტობუსი ძალიან სწრაფად წავიდა, ვერ ვხვდები რა მიხაროდა, დედაჩემს არ გაუჩერა, დიდ ხანს ვეხვეწე შოფერს, მერე ტყეში შევიდა ავტობუსი, გადმოხტომა ვცადე და არ გამომივიდა, ტირილი გავაგრძელე... უცებ გამეღვიძა, ჩემს ოთახში მეძინა, როგორც წესი ზურგზე ვერ ვიძინებ და თუ ვიძინებ კოშმარები მესიზმრება, ერთხელ მახსოვს ჩემი სკოლის დირექტორის გასვენება დამესიზმრა... გათენებულიყო, ავდექი... სამზარეულოში შევედი, მშია, სიზმარზე ვფიქრობ, სად იყო ჩემი და, ჩემი ძმა, მამაჩემი? ის ავტობუსიც, ტყეში შევიდა, გზა არ იყო, როგორ დადიოდა? ან როცა დედაჩემი იქ დარჩა, რატომ არ ჩამოვხტი? ის თვითმფრინავებიც, მიწაზე მოდიოდა და ისე ბომბავდა ქალაქს, ბათუმში რატომ ვიყავით მე და დედა? ალბათ რაღაც ძველი მოგონება შემომრჩა, სიზმარი ხომ ჩვენი ფიქრებია, ალბათ ოდესღაც ბათუმში ვიყავი დედასთან ერთად და საფრთხე ვიგრძენი... ... და ახლა, როცა ასე ცივა და მშია, ახლა მომინდა ამ ყველაფრის ფურცელზე გადატანა და იმ ამბის გაგრძელება რაც სიზმრით დავიწყე, გარეთ თოვს, ქარბუქია, მე ჩემს ოთახში ვარ, სიცივეა აქაც. არ გეგონოთ რომ რამე მიჭირს ან ბედ ვუჩივი, უბრალოდ დღეს შემცივდა, ეხლახანს მოვედი სახლში, ლუკასთან ვიყავი, ლუკა ჩემი ყველაზე ახლო ძმაკაცი და ჩემი „პადელნიკია“. ეს ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო, არ ვიცი მოყოლა საიდან დავიწყო, არ ვიცი სად დაიწყო ყველაფერი. მოდი სულ თავიდან დავიწყებ... X კლასში ვიყავი რომ ლუკა გავიცანი, იქამდეც ვიცნობდი, ახლოს ცხოვრობს ჩემთან, მაშინ დავახლოვდით. ჩემი დაბადების დღის დღეები იყო. ჩემთან მოვიდა წინდღით და ჩემი თხოვნით ჩემთან დარჩა. მეორე დღეს ჩემი ძმაკაცები მესტუმრნენ, კლასელებიც, ბევრი ვიყავით მოკლედ. თამადა ჩემი კლასელი და ერთ-ერთი ძმაკაცი იყო, რომელმაც ბევრი ლექსი იცის და ყველა სადღეგრძელოზე ლექსს ამბობდა, შეეფერებოდა თუ არა მომენტს და სადღეგძელოს, მაინც ამბობდა, მახსოვს მას ჩუმად დასცინოდნენ, რადგან ყველას დალევა უნდოდა და მისი ლექსების „რეჟიმში’ ისინი დათრობას ვერ ასწრებდნენ. ... ისე აქ დაიწყო ყველაფერი ? მოდი გავაგრძელებ. ყველა წავიდა ბოლოს, რა თქმა უნდა ჩემ დაბადების დღეზე კარგად გავერთეთ. ლუკა ჩემი ყველაზე ახლო ძმაკაცი გახდა, სულ ერთად ვიყავით, ყველაფერში კარგად ვუგებდით ერთმანეთს. ზაფხულიც მოვიდა. ქობულეთში ვცხოვრობთ ჩვენ... სულ დამავიწყდა, მე ვარ დავით მაისურაძე (უსტა) მეგობრები ასე მეძახიან... ზღვა მიყვარს, როგორც აღმოჩნდა ლუკასაც უყვარს, ყველა დღე დადვიოდით, ლუკამ მისი დეიდაშვილი გამაცნო, ზაზა ჰქვია, ისიც ჩვენთან ერთად დადიოდა, ცოტათი ჩვენზე პატარაა, მაგრამ კარგი იუმორი აქვს და კარგად შემეწყო. იმ დღეს ზღაზე ვიყავით, მე, ზაზა და ლუკა... კარგად ვერთობოდით, ლუკას მოლუსკები მოუნდა, იქვე იყო ზღვაში, დამბაზე. გავედით და დავიჭირეთ. როცა გამოვედით „გავწმინდეთ“. ლუკამ მითხრა: - უსტა, მოლუსკები კაია, უფასოდაა, ამასთან „ნატახტარი“ ასწორებს. - მაქვს ფული, ვიყიდი და ჩემთან დავლიოთ, ზაზა შენ რას იტყვი, წამოხვალ ? - დედას არ მოვუ..ავ ? - კაი, დაგვილევია დღეს. პლაჟიდან რომ ამოვედით მე ლუდი ვიყიდე და ფეხით წავედით სახლისკენ, ბულვარში ერთი წყვილი შეგვხვდა, მოხუცი იყო კაცი თითქმის, გოგო ახალგაზდა და ლამაზი, კაცს ჩაცმულობაზე ეტყობოდა რომ დიდი ფულის პატრონი იყო, ლუკამ მითხრა - ნახე უსტა, ხედავ, ხალხი ცხოვრობს, ჩვენ კიდე ვცოცხლობთ, ჰაერს ვაფუჩებთ, ესაა ცხოვრება ? - ლუკა, ხო ხედავ მაგას, უკვე დიდია, დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია, ჩვენ მაგაზე ბევრს ვნახავთ ცხოვრებაში და უფრო მაგრად ვიცხოვრებთ. - რითი ? მაგას ბევრი ფული აქვს, ჩვენ არა, ლუდი რომ გვეყიდა იმის ფული ძლივს შევაკოწიწეთ. - რა გინდა ? ხო იცი რომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი ფული, შეგვიძლია გავმდიდრდეთ, მაგრამ ჩემი აზრით ამითაც კმაყოფილები უნდა ვყოთ, რაც გვაქვს. მე კი მაქვს რაღაც იდეები, მაგრამ მარტო ვერ შევასხამ ფრთას. - მერე, მე და ზაზა აქ არ ვართ, გაგვიმხილე და გავმდიდრდეთ ერთად. ზაზა გვისმენდა, ის თუ ხმას იღებდა სულ ისეთ სისულელეებს ლაპარაკობდა რომ ვაჩუმბდით, თუმცა ის ჩვენი „ძმა“ არის და რა თქმა უნდა მაგრად გვიყვარს. - ზაზა პატარაა, ჩემი აზრით, გემანიიდან რომ ნაავარიევი მანქნები ჩამოვიყვანოთ, აქ ჩვენი ხელით გავაკეთოთ და გავყიდოთ, კარგ ფულს გავაკეთებთ. - კიი მაგრამ ნაავარიევ მანქანას ვინ გააკეთებს ? - მე ვიცი ნაავარიევი მაქნის გარედან გასწორება, ძრავის ან შიგნიდან არაფრის შეკეთება არ ვიცი. - ძრავი ან შინაგანი პრობლმები მე მომანდე, შიშვენი ხელით რაც იქნება შესაძლებეი ყველაფერს გავაკეთებ. - ხოო მატრამ პრობლემა მანდ არაა, თავიდან მინიმუმ 5000 $ ხო გვინდა მაინც. - ოოო, დიდი პრობლემა გვქონია, ფული დღეს ძნელი საშოვნელია. ამ ლაპარაკში მივუახლოვდით ჩემს სახლს, მივედით და გავამზადე ადგილი სადაც მოლუსკებს შევწვავდი. შევწვით და ლუდიც ჩამოვასხი, ზაზამ და ლუკამ ნაძლევი დადო, ზაზა თუ ერთ დიდ ჭიქას ერთად დალევდა ლუკას 10 ლარი უნდა მიეცა მისთვის, მოიგო ზაზამ. „ნატახტარს“ კარგი გრადუსი აქვს და როცა დავლიეთ სამივემ უკვე ცოტათი მთვრალები ვიყავით, ლუკამ მითხრა: - უსტა, ვიფიქრე შენს სიტყვებზე, 5000 $ არაა ბევრი მაგრამ არ გვაქვს არც ეგ, ხო შეიძლება რომ ვიშოვოთ ? - კი, მაგრამ როგორ ? - ვიმუშაოთ. - სად ? - თურქეთში. - მე ყველაფერზე თანახმა ვარ თუ მეცოდინება რომ იქამდე მივალთ, როცა ჩვენი საქმე და „ბიზნესი“ გვექნება. - კარგი, მოსულა ? ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, ალბათ აქ დაიწყო ყველაფერი... ქობულეთიდან თურქეთში წასვლა ძალიან ადვილია, მეორე დღესვე ჩავალაგეთ ბარგი და წავედით... ისე, ჩავფიქრდები ხოლმე, ჩემთვის როგორ იყო უკეთესი, ასე რომ მოხდა თუ არ მომხდარიყო ეს ყველაფერი და უბრალოდ გაფუჩებუი მანქნის კეთებით გვერჩინა თავი ? არ ვიტყვი რომ ღმერთმა ასე ინება, ეს გზა მე ავირჩიე, ჯერ-ჯერობით ყველაფერი ისე მიდის რომ არავის დავუჭერივართ... არც შიში არ მეკარება უკვე, რომ დამიჭირონ ვიცი, რომ პირველ ჯერზ იოლად გამოვძვრები, მეორედ იგივე შეცდომას იდიოტები უშვებენ მხოლოდ. წავედით სამუშაოდ თურქეთში, წასვლამდე გავარკვიეთ რა თქმა უნდა ვისთან მივდიოდით, ლუკას ბიძამ გვითხრა რომ იმ კაცს (თურქს) იარაღების კოლექცია ჰქონდა და თუ ვთხოვდით გაგვასინჯინებდა ყველას. სარფზე შეგვხვდა, ლუკამ თურქული ქართულივით იცის, სედათი ერქვა, მე „პიტალიჩი“ შევარქვი, დღემდე ასე ვეძახით. საძღვარზე რა თქმა უნდა მესაზღვრე შეეჭვდა ჩემს ვინაობაში, პირადობა 14 წლის როცა ვიყავი მაშინ გავაკეთე. - თქვენი სახელი, გვარი და მამის სახელი მითხარით თუ შეიძლება. - ვიცი რომ არ მგავს, 14 წლის ვიყავი როცა ეგ ფოტო გადამიღეს, ვარცხნილობა და წვერი შეცვლილი მაქვს ბატონო. - სახელი, გვარი და მამის სახელი. - დავით მაისურაძე, გიას ძე. გზაში ლუკა და პიტალიჩი ბევრს ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ, კარგ პონტში ვართო მეუბნებოდა ლუკა, მე უცებ რაღაცამ გამიელვა თავში, რაღაც სიბოროტემ, ერთი წამით გაიელვა მაგრამ მთელი ცხოვრების გეგმა იყო, არა სიგიჟეა. მაგრამ მე ხომ ყველასგან გამორჩეული ვარ, არავნ არ მგავს, ვიცი რომ ყველაზე კარგი არ ვარ, მაგრამ არც არავინ მგავს, გიჟი ვარ ? ასეთი იდეები ნორმალურ ხალხს არ მოსდის თავში და უცებ, ვხედავ პიტალიჩს როგორ უჭირავს გერმანული „მაუზერი“ და ლუკას ანახებს, გამოარტვა ლუკამ და ფანჯარაში, ზღვისკენ, რაღაცას უმიზნებს, დაუბრუნა მერე და რაღაც უთხრა. დაახლოებით ორი საათი ვიარეთ, მერე პიტალიცის სახლში მივედით. მე ძალიან დაღლილი ვიყავი და დავწექი, ვიცოდი რომ სამუშაო დღე მელოდა. აქამდე არასდროს მიმუშავია მაგრამ ფიზიკურად არ ვარ სუსტი და ვიცი, რომ ჩემი მიზანი ყველაფერს გამაკეთებინებს. დავიძინე. მართლაც იარაღების ბარიგა აღმოჩნდა პიტალიჩი, სადაც ჩვენ გვეძინა იმ ოთახში ჰქონდა ყველაფერი. იარაღების მოყვარულთან ერთად თევზაობაც ყვარებია, ყველაფერი იყო იქ რაც თევზს მოიზიდავს და ჩვენი პიტალიჩი ყველაზე პატარა ნივთსაც თვალისჩინივით უბრთხილდებოდა. მესამე სამუშაო დღე იყო, უკვე შეგუებული ვიყავი „შრომას“, მეორე მხარეს მთა ჩანდა, ვუყურებდი ამ მთის ბოლოს და იმ ბოროტებაზე ვფიქრობდი რამაც 3 დღის წინ, მანქანაში გამიელვა. ლუკას დავუძახე, ახლოს მოვიყვანე ჩემთან და ისე დავუწყე მოყოლა, თითქოის ვინმე მოგვისმენდა და რაიმეს გაგვიგებდა. - სიგიჟეა დათო.(დათო პირველად დამიძახა) - ვიცი, მაგრამ თუ ყველაფერს კარგად დავგეგმავთ, თან ეს მართლა პიტალიჩი თუ გვერდით დაგვიდგება... ხომ ხედავ როგორი გავლენა აქვს, საქართველოში ქურდს რომ ავტორიტეტი აქვს ისეა ესეც. - ვიცი, მაგრამ ჩვენთვის უცხო ქვეყანაა, საქართველოში მაინც გვეცადა, თან აქამდე არასდროს არ გაგვიკეთებია ეგეთი რამ არც შენ - არც მე. ძნელი იქნება. - ვიფიქრე მაგაზე, მომზადება მოგვიწევს, მაგრამ იმ მთას რომ ვუყურებ, მინდა დავიპყრო ეს დედამო...ული ქარაქი, მერე ქვეყანა და მსოფლიოც. - სიდან ამდენი ამბიციაი ბიჭო სიდან ? ! - არ ვიცი, მოკლედ, ხარ ჩემს გვერდით ? - და ხელი გავუწოდე. - მარტო კაცი ყველაფერში ცოდოა. - ჩამომართვა. - პიტალიჩს შენ უნდა უთხრა რა თქმა უნდა. - ვიცი. დაღამდა. პიტალიჩი მოვიდა. ლუკა არაფრის თქმას არ აპირებდა, არაა ხასიათზეო მითხრა, ამ სამ დღეში თურქული ისე ვისწავლე რომ ვიგებდი ყველაფერს რასაც ლაპარაკობდნენ, ხვალ მოვუყვები, ნუ გეშინია, არ დაგვავიწყდებაო. სახლში მიგვიყვანა და სადღაც წავიდა. დავიბანეთ და მაგიდასთან დავჯქით, სუფრა კარგი გვქონდა სულ, ყველაფერი გემრიელი იყო. - მაგას ჰგონია ეგაა რაცაა. - ვუთხარი ლუკას და გავიცინე. - ეგ პიტალიჩი მართლა. - ისე კარგი როჟა ჩანს, უღალატო. მე არ ვიცნობ ამ ერს და არ ვიცი როგორები არიან, შენ უნდა გკითხო ეგ. - ცუდი ხალხია, როგორც დაინახე და მითხარი გუშინ, კულტურა და ზრდილობა ამათ არ ააქვთ, რა ქნას ამ პიტალიჩმა, რაც მამამისმა ასწავლა ის იცის. პიტალიჩი კეთილი კაცი იყო, მაგრამ მისი თუნდაც ჭამის კულტურა, ლაპარაკის ტონი, მიხვრა-მოხვრა მის უკულტურობაზე მეტყველებდა ქართველი კაცის გადმოსახედიდან. - მერე ? მამამისი რად მინდა, მასზე რა შეგიძლია მითხრა ? მე ხომ იცი იშვიათად ვცდები ადამიანებში. - არ გვიღალატებს ეს, მაგაზე ნუ იღელვებ. ოთახში წავედით. ტელევიზორი გვქონდა, არ ჩაგვირთვია. თუთიყუში იყო იმ ოთახში და ლუკამ მითხრა მოდი ვეკაიფოთო. მიდია და ქართული გინება დაიწყო. გაგიჟდა ჩიტი გალიის რკინებს ეხეთქებოდა, ჩვენ სიცილში ვკვდებოდით. მაგრამ მე შემეცოდა მერე და აქეთ გამოვიყვანე ლუკა. დავწექით. ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა მეორე დღე, რას გვეტყოდა პიტალიჩი. როგორც წესი თუ მთვრალი არ ვარ არაფერი მესიზმრება, იმ ღამეს სიზმარი ვნახე. ვიღაც გოგო იყო, დიდი, თაფლისფერი თვალები ჰქონდა, მაგრად ვეხუტებოდით ერთმანეთს, მიყვარდა სიზმარში. გამეღვიძა, აქამდე არასდროს არავინ დამინახია სიზმარში სახეზე და არც მათი თვალები, ყველას ინტუიციით ვცნობდი ვინ იყო და მხრების ზემოთ არავისთვის შემიხედია, ეს რა იყო ? ლუკა ხვრინავდა როგორც ყოველთვის. შემეშინდა, არ ვიცი რისი, გარეთ მინდოდა გასვლა და ვერ გავედი, შუქიც ვერ ავანთე, წამოვხტი და „ვინჩესტერი“ ავიღე. გაფუჭებული და ცარიელი. არ ვიცი რა დამემართა მაშინ, რამ შემაშინა. მერე მივხვდი რომ ის, ძველი სიზმარი გამახსენდა და იმის მეშინოდა, დედა მომენატრა. დავაგდე ვინჩესტერი და დედაზე დავიწყე ფიქრი, როგორაა ? ჩემზე ხო არ ღელავს, მე კარგად ვარ, არაფერი მიჭირს, მივწერ, მაგრამ 4 საათია, საქართველოში 3, არ გავაღვიძებ, ისედაც ცუდი ძილი აქვს. ვიცოდი რომ ჩემზე არავინ ღელავდა ისე, როგორც დედა, ისიც ვიცოდი რომ გაღვიძებოდა, როცა ჩემს შეტყობინებას ნახავდა ძალიან გაუხარდებოდა, მაგრამ მაინც არ გავაღვიძე. დავწექი და დავიძინე, იოლად ვიძინებ სულ, თუ მინდა. დილას პიტალიჩის ხმამ გამაღვიძა. - ეფენდი ! - ეფენდი და შენი დედა მოვ..ან. ლუკამ დაუძახა. - რა ? (თურქულად ჰკითხა) - არაფერი, სიცივეა დღეს. - ჩაი მზადაა, დალიეთ და წაგიყვანთ. - კარგი. როგორც იქნა დადგა შუა დღე და მოვიდა პიტალიჩი. ისე სულ იგინებოდა, ყოველთვის მოვ...ან ეკერა პირზე. ლუკას ვუთხარი რომ დრო იყო. - დღეს 40 გრადუსი სიცხეა. - ლუკას უთხრა პიტალიჩმა. - დღეს ამან მომი...ვნა. - ჩემზე ანიშნა ლუკამ. - რა უნდა ? - რა უნდა და... იმ მთას ხო ხედავ ? - კი. - იქ პოლიცია ადის ? - რა ჩემი ... ვიცი, თუ უნდა ადის, თუ არა არ ადის. - უსტამ მითხრა რომ მისი აზრით არ ადიან იქ. - მერე რა ? - რაღაც მომიყვა, მომისმინე ახლა კარგად, კარგი იდეა აქვს, თუ დაგვიდგები გვერდში ყველაფერი კარგად იქნება და უფრო ბევრს ფულს იშოვი შენ ვიდრე იარაღების გაყიდვით შოულობ და ჩვენც უფრო გავმდიდრდებით. - გისმენ. - უსტამ მითხრა, რომ შეიძლება ქალაქში მანქანა მოიპარო, აიყვანო იქ, იქ წინასწრარ მზად გქონდეს ადგილი, სადაც დაშლი ნაწილებად, როცა დაშლი ნაწილებს მიიტან ვინმე მოხელესთან და ნახევარ ფასად მიჰყიდი. კვირაში ერთი მანქნის მოპარვაა შესაძლებელი. - გადაირიეთ ? მე იარაღებზე „ვჩალიჩობ“, ვყიდულობ იაფად, ვყიდი ძვირად, ადვილია, არ ვიპარავ, პოლიციაც არ დამსდევს თან დასაგეგმი და გასაქცევი არაფერი მაქვს, ბევრი რამის გათვალისწინება მოგიწევთ რომ სუფთათ გააკეთოთ ყველაფერი და თქვენნაირი ბავშვები მაგდენს დაგეგმავთ ? თან მხოლოდ დაგეგმვა არაა, შესრულებაც დასჭირდება მაგ ყველაფერს, შეძლებთ ? კაი, დავანებოთ მაგას თავი, ჩემგან რა გინდათ ? მე როგორ დაგეხმარებით ? - ასე დაგეწყო თავიდან, შენგან რა მინდა და ადგილი, სადაც მანქანას დავშლით მიწაში უნდა გამოვთხაროთ, დენის მიყვანა იქამდე, კიდე ის, რომ ეს ამბარი არავინ არ უნდა გაიგოს, იქ არავინ ცხოვრობს ხომ ხედავ - მართლაც იქ, სადაც მე ვამბობდი, ახლოს სახლი არ ჩანდა - არავინ არ უნდა დაინტერესდეს ისე უნდა გავაკეთოთ ეგ. ბევრი ხელსაწყო დაგვჭირდება, შენი დახმარება ბევრ რამეშია საჭირო. შენ ათი იარაღის გაყიდვით შოულობ 2000 $ და ამ საქმით, ერთი მანქნის გატანით, მინიმუმ 40 000 ვიშოვნით, ეს ფული არ ვიცი რამდენზე განაწილდება, მაგრამ შენ 6 ან 7 ათასი მაინც შეგხვდება. ამის გაკეთება თურქეთში იმიტომაა კარგი რომ აქ მანქანა ჩვენთან შედარებით სამჯერ ძვირი ღირს, უფრო მეტჯერაც. - არ ვიცი, იდეა თითქოს კარგია მაგრამ პოლიცია ? პოლიციას როგორ უნდა დაუმალო ეგ ყველაფერი, დღისით, მზისით, მანქანას მოიპარავ, იქ აიყვან, დაშლი და ნაწილებად გაყიდი. ქალაქში ყველა გაიგებს რომ მანქანა დაიკარგა და ზუსტად იმ მოდელის ნაწილებს იყიდის ვინმე ? - შენ რა, მართლა არაფერი არ მოგიპარავს არასდროს ? - არა. - დღისით არ მოვიპარავთ, ასე 11 საათზე და მერე ... - 11 საატზე უარესი არაა ? მაგ დროზე ყველა ქალაქშია, ყველას დამთავრებული აქვს სამუშაო საათები და ზოგი ან კაფეშია, ან სეირნობს, სისულელეს ამბობ ბავშვო. - ადგა და წასასვლელად მოემზადა, მე გავაჩერე, ამ ჯერად მე ვლაპარაკობდი და ლუკა თარგმნიდა. - 11 საათზე იმიტომ მოვიპარავთ, რომ ღამე დაშლა მოვასწროთ, მეორე დღეს სანამ ხალხი გაიღვიძებს ყველაფერი დამთავრებული უნდა იყოს, მაქნის დაშლას 7 საათი მაინც უნდა, ჩემი აზრით, აუცილებელია რომ ჟეშტი მანქნის, რაც გარეთ ააქვს, ბამპერიც და ყველაფერი საერთოდ, გავანადგუროთ. გამიგია რაღაც რაც რკინას ადნობს, ეგეთი დიდი გვექნება, დავჭრით და შინ ჩავყრით, ასეთი რაღაცაები შენ უნდა გაგვიკეთო, მაგის ფულს ცალკე გადაგიხდით, ჩვენ მანქანას მოვიპარავთ და იქ ავიყვანთ, შენ სახლში თბილად იჯდები და ჩვენ რომ გვიპოვნოს პოლიციამ იტყვი რომ ვერ გვიცნობ. - არ ვიცი ბავშვებო, ძალიან ზედაპირული გეგმაა, თან არ ვიცი მინდა თუ არა მანქნებს ვოარავდე თურქებს ქართველებთან ერთად. თან თქვენი გეგმა, ბევრი დეტალი გამოჩნდება როცა ყველაფერს დაიწყებ, ყველაფერი კარგად უნდა გააანალიზო და მერე გააკეთო საქმე, თან ესეთი საქმე, სარისკოა. - ეს თქვა და წავიდა. მე ვიცოდი რომ არ იყო ყველაფერი ადვილი, ეს რომ პიტალიჩს არ შეეხსენებინა ისედაც, ვიცოდი რომ ყველაფერს კარგი გეგმა და რაც მთავარია, შესრულება !!! აი შესრულება იყო საჭირო. ყველაფერი უნდა გაგვეთვალისწინებინა. მაგრამ ჯერ ხო ამის დრო არ იყო. ჯერ რო პიტალიჩთან მხოლოდ ვმუშაობდით. საღამოს საჭმელად რომ დავჯექით ლუკას ველაპარაკე. - ლუკა, უნდა წავიდეთ, ცხოვრებაში არასდროს მომდომებია ასეთი რამის გაკეთება, მაგრამ ყელში ამოვიდა ეს პატიოსანი ცხოვრება. და რას ვღებულობთ ამით ?! ვშრომობთ, ვწვალობთ და შედეგი იმაზე ნაკლები გვაქვს ვიდრე მძარცველებს და ქურდებს, ეს სამართალია ? - უსტა, ის სამართალია აბა რო კაცმა იწვალა, მიაღწია მის ცხოვრებაში რაღაცას, იყიდა მანქანა და შენ იმ მანქანას გაუქრობ უბრალოდ... მითხარი შენ ვინ გამოდიხარ ? - იცი, მაგაზე ვიფიქრე, ხო იცი რომ არ მინყვარს როდესაც ვინმეს გულს ვტკენ, ვიფიქრე მაგაზე და რაღაც გადავწყვიტე. - რა გადაწყვიტე ? - რაა და მანქანას ისეთს მოვპარავთ ვისაც ძალიან დიდი ქონება აქვს, ეს ნაკლებ ხმაურსაც ატეხავს და გულს იმდენად არავის დავწყვეტთ რომ მისი „ნაოფლარი“ დაკარგოს. მე ეხლა, როცა აქ ვმუშაობ, ვინმემ რომ 200 ლარი მომპაროს სული გავაყოლო შეიძლება, რადგან ეს ჩემი ქონების 90% იქნება და თუ ჩვენ ვინმეს მოვპარავთ 30 000 ღირებულების მანქანას ვისი ქონებაც მილიარდებია არ მგონია ამან ძაან დააზარალოს მისი ჯიბე ან ატკინოს მისი გული. - რაც არ უნდა იყოს ჩვენ სხვას უნდა წავართვათ. - შენ რა, უკან იხევ ?! უშენოდ ვიფიქრო მაგ საქმეზე ? - არა, მე შენს გვერდით ვარ. იცი უსტა, მე და შენ ერთი საერთო ჩვევა გვაქვს, ღალატი და მეგობრის მიტოვება არც ერთს არ შეგვიძლია... - მე იცი რას ვფიქრობ, ბოდიში გაგაჩერე, კარგ რაღაცას ამბობდი, ჩემი აზრით ორი ადამიანი თუ ერთად, ერთნაირად ფიქრობს და იქცევა ისინი ერთად ძალიან ძლიერები არიან, თუნდაც სისულელეს აკეთებდნენ და ცუდად და თუ სამი ან მეტია გაერთიანებული, უკვე დიდი ძალაა ერთად, მე და შენ თუ ვიპოვნით ისეთ სანდო ხალხს ვინც ჩვენ არ გვიღალატებს და იფიქრებს ისე როგორც ჩვენ, მაშინ ყველაფერი გამოგვივა. - ხო უსტა, მეოთხე ვიცით ორივემ ვინც იქნება მაგრამ აი დანარჩენზე... - ხო, მეც ვიფიქრე მაგრამ მაგან რა უნდა გააკეთოს ? იმას არ ვგულისხმობ რომ არ მინდა ჩვენთან იყოს, მინდა, მაგრამ რა დავავალოთ მაგ უვარგისს ? - და ხმამაღლა გავიცინე. - შენ თქვი რომ გამოქვაბული უნდა გავაკეთოთ მთის თავში, იქ ვიღაც ხო უნა იყოს, ვიღაცამ ხო უნდა გაგვიმზადოს ადგილი 2 წუთით ადრე სანამ ჩვენ მივალთ, პიტალიჩი მაგას არ იზამს, თან ჩვენს ჩკუაზე არ გაივლის ეს ... , და ზაზა რო იქ დარჩეს, სიტუაცია გააკონტროლოს ჩვენს მისვლამდე, თან ხოა შესაძლებელი რომ გაგვიგონ და ჩვენს მისვლამდე ვინმემ მივიდეს იქ... ზაზას არსებობის შესახებ პიტალიჩმაც არ უნდა გიიგოს, მაგან რომ ჩაგვიშვას ზაზა ჩვენი „კოზირი“ იქნება. აა ხო ვარ მაფიოზი ? - ლუკამაც ხმამაღლა გაიცინა. - არ იქნები და... პიტალიჩი სახლში არასდროს არ იყო, ჩვენ ვიცოდით ჩვენი საქმე, დილით გვაღვიძებდა და მიგვაცილებდა ადგილამდე, როცა დავამთავრებდით სახლში ვბრუნდებოდით ჩვენით, სახლში საჭმელი მზად გვხვდებოდა, ვჭამდით, ვიბანდით და მერე ვიძინებდით. მე დაახლოებით ვხვდებოდი და ლუკაც რომ ის სულ თავის იარაღის საქმეებზე ჩალიჩბდა, არსად არ მუშაობდა და მაინც დიდი ქონება ჰქონდა, ალბათ ყველა პოლიციელმა იცოდა მისი საქმიანობა, არ მგონია დაემალა მას. მოკლედ ჩვენ წამოსვლა გადავწყვიტეთ და ყველაფრის დაგეგმვა... ხო ისე, სულ დამავიწყდა, ჩემს ოჯახში 5 წევრი ვართ, მე, დედა, მამა, და ორი ძმა მყავს. ძმები ჩემზე ბევრად უფროსები და დაოჯახებულები არიან, ამიტომ მხოლოდ მე დედა და მამა ვართ. ძმებს იშვიათად ვნახულობ თუმცა ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან. პიტალიჩი არ მოვიდა იმ დღეს გვიანობამდე, მეორე დღეს დილით: - ეფენდიი !!! - რა იყო ? - ამ ჯერად მე გავეცი პასუხი რადგან ლუკას ღრმა ძილი უყვარს, თან თურქულიც, ისე თუ ასე ვისწავლე. - ჩაი მზადაა, დალიეთ და წავედით. - აქ შემოდი, საქმე გვაქვს. - ოხ თქვენი საქმე მოვტ..ნ. - შემოვიდა. - რა გინდა ? - ნამძინარევი სახე ჰქონდა ეტყობოდა რომ ძალიან გვიან მოვიდა სახლში და ერთი ან ორი საათით თუ მოასწრო ალბატ დაძინება, თან ქამარში მაუზერი არ ჰქონდა რატომღაც, ისე სულ თან დაატარებდა. ამ ხმაურში ლუკას გაეღვიძა, არ ვიცი რატომ მაგრამ რომ შევხედე მივხვდი რომ ძალიან ეძინებოდა, ხო იმ ღამეს კარგი კინო დაიწყო და მე დავიძინე მაინც. - რა გაყვირებს პიტალიჩ ? - იმან არ იცოდა რას ნიშნავდა პიტალიჩი, ქართულის აზრზე არ იყო, ასე რომ ეგონა წესიერ და „ქურდულ“ „კლიჩკას“ ვეძახოდით. - რა საქმე გაქვთ თქვენ რა შემე..თ. ჯერ იყო 2 დღის წინ რაღაც ყ...ობა მომიყევით და მერე ხმა არ ამოგიღიათ, ახლა ეს საქმე... - მოიცა ბიჭოოოოოო !!! - დავუყვირე მე ქართულად - ამას მე მგონი შიგ ააქვს ლუკა, რა დღეში აქვს ნერვები. - რა გაყვირებს ?! - მიყვირა პიტალიჩმა. - რა აყვირებს და მაცადე გითხრა რა საქმე გვაქვს. - მშვიდად და ნამძინარევი ხმით უთხრა ლუკამ. - გისმენ. - ხოდა ეგრე. - ვთქვი მე ქართულად. - დღეს წავალთ საქართველოში, გავარკვევთ როგორ იპარავენ მანქნებს, რა პრობლემა შეილება შეგვექმნას, მოკლედ დავაზუსტებთ ყველაფერს და მერე ჩამოვალთ. შენი ნომერი გვითხარი ახლა და დაგირეკავთ. ერთი კვირა დაგვჭირდება მაქსიმუმ. - კაი, მეც ვიფიქრე მაგ საქმეზე. - ლუკა, ამ პიტალიჩს უთხარი რომ თუ გვიღალატებს მოკლავ. - სხვანაირად ვეტყვი - მითხრა ქართულად და მერე თურქულად გააგრძელა - შენ არ ვიცი რა იფიქრე, მაგრამ მითხარი, გვქონდეს შენი იმედი ? - კი. - იცოდე, არ უნდა გვიღალატო. - არ გიღალატებთ, თქვენ არ ჩამიშვათ. - ჩვენ რანაირად უნდა ჩაგიშვათ შენი ქვეყანაა, შენი ქალაქი, შენი სოფელი. მიდი ახლა წადი, არ გვშია ჩვენ, დამაძინე მე და საღამოს წაგვიყვანე, სარფამდე თუ არა ქალაქამდე მაინც ჩაგვიყვანე. - კარგი, სარფამდე მიგიყვანთ. მეც დავიძინე, ისე ახლაც მეძინება, ახლა როცა ამას ვწერ. თურქეთში დრო ძალიან ნელა გადის. კარგად გამოვიძინე და რომ გამეღვიძა მხოლოდ დილის 8 საათი იყო. ლუკასაც ეღვიძა, პიტალიჩი ჩვენ გველოდა გარეთ. ვჭამეთ და წამოგვიყვანა. გზაში რა თქმა უნდა ბევრს ლაპარაკობდნენ. - როცა ჩავალთ, გავარკვევთ რა ხელსაწყოები დაგვჭირდება, დაგირეკავთ და იმ ყველაფრის ყიდვა მოგიწევს. - უთხრა ლუკამ. - კარგი. დაახლოებით რამდენი ლირა დამჭირდება ? - ორი ან სამი ათასი. - მაგდენი იქნება საჭირო ? - კიი, და გამოქვაბული ჩვენს ჩამოსვლამდე არ გააკეთებინო, რომ ჩამოვალთ, თვითონ მოვიფიქრებთ ზუსტად სად და როგორ უნდა გავაკეთოთ. - კარგი. - თან ორნი ცოტა ვართ მაგ საქმისთვის. სანდო ხალხს ვიპოვნით და 3 ან 4 ჩამოვალთ. - კარგი... და თქვენ მაინც სად ცხოვრობთ საქართველოში ? - ქობულეთში. გაგიგია ეგ ქალაქი ? - კი. ბათუმიდან 40 კილომეტრშია ხო ? - არა. 25. შენ დადიხარ საქართველოში ? - პიტალიჩის იარაღების საწყობში მე და ლუკა სულ ვიქექებოდით, სულ რაღაცას ვეძებდით და ყველა ჯერზე ვპოულობდით რაღაც საინტერესო ნივთებს და ქაღალდებს. ერთხელაც მის ძველ პასპორტს წავაწყდით, არც ისე ძველი იყო, ორი ან სამი თვის გამოცვლილი ჰქონდა. იმ პასპორტში უამრავი ბეჭედი იყო სარფზე გადასვლის. ყველა კვირას დადიოდა თითქმის და პასპორტიც იმიტომ გამოეცვალა, რომ ბეჭდის დასარტყმელი ადგილი აღარ იყო დარჩენილი. - კი. ძმაკაცები მყავს იქ. - ბათუმში ბევრი თურქია და მივხვდით ორივე რომ მას მხოლოდ თურქი ძმაკაცები ჰყავდა. ეს იმაზეც ეტყობოდა რომ ქართული ერთი სიტყვაც არ იცოდა, იშვიათი იყო ასეთი თურქი, ქართული თითქმის ყველამ იცის. - მაგრამ არ ბათუმს არ გავცდენილვარ დიდი ხანია. მერე, საქმე რომ „აწყვება“ ხო წამიყვანთ თქვენთან და დამათვალიერებინებთ თქვენს ქვეყანას ? ვიცი რომ კარგი ტრადიციები და ლამაზი ქვეყანა გაქვთ. - დავფიქრდები. უსტას ვკითხოთ, ის როგორც გადაწყვეტს ისე იქნება. - და ლუკამ მე შემომხედა. დააპირა ეთარგმნა ჩემთვის მაგრამ უკვე გავიგე ყველაფერი. - ვიცი ლუკა. მაგას უთხარი რომ როცა ჩვენ, თითოეული უკვე ვიშოვით 50 000-ს მერე შეიძლება მაგაზეც დავფიქრდეთ და შეიძლება ქართული სასაცილო მცენარეც გავასინჯოთ. საინტერესო იქნება მაგის დაბოლილი სახე, ისეც არაა ძაან ლამაზი. - პიტალიჩი მელოტი იყო და თავის რაღაცნაირი ფორმა ჰქონდა. ქართველი რომ არ იყო შუბლზე ეწერა. ლუკამ ყველაფერი უთარგმნა რაც მე გადავეცი. - როგორც უსტა ამბობს - დაიწყო პიტალიჩმა - დიდი ფული უნდა შემოვიდეს, მე გასაღება მევალება ყველაფრის და გავასაღებ რაც შეიძლება დიდ ფასად. მაგრამ თქვენი პლანი არ მჭირდება, ჩვენ უკეთესი გვაქვს ეგ, მაგრამ თქვენი ქალები უფრო კარგები არიან ვიდრე ჩვენი... - ოოოო მაგაზე დიდი ბოდიში უთხარი - ვთქვი მე ქართულად ლუკას მისამართით - ქართველი ქალის გემო რომ გავასინჯოთ ბევრი მწვალება მოუწევს. - შენ ცოლი არ გყავს ? - ჰკითხა ლუკამ. - მე ცოლი მოვიყვანე ... კი არ მომიჭრია. - ხოდა თუ არ მოგიჭრია თურქებს ქალები არ გყავთ ? ან ყველამ ვიცით რომ ქართველი ქალები ჩამოდიან და თქვენს ბორდელებში მუშაობენ. ვიცი რომ შენს ქალაქშიც არის ეგეთი. იქ რატომ არ მიდიხარ ? - სირცხვილია იქ შესვლა. - თუ სიცხვილია და არავინ არ შედის როგორ მუშაობენ მაშინ ? - ქართველები შედიან. - თურქები არა ? - თურქები ცოტა და ისეთები ვისაც სინდისი და ნამუსი არ ააქვს. - გაგვეცინა მე და ლუკას მაგრამ სასაცილო არ იყო ეს. - და სხვა ქალაქში რომ წახვიდე ? იქ ხო არავინ არ იქნება შენი ნაცნობი და არ შეგრცხვება. - სხვა ქალაქები შორსაა აქედან და მხოლოდ მაგ საქმის გამო იქ ვერ წავალ. - კი, მაგრამ, ამ ქართველებს რომ ლანძღავ, იქ თურქი ქალები არ „მუშაობენ“ ? - კი, მაგრამ ისეთები, ვისაც ოჯახი არ ჰყავთ. - ესეიგი თქვენზე ყველა... - ლუკა დაანებე თავი ეხლა !!! რა იყო ეს რომ გამოასწორო გამოსწორდება ქვეყანა ? ან დარწმუნებული ხარ რომ თუ აუცსნი რამეს შეიგნებს ? - ქართულად ვუთხარი ლუკას. - რაო ? რა უნდა ? - ჰკითხა პიტალიჩმა ლუკას. - არაფერი. გიჟია ხო იცი. - და გაუღიმა როცა ამ საუბარს ვუსმენდი ერთ რაღაცას მივხვდი... არა, არაერთს. თურქები თვლიდნენ რომ სარფის საზღვრის გახსნამდე მათ ქვეყანაში ცუდი და ბინძური არაფერი ხდებოდა და როცა ქართველები შევიდნენ იქ მერე დაიწყო ქვეყანაში ქურდობა და გარყვნილება. თურქები ქართველებს ძალიან ცუდი თვალით უყურებენ. ერთხელ მე და ლუკა როცა სამუშაოდან მოვდიოდით ერთი კაცი შეგვხვდა გზად და ლუკას ელაპარაკებოდა. მივხვდი როგორ ჰკითხა ლუკას სახლი თუ გაქვთო. როცა დადებითი პასუხი მიიღო ძალიან გაუკვირდა. პიტალიჩის დედა და ცოლი ჩვენ არ გვენახებოდა. ერთხელ მახსოვს როცა ვჭამდით პიტალიჩის დედა აყვირდა რაღაცაზე. ოთახიდან ილანძღებოდა ისე რომ ჩვენ მას ვერ ვხედავდით. ლუკას ვკითხე რა უნდა მეთქი. შიგ ააქვს მაგ დედაბერსო. ეგ გასაგებია მაგრამ მაინც რატო ყირის მეთქი. რა უნდა და, ეგ ქართველები ყველა დღე ტანს რომ იბანენ რა ამბავია, რა საჭიროა და თან სპეციალურად აკეთებ რომ დენის ფული დაგვიხარჯონო. ჩვენმა პიტალიჩა იცოდა როგორც ცხოვრობდნენ ქართველები და ჩვენს ტრადიციებზე წარმოდგენა ჰქონდა. მაგრამ სხვები, მივხვდი როგორც ფიქრობდნენ. მათ მართლა არ გააჩნიათ კულტურა, არ იციან მოქცევა საზოგადოებაში, მაგრამ მათთან ყველა ერთნაირია და ამას ვერ ამჩნევენ. ჩვენ, ქართველებს, როცა გვიყურებენ ჩვენი ქცევები ჰგონიათ უკულტურო და რა თქმა უნდა დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია, თან როცა ხედავენ რომ მათთან ჩადიან სამუშაოდ ჰგონიათ რომ ისინი ბევრად უკეთესები არიან ჩვენზე. ასე არ ფიქრობდა პიტალიჩი, მაგრამ მე ვხედავდი როგორ გვიყურებდნენ თურქები, როგორ თვლიდნენ რომ ჩვენით იყო ის გამოწვეული, მათთან ბორდელის არსებობა, ჰგონიათ რომ ჩვენ კულტურა არ გაგვაჩნია. აი მაგალითად რომ ავიღოთ მათი სახლები. ბანკში უზარმაზარი ქონება აქვთ და სახლზე გარედან საღებავი კიარა ცემენტიც არ ააქვთ მიწებებული. არავის არ ეტყობა ქონება, არადა ყველას ააქვს სულ. ყველას ერთნაირად აცვია. გამორჩეული არაფერი. მუქი ფერის შარვალი და მუქი მაისურები. ქართველის გამორჩევა თურქისგან თუნდაც ჩაცმულობით, ძალიან იოლია. მე ამ ფიქრებში ვიყავი და თან ბრაზი მერეოდა ნელნელა. ლუკას და პიტალიჩის სიცილის ხმამ გამომაფხიზლა და დავინახე მაუზერი, რომელიც პიტალიჩს ქამარში ჰქონდა. ლუკას ვკითხე. - არ გვაჩუქებს რომ ვთხოვოთ ? - ველაპარაკე უკვე მაგაზე, უნდა გაყიდოს ამ დღეებში. მივუახლოვდით სარფს. პიტალიჩმა გვითხრა რომ ჭკვიანად ვყოფილიყავით და ლუკას უთხრა რომ მის ზარს დაელოდებოდა. სარფთან მოგვიყვანა ას-ასი ლირა გვაჩუქა და უკან გაბრუნდა. მე დიდი ჩემოდანი მქონდა ძალიან, ლუკამ მათხოვა. მასაც ჰქონდა ჩემოდანი მაგრამ მისი ნივთების უმეტესობა ჩემს ჩემოდანში იყო. საზღვარზე დიდი რიგი იყო რა თქმა უნდა. ჩვენს უკან 4 ქალი იდგა, ერთად იდგნენ. ერთი ახალგაზრდა და ლამაზი გოგო იყო, მეორე ალბათ დედამისი იქნებოდა, ასე 40 წლის და დანარჩენი ორნი 60-65 წლის ქალები იყვნენ. გოგო მართლაც ძალიან ლამაზი იყო, ისეთი ლამაი თურქი ჯერ არ მენახა. მე ჩემოდანი ჩემგან მარცხნივ მედო, ის მართლაც ძალიან დიდი იყო და გვერდს მარცხნიდან ვერავინ ამივლიდა ამის გამო, ამ მხარეს საზღვრის ბარიერი იყო და მანძილს ბარიერიდან ჩემამდე სწორედ ეს ნივთი ავსებდა. რიგი დიდი იყო, როცა მივუახლოვდით ადგილს სადაც პასპორტში საზღვრის ბეჭედს ჩამირტყამდნენ უკნიდან ვიღაც გაცის ხმა მომესმა, თურქი იყო, მის საუბრას ვერ ვხდებოდი, ალბათ რომელიმე დიალექტზე ლაპარაკობდა, ხალხში გამოდიოდა და ჩვენამდეც მოვიდა. ქალების უკან დადგა და მესაზღვრეებს რაღაც უთხრა. ის ძალიან უხეში და უკულტურო ჩანდა, ასე 60-65 წლის იყო. მერე, როცა მესაზღვრეებთან დაამთავრა ლაპარაკი, მე შემხედა და რაღაც ხმამაღლა მითხრა ძალიან, თითქმის მიყვირა, მე არ მესიამოვნა და ხმამაღლა გავეცი პასუხი ქართულად. რომ არ მესმოდა რას მეუბნებოდა. იმან მაცხენა ხელზე ხელი ჩამავლო და რაღაც ისე მიყვირა რომ ყურები მეტკინა. მარჯვენა ხელი ავარტყი ქვემოდან როგორც შემეძლო ისე და მასზე უფრო ხმამაღლა ვუყვირე რომ არ ვიცი მისი ენა და რა ხმაზეც არ უნდა მითხრას ვერ გავიგებ მაინც. ხელი ეტკინა, მეცმტკიოდა მარცხენა ხელი ისე უხეშად ჩამავლო თავიდან. ჩემსკენ გამოიწია და ამ დროს ლუკა ჩადგა ჩვენს შორის, მივხვდი ლუკამ რაც უთხრა, მისი ლაპარაკი მესმოდა. „ არ იცის თურქული, ვეტყვი და გაუშვებს“. შემობრუნდა ჩემსკენ და მითხრა რომ ჩემოდამი უნდა ამეღო და ეს ქალები გამეტარებინა. ჩემოდანი გამოვწიე, ეს ქალები კი საზღვრის „ბეჭდის“ გარეშე წავიდნენ. ის მოხუცი კაცი დარჩა და ნაწყენი სახე ჰქონდა, ხელს იტკიებდა. ამ სიტუაციაში მე ყველაზე უცნაურად მომეჩვენა მესაზღვრეების უმოქმედობა, თითქმის ვიჩხუბეთ მე და იმ მოხუცმა და მათ ყურიც კი არ შეუბერტყიათ, ჩვენს ქვეყანაში სულ სხვანაირად მოხდებოდა. მართალია ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და ლუკა, რომელიც ჩემს გვერდით იდგა იმანაც ძლივს მოასწრო დროზე სიტუაციის განმუხტვა მაგრამ მესაზღვრეებმა ეს ხომ დაინახეს, ყველაფრის შემდეგ პასუხი რატომ არ მოგვთხოვეს. ამ კითხვებზე პასუხს ლუკა ვერ გამცემდა... ჩამოვედით. მომნატრებია სამშობლო. რცა სარფს გამოვცდი მიხაროდა, როცა ხალხის ლაპარაკი, მათი სიტყვები ჩემთვის უცხო არ იყო და ყველაფერი მესმოდა. ბათუმში მე და ლუკამ რაღაცაები ვიყიდეთ ჩვენთვის, ზაზას ვუყიდეთ ფეხსაცმელი, ჩილიმიც ვიყიდეთ და წავედით ქობულეთში. ნელ-ნელა ახალ-ახალი იდეები მომდიოდა თავში თუ როგორ უნდა მოგვეპარა მანქნები. მე და ლუკა ისეთ ადგილას ვიჯექით ტრანსპორტში რომ ვერავინ გაიგებდა ჩვენს ლაპარაკს. ლუკას მოვუყევი ჩემი ახალი იდეის შესახებ. ამ იდეას მე, ლუკა, ზაზა და კიდე ერთი ვიღაც სჭირდებოდა. - ვინ უნდა იყოს ის ? - მკითხა ლუკამ. - ჩემ კლასელს კახა ბედინაძეს ხო იცნობ ? - საქმე იმაშია, რომ კახა ჩემი უახლოესი ძმაკაცი იყო როგორც ლუკა, მაგრამ მასთან მე დიდ დროს ვეღარ ვატარებდი იმის მერე რაც ლუკას დავუძმაკაცდი, თან ლუკა ჩემთან უფრო ახლოს ცხოვრობს. კახასთან ურთიერთობა არ დამიკარგავს რა თქმა უნდა. - კი. ფეხბურთს კარგად თამაშობს ეგ ხო ? - კი. კარგად არა, მაგრად. დღესვე ვნახავ. ვიცი სადაც იქნება. სულ მოედანზეა. კახას კარგი მობილურის ნომერი აქვს და ზეპირად ვიცოდი, ეგრევე დავურეკე. - ალო. - მე ვარ. - თურქეთში არ წახვედი 3 დღის წინ ? - კი, ჩამოვედი დღეს. საქმე მაქვს შენთან. დღეს მოედანზე მიდიხარ ? - კი. - იქ მოვალ. ვითამაშოთ და მერე საქმეზეც ვილაპარაკოთ. თან დავლიოთ ცოტა. - სიგარეტის და დასალევის გამო მან თვითონ გადაიფიქრა ფეხბურთის კარიერა, ისე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. - რა საქმე გაქვს ? რამე სასაცილო ჩამომიტანე თურქეთიდან ? - პლანიც უყვარს. - არა. სასაცილო არა, საინტერესო. - ვნახოთ ერთი. - საღამომდე. - გავუთიშე. - დაგვთანხმდება ? - მკითხა ლუკამ. - არ ვიცი. - კახა ჩემი კლასელი იყო. სკოლაში ყოველთვის სადაც „საქმის გარჩევა“ და ჩხუბი იყო კახა ყოველთვის იქ იყო. მაგრამ იქ იყო ისე, როგორც „საქმის წამყვანი“ და როცა ჩხუბი იყო ისიც არ იხევდა უკან, ფიზიკურად ძალიან ძიერია. - ისე, მსმენია მაგაზე. სკოლის დროს ხელებს მაგრად იქნევდა. ქურდულად ცხოვრობს ? - არ ვიცი სიმართლე რომ გითხრა, მაგრამ მის არც ერთ საქციელს არ ეტყობა „არაქურდული“. ჩემი ახხალი გეგმა დიდი იყო, სანამ ის ლუკას მოვუყევი და კახას დავურეკე ჩავედით ქობულეთში. იქ ლუკას მამა დაგვხვდა. მე სახლში მელოდნენ. ლუკა სახლში გავუშვი და მე ჩემს სახლში წავედი. საღამოს ერთმანეთი უნდა გვენახა და მოედანზე ერთად წავსულიყავით. სახლში დედა დამხვდა. ძალიან გაუხარდა ჩემი მისვლა და მითხრა რომ სულ ტყუილად წავედი თურქეთში. არაფერი გვიჭირდა შესაბამისი. მაგრამ როგორ არ გვიჭირს, ბანკის ვალები ძალიან ბევრი აქვს. ის ლექტორია, მაგრამ მისი ხელფასი არ ყოფნის ყველაფერს, მამაც ეხმარება, მაგრამ მამაჩემს უმაღლესი განათლება არ ააქვს და მისი ხელფასიც მეტყველებს ამაზე. ასე თუ ისე, მშობლები მე არაფერს მაკლებდნენ მართლაც და გარეგნულად ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მე ხომ ვიცოდი რომ ბანკის ვალებს ნელ0ნელა ვერ უმკლავდებოდნენ. დედას ვუთხარი რომ მალე შეიძლებოდა ყველაფერი შეცვილიყო, ვუთხარი რომ ვაპირებდი უნივერსიტეტიდან წამოვსულიყავი ერთი წლით და წავსულიყავი თურქეთში სამუშაოდ. ბევრ ფულს ავიღებდი, ჩემი სწავლისაც და მათ ვალებზეც დავეხმარებოდი. დედა გადაირია. - ცოცხლად გინდა რომ მომკლა ? ყველაფერს ვაკეთებ, რა გაკლია ?! მხოლოდ იმას გთხოვ რომ ისწავლო... - არ შევწყვეტ სწავლას, მეც მინდა რომ ვისწავლო. მაგრამ არ შემიძლია გიყუროთ შენ და მამას ასეთს. მინდა მეც დაგეხმაროთ, მეც გავაკეთო ჩვენი ოჯახისთვის რამე ისეთი რომ გამოგადგეთ. - მაგის დროც მოვა, ჯერ პატარა ხარ მაგისთვის. - არა. მე გადავწყვიტე და ასე ვიზამ. დედამ ტირილი დაიწყო. მე ჩავიცვი მოედნის შესაფერისი ტანსაცმელი და სახლიდან გამოვედი. ლუკას დავურეკე, ის უკვე მზად იყო. მერე კახას, ის უკვე მოედანზე იყო და თამაშობდა. ფეხბურთი. მე მიყვარს ყურება, „ბარსელონას“ ფანი ვარ, კახა „რეალის“, თამაშით კარგად ვერ ვთამაშობ, ვერც ლუკა თამაშობს კარგად მაგრამ როცა ჩვენ ორნი „ერთკენ“ ვთამაშობთ ყველას ვუგებთ. ერთმანეთს თამაშის დროსაც კარგად ვუგებთ და ჩვენი პასებით ყველას ვაბნევთ. ზაზაც თუ ჩვენთან ერთადაა მაშინ უფრო უკეთ გამოგვდის ყველაფერი. როცა კახასთან ერთად ვთამაშობ, ის უბრალოდ შეუდარებელია, მასთან ახლო და ერთი შეხებით პასები არ გამოდის, იმიტომ რომ მასთან ერთად სულ დიდ მოედანზე ვთამაშობ. მას ყველაფერი კარგად გამოსდის, შორეულ პასებსაც ზუსტს და კარგს მაწვდიდა სულ და ახლოც ზუსტად გამოსდის. როცა კუთხური ინიშნებოდა სულ მე ვაწვდიდი და სულ გაჰქონდა მას თავით. 181 სანტიმეტრია და ეს ხელს უწყობდა. მივედით მოედანზე. ამ ჯერად კახა „მინიზე“ თამაშობდა. ის ხელი როცა დაამთავრა გამოვიდა და მოგვესალმა. - შენ თურქეთშიც მაგ პიდარასტული „პრიჩოსკით“ იყავი ? - მკითხა მე. თმას ისე ვიჭრიდი რომ ქობულეთში და ბათუმში ისე ერთეულებს აქვს, ამიტომ ჩემი ახლობლები აძლევდნენ თავს უფლებას რომ ჩემთვის ამის გამო პიდარასტი დაეძახნათ. - კი. - ვინმე არ გამოგეკიდა მერე ? - არა. ვითამაშოთ. მომენატრა ფეხბურთი. - არაა მაგარი სასტავი, დაველოდოთ. მოვლენ და მერე იმათ ვეთამაშოთ. ამათთან მომწყინდა, მარტო ვუგებ. - კაი, ლუდი დავლიოთ მაშინ. - იპატიჟები ? - კი. ორი ლიტრი დავლიეთ ლუდი, საკმაოდ გრადუსიანი იყო, მაგრამ ფეხბურთს ასე უკეთესად ვთამაშობდით. სანამ ვსვამდით კახასთვის ჩემს გეგმაზე და საქმეზე არაფერი მითქმია. დავინახეთ როგორ მოვიდა „ზლიერი სასტავი“ და ჩვენს მოედნისკენ წავედით. როცა მივედით გუნდები უკვე გაკეთებული დაგვხვდა, ჩვენ მეკარე გვჭირდებოდა, კახამ ვიღაც ბავშვი იპოვა და მისი ნების საწინააღმდეგოდ კარებში ჩააყენა. მე როგორ წესი ცენტრში ვთამაშობ, მაგრამ პატარა მოედანზე ყველგან უნდა ირბინო. ცენტრიდან კახამ გაათამაშა და წინ გაიქცა, მე უკნიდან გადავუგდე ბურთი და პირდაპირ მარცხენა ფეხზე დავუსვი (ცაციაა), მანაც ისე დაარტყა რომ მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ჩვენი ეს კომბინაცია უკვე ყველამ იცოდა მაგრამ მაინც ვერავინ უწევდა მას წინააღმდეგობას. ადვილად არ მოგვიგია, მაგრამ ყველა ხელი სამ გოლზე უფრო დიდი ანგარიშით მოვიგეთ. უკვე ძალიან დაღამდა. 2 გახდა საათი. ჩვენ არ ვიღლებოდით რა თქმა უნდა. ბოლოს მოედანზე მხოლოდ 4 დავრჩით. მე, ლუკა, კახა და ერთი ჩვენი კლასელი, რომელთანაც მე და კახა ვძმაკაცობდით. მას ლაშა ჰქვია. ის ძალიან ეკლესიური და წესიერი ბიჭია. კიდე ვითამაშეთ ცოტა ხანი და ლაშამ თქვა რომ სახლში უნდა წასულიყო, ახლოს ცხოვრობს მოედანთან. მისი სახლი სხვა მხარესაა, ჩვენ სახმის კი სხვა მხარეს. წამოვედით. - აბა კახა, დადგა დრო რომ მოგიყვე რა საქმე მქონდა შენთან. - ვუთხარი კახას. - ხო ისე, სულ დამავიწყდა. მიდი აბა გისმენ. - პასპორტი გაქვს ? - ახლავე განახო თუ სიბნელეში რომ შევალთ მერე ? - მაგაზე არ გეკითხები. საზღვარგარეთის პასპორტი გაქვს ? - საზღვარგარეთაც ფუნქციონირებს ეს, „მეჟდუნაროდნია“. - კაროჩე გვინდა რომ თურქეთში მანქნები მოვიპაროთ, მერე დავშალოთ და ნაწილებად გავყიდოთ რომ კლავი არ დარჩეს. ამაში შენი დახმარება გვინდა. კარგ ფულს ვიშოვით და შენც გაშოვნინებთ. - კახას ერთო გამოხედვა აქვს, ასე მაშინ იხედება როცა ვინმე ძაან დებილობას გააკეთებს და ირონიას მალავს. წინასწარ ვიცოდი რომ ასე გამომხედავდა, ამიტომ არ გამკვირვებია. - ოოო, შენ სულ გამოყ...დი ხო ? - დაგეგმილი გვაქვს კაროჩე ყველაფერი. მოგიყვები ახლა როგორც. - ასე უცებ იმიტომ მივაყარე ეს ყველაფერი რომ ის ძალიან იშვიათადაა სერიოზული, სულ ხუმრობს და მხოლოდ ასე თუ შევძლებდი მის დასერიოზულებას. ყველაფერი მოვუყევით მე და ლუკამ. მოეწონა იდეა, მისი როლიც მოეწონა ამ საქმეში. დარწმუნებული არ ვიყავი რომ ის დაგვთანმდებოდა, მაგრამ რატომღაც უყოყმანოდ გახდა ჩვენი „პადელნიკი“. - უსტა, ნაღდად იცი რომ ის პიტალიჩი არ გვიღალატებს ? - მკითხა კახამ. - ლუკას ვკითხოთ. თურქებს ამაზე კარგად ვერავინ ვერ იცნობს. - ლუკას თურექთში დიდი გზები ჰქონდა გავლილი. ერთი წელი იქ იყო ისე, რომ არ ჩამოსულა საერთოდ აქეთ. ენაც ასე კარგად ამიტომ იცოდა. უაქცენტოდ შეეძლო ლაპარაკი. - არ გვიღალატებს. მაგის „ატვეჩაი“ მე ვარ. - კახა, ვიცი რომ მანქნას ბავშვობიდან ატარებ. უნდა ჩამოვწეროთ იმან რა უნდა იყიდოს და მერე გავაგებინოთ. - 3000 ლირის არაფერი არ დასჭირდება. ხვალ მოდი ჩემთან და ვილაპარაკოთ მაგაზე. სახლში წავალ ახლა. კარგად აბა. - და მან ლუკას ანიშნა სიგარეტზე გამიკიდეო. იმანაც გაუკიდა და კახა წავიდა. - კარგი ბიჭია. ახლოს არ ვიცნობდი. - მითხრა ლუკამ. - ვიცი რომ კარგი ბიჭია. რომ მოკვდეს მაინც არ გვიღალატებს. მერე ზაზასთან წავედით. გველოდა. იცოდა რომ რაღაც საინტერესო უნდა მოგვეყოლა მისთვის. ყველაფერი მე მოვუყევი. მოეწონა. ის გადარეული ბავშვია. სადაც თქვენ მეც იქო გვითხრა. - ახლა ზღვაზე წავიდეთ. - მითხრა მე. - ბიჭო შენ ჩვენს თურქეთში ყოფნაში უნდადაუფრო გამოქლიავდი ? - ვუთხარი მე. ლუკა გვისმენდა - რა იყო, არ ვიბანაოთ. - ზღვაზე წასვლა ბანაობას ნიშნავს. ბულვარში წასვლა მეც მინდა, მაგრამ სულ ოფლიანები ვართ. - დაიბანეთ ჩემთან. თან შენი ჩემოდანი ხო ჩემთან დატოვე, შენი ტანსაცმელებიც აქაა. უარს არ მივიღებ. - კაი მაგრამ რა ნახე ბულვარში შე ლაწირაკო ახლა რომ იქ გინდა წასვლა ? - იცი უსტა რა გოგონები არიან ჩამოსული ქობულეთში. - აა ხო, გამახსენდა. შენ ხომ კიდევ ვაჟიშვილი ხარ. - ლუკამ სიცილი ვერ შეიკავა და ზაზამ ერთი გემრიელად შემაგინა. - კარგი ხო. მაგრამ არ გავხარ შენ იმას ვინც ბულვარში მოსეირნე მაგარ გოგოს დაითანხმებს არაორაზროვან სურვილზე. - რაზე დავითანხმებ ? - სექსზე. - ააა. და შენ რას მიკეთებ ? - არც ჩემთვისაა ადვილი. მაგრამ ფული გვაქვს რაც მთავარია დღეს ლამაზი გოგონებისთვის. ისე, ლუკა, გაარკვიე ის გასაღები რა გადვიჯდება ? ჩვენ გასაღები უნდა გვეყოდა, რომელიც ყველა მანქანას გააღებდა. ეს ურთულესი საშოვნელი იყო და ძალიან ბევრი ფული უნდოდა. პიტალიჩმა ამის შესახებაც იცოდა და სწორედ ამიტომ დაგვთანხმდა გეგმაზე. ყველა მანქანას ისე მოვიპარავდით რომ მასზე სიგნალიზაციაც არ ჩაირთვებოდა. ნიკას ბიძია ყავს რუსეთში, დედამისის ძმა, იმასთან უნდა დაერეკა და ეგ ეთხოვა, იქ ადვილი საშოვნელია. - ხვალ დამირეკე და გეტყვი პასუხსო. - პასუხი, ქაიაააა. - თქვა ზაზამ. ის ყველა სიტყვაზე რომელიმე გასართობი შოუს პერსონაჟის პაროდიას აკეთებდა. - მაგიტომ ვერ კერავ გოგონებს. - უთხრა მას ლუკამ. - რატომ ? - რატომ და არასერიოზული რომ ხარ. ახლა ჩვენ ჩაგაცმევთ წესიერად, ჩვენთან ერთად იარე და ხმა არ ამოიღო, ასე მაინც შეიძლება ვინმეს მოეწონო. - ზაზა როდესაც ხმას ამოიღებდა უკვე ცხადი იყო რომ ის ასაკით ძალიან პატარა იყო და ცოტა სულელიც. დავიბანეთ და გარეთ გავედით. ფული მართლაც ბევრი გვქონდა იმისთვის რომ ვინდე „დაგვეკერა“. როცა წავედით ერთი მაღაზია დავინახე რომელიც არ იყო დაკეტილი იმ დროსაც კი. ტანსაცმელებს ყიდდნენ იქ. ლუკას ვუთხარი რომ მე გარდერობი დიდი ხანია არ გამინახლებია და ახლა სწორედაც რომ ამის დრო იყო. შევედითდა ეგრევე საზაფხულო კუთხისკენ წავედით, მაგრამ უცებ რაღაც გამახსენდა. იმ კაცს, რომელიც „მოხუცი“ იყო და ახალგაზრდა გოგოსთან ერთად მისეირნობდა, ძალიან სერიოზულად ეცვა. მაშინვე ლუკას დავუძახე და ვუთხარი რომ რამე კლასიკური გვეყიდა და იმ დღეს, ღამის კლუბს არ გავკარებოდით. გარეთ, ბულვარში სეირნობის დროს შეგვხვდებოდნენ ისეთები ვინც ზაზას გამოადგებოდა და ჩვენც. ზაზა სიმპატიური ბავშვი იყო, ათლეტური აღნაგობით, მაგრამ მაინც ბავშვი. მისთვის პიჯაკი ვიყიდეთ და თეთრი პერანგი, ყელზე ბაფთა გავუკეთეთ, ეს უფრო სიმპატიურს აჩენდა და უფრო ჯენტლმენურს. მე დღე-ღამის სათვალე ვიყიდე, კლასიკური პერანგი და შარვალი, ფეხმაცმელიც შესაბამისი. მე და ლუკას თითქმის ეთი და იგივე „ზმანი“ გვქონდა, ზაზასგან იმით განვსხვავდებოდით რომ პიჯაკებზე ხილები გახსნილი გვქონდა, „ჰასტუხები“ კი სპეციალური სამაგრებით გვქონდა დამაგრებული. ბულვარში გავედით. - უსტა, ეს ტანსაცმელი უკვე ტვინს მიტ..ავს. - მითხრა ზაზამ. - არაუშავს, შეიძლება მაგ ტანსაცმლის საშუალებით ვინმე სხვაც მოტ..ვნა. ვუთხარი მე. - ბიჭოოო ! ნახე. - ხმამაღლა მითხრა მან და მანიშნა მარჯვნივ გამეხედა. იქ ორი გოგო იჯდა, ერთი ზაზას ასაკის იქნებოდა დაახლოებით და მერეო დაახლოებით ჩემი. - ნუ ყვირი . - ვუთხარი მე და პირზე ხელი ავაფარე. - მოგწონს ის ბავშვი ? - ბავშვი შენთვისაა მაგი თორე მაგისთვის არა. - მითხრა ლუკამ, რომელიც გავანას ეწეოდა და მის ალში ძლივს ვხედავდით. - ოჰ, წადი შენი ალ კაპონე სახე მოვტ..ან. წამოდით აბა, ვნახოთ როგორი გოგონები არიან ჩვენს წინ. კარგები არიან, მეც მომეწონა. - ოეეეე, თვალებში შეშიბეში გაქვს ? ვერ ხედავ რომ ისინ ორნი არიან ? მე სახლში ეასვლას არ ვაპირებ, აქ ზაზას გამო წამოვედით... - ბიჭო უკმაყოფილოს არ დაგტოვებთ, თან რა იცი რო ამათთან გამოვა რამე, დამშვიდდი ლუკიტო. - შევაწყვეტინე მე სიტყვა. გოგონები კარგები იყვნენ, სახეზე ეტყობოდათ რომ „უპონტობას“ და მოწყენილობას გრძნობდნენ. სამივემ ერთად მივედით და მათ წინ დავდექით. ეს იყო ჩემი „გეგმა“. ჯერ ვერ დაგვინახეს თითქოს. მერ ერთმა. - ოეე, წვერიანო კაცო, გზა აგერია ?! დაახვიეთ რა. - ეს სულაც არ გამკვირვებია, ასე მე მომმართა. ამ ასაკის გოგონებს არ აინტერესებთ ფული და მდიდრული იერი, მაგ მხოლოდ სექსი უნდათ. ან პატიოსნები არიამ. მოკლედ ბევრი ვარიანტია მაგრამ ამათ რაც უნდოდათ მერე გაიასნდა. - იცი რაა მოკლე კაბიანო, ახლა შესაძლებელია რომ მე დავახვიო, მაგრამ ადამიანი ძალიან ცოტა დროს ატარებს ცოცხალი, ამიტომ მან სიცოცხლეშივე უნდა მოასწროს გართობა და სიამოვნების მიღება. ახლა თუ მე დავახვევ შენ ნახევარ საათში სახლში წახვალ და დაიძინებ, ძილი კიდე არ ანიჭებს ისეთ სიამოვნებას ადამიანს რის გამოც დროის დაკარგვა ღირს, დამშვიდდი და შენი სახელი მითხარი. - შენ ბიჭო შიგ გაქვს ? - არ მეგონა ასე თუ მიპასუხებდა, ასეთი მეთოდები დიდ და ჩამოყალიბებულ ქალს დააფიქრებდა, ნუთუ ჩავიჭერი ამ ღლაპებთან, თან ლუკას და ზაზას დასაცინად. ალბათ იმტომ მქონდა ასეთი ცუდი „სტარტი“ რომ იმ დღეს ვინმესთან სექსი ნამდვილად არ მინდოდა. ამ ფიქრებში ვიყავი როცა ლუკას ხმა გავიგე. - არა, რა სისულელეა, შიგ არ ააქვს, შეგაწუხათ ხო, ასე იციან მოხუცებმა. ბოდიშს გიხდით, აპატიეთ. ის ჩვენი მეგობარია და დღემდე ვერ ვასწავლეთ მოქცევის წესები - „ამ ლაწირაკს დამიხედე“ გავიფიქრე მე - ხო მართლა, ბოდიში, სულ დამავიწყდა, მე ლუკა ლუკა მქვია - მოისხნა მან ქუდი და თავი დაუკრა მათ - ეს ზაზაა, ეს ბიძია კი, ვინც თქვენ ნერვები მოგიშალათ, ბატონი დავითი, ის მიდიოდა და თქვენის ნებართვით მე და ზაზა თქვენთან დავრჩებით. - ლუკა ძალიან თავდაჭერილი იყო. არ ვიცოდი თუ ამდენი შეეძლო. - დიახ, ბოდიში, მე დაგტოვებთ. - ვთქვი მანამდე სანამ გოგონები რაიმეს იტყოდნენ. - თქვენც შეგიძლიათ გაყვეთ. - უპასუხა უფროსმა გოგომ მაგრამ მის ხმაში თითქოს ლმობიერება იყო და სულაც არ უნდოდა ის მის ლამაზ სხეულს, რასაც მისი მწარე ენა ამბობდა. - არა, გვირჩევნია აქ დავრჩეთ და გითხრათ როგორი ლამაზები ხართ, ხო ასეა ზაზა ? - ჰკითხა მან ზაზას რომელსაც პირი დაეღო და ხან ერთს უსმენდა ხან - მეორეს. ზაზა ენას არ აჩერებდა არასდროს მაგრამ გოგონებთან ლაპარაკი რომ არ შეეძლო ეს ვიცოდით. არც ის მეგონა თუ ლუკა ასე ენად გაიკრიფებოდა. - ხო, რა თქმა უნდა. - უპასუხა ზაზამ დაბნეულმა და მის ტოლს გვერდით მიუჯდა. მე შევბრუნდი და გზა გავაგრძელე. მიყვარს როცა მარტო ვსეირნობ. ამ დროს ყველაფერზე ვფიქრობ. უცებ მანქნის მატორის ხმა გავიგე. ვიღაცა გაზს ძალიან მაგრად აჭერდა ფეხს, მარჯვნივ გავიხედე. „მერსედესი“ იყო. ეს მოდელი საუკეთესოა ქალისთვის. როცა მანქანა გამისწორდა დავინახე წაბლისფერი თმა, გამეღიმა, ასეც ვიფიქრე, ქალი იჯდა საჭესთან. მან ერთ მანქანას გაასწრო და წინ „ოპელი“ დახვდა, რომელიც ასევე სწრაფად მოდიოდა, მუხრუჭის გაბმული ხმა გავიგონე და დავინახე რომ „ოპელი“ გზიდან გადავიდა და ტროტუარზე ავიდა, „მერსედესი“ უბრალოდ გაჩერდა. საქმე იმაში იყო რომ ქობულეთში ვიწრო გზაა, მერსედესი „პროთივზე“ გადავიდა იმისთვის რომ გაესწრო და იქ ოპელი დახვდა. საბოლოოდ ორივემ გააჩერა. ოპელიდან ერთი ქობულეთელი ჩამოხტა, შორიდან ვიცნობდი ამ ბიჭს, გოგოც ჩამოვიდა მერსედესიდან. - რას შვრები მკლავ შენი დედას შევე.ი ? !!! - მან ვერაფერი უპასუხა, ტირილი დაიწყო. მე ამ ადგილიდან 20 მეტროში მაინც ვიყავი, თვალის დახამხამებაში უამრავი ხალხი შეგროვდა, გოგოს სახეზე ეწერა რომ ტურისტი იყო, ეს ბიჭი კი, დიდი ხანია რაც არ მევასება მისი თავი დიდი ვინმე ჰგონია. დიდი ხნის წინ ლუკას გამო ამ ბიჭს ვეჩხუბე, ერთ ჩვეულებრივი გაუთლელი ბიჭია და ახლა, მე შანსი მომეცა რომ მასზე შური ვიძიო, გავიქეცი რაც შემეძლო, ეს ამ გოგოსთან უკვე ახლოს მისულიყო და ხმამაღლა უყივროდა, გოგო ისეთი შეშინებული იყო ტიროდა და ბოდიშს იხდიდა, ბიჭი ვერ მშვიდდებოდა მისი ბოდიშით... ხალხში შევვარდი და ამ ორის შუაში ჩავდექი, ბაჩის პირისპირ, ასე ჰქვია. - რა იყო ბიჭო, კაცებს რომ პატივს არ სცემ ვიცი, მაგრამ ქალის ცრემლებიც არ გაიძულებს რომ ცოტა ძრდილობიანად გააკეთო რამე ? - ეს შენი საქმე არაა უსტა... - უსტა მამაშენს დაუძახე ბიჭო !!! ბატონი დავით მაისურაძე, გაიგე ? !!! - და საყელოში ვეცი. არ ელოდა. მაშინვე ხალხი მოვარდა და გაგვაშველეს. მაგრამ ყველაფერი არ დამთავრებულა. - დავით - ასე გააგრძელა ჩემთან ლაპარაკი. - გისმენ. - ეს შენი საქმე არაა, მე და ეს გოგო გავარკვევთ ყველაფერს. - შენ ვინ გეკითხება რა არის და რა არა ჩემი საქმე. - მინდოდა მეცემა იქ, იმ ხალხს ვერ ვხედავდი, ძველი ბოღმა თითქოს ახლა მომივიდა, სათვალეც გამიტყდა ამ გაწევ-გამოწევის დროს მაგრამ ამას ყურადღება არ მივაქციე რომ აღარ მეკეთა. - იცნობ ? - ამ შეკითხვაზე გავჩერდი, გამიკვირდა, ხალხი, ვინც შეკრებილი იყო, ყველა „ადგილობრივისკენ“ იყო. რადგან ის გოგო ტურისტი იყო, რადგან ის უცხო ქალაქში იყო მას მხარი არავინ დაუჭირა. მართალია ის დანმაშავე იყო მაგრამ ის ხომ მანდილოსანი იყო. ამ ხალხში ბევრს ვხედავდი ისეთებს ვისაც „რაზბირკებში“ წამყავნი როლები ეკისრებოდათ. მაგრამ არც ერთს არ მოსვლია აზრად იმ გოგოს თუნდაც დამშვიდება, რომ აღარ ეტირა მაინც. მის მხარში ამოდგომაზე ხომ ოცნებაც ზედმეტია. მაგრამ ეხლა მე შეკითხვა მქონდა დასმული, ვიცნობდი თუ არა ამ გოგოს. კიდე ერთხელ გავხედე მას, მისი ნამტირალევი სახე, ესეც ძალიან ლამაზი იყო, თეთრი კანი ჰქონდა რამაც მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება.. - იცნობ ? - გამიმეორა ბაჩიმ შეკითხვა. - არა. - ხოდა გთხოვ რა, მიდი, გააგრძელე გზა. ამასთან მე მოვაგვარებ. - პასუხი არ მქონდა რასაც მას გავცემდი. მაგრამ... - შენ რა, როდის მერე დაიწყე ჩემზე ჭკუის სწავლება, რა შენი საქმეა წავალ თუ აქ დავრჩები. - ეს ყველაფერი ისე ხდებოდა რომ იმ გოგოს მანქანა გზიდან გადმოიყვანა სხვამ და უკვე ბნელ ადგილას ვიდექით ყველა, მე მარტო და ის უცნობი გოგო, ერთაერთი ვინც იქ მყოფთაგან სუსტ სქესს წარმოადგენდა. - რამე დაგიშავა ? ამაზე მიპასუხე. - გზაზე შემომივარდა და რომ არ დამეტორმუზებინდა მომკლავდა... - მაგრამ დაატორმუზე, შენს მანქანას რამე გაუფუჩდა ? მე აგინაზღაურებ. - და უცებ დავფიქრდი, რა კარგი იქნებოდა ახლა რომ აქ ლუკა და ზაზა მაინც იყოს. - შენ მოგივიდა რამე ? მე მიგიყვან ექიმთან. რას ითხოვ ახლა მისგან ??? - ის კიდე ტიროდა, ამ ჯერად მანქნის სკამზე ჩამომჯდარიყო და ისე. მის მანქანასთან უამრავი ბიჭი იდგა. მას ხმას არც ერთი არ სცემდა... - არ მჭირს მაგრამ რომ არ დამეტორმუზებინა ? - მაგრამ დაატორმუზე, არაფერი მომხდარა, მოსათხოვნი არაფერი არ გაქვს, ახლა მე წავალ და რამე ისეთი რომ გავიგო ამ ამბავზე რაც არ მომეწონება იცოდე რომ გავბრაზდები. ეს ვუთხარი, შემოვბრუნდი და წამოვედი. თითქოს ჩემს გულში რაღაც მაგრად მესიამოვნა რომ ამდენი ხნის მერე ის უკვე მეორედ მოვსვი მის ადგილას. ოფლი გამომსვლოდა სულ ამენი ყვირილით და ლაპარაკით. ბულვარში გავედი და სეირნობა გავაგრძელე. მეტყობოდა რომ ვიღაცას „ვეჩხუბე“ რამდენიმე წუთის წინ. მივსეირნებდი და ზღვის ხმა მამშვიდებდა. უცებ თვალებში დიდი ნათება ვიგრძენი და მანქნის სიგნალის ხმა გავიგე. ის მერსედესი იყო. პრაქტიკულად იქ მანქნის შემოსვლა შესაძლებელი იყო მაგრამ არ შეიძლებოდა, მინდორი იყო და დღისით იქ ტურისტები აგებდნენ ზღვის პირსახოცს და წვებოდნენ. მანქანა ჩემს წინს გაჩერდა და იქედან ძალიან ლამაზი გოგო გადმოვიდა. ხელში ჩემი დამსხვრეული სათვალე ეჭირა, ჯინსის შაწვალი ეცვა და ზაფხულის მაისური. მის სილამაზესთან ერთად ჩაცმულობაც მომეწონა მისი. აქამდე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ამ ფიქრებში გართულს მისმა საყვარელმა ხმამ გამომაფხიზლა. - რაღაც დაგივარდა. - და სათვალე მომაწოდა. - დიდი მადლობა. - გამოვართვი და გულის ჯიბეში ჩავიდე. დავაკვირდი რომ მან მანქნის ძრავა სანა ჩამოვიდოდა მანამდე გათიშა და როცა ჩამოვიდა კარები დაკეტა. ესეიგი ჩემთან გარკვეული დროის გატარებას აპირებდა. - მადლობა მე უნდა გითხრა. ნამდვილად მცემდა ის ბიჭი. - ბიჭი.- გავიმეორე მისი სიტყვა და სიცილი ამიტყდა. - რა გაცინებს ? - ბიჭი არა, . გეტყობა აქაური რომ არ ხარ. საიდან ხარ ? - თბილისიდან. - ვეტერანი მძღოლი არ უნდა იყო. მართვის მოწმობა გაქვს მაინც ? ისე გაგიმართლა რომ პატრული არ მოვიდა. მალევე გადმოიყვანეს შენი მანქანა და საცობი აღარ გაკეთდა თორე ასე იოლად ვერ გამოძვრებოდი. - მართვის მოწმობა ერთი თვეა რაც ავიღე. - ეს თქვა და ცრემლები წამოუვიდა. ამ ჯერად არ ტიროდა. ლაპარაკი გააგრძელა - მამამ დამპირდა, თუ მართვის მოწმობას აიღებ მანქანას გიყიდიო... - მერე რა გატირებს, მამაშენი სიტყვის კაცი ყოფილა. - შევაწყვეტინე მე. - იყო. სამი კვირის წინ მანქანამ გაიტანა... როცა ეს თქვა ნამდვილად გული დამწყდა, თან ძალიან. ეს გოგო მამის სიკვდილს არ იმსახურებდა. საუბარი ისევ შევაწყვეტინე. - ბოდიში. მაგრამ შემიძლია ჩემთან ერთად გასეირნება შემოგთავაზო. მას ხმა არ ამოუღია. მოვიდა და გვერდით დამიდგა. არ ეტყობოდა ამ გოგოს რომ რომელიმე ბიჭს აქამდე მანქნით გამოკიდებოდა და სასეირნოდ ასე იოლად გაჰყოლოდა. აა ხო, ეს ხო იმიტომაა ასე რომ მე ის იმ ნაბიჭვრისგან დავიცავი. ისე ბაჩი რომ არ ყოფილიყო ის ბიჭი, დავეხმარებოდი ნეტა ? მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. ახლა უნდა ველაპარაკო რომ კარგ ხასიათზე მოვიდეს. - რა გქვია ? - ვკითხე მე. - ანასტასია. ანა. შენ ბატონი დავითი ხო ? - მკითხა მან და გამიღიმა. - ახლობლები უსტას მეძახიან. შენ როგორც გინდა ისე მომმართე. - კარგი. - რამდენი წლის ხარ ? - 23. შენ ? - 21. სწავლობ სადმე ? - დავამთავრე და ვმუშაობ. შენ ? - მე ვსწავლობ, მაგრამ აკადემიური უნდა ავიღო. - რატო ? - და აი აქ უკვე ტყუილი უნდა მეთქვა აუცილებლად. მე კი ტყუილები არ მიყვარს. - მოდი ჯერ მაგაზე პასუხს არ გაგცემ და მერე დავფიქრდები. - კარგი. უნცაური ხარ. შენც არ გავხარ ადგილობრივს. - ადგილობრივი ვარ. შენ, იცი, ძალიან ლამაზი ხარ... აქამდე ეს ვერ შევამჩნიე. კარგი აღნაგობა გაქვს... - კარგი რა... - არა, არ ვცდილობ შენს შებმას დღეს. - ის მართლაც ძალიან ლამაზი იყო, მისი მეტყველება, არ გავდა იმ გოგონებს ვისაც იქამდე ვიცნობდი. განსაკუთრებით კი მისი მეტყველება, სიტყვების გამოთქმა, აზროვნება და მისი სითეთრე მომწონდა. ძალიან თეთრი და ლამაზი კანი ჰქონდა. ძალიან სუფთა იყო ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, გარეგნული და სულერი სისუფთავე. ეს ძალიან მომწონდა. - რას ჩაფიქრდი ? - უი ხო, ბოდიში. წამო პლიაჟზე გავიდეთ. - არა. - ნუ გეშინია. - ვუთხარი და ხმამაღლა გავიცინე. წამოვიდა. გავედით. არ დავმჯდარვარ. ვიდექი და ზღვას ვუყურებდი. გავასწარი. მხარზე ვიგრძენი მისი ხელი. აქამდე ყველა გოგოს თავზე ვევლებოდი, ისეთ სიტყვებს ვეუბნებოდი რომიბნეობდნენ მათ მოსმენაზე. ახლა კი ეს არც მიცდია. თან უყურადღებობა გამოდიოდა ანას მიმართ. შევბრუნდი. - დაიღალე ? - ვკითხე მე. - კი. - კარგი. ჩამოვჯდეთ. მიკვირს. მარტო ხარ ჩამოსული ? - ხო. დღეს ჩამოვედი. - როდის მიდიხარ ? - არ ვიცი. - ბინაში სად ხარ ? - არსად. ჯერ არ მიპოვნია. - ოჰ. - და ხმამაღლა გამეცინა - სად გეჩქარება. - საათს დავხედე. 3 იყო. ნეტა რას შვრება ახლა ლუკა და ზაზა. - და რას აპირებ ? აქ ვერ გავათენებთ. - და კიდე გამეცინა. - არც ვაპირებდი. - ეწყინა ჩემი ნათქვამი და ადგომა დააპირა. ხელი მოვკიდე და არ გავუშვი. - მოიცა, ნუ მიბრაზდები. მე გიშოვი ბინას. - ზაზაც აქირავებდა ოთახებს მაგრამ ვიცოდი რომ იქ ანას ვერ მივიყვანდი. უცებ ერთი ჩემი მეზობელი გამახსენდა. რომელსაც მეორე კერძო სახლი ჰქონდა, სადაც არავინ ცხოვრობდა და ამ ზაფხულში გაქირავებას აპირებდა. მაგრამ ჯერ უნდა გაერემონტებინა. - ურემონტო გაწყობს ? - ვკითხე და გავიცინე. - ვნახოთ. გიორგის დავურეკე. - ალო. - როგორ ხარ შე რაგბისტო ? - რომელი ხარ ? - უსტაი ვარ ჯოო. - უსტააა, რავახარ შე დაკარგულო და ამ დროს რას მაღვიძებ ? მშვიდობაა ? ვინ უნდა ვცემოთ ? - შენი დახმარება ვინმეს ცემაში როდის დამჭირვებია ? შენი ბინა მინდა. ცარიელი რომ გაქვს. მომაქირავე. - ჩემთან მოდი და გასაღებს მოგცემ. ფულს როდის მომცემ ? - ახლაც თან მაქვს. - კარგი. რამდენი ხნით გინდა ? - რამდენი ხნით ? - ვკითხე ანას. - 2 კვირით. - 2 კვირით გიო. დაიძინე და გაგაღვიძებ მერე. - კაი. - მე ანას მივუბრუნდი. მისი სახე თითქოს უფრო გალამაზებულიყო. - ფული რამდენი უნდა გადავუხადო ? - მკითხა მან. - არ ვიცი. ისე, შენ არაფერი. მე გპატიჟებ. - არა. შენ უკვე ბევრი გააკეთე ჩემთვის... - კაი რაა. მე შენთვის თითქმის არაფერი გამიკეთებია. ვიცი, შეიძლება გეწყინოს, მაგრამ ის ბიჭი ბაჩანა რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა მე არ მოვსულიყავი შენს საშველად არც მოვსულიყავი. ბოდიში, მაგრამ ასეა. - ზღვის ხმა ჩამესმოდა, ეს ძალიან მსიამოვნებდა. მისი ნიავი და ის, რომ მის სახე ძალიან ლამაზი და სუფთა იყო. - ხო, შეიძლება. მაგრამ ნებლიედ თუ უნებლიედ, შენ მე დამეხმარე. - მოდი ახლა ზღვის ტალღებს ვუსმინოთ. გეძინება ? - არა. - არც მე. ჯერ არსად გვეჩქარება. აქ ვიყოთ. გცივა ? - შევამჩნიე რომ სციოდა და როგორც ყველა ფილმში ხდება, ჩემი პიჯაკი გავიხადე და მას ჩავაცვი. ზღვისკენ შევბრუნდი და ისე დავჯექი. მიხვდა რომ რაიმე ბილწი მის მიმართ არც მიფიქრია. თავი მხარზე დამადო. - შენმა ხვრინვამ რომ შემაწუხოს რა ვქნა ? - ვკითხე მე. - დამპალო. - მიპასუხა მან საყვარელი ხმით. დიდი ხანი იყო გასული რაც ზღვა არ მენახა. მომნატრებოდა. საქართველოშ დრო ძალიან მალე გადიოდა. 5 საათი ისე მოვიდა ვერ ვიგრძენი. ანას სუნთქვაც თითქოს გახშირდა. მშვიდად შემოვაბრუნე თავი და შევხედე. მართალი ყოფილა. ქალი მძინარე გაცილებით უფრო ლამაზია ვიდრე ფხიზელი. ზღვას გავხედე მერე. მშვიდი იყო. მომწონდა როგორ სუნთქავდა ანა ჩემს ყურთან. ცოტა ხანი ასე ვიყავი კიდე. მერე მშვიდად ამოვუღე გასაღები ჯიბიდან, ავიყვანე ხელში და მანქნისკენ წავედი. გაეღვიძა გზაში. - სად ვარ ? - მკითხა მან. ეძინა ჯერ კიდევ. თვალები გაახილა. - მოკვდი და მე ანგელოზი ვარ. - თვალები ფართოდ გაახილა. - დამსვი. - არა. თან იმაზე უფრო ნაკლები წონა გაქვს ვიდრე წარმოვიდგენდი. - დამსვი. - მითხრა მან და ხელები კისერზე შემომხვია. - არა. - ვუთხარი მე და ენა დავუგდე. თვალები დახუჭა. მე მანქნის კარები გავაღე და მარჯვენა სკამზე დავსვი წინ. ღვედიც შევუკარი. საჭესთან დავჯექი და ლუკას დავურეკე. - ხოოო. - ნამძინარევი ხმით უპასუხა მობილურს. - სად ხართ ? - სასტუმრო სანაპიროში. სხვა ყველა დაკავებული იყო. - კარგი. მე... - შენ სად ხარ ? - მე გიორგისთან უნდა მივიდე, რაღაც საქმე მაქვს და მერე გნახავთ. - გიორგი ვინაა ? - რაგბისტი. - კაი მაგრამ მაგასთან რა გინდა. ვინმე უნდა ცემო ? - ბიჭო ვინმეს ცემაში დახმარება რად მინდა. გამაგიჟებთ თქვენ. გნახავ მერე რა. კაი წავედი ახლა. პკ. - და გავუთიშე. მობილურზე ჩუმად ვლაპარაკობ. ანას არ გაღვიძებია. ძრავი ჩავრთე. ძალიან კარგი მანქანა იყო. ავტომატიკა. იქამდე მხოლოდ ერთხელ წამეყვანა. გიორგისთან სწრაფად მივედი. ფრთხილად ვატარებდი და თან მძინარე ანას ვუყურებდი. არ მბეზრდებოდა მისი ყურება. გიო გავაღვიძე და გასაღები ავართვი. ფულზე უარი მითხრა. მისამართი ამიხსნა ზუსტი მისი სახლის და იქ მივედი. უკვე 7 საათი იყო. სახლის კარები გავაღე, შიგნით შევედი და რომ გამოვედი ის უკვე მაქნიდან გადმოსულიყო. შევიყვანე და მისი ოთახი ვანახე. ყველაფერი ახალდალაგებულივით იყო. ვუთხარი რომ დაესვენა და მის ოთახში მარტო დავტოვე. მე წამოვედი და რაღაცაები ვიყიდე. კარტოფილი, მაიონეზი, ნატურალური წვენი. მივედი და კარტოფილი ჩემეული რეცეპტით შევწვი. ლანგარი ვიპოვე და შევუტანე საძინებელში წვენთან ერთად. ისე ლამაზად ეძინა არ მინდოდა გამეღვიძებინა. ესენი სკამზე დავდე იქვე და ფარდა გავწიე. უცებ ლაპარაკი გავიგე. ეს საყვარელი ხმა. ეგრევე შემოვბრუნდი. - კარგი სუნი აქვს. მაგრამ ასეთ ცხიმიან საკვებს, მითუმეტეს მაიონეზს არ ვჭამ. დიდი მადლობა. - რაა ?? გავგიჟდები ახლა. - სიცილი დავიწყე მე. - გასინჯე მაინც. ცხოვრებაში ერთხელ რომ ჭამო არაფერი მოგივა. თან ცოტას წონაში მოიმატებ. ვერ გგრძნობდი საერთოდ რო მომყავდი. - არაა საჭირო რო მიგრძნო. - კარგი. მე წავალ. ეს ჩემი ნომერია - ფურცლის ნაგლეჯი მივეცი სადაც ჩემი ნომერი ეწერა - დამირეკე რომ დაგჭირდები. სახლიდან გამოვედი ისე რომ არც დაველოდე რას მეტყოდა. უცებ მობილურმა დამირეკა. ვუპასუხე. მობილურშიც ისეთი საყვარელი ხმა ჰქონდა. - წყალი მომიტანე რა. - მეკაიფები ხო აშკარად ? - ვკითხე მე და გამეცინა. შევედი და წყალი შევუტანე. - ამ სახლში მარტოს როგორ მტოვებ, ვინმემ რომ მოვიდეს... - არავინ მოვა. მე საქმეები მაქვს. ჩემი ძმაკაცები უნდა ვნახო. - მეც წამოვალ. არ მინდა მარტო ვიყო. - და მან უცებ ძალიან სევდიანი სახე მიიღო. - კარგი - ვუთხარი მე. ლუკას დავურეკე. კაი ხანს არ მიპასუხა. - მაცადე რაა. იცი რა მაგარი გოგოა. ტანსაცმლის გარეშე უფრო ლამაზია. ისე შენ რა ქენი გუშინ ? - ვიჩხუბე. ბიძაშენს დაურეკე და გაარკ... - ვის ეჩხუბე ? როგორ ხარ ? რატომ არ დამირეკე ? - რად მინდოდი ბიჭო !!! ბიძაშენს დაურეკე ? - არა ჯერ. რას მიყვირი. - კაი მიდი შედი და რასაც აკეთებდი გააგრძელე. მერე დაურეკე როცა ვნახავთ ერთმანეთს. - გავუთიშე. ანას ოთახში შევედი. ჭამდა. - როგორია ? - გემრიელია. - ჭამე მიდი. მოგასუქებს ცოტას. - და ვინ გითხრა რომ მოსუქება მინდა ? - მე გეუბნები. არ მომწონს გოგო, მხოლოდ ძვალი და ტყავი რომაა. შენ არ ხარ მასე, მაგრამ წონა არ გაქვს საერთოდ. - ეს ვუთხარი და გამეცინა ამ უაზრობაზე. - ვინ გითხრა რომ უნდა მოგეწონო ? - არ მომეწონები და არ წაგიყვან ჩემ ძმაკაცებთან. - აქ მარტო დამტოვებ ? - კატას მოგიყვან. - მარტო ყოფნა მირჩევნია კატას. საათს დავხედეუკვე 10 იყო. ლუკა უნდა მენახა, კახაც. - წავიდეთ ? - ვკითხე ანას. - მეძინება ჯერ კიდევ. იყავი რა ჩემთან. - ადგა და ჩემსკენ წამოვიდა. - თუ გეძინება დაწექი. - ჩამეხუტა, მეც მოვხვიე ხელები. ჩემთან შედარებით ის ძალიან პატარა იყო ტანით. ჩემი სიმაღლე, მაგრამ რაღაცნაირად სუსტი. შეხედულად ეს არ ეტყობოდა. - დავწვები. - და ხელები გამიშვა. - ვიცი. - ახლა მე ჩავეხუტე. - შენ საიდან იცი ? - კარგი სურნელი გაქვს. - არ მახსოვს ბოლოს როდის დავისხი სუნამო. - სუნამოს არა. შენი სურნელია კარგი. - ეს რატომღაც ძალიან ჩუმად ჩავჩურჩულე ყურში. - შენ ოფლის სული ადგის. - იმანაც ჩურჩულით მითხრა. მისი ტუჩები. ძალიან გემრიელი იყო. ვერ გავუძელი ასეთ ცდუნებას. მაგრად ჩავეხუტე და ისე ვკოცნიდი. ვიგრძენი როგორ შეეკვრა სუნთქვა. მერე ცოტა მოვადუნე ჩემი ხელები. საერთოდ არ იცოდა როგორ უნდა ეკოცნა, ეს ძალიან მომწონდა. შემრცხვა, რომ მესწავლებინა. მთელი 4 საათი გავიდა. ეს 4 საათი ისეთი დრო იყო რომელსაც ნებისმიერ 4 წელიწადში გავცვლიდი. მე მისთვის პირველი აღმოვჩნდი. ძალიან შემრცხვა ამის. ჩემს მკერდზე თავი ედო და დაძინებას აპირებდა. - იცი ანა. არ მინდა გაგაუბედურო. - დავინახე ცრემლები როგორ წამოუვიდა. როგორ შეიცვალა მისი ბედნიერი სახე დიდი უბედურებით. - შენ ვერ გამიგე. ვიცი რასაც გრძნობ, არ გეუბნები რომ შენგან წავალ. მაგრამ დროა რომ ყველაფერი მოგიყვე ჩემზე. - ნაძირალა ხარ. - მითხრა მან და ადგომა დააპირა, მაგრამ დავიჭირე. - ვიყვირებ !!! - მომისმინე !!! რა იცი რა უნდა გითხრა !!! - კარგი. - მითხრა მან და ცრემლები მოიწმინდა. მე მოვუყევი ჩემს გეგმაზე. ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე... - სწორედ ამიტომ გითხარი რომ არ მინდა შენი გაუბედურება. არ ვიცი, რამე რომ მოხდეს, მე რომ დამიჭირონ. შენ უჩემოდ დარჩები და არ მინდა დაგტანჯო. - ეგ არაა მიზეზი იმის რომ წახვიდე. - თითქოს ეს ყველაფერი არაფერი იყო. მის სახეზე ისევ ძველებური ბედნიერება დაბრუნდა. - მე „პრესტუპნიკი“ უნდა გავხდე, გესმის ეს ? ეს არაფერია შენთვის ? მაინც იქნები ჩემთან ? - კი. შენ კარგი ადამიანი ხარ. - ეს შეიძლება ასეა, მაგრამ მან ეს სად დაინახა ? არის ალბათ რაღაცაები რასაც მე ვერ ვხვდები. - როგორ ცხოვრობ შენ ? ან რას ჭამ, ან რას სვამ ? რითი ცოცხლობ ? - ვკითხე მე. - მამაჩემს დანაზოგი ჰქონდა, რითაც მანქანა მიყიდა. მე ვმუშაობ. ხელფასი 450 ლარი მაქვს. საჭმელში და ტანსაცმელში მყოფნის... - ანუ ტანსაცმელში გყოფნის მხოლოდ. ნაჭამის არაფერი გეტყობა. უნდა მოგასუქო ცოტა. - შუბლზე ვაკოცე. - კი, როგორ არა. როდის აპირებ ? - დღესვე დავიწყებ. შაურმა გი... - მობილურმა დამირეკა. - ხოო ლუკა. - ბიძაჩემს დავურეკე. - რაო ? - გაგვიმართლა. თან ძალიან. - რაო ? - ჩემს ძმაკაცს უგდია ეგეთი სახლში და არაფერში არ იყენებს. უარს არ მეტყვისო. მერე დამირეკა და ავართვი უკვე, ვინმეს გამოვატან ასე ერთი კვირის შიგნითო. - კარგი. დღეს ვნახოთ ერთმანეთი. ახლა სად ხარ ? - სასტუმრო სანაპირო. - ბიჭო მზე დაანახე მაგ გოგოს. - ფარდა გაწეული მაქვს. - საღამოს შევხვდეთ. წამოიყვანე ეგეც თუ გინდა. სანაპიროს რესტორანში მოვალ მე. რომელი საათია ? - რა ვიცი. ერთი წუთი. ორს უკლია ხუთი წუთი. - ასე 5-ზე მიდი რა. გარეთ „პლოშადზე“ არ დაჯდეთ. არ მინდა გამვლელებმა გვიყურონ. - კაი უსტა. - პკ. ჩვენ რა ვქნათ მანამდე ? - ვკითხე ანას. - დავიძინოთ. - კარგი აზრია. - ვუთხარი და ხელები ნაზად შემოვხვიე. ისეთი ნაზი კანი ჰქონდა, მეგონა ღრუბლებს ვეხებოდი. მას თავი კიდევ ჩემს მკერდზე ედო. ვგრძნობდი მის სითბოს. შეუძლებელი იყო ამას მოვეტყებინე. მე ის შემიყვარდა ? შეყვარებული მყოლია აქამდე მაგრამ ასეთი რაღაც ჯერ არ მიგრძვნია. თითქოს სამოთხეში ვიყავი. წარმოვიდგინე რომ ამ სამოთხეში შეიძლებოდა დიდ ხანს ვყოფილიყავი და ეს ფაქტი ძალიან მესიამოვნა. ასე ჩამეძინა. როგორც წესი, როცა ზურგზე დაწოლილს მეძინება კოშმარებს ვხედავ. მაგრამ ამ ჯერად არაფერი დამსიზმრებია. ასეთი ძილი მიყვარს. როცა ხუთის ნახევარი იყო გამეღვიძა. ანას ეძინა და კიდე მესმოდა მისი სუნთქვა. საოცარი იყო. ასე მშვიდად ჯერ არ მიძინია. როცა ვიძინებ სულ სხვა პოზაში მეღვიძება. მქონია შემთხვევა როცა საერთოდ მეორე მხარეს გამიღვიძია, მაგრამ ახლა ზუსტად ისე გავიღვიძე, როგორც დამეძინა. მას თავი ისევ ჩემს მკერდზე ედო. ორივე ხელით ვეხუტებოდი ისევ. ერთი ხელი გავუშვი და ლოყაზე დავადე. საოცრად ნაზი იყო. იგრძნო ალბათ ცვლილება და გაეღვიძა. - ბოდიში. არ მინდოდა შენი გაღვიძება - ვუთხარი მე. - არაუშავს. რომელი საათია ? - ახალგაღვიძებულიც ძალიან ლამაზი იყო. - ხუთის ნახევარია. თავი არ აიღო, გედოს რა - ვთხოვე მე. დამემორჩილა. - წყალი მინდა. - ვერ მოითმენ ? - კი. არ მინდოდა. მაგრამ მალე ავდექი. წყალი მივუტანე და ლუკას დავურეკე. - ხოო უსტა. - სად ხარ ? - რა იყო, ცოტა დამაგვიანდა. ჩამოვალ ახლა. დამელოდე 10 წუთიც. - არ მივსულვარ ჯერ. კარგი. 10 წუთში მოვალთ. - მოხვალთ ? კახა მოგყვება ? - არა. კახას რა უნდა აქ. საღამოს ვნახავთ. მოედანზე. - აბა ვინ მოგყვება ? - ანა ჰქვია. გაგაცნობთ. - ყოჩაღ შენ. გუშინ დრო არ დაგიკარგავს. - ბიჭო ეს ისეთი არაა როგორიც ეგ გოგონები. გამორჩეულია. სილამაზითაც და ბუნებითაც. თვითონ მიხვდები როცა გაგაცნობ. - კაი ნუ გაატრაკე. შენ რაა, შეგიყვარდა ასე მალე ? - შენ რა იცი რა არის სიყვარული. წვინტლიანო გაიძვერავ. - არ მალოდინო იქ მალე მოდი შენ ჯემალავ. ოთახში შევედი. ანას უკვე ჩაეცვა. - რატო ჩაიცვლი. ახლა ისევ უნდა მაწვალო გახდაზე ? - ვკითხე მე. - არა. ახლა წავალთ - ჩამეხუტა და მაკოცა. არ შემეძლო შევწინაარმდეგებოდი. თან მისი გახდა რა საჭირო იყო. მისი ჩახუტებაც ისეთ სიამოვნებას მგვრიდა რომ მეტი აღარაფერი მინდებოდა ამ ქვეყნად. ასე ვიდექით ათი წუთი მაინც. ლუკამ დამირეკა. - გისმენ. - ჰაა ახლა მოხვალ თუ რას იზამ ? - გამოვალ. - სად ხარ ? - 577-ში. რუსთაველზე. - მაქედან როდის ჩამოხვალ ბიჭო. - როგორც წესი სულ ფეხით დავდიოდით მე და ლუკა. - მანქნით ჩამოვალ. - ხო აბა ფეხით ხო არ ატარებ. მოდი და ტაქსის ფულს მე გადაგიხდი. - კაი. - ხუთი ლარი მაინც დასჭირდება მანდედან. - კარგი მოვალ და მომეცი. - გავუთიშე - უნდა წავიდეთ, მზად ხარ ? - ვკითხე ანას. - მომშივდა. - იქ ვჭამთ. - მე შენი გაკეთებული მინდა. - კარტოფილი სულ შეჭამე ? - კი - და ისევ მაკოცა. - რა გაგიკეთო ახლა ასე მალე. ხო გესმოდა. მალე უნდა მივიდეთ. ხვალ გაგიკეთებ საჭმელს. ორი კვირა ხო აქ უნდა იყო. - კარგი. - ძალიან მოწყენილმა მითხრა. - წავედით. შენი საჭესთან ჯდომა ხო გახსოვს როგორ დასრულდა. ნება მომეცი... - არა. მე ვატარებ. - კარგი. სანაპიროსთან მივედით. ………………………………………………………………………………………………………… მობილურმა დამირეკა. ლუკა იყო. - დაამთავრეთ ? - რესტორანში ვართ უკვე. შიგნით. თქვენ სად ხართ ? - მანდვე ახლოს. მოვალთ ახლავე. - ლუკა იყო ? - მკითხა ანამ. - ხო. წავიდეთ. წავედით. ისევ ზღვის ხმას ვუსმენდი, ისეთი სასიამოვნო ხმა ჰქონდა როგორც ათი წუთის წინ. ვინმესთან „ჩახუტებულს“ სიარული არ მიყვარს, როგორც აღმოჩნდა არც ანა არ გიჟდებოდა მაგაზე. მაგრამ ის ჩემს გვერდით იყო და არამარტო ჩემს გვერდით. ის ჩემს გულში იყო და არსებაშიც. ისევ გამომაფხიზლა ამ ფიქრებიდან საყვარელმა ხმამ. - უსტა, ძალიან შეიცვალე დღეს რაღაც. გუშინ ამდენს არ ფიქრობდი უჩემოდ. - მითხრა ანამ. - როგორ არა. ზღავე როცა ვიყავით მაშინ, როცა გასაღები მომტანე მაშინ. ვერ შეამჩნიე ალბათ. ადრეც მაფხიზლებდი ხოლმე. - რატო ფიქრობ ამდენს ? სულ რატო ფიქრობ ? - ისეთი საყვარელი სახით და ისეთი, თოთქოს ბავშვური, ინტერესით მკითხა მან, რომ ვერ მივცემდი თავს უფლებას სიმართლე არ მეპასუხნა. - სულ ვცდილობ არაფერი სისულელე არ ვთქვა. დიდი ხნის წინ სულ სისულელეებს ვამბობდი და ვაკეთებდი. ჩემი ცხოვრება და საქმეებიც სულ უკან მიდიოდა. სხვებს როცა ვუყურებდი. სულ სხვანაირი ვიყავი. ყველაზე სულელი და დაუფიქრებელი. ყველამ იცოდა რას ამბობდა, ყველა აცნობიერებდა თავიანთ საქციელს. მე კი ამაზე არ ვფიქრობდი. არ მაინტერესებდა... მოკლედ, უთავმოყვარე ვიყავი და ბევრს შეცდომას ვუშვებდი. არავინ, არასდროს არ მპატიობდა. მერე მივხვდი რომ თუ დავფიქრდებოდი და ისე, თუნდაც ვილაპარაკებდი, ყველაფერი უკეთესად იქნებოდა. - არ ჰგავხარ იმას, ვინც ეგეთი დებილ იყო. - მითხრა ეს და ხმამაღლა გაიცინა. - მე ასეთი ვიყავი და ესეიგი დებილი ვიყავი ? მორჩა, ვერ გადამირჩები. ეს ვუთხარი და მისკენ გავიქეცი. გაქცევა არც უფიქრია, ხელები მოვხვიე, ავიყვანე და ასე გავაგრძელე გზა. - სანამ ბოდიშს არ მომიხდი ასე გატარებ. - ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. - მე არ დავიღლები. - მივუახლოვდით სანაპიროს... რას აკეთებ ? ! იმიტომ მიყვირა, რომ პლიაჟზე ჩასასვლელი გზისკენ გადავუხვიე. - არ გამიგია ჯერ რომ ბოდიშს მიხდიდე. - მიხვდა რომ ზღვაში ვუპირებდი ჩაგდებას და თითქოს აუღელვებლად გამოსავლის ძიება დაიწყო. - მობილური მაქვს ჯიბეში და მე მგონი შენც. - ვაბშე არავისთან არ ვაპირებ დარეკვას. ლუკა ვიცი სადაცაა და ვნახავთ ეხლა, მალე მივალთ და შენ გიყიდი როგორმე მობილურს თუ ძალიან დაგწყდება გული. უკვე პლიაჟზე ვიყავით. სანამ ქვიშა იყო მოესწრო თავისი მობილურის გადაგდება. ბოდიში არ მოუხდია. ხელში მეჭირა და ისე შევდიოდი წყალში. ხმა არ ამოუღია. როცა წყალი მასაც მიწვდა მისი ტუჩები ვიგრძენი. ამან გამაჩერა. ეს დაახლოებით ათი წამი გაგრძელდა, ეს საკმაოდ დიდ დროდ მომეჩვენა. თვალები რომ გავახილე მისი თვალები დავინახე. - მერე ალბათ ვინანებ რომ ამის შემდეგ ასე მოგექეცი. - ეს ვუთხარი და გზა გავაგრძელე. - მე არ ვინანებ. სულ დავსველდით. როგორც აღმოჩნდა ცურვა არ იცოდა და მელევე გამოვედით უკან. სწორედ სასტუმრო სანაპიროს წინ ვიყავით ლიაჟზე. გაშრობა არც მიფიქრია. ანას მობილური ვიღაცას ეპოვნა და პატრონს ეძებდა. იოლად იპოვა. ლუკა, ზაზა და ვიღაც ორი გოგო ერთ მაგიდასთან იჯდა. ეს გოგონები ვერ ვიცანი. მივედით და მათთან დავჯექით. ანა გავაცანი მათ და ლუკა გარეთ გამოვიყვანე. - ესენი ვინაა ბიჭო ? - ვკითხე მას. - გოგონები . - მართლა ? მე ძარლები მეგონა. იმათ რა უყავით, გუშინ ვისთანაც დაგტოვეთ ? - ისინი მოვიყვანეთ აქ. აღმოჩნდა რომ ღამეს სხვაგან ვერ გაათევდნენ და ერთ თუ ორ საათში წავიდნენ. მერე მე და ზაზა ბულვარში გავედით და ესენი შეგვხვდა. გუშინ ჩამოვიდნენ და ღამის გასათევს ეძებდნენ, ჩვენ შევთავაზეთ, ვუთხარით, რომ ნომერი უკვე გვქონდა და ერთ ღამეს უფასოდ იქნებოდნენ ქობულეთში. უარი არ უთქვიათ... - და მათი ბარგი ? - ნომერშია. მოეწონათ ნომერიც და ფასიც და კიდე ერთი კვირით მატ გადაიხადეს. - ჯეკ-პიტო მოგიხსნია. - არ მგონია ამათ კიდე გაგვიკარონ ჩვენ. - გაგიკარებენ. კარგი, შევიდეთ დიდი ხანია რაც გარეთ ვართ. როცა შევედი ანას სილამაზე კიდევ ერთხელ დავინახე. აშკარად შემიყვარდა. დავჯექით. გოგონებს და ზაზას უკვე შეეკვეთათ რაღაცაები. ცოტა რომ დავლიეთ, როგორც ყოველთვის, მერე მოგვინდა ნამდვილი დალევა. დავლიეთ კიდეც. ისე არასდროს დავმთვრალვარ, რომ ჩემს ქცევებზე კონტროლი დამკეარგოს. ის დღე ამ მხრივ გამორჩეული არ ყოფილა. ანამ მასთან წამიყვანა. - სახლში არ მინდა. გავისეირნოთ. - ვუთხარი მე - წარმოუდგენელია. ბევრი დალიეთ. საერთოდ არ გეტყობა. ზუსტად ისეთი ხარ როგორიც წაღან. - არა ძვირფასო. ახლა ისეთი გავხდი, როგორიც ადრე. ახლა ყველაფერს დაუფიქრებლად ვიტყვი. - გივარვარ ? - არა. არსებობს რაღაცაები რაც მთვრალსაც დამაფიქრებს რომ პასუხი გავცე. - არ მინდოდა ეს პირველად მთვრალს მეთქვა... და უცებ, დღეს კახა უნდა გვენახა. ახლავე დავურეკავ. როგორ დავურეკავ, მობილური ხო აღარსად მაქვს. ტანსაცმელიც უნდა გამოვიცვალო. საზიზღალი სუნი აქვს. - სახლში მივიდეთ და ახლა შენი მობილური მათხოვე. - რატომ არ გიყვარვარ ? - მკითხრა მან და დავინახე ცრემლები როგორ წამოუვიდა. - მაგაზე ხვალ გიპასუხებ. - მობილური მომაწოდა მაგრამ წყენას არ გაუვლია. კახას დავურეკე - რას შვრები ? - მოედანზე წავალ ცოტა ხანში. შენ ხო მოხვალ ? - არ ვიცი. კი ალბათ. თუ არ მოვალ ხვალ ვილაპარაკოთ. შენ სადმე ხომ არ მიდიხარ ხვალ ? - არა. - კარგი. აბა ჰე. თუ მოვალ კი გნახავ. ბევრი არ დაგვილევია. არც ისეთი მთვრალი ვიყავი. სახლში მივედით. ანამ იბანავა და გამოიცვალა. მეც. სრულიად გამოვედი სიმთვრალიდან. - რა მოგიმზადო ? - ვკითხე ანას და უცებ რაღაც გამახსენდა - იცი რაა, ხვალ დალაპარაკება აღარაა საჭირო. ახლა საერთოდ აღარ ვარ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და მინდა რაღაც გითხრა.დამღალა შენმა ქცევებმა. დილას მითხარი რომ დავიტანჯები შენთან, წეღან მითხარი რომ დაფიქრდები გიყვარვარ თუ არა რა.... - მოიცა !!! დამაცდი აგიხსნა ? - ნერვები მომეშალა, ხო ავუხსენი დილას ის რატომაც მინდოდა, ახლა უნდა ამეხსნა, რომ არ მინდოდა მთვრალს მეთქვა პირველად მიყვარხარ მეთქი. ახლა ვიცი რომ ამდენი ფიქრის დრო არაა... - რა უნდა ამიხსნა !!! გასაგებია ყველაფერი. - წეღან მთვრალი ვიყავი, არ მინდოდა პირველად მთვრალს მეთქვა შენთვის, რომ მიყვარხარ, ისე ეგ კითხვა არ უნდა გაგჩენოდა, მაგრამ რადგან გაინტერესებს გეტყვი, რომ ძალიან მიყვარხარ. რომ არ მობრუნებულიყავი მაშინ და შენ არ მოგეძებნე, მე მოგძებნიდი, ქობულეთში ადვილია ვინმეს პოვნა, გიპოვნიდი. მართალია თავიდანზე შენს გამო არ მოვსულვარ შენს გადასარჩენად, მაგრამ როცა შენი სილამაზე შევამნიე... მოკლედ, ვიცოდი რომ გამომყვებოდი, ძალიან ლოგიკური იყო და უფრო რომანტიულიც. ნუ მიბრაზდები გთხოვ, მე არ მინდა რომ გული გატკინო და არც აქამდე მინდოდა რომ გტკენოდა. მას პასუხი არ გაუცია. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ვუთხარი და გარეთ გავედი საჭმლის საყიდლად. დავუბარე, რომ მალე მივიდოდი. მაღაზია იქვე იყო და სახლში მალე დავბრუნდი. ის არ ჩანდა. მთელ სახლში ვეძებე და მერე გარეთ გავიხედე, მანქანა იქ იდგა. მერე უცებ... საძინებელში იყო, უკვე ეძინა. ისეთი ლამაზი იყო. არ მინდოდა მისი მარტო დატოვება არც ერთი წამით. მივედი და მის გვერდით დავწექი. მისი თავი ავიღე და როგორც წინა ღამით, ჩემს მკერდზე დავიდე. გაეღვიძა. - რატომ მოხვედი ? - მკითხა მან. - საჭმლის საყიდლად ვიყავი გასული. მაპატიე. ვიცი, რომ შენ ცხოვრებაში ბოროტება და გულის ტკენა არ გინახია... - გთხოვ, ახლა მეძინება. - არ ახლა უნდა გითხრა. - ვიცი რომ გამოუცდელი ხარ და გული ცოტაოდენ უყურადღებობაზეც კი გტკივა, წაღან, ვიცოდი, რომ გულს გატკენდი და მაინც არ გითხარი მთვრალმა რომ მიყვარხარ. ვერ ვაპატიებდი თავს, რომ ეს შენთვის არაფხიზელს მეთქვა. შენ იმსახურებ, რომ ფხიზელმა და კარგად გააზრებულმა გითხრა პირველად, თუ როგორ მიყვარხარ. - გისმენდი. მე შეიძლებოდა, რომ შენში ბევრი მენახა ისეთი, რის გამოც შემიყვარდებოდი, მაგრამ შენ რატომ შეგიყვარდი ? მე შეიძლებოდა, რომ შენში ბევრი კარგი რამ დამენახა, ის, რომ „გადამარჩინე“ მერე, რომ ეს სახლი მიშოვნე კიდე ის, რომ ასე თბილად მექცევი და თუნდაც ის, რომ გიყვარვარ. შენ რომ არ გეთქვა ისედაც ვიცოდი მე, რომ გიყვარდი, დარწმუნებულიც ვიყავი ამაში მაგრამ შენ რატომ შეგიყვარდი ? - შენ ბევრი მიზეზი მითხარი, რომ გყვარებოდი. მე მხოლოდ ერთს გეტყვი, ისე, მეც უამრავი მიზეზი მაქვს, მაგრამ ეს, ყველაზე წინაა ჩემთვის. - რატო ? - იმიტომ, რომ შენ მხედავ. ხედავ როგორი ვარ და რას ვაკეთებ, რომ აფასებ ამას. ესეც სრულიად საკმარისია ჩემთვის. - მან თვალები დახუჭა, აღარ აპირებდა ჩემს მოსმენას, რადგან უკვე მოისმინა საკმარისი პასუხი. ცოტა ხანში მეც დამეძინა. ნეტარება იყო ჩემთვის მის გვერდით წოლა. სანამ დავიძინებდი ვუყურებდი მის სახეს. მეორე დღეს კახა ვნახე და ყველაფერი გავარკვიეთ. ვუთხარი, რომ გაგვიმართლა და უნივერსალი გასაღები იოლად ვიშოვეთ. მისი გამოთვლებით სამი ათასი ლირა ეყოფოდა ხელსაწყოებს, ხოლო გამოქვაბული, როგორც მე ვთქვი, როცა ჩავიდოდით მერე გავაკეთებდით სადაც გვინდოდა ჩვენ თვითონ. კახას კარგად ვიცნობ. ვიცი, ის თუ საქმეს ხელს მოჰკიდებს აუცილებლად ისე გააკეთებს, რომ პრობლემები გამორიცხული იყოს. ასეთი მიზანდასახური და „ჟილკიანი“ ნამდვილად მჭირდებოდა „ჯგუფში. 6 დღეში უნდა წავსულიყავით გეგმის მიხედვით. 6 დღე მქონდა კიდე დარჩენილი იმისთვის, რომ კარგად ამეხსნა ანასთვის თუ როგორ მიყვარდა. ნიკამ პიტალიჩს დაურეკა და ყველაფერი მოახსენა. გასაღები 5 დღეში ჩამოვიდოდა. ისე, მე შემეეჭვა, როგორ შეიძლებოდა ყველაფერი ასე იოლად მომხდარიყო. მაგრამ მაშინ არ ვიცოდი წინ რა მელოდა... მე და ნიკა ბულვარს მივუყვებოდით, როცა მანდ პიტალიჩს ბოლო სიტყვები უთხრა და მობილური გაუთიშა. - უსტა. ეს 5 დღე რა ვაკეთოთ ? ფულიც გველევა. - მითხრა ლუკამ. - შენ და ზაზამ რა უყავით ის თქვენი პრინცესები ? ან ვაბშე, ზაზა სადაა ? - იმათთანაა. მაგან გოგონები ნახა და მოშორდება ? - ოჰ, შენ ვისზე ამბობ ბიჭო, იმ დღეს ძლივს გამოგათრიე სასტუმროს ნომრდიან. - შენ უნდა გესმოდეს რომ პირველი შენი მონაპოვარი კარგად უნდა შეიღირსიო. - ხო. მართალი ხარ. როცა იქ ვიქმენით, სავარაუდოდ ქალების დავიწყება მოგვიწევს. ისე, ბიჭო, ახლა ზაზას ვერ წავიყვანთ ხო ? მე როგორც გითხარი, ის პიტალიჩისგან შეუმჩნეველი უნდა დარჩეს. როცა გამოქვაბულს გავაკეთებთ იქ ლოგინის დადგმა მოგვიწევს და ზაზაც მერე უნდა ჩავიყვანოთ. - ისე, ძნელი იქნება და მერე პიტალიჩმა რომ გაიგოს ეგ ეწყინება, ხო იცი. - კიი მაგრამ ბოლომდე ვერ ვენდობი მაინც. - ხო, ეგ გასაგებია. ახლა სად მიდიხარ ? - მე ანასთან წავალ. შენ ზაზას შეუერთდი. არ მინდა მისი დატოვება. ასეთი მშვენიერება პირველად ვნახე ცხოვრებაში. გავაფრენ რომ დამიჭირონ. არ მინდა უჩემოდ ერთი დღეც რომ გაატაროს. მაგრამ ეს ჩემი მიზანია და მაინც წამოვალ დაუფიქრებლად. - კაი, მე ნუ მიხსნი მაგას. მე ვიცი შენ როგორც მოიქცევი. მას აუხსენი, ისე, რომ გული არ ატკინო. - კარგი კაცო. შენ როდის მერე გახდი ექსპერტი ? სად არიან ისინი ? - ვიცი ? დავურეკავ ახლა - ეს თქვა და ნომერი აკრიფა - ალო, სად ხარ ? მანდ რა გინდათ ? ფული ბევრი გაქვს შენი უტვინო საქციელი მოვტ..ნ ? - მერე მოუსმინა ზაზას - აა, მასე შეიძლება. კაი, მოვალ მეც. - სად არიან ? - ვკითხე მე. - გახსოვს ბაჩის რომ ველაპარაკეთ ერთი წლის წინ ? ის ადგილი გახსოვს ? - კი. - მანდ რაღაც 24 საათიანი დისკოტეკის პონტი ყოფილა. იქ არიან. გოგონები იხდიანო. მოიყვანე ანაც და მოდით. კარგად გავერთობით. - არა. მშვიდად მინდა ვიყო მასთან. ბოდიში მაგრამ მინდა ეს ერთი კვირა მხოლოდ მას დავუთმო. - რას მიბოდიშებ. შენ მერე მთელი ცხოვრება მაინც ჩემი იქნები სიხარულო. - ეს მითხრა და საკოცნელად წამოვიდა. - კარგი. აი, გიოს სახლიც აქაა. წავალ მე. ანას დავურეკე. სახლში ვარო მითხრა და შევედი. დღითი-დღე ლამაზდებოდა. შორტები არ დამინახია რომ ჩაეცვას, სულ ჯინშები ეცვა. ამ დღეს კი საზაფხულო სარაფანი. ძალიან ლამაზი იყო. იჯდა და რაღაც კერძს აკეთებდა. ვერ დამინახა. კარებში ვიდექი, ვუყურებდი და ვფიქრობდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ვიყო ვისთან ერთადაც თავისუფლად შევძლებდი ცხოვრების გატარებას. შევძლებდი მასზე ნდობას... - გგონია ვერ გხედავ ? ისევ ფიქრობ ? - ისე მკითხა ეს არც გამოუხედავს. - არა. მიყვარხარ. - პაუზის შემდეგ ვუთხარი. სახე შეეცვალა და დანა ხელიდან დადო. წამოდგა. ჩემთან მოვიდა. თვალებში მიყურებდა მაგრამ ეს ის გამოხედვა არ იყო, რაც ამოწმებს ადამიანის სანდოობას. მას უხაროდა, რომ კიდევ ერთხელ გაიგო ეს ჩემგან. - სად დაკარდე დრო. აქამდე რატომ ვერ გიპოვე. რატომ არ გეძებდი. - როცა ლაპარაკობ, შენი ტუჩების მოძრაობა, შენი ხმა, ისეთი საყვარელია, რომ მხოლოდ ეგ მაიძულებს მიყვარდე. ვგიჟდები შენზე. - მე მიხაროდა, რომ ამ სიტყვების მოფიქრება ჩემს გონებას შეეძლო და ჩემს ენას ეთქვა, თან სინდისი არ მაწუხებდა, რომ თითქოს ვიტყუებოდი. არავისთვის მომიტყუებია მიყვარხარ - მეთქი, მაგრამ ახლა, ცხოვრებაში ყველაზე დიდ სიმართლეს ვამბობდი. ეს მიხაროდა. ამ ფიქრებში გართულს ვიგრძენი უკვე ნაცნობი სითბო თუჩებზე. ეს სითბო, ყველაზე დიდი სითბო იყო, ყველაზე დაუვიწყარი. მას, თუნდაც არასდროს ეთქვა ჩემთვის, რომ ვუყვარდი, მისგანაც იგივე გრძნობა მოდიოდა, რასაც მე გავცემდი. და უცებ მან ტუჩები მომაშორა. - მეც მიყვარხარ. - როცა ეს გავიგონე ჩავეხუტე. იმიტომ არა, რომ ასე უფრო დავუახლოვდი მას, იმიტომ, რომ მისი სიტყვა ისე მესიამოვნა ფეხზე დგომა აღარ შემეძლო. მან ვერ შეძლო ჩემი დაჭერა და ორივე წავიქცეოდით, მაგრამ მე უცებ თავი დავიჭირე და უფრო მეტიც, ანა ხელში ავიყვანე. - ძალიან გშია ? მერე მე რომ მოგიმზადო და ლოგინში მოგიტანო ? - ვკითხე მე. - ეგ უსარგებლო სიტყვებია. მე ის მინდა გავიგო, რასაც შენ ფიქრობ. - წარმოუდგენელია, ამას ვერ გადმოგცემ სიტყვებით. არ მოიძებნება არც ერთ ლექსიკონში ამ გრძნობის გადმოსაცემი სიტყვები. მაპატიე. მას აღარაფერი უთქვამს. საძინებელში შევედით ასე. როცა გამეღვიძა მოსაღამებულიყო. ანა არ ჩანდა. ავდექი, სამზარეულოში იყო. არ მეგონა თუ რამეს მომზადება იცოდა. - ისევ ფიქრობ ? - მკითხა მან. - არა. ახლა არ ვფიქრობდი. ამ წამს მოვედი. გიყურებდი უბრალოდ. ძალიან ლამაზი ხარ სულ. პირდაპირ როცა გიყურებ, როცა შენს უკან ვარ. - როცა უკან ხარ რა მოგწონს ? - სული. ძალიან ლამაზი სული გაქვს. - უკნიდან სულს როგორ ხედავ ? - შენი სილამაზე აღარ ჩანს და აქცენტი სულზე გადამაქვს. ისე, უკანა მხრიდანაც ლამაზია შენი სხეული. - ვერ მივხვდი მოეწონა თუ - არა ეს. შებრუნდა. - დააკვირდი, ახლა რას ხედავ ? ჩემს სულს თუ - ლამაზ სხეულს უკანა მხრიდან ? - ძალიან ჩამჭრელი შეკითხვა დამისვა. არ ვფიქრობდი რომელი პასუხი ესიამოვნებოდა, მინდოდა სიმართლე მეთქვა. საჭმლის კეთება გააგრძელა. - იცი, ყოველთვის ვერ ვხედავ სულს. ბევრჯერ დამინახია. ცოტა ხანი თუ გაჩერდები შევძლებ რომ დავინახო. - ორივემ ვიცოდით რომ ეს ტყუილი ფანტაზია იყ, მაგრამ ეს თამაში ალბათ იმასაც სიამოვნებდა. შევჭამეთ. ანასაც კარგი ხელი აღმოაჩნდა. - შენ როდის მიდიხარ ? - ვკითხე მე. - მე გადავწყვიტე, რომ დავრჩე. - სად უნდა დარჩე ? - აქ, შენთან. - კარგი, მაგრამ მე მივდივარ თურქეთში. ხო მოგიყევი. - სანამ წახვალ. - კარგი. ხუთ დღეში წავალთ. მერე ალბათ დიდი ხანი ვერ გნახავ და მინდა რომ ეს ხუთი დღე ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იყოს, ისეთი, თუ მოვკვდები, რომ ცხოვრება ამის გამო ღირებულიყო... - ჩემზე არ ფიქრობ როცა კვდები ? - ეს თქვა და ცრემლები წამოუვიდა ისევ - არ მინდა რომ შენს სიცოცხლეს საბრთხე შეუქმნა. ვერ გთხოვ დარჩი მეთქი. ვიცი, რომ სანამ მე გამიცნობდი მანამდე გქონდა ეგ დაგეგმილი და ახლა ცუდად მოვიქცევი თუ დარჩენას გთხოვ. ახლა აქ ვარ მე და აქ ხარ შენ, როცა წახვალ არ ვიცი რა დამემართება უშენობით. შენ არ ვიცი, მაგრამ მე ჯერ არავინ მყვარებია. პირველი ხარ შენ და მინდა ერთადერთი იყო. - შევეცდები ყველა დეტალი ისე განვსაზღვრო, რომსაბრთხე არც ერთ ჩვენგანს არ შეექმნას. ჩემს თავს მათზე წინ ვერ დავაყენებ, მაგრამ ყველას უფრო წინა პლანზე წავწევ ჩემი ჩათვლით. როცა იქ ვიქნები. არ მოგწერ და არ დაგირეკავ. ასე დრო ნელა გავა. დიდი ხნით ვაპირებ წასვლას. არ ვიცი ჩამოვალ ხოლმე თუ - არა. თუ ჩამოვალ აუცილებლად გნახვ. იცოდე, რომ აქამდე არ მიგრძვნია ის, რასაც შენთან ყოფნის დროს ვგრძნობ... შემდეგი ხუთი დღე მართლაც დაუვიწყარი იყო ჩემთვის. ვსეირნობდით ბულვარში, ზღვაზეც ვიყავით რამდენჯერმე, სახლში იშვიათად ვიყავით. ანას ქობულეთის და აჭარის ყველა ლამაზი ადგილი ვანახე. ყველაზე მეტად მწვანე კონცხის ბოტანიკური ბაღი მოეწონა, ნამდვილი სამოთხეა იქაურობა. ყველაზე მეტ დროს იქ ვატარებდით. ერთი ადგილია. ზუსტად ზღვის თავზეა. სამასი მეტრი ან უფრო მაღალია ზღვიდან ის ადგილი. შორიდან ულამაზესია. როცა იქ ხარ, ყველაფერს ხედავ და შენ ვერავინ გხედავს, ხეებშია ჩაფლული. სამოთხეს გავს. მოვიდა ის დღეც, როცა უნდა წავსულიყავით. მე, ლუკა და კახა. ერთმანეთს ქობულეთში შევხვდით. სარფამდე ანას უნდა მივეყვანეთ. კახა იმ დღეს გავაცანი. განშორების სცენა არ მიყვარს, ამიტომ არ ავღწერ ჩემ და ანას განშორებას. გადავედით თუ არა პიტალიჩი დაგვხვდა. ეტყობოდა, რომ ძალიან მოსწონდა ჩემი გეგმა. ლუკას გასაღები თან ჰქონდა. ყველაფერი კარგად იყო. ლუკა და ის კარგად შეხვდნენ ერთმანეთს. კახაც მოეწონა. - რას გავს ეს ჩემისა - მითხრა კახამ როცა გავაცანით. - რას და პატარა ბავშვის ვით ააქვს თავი - ვუპასუხე მე. - ქართული იცის ? - არა. აზრზე არაა. - კაია. როგორც ვხედავ, მაგრად გავერთობით - ეს მითხრა მაგრამ მისი სერიოზული სახის იერი არ შეცვლია. ძალიან იშვიათად იცვლიდა ამ იერს და უცნობებისთვის გაურკვეველი იყო ერთი შეხედვით ის მხიარული იყო თუ - მოწყენილი. პიტალიჩი რა თქვა უნდა გზაში არკვევდა ნიკასთან ყველაფერს. სამარშრუტო რაფით იყო ჩამოსული, მე და კახა უკან ვიჯექით ძაან და ჩვენი ლაპარაკი არ ესმოდა არც ლუკას. - იცი რაა უსტა, ის გვირაბი ჩვენ თვითონ გავთხაროთ. არ მინდა ბევრი მოწმე. ეს პიტალო გავაბრთხილოთ, რომ ვინმესთან არ დასცდეს რამე, არც მის ყველაზე ახლო ძმაკაცებთან. აქ ქართველები არავის მოსწონს. შეიძლება ამან არა, მაგრამ ვინმე სხვამ რომ გაიგოს ეგრევე ჩაგვიშვებენ. - კარგი. მეც ვიფიქრე ეგ. ლუკა ! - გამომხედა - მაგას ჰკითხე ერთი ვინმეს ხომ არ მოუყვა ამ გეგმაზე. ან ძმაკაცს, ან ნათესავს... ?? - ჰკითხა. - არა, არავისთვის უთქვამს არაფერი. ვინ გგონივართ თქვენ მეო ასე მკითხა. - უთხარი, რომ გამოქვაბულს თვითონ გავთხრით. - კარგი - მერე კახას მივუბრუნდი. - იცი რაა, დაზღვეულები არაფრით არ ვართ. მინდა, რომ იქ თუ ვინმე უცნობი მივა, ვერ მიხვდეს საერთოდ თუ მანქანა მისულა იქ. ორი ვარიანტია. - აბა გისმენ - მითხრა კახამ. - პირველი: ოთახში სადაც ვიმუშავებთ, როცა დავამთავრებთ ყველაფერს ხლსაწყოებს ვმალავთ სადმე და ვაწყობთ გაფუჭებულ ტექნიკას, თითქოს იმას ვაკეთებთ. მეორე: გამოქვაბულს არ გავაკეთებთ ისე, რომ მანქანამ შევიდეს, ისე გავაკეთებთ, რომ შიგ ჩავიდეს, მიწის ქვეშ და როცა ჩვენს საქმეს დავამთავრებთ ზემოდან რამეს დავაფარებთ და ზედ ფოთლებს დავყრით. ამისთვის საჭირო იქნება ტყეში გავაკეთოთ ეს, რომელიმე ხის ქვემოთ. - ხის ქვემოთ რატო ? - ფოთლები ციდან არ ცვივა. - ხო. და ისე, შენც ხო ხვდები რომ მეორე უფრო ძნელი გასაკეთებელია და ძაან მაგარია პირველთან შედარებით ? - კი. მეც მაგას ვფიქრობდი. როცა ჩავალთ. მე მინდა, რომ დღესვე ავიდეთ იმ მთაზე და ადგილი მოვძებნოთ. ეს პიტალიჩი საერთოდ არ მინდა, მაგრამ ფული არ გვაქვს და ამ უცხო ქვეყანაში თან ჩვენ ჯერ ვერ შევძლებთ იმდენი გავქაჩოთ, რომ ეს საქმე გამოგვივიდეს. - თურქები მეც არ მომწონს, მაგრამ ლუკა რადგან ასე ენდობა... - ლუკა ბავშვია , ვერ ხედავ ?! ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თავისი ბავშვობით ეგეც გაგვყიდის. იმენა ასე, გაგვყიდის. - გასაგებია რასაც ამბობ. ხო ისე, ბავშვი ნამდვილადაა და ეგ მეც არ მომწონს. მაგრამ საქმეს კარგად გააკეთებს. ვნახოთ. რა იცი. გაიზარდოს შეიძლება ძაან იოლად. - რას ვერჩი და „ничего налично“ მაგრამ ბავშვია. არაფერი ეტყობა, მაგრამ ერთხელ მის სულში ჩავიხედე შემთხვევით და დავინახე, რომ არაა საქმით დაინტერესებული, მისთვის მიზანი არაფერს ნიშნავს, უინტერესოა თითქოს - როცა სულში ჩახედვა ვახსენე კახას სიცილი აუტყდა. - სულში როდის ჩახედე, ის სათვალეები რომ გეკეთა ? - მოკლედ. ლუკას ვენდობი მაინც ბოლომდე, მაგრამ პიტალიჩს ვერა. რაც არ უნდა გააკეთოს მაინც ვერ ვენდობი. - B გეგმა დაგვჭირდება მაშინ. შენ ვითომ პროგრამისტი ხომ ხარ პროფესიით ? - ვითომ არა. მომავალი პროგრამისტი გახლავართ. დავით მაისურაძე. გიაოვიჩი. - გიავიჩ. ვიდეოკამრებზე გაგიგია რამე ? - შორიდან მსმენია. მერე ? - ისეთი გვჭირდება ხმის მიმართ ძალიან მგრძნობიარე რომაა და თან, მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით, რომ შეუძლებელია. ბევრი დაგვიჯდება ეგ სიამოვნება ? - არ ვიცი. ჩემ ძმაკაცებს ვკითხავ. და ისე ეგ რად გვინდა ? - რად გვინდა და ერთს შესასვლელში, ხოლო, მეორეს შიგნით დავამონტაჟებთ. პიტალიჩს არ ვეტყვით, რომ კამერები არსებობს. მაგ გამოქვაბულს ისეთ ადგილას გავაკეთებთ, თუ ვინმეს რამე მოუყვა, რომ მისი ნახვის გარეშე ვერ აუხსნის სადაა. კაი იყო პიტალიჩისთვის, რომ ხმის მოსასმენი დაგვემონტაჟებინა, მაგრამ ყველა წამს ხო არ მოუსმენ. ვიდეოს კიდე ყველა დღე სწრაფად გადავახვევთ და ისე ვუყურებთ. თუ რამეს მიქარავს ჩემი ხელით დავბრიდავ მაგ ნაბოზარს. - მომწონხარ. - კიდე ბევრ გოგოს მოვწონვარ. - კიდე რაა, მე გოგო ვარ ? კიდე არ უნდა გეთქვა ამ შემთხვევაში. - გრამატიკას მასწავლი ? - რატომაც არა. შენ ფეხბურთის თამაშს მასწავლიდი და მე, რომ გრამატიკა გასწავლო რა დაშავდება ? - შენი თვალი. მარჯვენა. ცაცია რომ ვარ გახსოვს ალბათ. - კი, მარცხენა ფეხზე გისვამდი სულ ბურთს. - პიტალიჩს ეგეც არ უთხრათ რომ ცაცია ვარ. რა იცი რას იზამს - ეს რომ თქვა მას გაეღიმა. მე, რაღაცნაირად მშვიდად ვიყავი, როცა ვხედავდი, რომ სწორედ კახა იყო ჩემს გვერდით საქმეში. ჩავედით. იმ დღეს მთაზე ვეღარ ავედით. მეორე დღეს იარაღები წავიღეთ, რითიც გამოქვაბული უნდა გაგვეკეთებინა. აღმოჩნდა, რომ პიტალიჩს 7000 ლირაზე მეტი გადაეხადა იმ ხელსაწყოებში, რაც ვთხოვეთ. როგორც მან თქვა თურქეთში ყველაფერი ძვირი ღირს. ტყე, ისეთი დაბურული და საშინელი არ აღმოჩნდა, როგორიც შორიდან ჩანდა. ერთი ადგილი შევარჩიეთ. ზუსტად ისეთი იყო, რომ თუ არ მიხვდიდოდი, ვერავინ აგიხსნიდა იმ ადგილს. შეიძლება დაგვიწყებოდა კიდეც. საკმაოდ ღრმად შევედით. ჯერ იქამდე გზა იყო მისაყვანი. სულ ცოტა ხელის წაკვრა სჭირდებოდა იმ გზას და მზა იქნებოდა მისთვის, რომ მანქანა შესულყო იქ. იმ დღეს ზაზასთა დავრეკეთ, რომ ჩამოსულიყო. პიტალიჩი სარფზე არ დახვდებოდა, რიზეს სოელში ცხოვრობდა ის და სწორედ ამ ქალაქში დახვდებოდა. ზაზა იმიტომ ჩამოვიყვანეთ, რომ მისი დამალვა პიტალიჩისგან აღარ იყო საჭირო, ჩვენ ხომ კამერები უნდა დაგვედგა. კამერების შესახებ ლუკასთვისაც არ მითქვია. არ ჩავთვალე საჭიროდ. გზის გაყვანა თითქოს იოლი იყო, მაგრამ მთელი დღე ვაკეთებდით და ძლივს გავაკეთეთ. მერე ვიფიქრე, თუ როგორ გაგვიჭირდებოდა გამოქვაბულის გაკეთება. მაგრამ მე მიზნისთვის ყველაფერს გავაკეთებდი. მეორე დღეს ზაზა დილიანად ჩამოვიდა და პიტალიჩმა ჩვენთან ამოიყვანა. - რა მოხდა, გეგმები რატომ შეიცვალეთ ? - გვიკხა მან. - ძნელი იქნება, რომ პიტალიჩს იქ დაემალო, თან ეხლა დახმარება გვჭირდება და შენ აქ უნდა იყო. - კარგი. რა პრობლემაა. ესეიგი ვიმუშაოთ უნდა ჯერ ? - ხო - უთხრა ლუკამ. - ისე, კახა, შენ მარის დაშორდი ? - კი. - რატო ? - მაგას მაშინ მოგიყვები მარტო რომ ვიქნებით. - წამო. ახლავე მინდა გავიგო. - ქალების ჭორაობა - თქვა ლუკამ და ხმამაღლა გაიცინა - წადით არ ჩაგერევით. მე და კახა გვერდით გავედით. - ამ ლუკას არ გააცანი, რომ ზოგჯერ ნერვები მეშლება ? რატომ გამომიყვანე ? - საქმე იმაში იყო, რომ კახას შეყვარენული ჯერ არ ჰყოლია, მასთან მარტოს მინდოდა დალაპარაკება და ჩემი უსიტყვოდ გაიგო. - რატომ გამოგიყვანე და კამერებს ჯერ ვერ დავითრევთ სანამ ერთ მანქანას მაინც არ „გავიტანთ“. ფული ბლომად დასჭირდება. მე დავამონტაჟებ. მაგრამ აპარატურას დასჭირდება ფული. - ეგ ისეც ვიცოდი. ეგეთი რაღაცაების გამო და საერთოდ, აწი აღარ გამოვეყოთ იმათ. რამე არ იეჭვონ. - ვხვდები უშენოდაც ნიჭიერო გაუნათლებელო. - ოხ შე განათლებულო ყ.. - ვიცოდი ამას რომ მეტყოდა. პიტალიჩის სახლში ვიყავით ისევ. მასთან ვჭამდით და მერე მივდიოდით გამოქვაბულის გასაკეთებლად. ხოგჯერ ისიც გვეხმარებოდა. ათი დღე დაგვჭირდა. საბოლოოდ მზად იყო, ისე, რომ აღარაფერი დაეწუნებოდა. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მე წარმომედგინა. გამაგრება სჭირდებოდა იმას ვიცოდით და მაგაზეც ვიზრუნეთ. მხოლოდ ის იყო დარჩენილი, რომ ხელსაწყოები იქ მიგვეტანა და ისე დაგვემონტაჟებინა, როგორც ჩვენ გვინდოდა. ხელსაწყოების დამონტაჟებას ორი დღე დასჭირდა. მოკლედ, ყველაფერი გავამზადეთ. ისიც, რომ შეგვენიღბა ის ადგილი ისე, რომ მასზე გავლის დროსაც კი ვერავინ გაიგებდა თუ იქ რამე იყო. - ლუკა, მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩა... - ვუთხარი ლუკას და ვაპირებდი ახსნას, თუ რა დაგვრჩა, მაგრამ მან ახსნა არ მაცადა. - ვიცი, ახლა მანქანა უნდა მოვიპაროთ. - არა, პიტალიჩიც აქაა. მიდი უთხარი. ეს იაფი არ დაჯდება. ახლა დროა ჩვენი მთელი გეგმა მას ავუხსნათ. ჩვენ ოთხნი ვართ. ოთხი მობილურია საჭირო ერთმანეთთან უსასრულო სასაუბრო დროით და კიდე მთავარი. ის, გატაცების დღეს, სახლში უნდა იჯდეს. აუხსენი, რომ ეს მისთვისაა საჭირო, მასზე არავინ არაფერს იფიქრებს და ალიბიც ექნება ყოველი შემთხვევისათვის - უკვე პიტალიჩის სახლში ვიყავით როცა ამას ვლაპარაკობდით. მთაზე ყველაფერი მზად იყო. მხოლოდ მანქნის მისვლას ელოდებოდა იქაურობა. - პიტალიჩ - დაუძახა ლუკამ. მან ყველაფერი უამბო პიტაიჩს. ისიც დათანხმდა, მაგრამ ერთი შეკითხვა დასვა. - როგორ შეარჩევთ მოსაპარ მანქანას ? - უსტა. ეგ შენ უნდა მითხრა და მერე ვუთარგმნი - მითხრა ლუკამ. - როგორ და დავადვიჟენიებთ ქალაქში ერთი ან ორი დღე. მე მარტო ვიქნები და შენ და კახა ერთად. სამ ჯგუფად ვავიყოფით. ზაზა გამოქვაბულში დაგველოდება. კავშირი ოთხივეს უწყვეტი უნდა გვქონდეს ერთმანეთთან ორი მაგარი რესტორანი გავიგოთ სადაა. ყველაზე მაგრები და დავაკვირდეთ ამ ადგილში ხო მივა ვინმე მდიდარი. ვიცი უკვე, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ მდიდრები დადიან რესტორნებში. როცა ვინმე შევა რესტორანში, ერთი ჩვენგანი შეყვება და დააკვირდება მას, თუ ის დიდი ხნით აპირებს გაჩერებას იქ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვპარავთ მის მანქანას. ის როცა გამოვა და აღმოაჩენს, რომ მისი „კუკლა“ იქ არ დგას, როცა ძებნას დაუწყებს უკვე გამოქვაბულში უნდა იყოს. ესაა ყველაფერი რაც პიტაიჩმა უნდა იცოდეს ლუკამ ყველაფრი უთარგმნა. - როდის დაიწყებთ ? - კითხვა დასვა პიტალიჩმა. - როცა შენ მოგვიტან ოთხ ისეთ მობილურს, რომ ერთმანეთს უსასრულოდ ველაპარაკოდ. - დღესვე მოგიტანთ. ესეიგი ხვალ დაიწყებთ ? - დიახ. პიტალიჩი სიტყვის კაცი იყო. იმ დღესვე გვიშოვა ოთხი მობილური. თავისი „bluetooth” ყურსასმენებით. ჩემი გეგმა ასეთი იყო: უნდა მოგვეძებნა მანქანა, რომელიც არ იქნებოდა თურქული წარმოების. ასეთები რიზეში თითქმის არ იყო, მაგრამ იყო. ზაზას ევალებოდა: კავშირი არ გაეწყვიტა ჩვენთან და ეცნობებინა ჩვენთვს რა ხდებოდა გამოქვაბულში. ის უნდა მდგარიყო იქ, სადაც მთავარი გზიდან გზა ჩვენი სამალავისკენ შედიოდა. ჩვენ სამნი კი, უნდა წავსულიყავით ქალაქში და მოგვეძებნა მანქანა. ქალაქამდე მანქნით მივდიოდით ჩვენც. პიტალიჩის მანქნით. როცა მანქანა მივიდოდა რესტორანთან სამივე იმ რესტორანთან მივიდოდით, მანამდე ვიყოფოდით ორ ჯგუფად, მანქნის პატრონი როცა შევიდოდა მე უნდა შევყოლოდი მას და მეყურებინა რას აკეთებდა იქ, როდის გამოვიდოდა. რესტორანში თუ 10 წუთი გაჩერდებოდა ეს საკმარისი იყო ასე თუ ისე. თუ ის 20 წუთი შეყოვნდებოდა მაშინ ლუკა უკვე მისული იქნებოდა იმ ადგილთან, სადაც ჩვენი გამოქვაბული იყო. ლუკა: მშვიდად მივიდოდა მანქანასთან, გააღებდა და დაქოქავდა. ეს ხალხმრავალ ადგილას ხდებოდა. მას ისე ეცვა როგორც თურქს და არავინ იეჭვებდა მასზე. ენაც იცოდა. კახა კი მას უკან გაყვებოდა პიტალიჩის ტრანსპორტით და თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდებოდა, ვინმე თუ აედევნობა ლუკას ის მზად იყო იმ მანქანას დაჯახებოდა ან დიდი საცობი გაეკეთებინა. ეს არ გაუჭირდებოდა. გეგმა B კი მდგომარეობდა შემდეგში: ლუკას რის ვაივაგლახით გაყავდა მანქანა ისეთ ადგილას, სადაც არავინ იყო. ჩამოდიოდა, იხსნიდა ხელთათმანებს და მშვიდად და აუღელვებლად აგრძელებდა გზას. კახას ეცოდინებოდა ის სად იყო, მიაკითხავდა და სახლში წამოიყვანდა. ქალაქში ჩავედით. მე ძალიან იშვიათად ვნერვიულობ, იმ დღეს არ მინერვიულია საერთოდ. მერსედესი დავინახეთ ძალიან მაგარი, მაგრამ ქართულ ნომრებზე იყო. როგორც გეგმა მოითხოვდა, მე დამტოვეს ერთ რესტორანთან ვინმე მდიდარი და კარგ მანქნიანი კაცის მოლოდინში. ისინი მმეორე რესტორანთან წავიდნენ. ფეხით ხუთი წუთი დამჭირდებოდა მათთან მისასვლელად. როცა მათ უნდა დავშორებოდი, ერთმანეთს დავურეკეთ და კავშირი დავამყარეთ ერთმანეთთან. ასე ყველაფერი ძალიან იოლი იყო. - აი, მოვიდა - თქვა ლუკამ. - რა მოვიდა ? - ვკითხე მე. - მერსედესი. ამ ჯერად თურქულ ნომრებზეა. Slk 500, მაგარ ვიდზეა. აქ ყველას ან მერსედესი ან BMW ყავს თუ უცხოეთიდან ჩამოყავთ. - ერთი წუთი ლუკა, აქ range rover-ის ჯიპი მოვიდა. - მაგის ნაწილებს აქ ვერ გაყიდის. - მომისმინე შე სირო !!! - გავიგე კახას გაბრაზებული ხმა, ლუკას უყვიროდა აშკარად - ეს მერსედესი 30 000$ ღირს და range rover-ი 300 000 €. რა უნდა ნწილების გასაღებას, ხომ გითხრა იმ დედამოტ..ნულმა რომ გაასაღებს, დაიკიდე დანარჩენი... - დამშვიდდი კახა - ვუთხარი მე - უფრო უსაბრთხო რომელიც იქნება ის დავითრიოთ. მაგის პატრონი სადაა ? - გამოვიდა უკვე და მიდის - მიპასუხა კახამ. - სად ვარ იცით. რაც მალე, უკეთესი. ეს შევიდა. მარტო არ შესულა, შევალ ახლა და ვნახავ რას აკეთებს. - ახლავე მოვალთ - მითხრა კახამ. Range-ს პატრონს ეტყობოდა, რომ ქალი, ვისთან ერთადაც ის ა რესტორანში ეხლა მისი საყვარელი ყიო. მივედი და მათთან ძალიან ახლოს დავჯექი. მაგრამ ახლა რა ვქნა, ოფიციანტი რომ მოვა რა შევუკვეთო ? - ლუკა, ახლა მითხარი დროზე რა შევუკვეთო - ვუთხარი ლუკას - თურქულს ვერ ვიბაზრებ. - როგორი რესტორანია ? შაურმა აქვთ ? - სუნი კია შაურმის, მაგრამ არ ვიცი. შეიძლება ჰგავს. - ეგაა, აირანი და შაურმა შეუკვეთე. მაგას თუ შეუკვეთავ შეიძლება ვერც მიხვდეს, რომ ქართველი ხარ. თურქების საფირმო კერძია ეგ. ფული გაქვს ? - ოხ ამის დედაც !!! - ნუ გეშინია, გამოდი და მე მოგცემ ფულს, მანდ, მაგიდაზე მობილური დატოვე და არ გამოკედიბეიან მიმტანები - მითხრა კახამ. მოვიდა ოფიციანტი და შეკვეთა მივეცი... და უცებ, ქალი ვიცანი, ის ქართველი იყო, სადღაც მყავდა ნანახი საქართველოში. მე ბათუმში ვცხოვრობდი ერთი წელი, რადგან იქ ვსწავლობ. ჩემთან ახლოს თურქული რესტორანი იყო „აბსაროსი“. ერთხელ, სახლში ძალიან გვიან მივედი და ერთი ქალი შემხვდა, მობილურზე ლაპარაკობდა, ზმანზე ეტყობოდა რომ მსუბუქი ყოფაქცევის იყო, მის საუბარს ვერ მოვუსმენდი რომ არა ერთი რამ „ ხო, მოვალ, ახლოს ვარ უკვე, მოდი სახლში მივბრუნდები, მაღალქუსლიანები მაცვია და გამოვიცვლი, მერე მოვალ“. როცა ეს უთხრა მობრუნდა და ჩემზე სწრაფად წავიდა. მისი სახე დამამახსოვრდა, ეს მოხდა მეხუთე სკოლასთან, სადაც მე ვცხოვრობდი. მისი სახე დამამახსოვრდა იმ ღამეს. მეორე დღეს დავინახე ამ სკოლდან ამ ქალმა ბავშვი როგორ წაიყვანა. მესამე ან მეოთხე კლასელი გოგო. ჰგავდნენ ერთმანეთს. მისი სახე ასე მწარედ ამიტომაც დამამახსოვრდა... - უსტა გამოდი, მოვედით - შეკვეთა ჯერ არც იყო მოსული. ამიტომ მობილური არ დამიტოვებია სანამ გავიდოდი და მოვიდოდი ბიჭებზე ამის თქვა მოვასწარი. - კახა, გახსოვს ბათუმში სად ვცხოვრობდი ? - ვკითხე კახას. - კი. სწრაფად თქვი რამე თუ გინდა. - მეც მახსოვს - მითხრა ლუკამ. - კაროჩე მას რომ ქალი ახლავს ქართველი ა რა. როცა გამოსვლას დააპირებენ შევაყოვნებ კიდე. ორ წუთს მაინც მოვიგებთ ასე. მაგრამ არ მგონია ეს დაგვჭირდეს - როცა ეს ვუთხარი ზუსტად იმ წამს შევედი რესტორანში, იმათი შეკვეთა მაშინ მისულიყო და როცა ოფიციანტმა როცა დამინახა დამიძანა და მითხრა რომ ჩემიც მზად იყო. ლუკასგან გავიგე ანგარიში როგორ იყო თურქულად და მოვითხოვე. ყურებში ძრავის ხმამახალი ხმა გავიგე. ეს ლუკა იყო. უკვე შორს გასულიყო. - ნელა ჭამდი სულ და ახლა არ აჩქარდე, სანამ ეგ არ გამოვა მანამდე არ გამოხვიდე არც შენ, თუ მაგის შეყოვნება საჭირო არ იქნება დაანებე - მითხრა კახამ. - ამ მანქნის დაშლა არ მინდა. ძაან მაგარია - თქვა ლუკამ. - ბოდიშს მოვუხდით - ვვუთხარი მე - ზაზა, ამდენი ხანია ხმა რომ არ ამოგიღია რას აკეთებ შენ ? რა ხდება მანდ ? - მე ვეწევი, აქ არაფერი არ ხდება. - დაგღუპავს სენ ეგ მოწევა. გახსოვს ეს ფრაზა ? იმ ფილმიდანაა ადამიანი X შესაძლებლობით, რაღაც ასე ჰქვია ფილმს. ვინ დიზელი თამაშობს მთავარ როლს - ვუთხარი ზაზას. - ა კარგადაა ყველაფერი - მიპასუხა მან. - გზაზე გადი და იქ დადექი - ვუთხარი მე. გასვლას არ აპირებდნენ ჯერ ესენი რეტორნიდან. რაღაც რძესავით თეთრს სვამდა ის კაცი. - ლუკა ეს თეთრი სითხე რა არის ? - ვკითხე ლუკას - ის კაცი სვამს და ჩაის ჭიკით. - რახი. გრადუსაა რა. თურქებს ათრობს - მიპასუხა ლუკამ. - არავინ აეკიდა ბიჭო საერთოდ ? - ვკითხე კახას. - ჩემი შიშით ვინ უნდა აეკიდოს ბიჭო - მითხრა მან - ლუკა ცოტა ნელა თუ ივლი დაგინახავ. - კი ბატონო - უპასუხა მან. - გახვედით უკვე ? - ვკითხე მე. - ქალაქიდან გავედით კაი ხანია. მივალთ სადაცაა - მითხრა კახამ. - კარგია. ეს ჯერ არ აპირებს ადგომას. გავალ და გარეთ დაველოდები თორე იმენა ამასთან ერთად რომ გავიდე რა იცი, შეიძლება იეჭვოს რამე. შორიდან დავაკვირდები - ვუთხარი მეგობრებს. გავედი გარეთ და იქ დაველოდე. გამოვიდა. მანქანა რომ ვერ დაინახა უკან შებრუნდა. მერე გამოვიდა და პოლიციელთან მივიდა. არც აღელვებულა იქამდე. მაგრამ პოლიციელმა რაღაც უთხრა და ეგრევე ყვირილი და გინება დაიწყო, ხალხი მივარდა, მეც მათ შორის და ერთ ქართველს ვკითხე რა ხდებოდა. - მანქანა დაუტოვებია აქ, ძალიან მაგარი ჯიპი ყოფილა, 2013 წლის და თან თურქული კიარა, უცხოური - მიპასუხა მან. - მერე ? - რომ გამოვიდა, ჯერ უფიქრია, რომ რესტორნის პერსონალმა გადააყენა სადმე, შესულა და უკითხია, იმათგან უარი რომ მიიღო მერე უფიქრია, რომ პოლიციამ გადაიყვანა არასწორად გაჩერებისთვის და როცა პოლიციელთან მივიდა, იმას უთქვია, რომ დაინახა წეღან როგორ მივიდა მასთან ვიღაც, ქართველს არ გავდაო, მისულა და წაუყვანია ჩვეულებრივად. გასაღები ჯიბეში ჰქონია ამ კაცს, ალბათ გააფუჭეს და ისე დაქოქეს, პრაოდებს რომ აბავენ ერთმანეთზეო. გაგიჟებულია. მილიონერია ეს კაცი და სტამბულში ცხოვრობს, საქართველოდან მოდის თურმე, აქ შეუსვენია. მანქანას იმდენად არ ჯავრობს, რამდენადაც იმას, რომ სტამბოლში უნდა ჩავიდეს გეხით. ისე მაგარი ფულიანი კაცი ყოფილა, საქართველოში ბევრი ბიზნესი აქვს და შერატონის მეწილეც ყოფილა. - კარგი ბიძია, რამე სერიოზული იქნებოდა მეგონა, მანქნის გამო ამდენი ამბავი რას ატეხა, ჯეშტია რაც არ უნდა იყოს - ვუთხარი მე და წამოვედი - გესმოდათ რა იბაზრა ? - ვკითხე მეგობრებს. - მაგას მართლა არ დაეტყობა ეს მანქანა - მითხრა ლუკამ. - მაგას ხო არ ჩავუსატკავდეთ მერე, საქართველოში ? - ხუმრობით იკითხა კახამ. - აუცილებლად. ბიჭებო, ჩემი მისია დამთავრებული ვარ. კახა, ჩამოეთრიე თუ შეიძლება და ამიყვანე - ვუთხარი კახას. - მანქანას ვინ დაშლის ? - მკითხა მან. - ლუკა და ზაზა დაიწყებს. საათი რომელია ? - 10:25. - ადრე გაგვიკეთებია საქმე. კარგია. კახა დაბრუნდა და მეც იქ ამიყვანა. შამპანიური გვქონდა საქართველოდან წაღებული, მაგრამ ჯერ ადრე იყო იმის გახსნა. ავედით მე და კახა. ლუკას დაეწყო. კარები მოეხსნათ, სკამები ამოეღოთ უკვე და სალონი მოკლედ, თითქმის გასუფთავებული იყო. - ახლა დროა აქაურობა გარედან შევნიღბოთ და საქმეს მივხედოთ. ზაზა ცეცხლი დაანთე - ვუთხარი ზაზას. გარედან შევნიღბეთ ყველაფერი და მანქნის დაშლა დავიწყეთ. ცეცხლი იმისთვის იყო საჭირო, რომ მანქნის ჯეშტი, რაც გარეთაა უნდა გაგვექრო და რკინის გადასადნობის მსგავსი გვქონდა გაკეთებული. - უსტა, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გამოგვრჩა - მითხრა კახამ. - რა გამოგვრჩა ? - ნაწილებს ისე ვერ გავყიდით, თუ მათი საბუთები არ გვექნება. - აქამდე სად იყავი ? ! - ვიყივე ეს და საყელოში ვეცი - ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა ! ამას არ დავუშვებ, რამეს მოვიფიქრებ, შანსი არაა. საბუთებს გავაყალბებთ, რამეს ვიზამთ. - საბუთები რომც გააყალბო, მატორს აქვს მისი ნომერი, დანარჩენის გაყალბება შეიძლება. მაგრამ მატორი ყველაზე ძვირი ღირს. ეგეც რომ იყოს, ძალიან სანდო კაცი გვჭირდება ამ საქმისთვის. - იცი რაა, ახლა მანქანა დავშალოთ და მერე რამეს მოვიფიქრებთ - ვთქვი მე და სულ ვკანკალებდი. მთელი ღამე ვშლიდიდთ და სულ ოფლი გამდიოდა, სულ ვფიქრობდი რა უნდა გაგვეკეთებინა. ვერაფერი მოვიფიქრე. გადავწყვიტეთ, რომ პიტალიჩისთვის გვეთქვა არაფერი მოგვიპარავს, არ გამოჩნდა მანქანა. საქართველოში უნდა წავიდეთ ერთი კვირა და უკან ჩამოვალთო. ასეც მოვიქეცით და ჩამოვედით. პიტალიჩის გადაგდებას ვაპირებდით. მეგონა ყველაფერი დამთავრდა. თან, ბევრ რამეში გაგვიმართლა, მაგალითად იმაშ, რომ მანქანას გადამცემი არ ჰქონდა. კახამ კარგად მოძებნა და ვერ აღმოაჩინა. თან რაღაცით ეტყობოდა გარედანაც მანქანას და ისიც არ აღმოაჩნდა. ჩამოვედით თუ არა ანას დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი. მასთან ვიყავი თბილისში. - ბიჭები სად არიან ? - მკითხა მან. - დავიშალეთ. სახლებში არიან. - დამშვიდდი - მითხრა მან რადგან ის ამბავი რომ მახსენდებოდა ვკანკალებდი სულ. ნუთუ ყველაფერი ასე ცუდად დამთავრდა. ჩავიჭერით. ვიწექით და ანას თავი ჩემს მკერდზე ედო. ვიწექით და ვფიქრობდი მე. ის შეეგუა, რომ არ ვლაპარაკობდი თითქმის უკვე. უცებ, რაღაცამ დამარტყა ტვინში, რაღაც მოვიფიქრე. წამოხტი, მობილური ავიღე და დავრეკე. - ალო, გიორგი შენ ხარ ? ! - ბოლო ხმაზე ვყვიროდი. - კი ბიჭო, რა გინდა ამ დროზე რას მაღვიძებ ან რა გაყვირებს, მშვიდობაა ? - ავშენდით ბიჭო, ავშენდით ! სკაიპში შემო და მითხარი როგორ გნახო სასწრაფოდ. გიორგი იყო ჩემი უფროსი ძმაკაცი ვინც პროგრამისტობა მირჩია. ის ძალიან კარგი პროგრამისტი და ჰაკერიცაა. სკაიპს არავინ უსმენს. - რა გინდა აბა უსტა, რამ შეგაწუხა ? - ბიჭო, თურქულ ენაზე მანქნის საბუთებს გაყალბებ ? - მანქნის ნომერი, ფირმა და მატორის ნომერი დამიჩორტე. ახლა დამაძინე. კიდე გინდა რამე ? - კი. - რა გინდა ? - რომ გნახავ გაკოცებ. 5 000 გადაგიხდი ერთი მანქნის საბუთების გაკეთებაში. - ფული მირჩევნია კაი ეხლა კარგად. - კარგად |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.