ის, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს (ანუ მე და ღამე)
არავის უთქვამს რომ ეს მარტივი იქნებოდა, სამაგიეროდ, ყველა ამბობს, რომ ეს ამად ღირს!!! ახლა, ჯერ კიდევ სუფთა ფურცელს მთვარე მინათებს... ჩემი ვერცხლიასფერი, სევდიანი და მარტოსული მთვარე! როდის მოვასწარი მისი დაჩემება და შეყვარება ვერ გეტყვით, მაგრამ ის ყველა მარტოსულისაა-ამის თქმა შემიძლია მხოლოდ... მთვარეს იმ წამიდან ვემეგობრები, რაც ჩემსა და მას შორის მსგავსება დავინახე... მთვარეს ბევრი ვარსკვლავი უმშვენებს გვერდს, მაგრამ მისთვის თითოეული მათგანი მაინც მიუწვდომელია და მასში მაინც ვხედავ მოკიაფე სევდას... დიახ, მე ამას თვალნათლივ ვხედავ (ისევე, როგორც ჩემს თავში!) ყველაზე უცნაური ქმნილებები კი მაინც ადამიანები ვართ! კითხვაზე:- რა გიყვარს ყველაზე მეტად? ზოგისგან მიიღებთ პასუხად შოკოლადს, ზოგისგანაც შეყვარებულს... ჰმმ... ეს ყველაფერი ჩემთვის უცხოა, ძალიან შორეული. ჩემთვის რომ ეკითხა ვინმეს მსგავსი რამ მთვარიან ღამეს ვუპასუხებდი (მინდა გითხრათ წვიმა და მოღრუბლული ამინდიც არანაკლებ მიყვარს). ნამდვილად! ჩემში რაღაც იდუმალი გრძნობა იღვიძებს, მაშინ როდესაც სავსე მთვარე მესალმება და თითქოს მისკენ მიხმობს ამ დროს ჩემთვის დრო ჩერდება... უბრალოდ ძალა არ შემწევს შეწინააღმდეგების. ჯანდაბა! მგონი ამ ბურთს დედამიწაზე დიდი მიზიდულობა აქვს! სწორედ ამგვარად ვრჩებით მარტონი. მე და მთვარე ერთმანეთის სანუგეშოდ! როცა მთვარე მის ნაზ, სევდიან მზერას მისწორებს, ფიქრებისგან აფორიაქებული სული მიწყნარდება და მეც ამ დროს ისეთი მშვიდი ვარ როგორც არასდროს..! სავსე მთვარე ყოველ ჯერზე მხდის ,,ჭუჭტიან ტანსაცმელს" და სარკის წინ სრულიად შიშველს მაყენებს. ჩემთვის კი ყველაფერი აზრს კარგავს! რც არ უნდა დავუმალო სხვას, მთვარეს ვერ გამოვაპარებ. უფროსწორად მთვარე საკუთარ თავთან პირისპირ მაყენებს, საკუთარ გულში მახედებს. სასაცილოა როცა ვამბობ რომ საკუთაარ თავთან შუამავლად მთვარე მყავს მაგრამ ასეა... და მეც ყოველღამე მთვარის წინ ვდგავარ სულით დედიშობილა, მოჯადოებული... ალბათ დღე ასნაირი ნიღბის ტარება მაინც გვიწევს და ეს არავინ უარყოს. მე კი მთვარესთან ნიღაბი არ მჭირდება... საბრალოა ის ადამიანი, ვინც ერტხელ მაინც არ ზიარებულა ღამეს და მის იდუმალებას. საბრალოა ის, ვისაც ნიღაბი ღამეც კი არ მოუხსნია. საბრალოა ის, ვისაც ჰგონია რომ ღამე მორფეოსის სამყაროსთვისაა. ვფიქრობ, ვინც საკუთარ ,,მეს" გაურბის სწორედ მას არ უყვარს ღამე და დღე ყალბღიმილაკრული ამძიმებს დედამიწას. ჩემი ვერცხლიასფერი, სევდიანი, იდუმალი მთვარე... ახლაც როგორ მეფერება მისი თეთრი ხელებით... ნელნელა იხრება დასავლეთისკენ და მას უჭირს ჩემთან განშორება, ჩემსავით... მაგრამ მე მისი მადლიერი ვარ, რომ გამაცნო ჩემი თავი უნიღბოდ. ალბათ, ჩემს მადლიერებასაც გრძნობს მთვარე! ჩემი ვერცხლისფერი, მარტოსული და იდუმალი მთვარე! მთვარე, როგორც ღამის მშვენება და მარგალიტი! მთვარე, როგორც ჩემი მეგობარი! ჩემი მთვარე... ის, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს! დიახ... ჩემი მთვარე!!! ალბათ ახლა იტყვით ვის დაჰკარგვიაო... არაფერი არცერთი პროცენტით არ მამართლებს რომ ასე დავიკარგე... უბრალოდ თქვენი სულგრძელობის იმედი მაქვს... იმედი მაქვს რომ მიღებთ უძღებ შვილს... უბრალოდ ვერადავერ შევეგუე კლავიატურაზე წერას... თითქოს კლავიატურის დანახვისთანავე გამირბიან ფიქრები. ამხნის მანძილზე გადავავსე რვეულები ჩანაწერებით მაგრამ მიჭირს ამ ყველაფრის საჯაროდ წერა! მინდოდა გამომექვეყნებინა ჩემი წინა ღამის მონაბოდვარი და უძილობის შედეგი და აი, იმედია მიმიხვდით რაც ვიგულისხმე თითოეულ წინადადებაში... ჩემგან მალე ელოდეთ კვლავ სიახლეებს! მიყვარხართ... მუდამ თქვენი მარტოსული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.