მე და ის- Happy we
ცხოვრება ჩვენს სახლში განვაგრძე,მაგრამ მარტო მე და ბავშვებმა,მითხრა მე წავალო...არაფერი წაუღია,არც ერთი მასური და შარვალი...ყველაფერი ისე იყო,თითქოს ერთად ვიყავით,გარედან ასე ჩანდა,სხვებისთვის ასე იყო...არასდროს აკლდებოდა მნიშვნელოვან დღეებს,ბავშვების ბაღის ზეიმსა თუ დაბადების დღეებს... მტკიოდა მაგრამ ვმალავდი...ერთმანეთს ყოველ დღე ვესაუბრებოდით ტელეფონზე,ბავშვების ამბებს კითხულობდა...მოსიყვარულე წყვილიდან საუკეთესო მეგობრებად ვიქეცით,ერთმანეთის ამბებს,რომ ვუყვებოდით და ვიცინოდით... ცხოვრება თითქოს დალაგდა,შევეჩვიე იმ ამბავს,რომ საღამოს გაღიმებული სახით არ შემოაღებდა კარს,ხელში ატაცებული ჩვენი შვილებით აღარ წამოვიდოდა ჩემს საკოცნელად...მივეჩვიე,რომ ჩვენს საყვარელ სიმღერებს აღარ ვუსმენდით ერთად,აღარ აძინებდა ბავშვებს ,სანამ მე ვრეცხავდი ჭურჭელს... მისი კოცნის გარეშე გათენებულ დილასაც შევეჩვიე... ყველას აინტერესებდა რა მოხდა ჩვენს შორის, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვიღიმოდით და კითხვას თავს ვარიდებდით... უკვე ხუთი თვე გავიდა,რაც დილა ერთმანეთით არ დაწყებულა,31 დეკემბერი იყო...გაღვიძებულს მის მხარეს გადაბრუნება არ მინდოდა,მტკიოდა,რომ ჩემთან არ იყო... ბავშვები ჩემებს გავუყვანე,მე აღნიშვნის თავი არ მქონდა,მაგრამ მათ უნდა ემხიარულათ,ჩემს ძმის შვილებთან ერთად გაატარებდნენ ახალ წელს... სახლში დაბრუნებულმა,ყველა მისი ნაცვამი,ჯერ კიდევ მისი სუნშერჩენილი მაისური ამოვიღე და დავყნოსე,ხელში მაისურით ვიჯექი კომპიუტერთან და ჩვენს საერთო ფოტოებს და ვიდეოებს ვუყურებდი... დამირეკა,მომილოცა... მადლობაო,გული ამეწვა,შემეშინდა,ადრე მადლობა არასდროს მოუხდია... ვიგრძენი რაღაც შეცვლილიყო,სევდიანი მომეჩვენა... ნაძვის ხის ქვეშ ვიჯექი და წერილს ვწერდი...სანტასთვის...რომელიც წელს ჩემთან აღარ მოვიდოდა...მე ხომ ვიცოდი...ის იყო ჩემი სანტა... "თუ არ დამიბრუნდები,შენი დავიწყება მაინც მასწავლე" წერას მოვრჩი,წერილი მაგიდაზე დავდე და ქურთუკი მოვიცვი... კორპორატიულ ფართზე წავედი,თანამშრომლებთან... გაუკვირდათ...მე ხომ არასდროს არ დავწრებულვარ ამ ფართს,ჩვენ ყოველთვის ერთად ვხვდებოდით ახალ წელს ბავშვებთან,ის ყოველთვის ჩვენი სანტა იყო,ამბობდა,რომ ბავშვები არ უნდა მოგვეტყუებინა,რომ არ უნდა ჰგონებოათ სანტა რეალური,ამიტომ ორივემ ზუსტად იცოდა,მათი მამიკო იყო სანტა... პირველად ვიყავი წვეულებაზე მის გარეშე,პირველად ვსვავდი სასმელს მის გარეშე... პირველაად ვგრძნობდი მამაკაცების უტიფარ მზერას...მასთან ერთად მყოფს ვერ გვიბედავდნენ ასე ყურებას,ან მე ვერ ვამჩნევდი მისი სიყვარულით გაბრუებული, სხვა მამაკაცებს... პირველად ვიცეკვე მამაკაცთან,მე ხომ მის გარდა არავისთან მიცეკვია... პირველად მეხებოდა სხვა მამაკაცი და მე ვიგრძენი,რომ სასურველი ვარ... არ გამხარებია,ვერ ვიგრძენი სიხარული,კმაყოფილება...ვცეკვავდით,მე თვალები დამეხუჭა,რადგან ცრემლების შეკავება მინდოდა...პირველად შემეხო სხვა მამაკაცი ბაგეებზე,არ დავმფრთხალვარ,ავყევი,ყოველგვარი ვნებისა და სიყვარულის გარეშე...ვიცოდი ეს არ იყო ნამდვილი,როგორ შეიძლება ასეთი ცარიელი კოცნა ნამდვილი ყოფილიყო... მერე უბრალოდ ავდექი და წამოვედი... ბევრი ვიარე ფეხით,თორმეტ საათს ქუჩაში შევხვდი... თავი მაღლა არ ამიწევია,როგორ უნდა დამენახა განათებული,ბედნიერი ქალაქი მის გარეშე... სახლში ისე შევედი სინათლე არ ამინთია,ნაძვის ხის განათების ფონზე მოვძებნე პლედი და დივანზე მივწექი... თვალებ დახუჭული ვიწექი მაგრამ არ მეძინა... საშინელ მარტოობას ვგრძნობდი... მინდოდა მეტირა,მაგრამ არ მეტირებოდა...მტკიოდა,მაგრამ ვერ ვტიროდი... ვიგრძენი,როგორ გადატრიალდა საკეტი კარში,თავი არ ამიწევია,არც შემშინებია,მაგრამ რაღაცის მოლოდინში გული ამიჩქარდა... ვიღაც ფეხაკრეფით შემოიპარა,თავზე დამადგა და მისმა სხეულმა ჰააერი აადუღა... მიყურა....დიდხანს და ფეხმოუცვლელად...გული საგულეში აღარ მიჩერდებოდა..ყურები დამიგუბდა...მინდოდა მოსულიყო და ჩამხუტებოდა... მე ხომ ვიცოდი რატომ მოვიდა,მე ხომ მის ფიქრებს ვკითხულობდი,ხომ ვგრძნობდი... ის უბრალოდ აგდა და მაგიდასთან მივიდა,ვიგრძენი...ვგრძნობდი,როგორ დაწერა რაღაც და მივხვდი ოთახი დაცარიელდა...ის წავიდა... რატომღაც არ მტკენია... დილამდე არ ავმდგარვარ,ინტერესი მკლავდა,მაგრამ მეშინოდა მინაწერის წაკითხვა... მთელი დღე უაზროდ ვიბოდიალე სახლში,რამდენჯერმე წერილის ასაღებად მისული უკან გამოვბრუნდი.შემეშინდა... პირველი იანვარი ისე დაღამდა, მეგონა სიზმარში ვიყავი,ბედობა შემოდიოდა...ვეღარ დავიმორჩილე აკანკალებული ხელები და წერილს დავწვდი... "მიმიღებ?"-გამეღიმა... უკვე ბედობა იყოო... გარეთ გავედი,ციოდა,მე კი ქურთუკის ჩაცმაც კი დამავიწყდა,ვეძებდი,მაგრამ არ ვიცოდი სად მენახა... უბრალოდ დავდექი შუა ქუჩაში,თოვლში და ზეცას ავხედე გაშლილი ხელებით:"ღმერთო,თუ ის ჩემი ბედია,თუ ჩვენ ერთმანეთს ვეკუთვნით,ისე როგორც აქამდე,თუ ისევ ვუყვარვარ,თუ ეს ყველაფერი შენი მოწყობილი გამოცდა იყო,ჩათვალე რომ ჩვენ ეს გამოცდა ჩავაბარეთ...თუ ეს ყველაფერი უბრალოდ გამოწვევა იყო და ვნებები სიყვარულზე მაღლა დგას,აგრძნობინე,რომ ველი,დააბრუნე..." უკან დავბრუნდი... როცა ადამიანს წასვლა უნდა, უნდა გაუშვა,თუ ის შენია,შენიანია დაბრუნდება... რაც ნამდვილია,ის ფასს არასდროს დაკარგავს...არ ღირს ინტრიგები და ისტერიკები,ხვეწნა-მუდარა,ძებნა... ვისაც დაბრუნება უნდა,დაბრუნდება... და მე უბრალოდ დავბრუნდი სახლში,ჩავრთე მადუღარა და გავაკეთე რძიანი ყავა და ჩაი,ლიმონით-უშაქროდ... კარი გაიღო,არ გამიხედავს,მაგრამ ვიგრძენი იღიმოდა... მერე ჩემს გვერდით მოკალათდა დივანზე...ჩემი ჩაი გატკბილდა... როცა გიყვარს თავის დაფასება არ ღირს... თუ დაბრუნება უნდა,მიიღე... ჩვენ გამოცდა ჩავაბარეთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.