შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახლი წელი შემობრძანდა...


1-01-2016, 00:42
ავტორი zak
ნანახია 2 047

ამ სიახლეზე ყურადღებას დიდათ ნუ გაამახვილებთ,ისე დავჯღაპნე,პირდაპირ მილოცვაზე გადადით,სრული იდიოტიზმი და პესიმიზმია...
** ** ** ** ** ** ** **
შემობრძანდა ახალი წელი...
ფეიერვერკის ხმა მესმის,მაგრამ მისი ნახვა არ მინდა...ოთახში მარტო ვზივარ და წინასწარ ვამზადებ მისალოც სიტყვას რამდენიმე ადამიანისათვის...
ბიძაჩემი კაცმა არ იცის სადაა,ბებიას სძინავს.მას ახალი წლისათვის არ სცალია,ჯერ კიდევ გარდაცვლილ შვილს დარდობს...
საახალწლო სუფრა?!ნურც ახსენებ,რათ გინდა სამზარეულოში დალაგებული საჭმლის ოთახში დალაგება თუ მხოლოდ შენ უნდა შეექცე?!ნაძვის ხე მას შემდეგ რაც შარშან კარადის თავზე შევაგდეთ არც კი ჩამოგვიღია...
ახლა გადავეყვიტე მამაჩემი ფეისბუქზე დამემატებინა,სასწაული მოხდა,მომწერა...ახალი წელი მომილოცა,სატირალი რომ არ ყოფილიყო სიცილით მოვკვდებოდი.ახლა ახალ წელს მილოცავს უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში კი მხოლოდ ერთხელ დამირეკა ისიც დაბადების დღის მოსალოცად.კარგად მახსოვს მითხრა თუ ვინმე გაგაბრაზებს მითხარი და ჭკუას ვასწავლიო...ბევრი ვინმე მაბრაზებდა,მაგრამ ვისთვის უნდა მეთქვა?მას აღარ დაურეკავს...როგორ უნდა ვუწოდო მას მამა,როგორ ვუსურვო კარგი,მაგრამ მე ხომ არაჩვეულებრივი პირფერი ვარ...
მეგობრებს სათითაოდ მივწერე,სულ განსხვავებული სიტყვები,სამწუხაროდ პასუხი ყველასი ერთნაირი იყო...
გამეცინა,ისევე ირონიულად გამეცინა,როგორც ჩვეულებრივ და გამახსენდა დედამ როგორ მითხრა ეგ ღიმილი მამისაგან გამოგყვაო.ვიმედოვნებ,მხოლოდ ღიმილი...
ფეიერვერკის ხმამ ჩემი ცუგა დააფრთხო,სახლში შემოვიყვანე.პატარა მაგიდას მივუჯექი,ლეპტოპი მუხლებზე დავიდე და პიცის ნაჭერს დავწვდი,კოლაც მოვწრუპე...ნამდვილი ანშლაგი იცით რა იყო?!ძაღლი ადგა და კარებს დაუწყო წვალება,გარეთ გაშვებას მთხოვდა...ვერ ვიტან ტირილს,მაგრამ მომინდა რომ სადმე გარეთ ვგდებულიყავი და ბოლო ხმაზე მებღავლა.“შევაჯამებ გასულ წელს...ამ წელს ბევრი დასამახსოვრებელი რამ მოხდა“მემგონი ჩემი ნათესავის პოსტიდანაა ციტატა...ისევ ჩამეცინა.მისთვის დასამახსოვრებლი ის დღეებია როდესაც ხალხის ყურედღების ცენტრში მოექცა.როცა ვარსკვლავი ეგონა თავი.ჩემთვის კი ის დღეები,როდესაც მართლაც რეალურად მეცინებოდა...რატომ არ შეგვიძლია ცუდ ხუმრობაზე უბრალოდ არ გავიცინოთ და მორჩა?!რატომ ვფიქრობთ სხვის ტკენაზე,როცა თავად ჩვენ გაუსაძლისად გვტკივა...
არ მესმის,რატომ არ უნდა უხაროდეს ცამეტი წლის გოგოს ახალი წელი.რატომ უნდა იცრემლებოდეს ახალი წლის პირველ წუთებში უბედურებისაგან და რატომ უნდა ულოცავდეს ყველას ამ დღეს გაღიმებული სმაილის თანხლებით.
მინდა რომ პატარა ვიყო...ჯერ კიდევ იმ ასაკში,როცა თოვლის ბაბუის არსებობის მჯეროდა,მინდა რომ ახლაც მომიტანოს ოჯახის რომელიმე წევრმა ზღაპრების წიგნი,სადაც ყველაფერი კარგად მთავრდება,სადაც ყველა ბედნიერია...
მინდა რომ ვიღაცამ ნამდვილი გრძნობით მომილოცოს,წრფელი ღიმილით ჩამეხუტოს და მითხრას რომ მარტო არ ვარ.მინდა რომ ახალი წელი ისევე მიხაროდეს როგორც ოთხი წლის პატარა ბავშვს უხარია თოვლის ბაბუს დატოვებული სათამაშოს ნახვა.ბევრი რამე მინდა,ვიცი,აქაც ირონიულად მეცინება...მოკლედ,ეს ახალი წელი,ყველასაგან გამორჩეულია.ახლაც,ავდგები და კიდევ ერთ ნაჭერ პიცას მოვიჭრის,კოლას მაგივრად ერთ ჭიქა ღვინოს დავლევ და ახალ წელს ვადღეგრძელებ,იქნებ მომდევნო შობა მაინც იყოს ისეთი როგორიც შვიდი წლის წინათ...
იმედი კვლავ იმედათ დარჩება,
მილოცვები არ წყდება...
იქნებ სიმართლის მარცვალი ვიპოვო რომელიმე მეგობრის მოლოცვაში...
** ** ** ** ** ** ** **

ყველას გილოცავთ ახალ წელს,ბედნიერების,ოცნებებისა და სურვილების ახდენის,მომტანი ყოფილიყოს ეს წელი ყოველი თქვენგანისათვის.ამ ახალ წელს თქვენთვის მოეტანოს ახალი ნაცნობობები,ახალი განცდები და ბედნიერება...
სიყვარულით zak



№1  offline წევრი maridb

შენც ასევე<3 სულლ ბედნიერი და გახარებული ყოფილიყავიი<3 love
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

სამწუხაროდ ყოველთვის არ ესმით ჩვენი.უბრალოდ დაიკიდე ის ვისაც კიდიხარ და გაიღიმე.ყველას ჯინაზე ბედნიერი უნდა იყო.

 


№3  offline წევრი zak

maridb
შენც ასევე<3 სულლ ბედნიერი და გახარებული ყოფილიყავიი<3 love

გმადლობ,საყვარელო love

ლორელაი
სამწუხაროდ ყოველთვის არ ესმით ჩვენი.უბრალოდ დაიკიდე ის ვისაც კიდიხარ და გაიღიმე.ყველას ჯინაზე ბედნიერი უნდა იყო.

გეთანხმები,მაგრამ ხანდახან რთულია ისეთი ხალხის დაკიდება რომელიც შენთვის,ყველაფრის მიუხედავათ ძვირფასია.ვეცდები რომ რჩევა გავითვალისწინო love

 


№4  offline წევრი tukako

giiilocav bedniereba da warmatebebi mteli gulit<3 <3

 


№5  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent