მე და ის
ყოველთვის ვამბობდი,რომ ის ჩემი ერთადერთი იყო,ვთვლიდი,რომ მასავით ვერავინ მიგებდა,ვერავის ვენდობოდი,არავის ესმოდა... ასეც იყო. ჩვენ ერთი მთლიანობა ვიყავით. ის არ ყოფილა იდეალური,არც მე. ეს ორივემ ვიცოდით.ჩვენს ნაკლს ყველასთან ვმალავდით, ერთმანეთის გარდა.მხოლოდ მან იცოდა ჩემი უნიღბო სახე... ის იყო ჩემი მეგობარი,შეყვარებული,საყვარელი,ქმარი,ახლობელი,შორეული...თავშესაფარი... მე მას მივეკედკე,ის მე.მის გარეშე სამყარო ნაცრისფერი იყო. ის ჩემი,მე მისი... ამბობდა,რომ ჩემამდე არ უცხოვრია,რომ მე მისი სუნთქვა გავაფერადე,რომ მისი ვენები ვიგრძენი...ხშირად ითვლიდა ხალებს ჩემს სხეულზე,ითვლიდა ბუსუსებს...მე კი ყოველ დღე უფრო გახშირებულ ჭაღარას...ის მკოცნიდა თითის წვერებზე,მე საფეთქელზე ლურჯ,მფეთქავ ძარღვზე... მას რძიანი ყავა უყვარდა, მე ჩაი ლიმნით,თან უშაქროდ... ის პირდაპირ ქვაბიდან ჭამაზე გიჟდებოდა,მე კი მის ამ ჩვევაზე... მე ვალაგებდი,როცა ვბრაზობდი,ის კი ბრაზობდა,როცა ვალაგებდი... ხშირად მითქვამს,რომ ძალიან ვიყავი დამოკიდებული მასზე,ვფიქრობდი,რომ სამყარო თავზე ჩამომექცეოდა თუ მიმატოვებდა,ის კი უბრალოდ იღიმოდა და ყურის ბიბილოზე მკოცნიდა. მისით შეპყრობილი ვიყავი,ის ჩემით...იყო მხოლოდ ის და მე... ჩვენ... ბევრი სიგიჟე,ბევრი სიყვარული,ცოტა წყენა,ტკივილი,კამათი... ყოველთვის ვამბობდით,რომ ჩვენს შვილებს არ უნდა ენახათ ჩვენი ჩხუბი.ამიტომ ველოდით დაღამებას,ჩვენს ოთახში შესვლას,ლოგინში ჩაწოლას,რომ დაგვეწყო... ყოველთვის მჯეროდა,რომ ის არ ტყუოდა ჩემთან,არც მე მასთან.ის მიტანდა,არადა ზუსტად ვიცოდი რომ აუტანელი ვიყავი,დეპრესიული გამოხტომებით,ნერვიული წიკებით,ცრემლებით... მეგობრები ამბობდნენ,რომ ჩვენთან მოსვლა დღესასწაული იყო მათთვის,რომ ჩვენ ვასწავლიდით,როგორ ეცხოვრათ წყვილში. ვსაუბრობდით იმაზე,რომ თუ ოდესმე დავიღლებოდით ერთმანეთით,თუ ვიგრძნობდით,რომ ერთმანეთს ვტკენდით,ვტანჯავდით,ვაწვალებდით,უნდა გაგვეშვა. ვამბობდით,რომ თუ სიყვარული დამთავრდა ეს არ უნდა ყოფილიყო ტრაგედია. ზუსტად ვიცოდით,რომ მხოლოდ სიყვარულის გამო არ ვიყავით ერთად... ერთხელ სტუმრად ყოფნისას შევესწარით მასპინძელი ცოლ-ქმრის ჩხუბს,უხერხულად შევიშმუშნეთ,მოვიმიზეზეთ,რომ გვეჩქარებოდა და წამოვედით. მახსოვს ფეხით ვიარეთ,ბევრი ვიარეთ...კიბალჩიჩზე ჩამოვდიოდით,რომ მომიბრუნდა და მითხრა,ერთმანეთი აღარ უყვართო,ერთმანეთს სტკენენო.მე თუ ასე მოვიქცევი იფიქრე,რომ შენგან გაქცევა მინდაო... გამეღიმა... მეც მთელი გზა ამას ვფიქრობდი. გადავწყვიტეთ,რომ დაშორების მიზეზს ვერავინ გაიგებდა,ვერც კეთილისმსურველი მეზობელი და ვერც ოჯახის წევრი... უნდა დავშორებულიყავით მშვიდად,წყნარად,ერთმანეთის ლანძღვის გარეშე. ჩვენ არ ვიყავით ეგოისტი წყვილი. მე მიყვარდა ის...მიყვარდა მისთვის...არ ვამბობდი,რომ მიყვარდა მასთან მყოფი მე...არც ჩემთან მყოფი ის... მე მისი არსებობა მიყვარდა... თუნდაც შორს ჩემგან. ჩვენ არ ვღლიდით ერთმანეთს,ვიცოდით როდის უნდა შეგვეწყვიტა,როდის უნდა დაგვეწყო... მერე ვიგრძენი,რომ უჭირდა,ცუდად იყო,სტკიოდა... ვიგრძენი,რომ სიტყვები ენაზე ეფანტებოდა,მაგრამ მისი თვალების ენა ვიცოდი. მივხვდი! გავიგე... მეტკინა,საშინლად მეტკინა... მას წასვლა უნდოდა,მე უნდა გამეშვა! და მე გავუშვი... აი ასე! ყველაზე ნამდვილია გრძნობა,რომელიც არა ეგოისტურია... გავუშვი თეფშების მტვრევის,ჩხუბის,კივილის,ისტერიკის, ვენების გადაჭრის გარეშე,დასველებული ბალიშით და დასიებული თვალებით... ვიცოდი,რომ ეს გამოცდა იყო... რომ ჩვენ ეს გამოცდა უნდა ჩაგვებარებინა... შედეგი ორივესთვის ნათელი იყო... ***** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.