შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაშინ აპრილი იყო და ნუში ყვაოდა...


29-12-2015, 13:13
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 305

ვიღიმი და ვამბობ,კარგად ვარ-მეთქი,ხალხს ხშირად ხალისიანით კი ვგონივარ,მაგრამ ჩემზე დეპრესიული ადამიანი არსად მოიძებნება...ვერიდები ხალხს,არ მინდა ჩემი განწყობა და ხასიათი მათაც გადავდო..არ მინდა,რომ ისიც დავაავადო ამ განკურნებელი სენით...
მე..მე მარტოსული ადამიანი ვარ...როცა ამას ვამბობ,ხალხს უკვირს..მაგრამ ასეა..მეცინება,როცა ვინმე თბილ ადამიანს დამიძახებს..მე არ ვარ თბილი,ჩემში დიდი მონსტრი ბუდობს..მე არ შემიძლია განახვოთ სიყვარული,მე არ შემიძლია ვიყო ბედნიერი...ჩემთვის ეს სიტყვა არარსებულია..
მე ყოველ დილით ვიღვიძებ და თავს ვატყუებ,რომ კარგად ვარ...მე მუდამ მარტოსული ვარ და თავს ვატყუებ,რომ ასე არაა..მინდა,რომ ასე არ იყოს,მაგრამ ასეა...
მე უკვე ცხოვრება ყელში ამომივიდა...აღარ მინდა ეს ყველაფერი გაგრძელდეს..ცხოვრებაზე საშინელი რამ არ არსებობს..არ შემიძლია ვიგრძნო ის,არ შემიძლია ვიცხოვრო მასში...
მე მყავს ოჯახი,მაგრამ მასში თავს ოჯახად ვერ ვგრძნობ...
მყავს ნაცნობები,რომლებიც ჩემთვის უცნობებად ქცეულად..
მყავს მეგობრები,რომლებსაც საერთოდ არ ესმით ჩემი და რომლებსაც უკვე შევეშვი...
მე მომბეზრდა ეს ყველაფერი..ისევ ვიტყუები და ყველას ვატყუებ,რომ კარგად ვარ...ვამბობ,რომ ცხოვრება მიხარია.ვამბობ,რომ ღიმილი მიხდება...მაგრამ რეალობაში არასდროს ვიღიმი...
მე უბედური ვარ....მე ყველაფერი მომბეზრდა,რადგან ეს ცხოვრება უბრალოდ სულს მხუთს...
ვიხრჩობუ..ვგრძნობ,რომ აღარ მინდა აქაურობის ნაწილი ვიყო...აღარ მინდა,რომ დედამიწელი მერქვას..აღარ მინდა,რომ საერთოდ მქონდეს სახელი..
აღარც ცხოვრება მინდა და აღარც არაფერი..
ყველაფერი ფუჭია,ყველაფერი ამაოა...
ჩემი აქ არავის ესმის..
მე კი მომბეზრდა ზედაპირულად ყოფა...მე აღარ მინდა,რომ ცოცხალი ადამიანი მერქვას..მე უბრალოდ მინდა,რომ მოვკვდე...ჩავისიუნთქო ერთხელ და მოვკდე...
მე არ შემიძლია ვიყო ამ ხალხის ნაწილი..
მე არ შემიძლია ჩემი ოჯახი საკუთარ ნაწილად აღვიქვა..
მე არ შემიძლია დილას გავიღვიძო და ვთქვა,რომ გავიღვიძე..
მე მიმძიმს,რომ ვარსებობ..
მტანჯავს ეს არსებობა..
ერთხელ მართლაც საბოლოოდ გამომაცლის ძალას და ყველაფერი დასრულდება..
უბრალოდ დასრულდება..უბრალოდ დაესმემა წერტილი ამ ყველაფერს...
მე ცხოვრება მძულს..ის ყველაზე სასტიკი რამაა..ის მუდამ გვწირავს ჩვენ..არა,შეიძლება თქვენ არა,მაგრამ მე...ჩვენ ერთამანეთს მას შემდეგ ვერ ვეწყობით,რაც პირველად შევუერთდი მას...
მგონი,მაშინ აპირილი იყო და ნუშიც ყვაოდა,მგონი..
მგონი,მაშინ ბევრის საყვარელი დრო იყო..
მაშინ რაღაც მუსიკა ჟღერდა..როცა დავიბადე ბევრს უხაროდა,ალბათ..მაგრამ მე არ მიხაროდა...
მაშინ სიცოცხლეზე მღეროდნენ რაღაცას..მე ეს მახსოვს..
მაშინ აპრილი იყო...ის წყეული აპრილი,როცა ვიღაცამ ნუში ააყვავა...
დიახ,ააყვავა!
და ვიღაცამ მე მშობა...
რისთვის?
იმისთვის,რომ ის დღე მეწყევლა..
მხოლოდ ამისთვის.
ვიღაცამ იმ წყეულ შვიდ რიცხვში მე შემქმნა...
ეს არ უნდა მომხდარიყო.
არა,არა...არა!




მაშინ აპრილი იყო,მაშინ ნუში ყვაოდა,
ჭიკჭიკებდნენ ჩიტები,გაზაფხული დგებოდა.
მაშინ მე დავიბადე,ცხოვრება გამიმწარდა,
მაშინ წვიმები იყო და ცრემლებად მცვიოდა.

იმ დღეს მე დღესაც ვწყევლი,ნეტავ რატომ მშობესო,
ნეტავ რატომ მაჩუქეს ჯოჯოხეთის ცეცლხიო.
რატომ მომცეს ქარიზმა,გული ჩამომთალესო,
რატომ მწვავენ ამ ცეცხლში,ჩემი რად არ ესმითო.

იმ დღეს ნუში ყვაოდა,თანაც თოვდა მალიმალ,
იმ დღეს ჩემთვის გაცოცხლდა საფრთხობელა,პატარა.
იმ მშვენიერ ლამაზ დღეს,იცი,ახლაც ვწყველიო,
ვაღიარებ,მე ვყვირი-დაბადება არ მსურდა!



№1  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent