შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Vacuum


29-12-2015, 01:42
ავტორი Archive
ნანახია 2 230

ბოლო დღეებია თითქმის არაფერი მესმის.
არ მესმის მუსიკა, ქარის ხმა, კარების მიჯახუნება და საათის წიკწიკიც.
სამაგიეროდ მშვიდად მძინავს, ნაგვის მანქანის ძრავა და ეკლესიის ზარების ჩანაწერი აღარ მაღვიძებს.
მარტო საკუთარი ხმა მესმის, როდესაც ლაპარაკს ვცდილობ. მაგრამ მარტო მე მესმის, სხვებს ვერ ვაგონებ.
არადა ვყვირი, ვყვირი, ხმა მეხლიჩება, ყელი მეწვის. იულია კიდევ აგრძელებს: „არ მესმის, ხმამაღლა, ხმამაღლა...“. ხელის ჩაქნევის ვიბრაციას ვგრძნობ.
სასაცილოა..
სავსეა სამყარო სიმბოლოებით. ან პირიქით.
ვფიქრობდი, იქნებ ასე სჯობს. არის რაღაც კომფორტი, იდუმალების ეგოისტური ნაწილაკი ამ სიჩუმეში.
ვერ გავძელი, ვერაფრით. უმელოდიობამ ჭკუიდან გადამიყვანა.
არც წვიმის ხმა მომნატრებია, არც ფოთლების შრიალი, დრო იყო ცოტა.
მუსიკა მომენატრა, ყველაფრით, გიჟივით, სისულელემდე. ზედმეტად ბევრი იყო დრო.
...
დღეს ექიმთან ვიყავი.
სამყარო იმაზე ხმაურიანია ვიდრე საჭიროა.



№1  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent