Olivia
-მე არ ვარ ქალი,რომლითაც შეგიძლია გაერთო როცა მოწყენილი ხარ.მე არ ვარ ქალი,რომელსიც ფილმის ბოლოს მთავარ გმირს მკლავებში უვარდება.თუ გინდა ჩემთან ყოფნა,დაიმსახურე. ბოლო ხმაზე ვყვირი და ნერვიულობიგან ხელები მეყინება.მერე კაბინეტის კარებს ხმაურით ვკეტავ და ლიფტით პირველ სართულზე ჩავდივარ."არ მოგცემ საშუალებას რომ შენი თანამშრომლებივით მეთამაშო"-საკუთარ თავს ველაპარაკები,ბოლო დღეებია დამჩემდა. -ოლივია-კარლის ხმა მესმის-ოლივია,დამიცადე. -დღეს არა კარლ.-მობეზრებული ხმით ვპასუხობ. მანქანაში ვჯდები და სარკეში ვხედავ კარლს,რომელიც უკვე უკან ბრუნდება. **** **** **** **** ტაფას ვაცხელებ,მაცივრიდან ბეკონსა და კვერცხს ვიღებ,ყავის აპარატს ვრთავ და სიგარეტს ვუკიებ.საკუთარ თავზე მეცინება,არასდროს ვყოფილვარ გაუბედავი,მაგრამ ის რაც დღეს გავაკეთე მგონი ყოველგვარ ზღვარს სცდება. გამარჯობათ,მე ოლივია ვარ. მამა ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა.ბანკში მუშაობდა,ძარცვის დროს მძევლად აიყვანეს.რომელიღაც პოლიცილის ტყვიას ემსხვერპლა,როცა მძარცველები შენობას ტოვებდნენ რომელიღაცამ ცოცხალ ფარად გამოიყენა.ერთი კვირის ვიყავი დედამ,ბებიასთან(მამაჩემის დედასთან) რომ დამტოვა და გაქრა. ბებიამ გამზარდა.მისი უზომოდ მადლობელი ვარ,ვერასდროს გადავუხდი მას იმ ყველაფრის საფასურს რაც ჩემთვის გააკეთა.ყველაზე მთავარი კი რაც მისგან ვისწავლე,ისაა რომ ერთადერთი რისთვისაც ბრძოლა ღირს ბედნიერებაა. წესი #1 რადაც არ უნდა დაგიჯდეს,მოიპოვე ბედნიერება! ყველაზე ბედნიერი კი მაშინ ვიყავი როცა პირველად შევხვდი რიჩარდს.გამოჩნდა და ათასობით გრძნობა ქარიშხალივით დამატყდა თავს. რომ არა ზარი ,დიდხანს გაგრძელდებოდა.ფინჯანი ჭურჭლის სარეცხ ნიჟარაში ჩავდე და კარების გასაღებად წავედი. მაქსი იყო,რიჩარდის მძღოლი.არ გამკვირვებია,ის არასდროს მოდის ჩემთან სახლში. -ბატონ რიჩარდს უნდა რომ ვახშამზე დაეწვიოთ.-მითხრა და ყუთი გამომიწოდა-რვა საათზე გამოგივლით. ჩემს ოთახში შევდივარ და ყუთს ვხსნი.კაბაა,შავი აბრეშუმის კაბა. სიმწრისგან მეღიმება.იცის როგორ ვერ ვიტან აბრეშუმს და შავ ფერს. -კარგით სან,ვითამაშოთ.-კაბას ვირგებ და ანარეკლს გამომწვევად ვუღიმი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.