შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სალომე


20-12-2015, 19:15
ავტორი Alastar
ნანახია 2 341

პირველი შეხვედრა იყო პირველ კლასში.მალევე ძვირფასი გახდა მისი მწვანე თვალები და წრფელი,გულუბრყვილო ღიმილი ჩემთვის.წლების მანძილზე ერთ მერხთან ვისხედით.საოცრად ვავსებდით ერთმანეთს,ერთნაირად ვაზროვნებდით,თითქოს ერთი მთლიანობა ვიყავით.ხშირად ვიბუტებოდით რაღაც უაზრობებზე და ხუთი წუთის შემდეგ ერთმანეთს ვეხუტებოდით.რამდენჯერ მითქვამს
"ხომ იცი დიდი ხანი ვერ ვძლებ უშენოდ"
ახლაც ვგრძნობ მის სხეულს ჩემს სხეულზე ჩახუტებისას.მისი კოცნაც მახსოვს,ხშირად მეუბნებოდა
"ნახე რა სხვანაირი კოცნა ვიცი"
და სავსე ტუჩებს მომაწებებდა ხოლმე შუბლზე.მართლაც განსხვავებული კოცნა იცოდა,ჩახუტებაც,მეგობრობაც და საერთოდ თვითონ იყო განსხვავებული.
ყველაფერი ერთდროულად გვემართებოდა,ყველაფერს ერთდროულად ვაკეთებდით.არაიდენტური ტყუპები ვართთქო ვეუბნებოდით ერთმანეთს.ყველაფერი მახსოვს,ყველა წუთი მასთან გატარებული,მახსოვს როგორი იყო მისი სახის თითოეული წერტილი,მისი ღიმილი,ხმა,სიარულის მანერა,ქცევები.ჩემი არცერთი დღე არ იყო მის გარეშე,ის იყო ჩემი ნარკოტიკი,ჩემი სულის ნაწილი.ბედნიერება წვრილმანებშიაო ახლა ვხვდები ამ სიტყვების ჭეშმარიტებას,ახლა გავიგე სიცოცხლის ფასი.
და მე-ადამიანი,რომელიც ყველაფერზე ვამბობდი ალბათ ასე სურდა ღმერთს,ასე იყო საჭიროთქო ვეღარ ვამბობ ამას.ვფიქრობ და ვერ ვხვდები რატომ?რაში სჭირდებოდა მისი წაყვანა?ის ხომ ჯერ კიდევ პატარა და სუფთა იყო,მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა,უხაროდა თითოეული დღე,უყვარდა ყველა და ყველას უყვარდა ის.
კარგად მახსოვს ის დღე,რომელიც ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდ დღედ იქცა.მეგობარმა მომწერა გაიგე სალომე რო გაზით მოიწამლაო? თავიდან ვიფიქრე ალბათ მსუბუქადაა მალე გამოკეთდებათქო,ვერ ვიფიქრებდი და არც მივცემდი ჩემს თავს ცუდზე ფიქრის უფლებას.
დედაჩემისგან გავიგე ის,რის გაგებასაც სიკვდილი მერჩივნა.
გავშეშდი,გავქვავდი,თითქოს სულის ნაწილი ამომგლიჯეს,თითქოს გულმა ფეთქვა შეწყვიტა.
იმაზე საშინელი სანახავი ჩემს ცხოვრებაში არაფერი იყო,როგორიც მისი უსულო სხეული,ახლაც ვგრძნობ იმ სიცივეს,რომელიც მაშინ ვიგრძენი შუბლზე რომ ვაკოცე.
ვუყურებდი როგორ იწვა კუბოში და ვფიქრობდი
"სალომეს აქ რაუნდა?"
ვეხებოდი მის გაქვავებულ სხეულს,ვუყურებდი დედამისის საცოდაობას და გული მიკვდებოდა
ისევ ყურებში ჩამესმის მისი სიტყები
"ხომ იცი,რომ შენი იმედი ქონდა?"
ვუყურებდი როგორ აყრიდნენ მიწას,მესმოდა ის საშინელი ხმა და არაფრის გაკეთება არ შემეძლო.იმ დღეს მივხვდი რას ნიშნავს გამოუვალი მდგომარეობა.
დღეს კი მისგან რაც დამრჩა არის მოგონებები და მისი თმისსაბნევი,რომელიც მისი თმის სუნითაა გაჟღენთილი და მეშინია ეს სურნელიც არ გაქრეს ისე,როგორც სალომე.
მას უნდა ეცოცხლა,უნდა გაეხარა.სამყაროს ჭირდებოდა ის.



№1  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent