შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სავარაუდო დასასრული


2-01-2016, 16:03
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 865

მინდა ვივალდის ოთხივე სეზონის შესაფერი ვიდეო რგოლი გადავიღო, მაგრამ ვიცი, რომ არაფერი გამომივა, ხოდა უკეთეს გზას ვპოულობ და ვკვდები. ვკვდები, ოღონდ არა აქ, ამ წამს, ტელევიზორის წინ, მაშინ, როდესაც ყველას სძინავს, მაშინ, როდესაც თოვს. ჩემი სიკვდილის უკანასკნელ წამებს ზღვის პირას ვატარებ, ან ტყეში, სადაც ლამაზი ცის ფონზე, სივრცის ხმაურით კოსმიურ მუსიკას ვქმნი, უფრო კონკრეტულად, ანგელოზების გალობას, ასე ვიტყოდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თავის მეტი ვერავინ გაიგებს. ხოდა ტყეში ვარ, ოღონდ არ ცივა. აქ ზამთარია, იქ ზაფხული. ტანში ერთ წუთიანი სასიამოვნო, და თან სევდის გამომხატველი ჟრუანტელი მივლის. კარგად ვარ, მაგრამ მაინც ვგრძნობ რაღაც არაამქვეყნიურს და გული მწყდება, მაგრამ არ ვიცი რაზე. გარშემო ხეებია. ცის რამდენიმე ზედაფენიდან ვიღაც მიმზერს, ნუგეშის მცემელი და მე მისი ისე მჯერა, როგორც არასდროს... ისე მიყვარს, როგორც მას მე, ან უფრო მეტადაც. ცა–მეთქი ვამბობ, მაგრამ უეჭველად სხვა რაღაცას ვგულისხმობ, უფრო დიდებულს, მშვენიერს. სიოც რა ნაზად არხევს ჩემს წინ ამაღებულ ნაძვებს. ჩემს სხეულში თავს არაკომფორტულად ვგრძნობ და ვფიქრდები ჩემს დასასრულზე. ხეზე ვეკიდები და თავს ვიხრჩობ... ან, მოდი არ გვინდა მსგავსი საშინელებები. უბრალოდ ვკვდები, არაფრით, უმიზეზოდ. მინდა და ვკვდები, უმტკივნეულოდ, შესაბამისად მე შევიგრძნობ სამყაროში არსებულ ყველა სასიამოვნო გრძნობას. ტყე მარტო რჩება. ერთი წუთის წინ, ტყე იყო ჩემთან, სხვა არავინ, ან მწარედ ვცდები. ჩემი ვირტუალური ფურცლებივით არსებული, და თან არარსებული ვხდები. სიკვდილის, როგორც სამარადისო სიცოცხლის დასაწყის ვახტები და თავს უკეთ ვგრძნობ. ვუერთდები ყველა არსებულ სამყაროს. ვხედავ კრშნას, ზევს, ოდინს, ფერიებს, და თუ გნებავთ ქრისტესაც. სულის მუსიკა მშვენიერი ყოფილა, მაგრამ ეს სიცოცხლეშივეც ვიცოდი.
თავიდან, ანუ... მე ვკვდები ზღვაზე, მღელვარე ტალღებთან და მზეც ისეთ ლამაზია, როგორც არასდროს. გარშემო არავინაა, იმიტომ რომ მე ასე მსურს... იმიტომ, რომ მე ვარ მწერალი. სიკვდილის პროცეს ნუ მკითხავთ, ამის მოფიქრების თავი არ მაქვს, ან უბრალოდ არ მინდა წარმოვიდგინო ის ტკივილი, რომელსაც ადამიანი სიცოცხლის უკანასკნელ წამებში განიცდის. ხოდა ასე, ზღვაზე ვკვდები–მეთქი, მაგრამ მარტო.
არააააა! არა! არა!
ვირტუალური ფურცლიდან ამოვშალოთ ეს ორას ოთხმოცდაათი სიტყვა და თავიდან, ანუ... მაღალ შენობაზე ვდგავარ და ჩემს ქალაქს ვუყურებ. ღამეა, მაგრამ არ ბნელა ტექნოლოგიური განვითარების გამო, რაზეც არც ისე ძალიან არ ვწუხვარ. ის ფაქტი უფრო გამანაწყენებდა, მთვარეს რომ შეეწყვიტა ნათება. რატომ მაინც და მაინც მთვარე? რას ვხდავთ ჩვენ, ჩვენივე სულიერი სამყაროს გამო ტანჯულები ამ უმოძრაო მთვარეში? რა არის მასში განსაკუთრებული? ვიცი, ის მარტოა. ის მარტოა და ამიტომაც ჩვენი მდგომარეობის გამომხატველად, უუნაროდ, გზააბნეული დაგვყურებს იმედიანი თვალებით. დღემდე, ამ უკანასკნელ წუთებშიც მთვარეზე სევდიან სახეს ვლანდავ, და იცით რატომ? ჩემი სახეა სევდიანი. სამყაროს აღიქვამენ ჩვენი გრძნობები და არა ჩვენ. სამყარო შავია? მაშინ, ჩემს ცხოვრებაში იმდენივე ცუდი მოხდა, რამდენ ვარკსვლავსაც ვხედავთ ცაზე, ან უფრო მეტიც. სამყარო ნათელი ფერებით განავარდებული სივრცეა? მაშინ... ალბათ, თუ არ ვცდები ყველაფერი რიგზეა. აი მე, ხო, მე რააა... აი ვინც ახლა ამ ყველაფერს გიყვებათ, ის სამყაროს ნათელი ფერებით ხედავს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან, ძალიან ცოტა აქვს კარგი ნანახი. რა არის კარგი? ტკბილი მოგონებები, მაგალითად ლაშქრობები, ზღვის პირას რომანტიკა, მუსიკა... ამის მეტი არაფერი გამაჩნია. ჩემი მოგონებებით ვცხოვრობ... უფრო სწორად, ვცხოვრობდი. ახლა კაცობრიობა, ღმერთი და ეს სამყარო, საზღვრებს ცდება. რა ვქნა, მე არ გამაჩნია ის გონება, რომ საზღვრებს გავყვე ამ მყრალ ადამიანებთან... ხო, მგონი სწორად ვთქვი, ადამიანები! ადამიანები... ადამიანები... ღმერთო ჩემო, რანი ვართ? არა, ეს კითხვა ცოტა არ იყოს ჩემს ლიტერატურაში მოიკოჭლებს, ლიტერატურაში კი არა, ჩემს ლექსიკონში, ამიტომ, ასე ვიტყვი, რა ჯანდაბა გვინდა აქ?... ან, რა ....ს ვაკეთებთ?... უფრო სწორად, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიგვატოვე ჩვენ? ( ეს ფრაზა ბიბლიიდან მაქვს ამოღებული და როდესაც მწუხარება თავს მესხმის, ამას ვიმეორებ ხოლმე... აი ახლაც, ეს ფრაზა სიამოვნებას მანიჭებს. დიდი სიამოვნებით ამ სიტყვებს იესოს ვეტყოდი, ჩემს მეორე მეს, ან ჩემს მეგობარს. ) უცხო პლანეტელების ექსპერიმენტის მეშვეობით გავჩნდით თუ დედაბუნება გვეკაიფება? თუ ასეა, ორივეს გავარტყი ყოველივე ამ უაზრობის დაბადებისთვის. ადამიანი... ადამიანები კი არა, მონსტრები შექმნეს. და თუ ეს ყოველივე ღმერთმა წამოიწყო... ( არა, „იმაზე“ ცუდს ვერავითარ შემთხვევაში ვიტყვი. არ მომწონს როდესაც მკრეხელი ვარ.) ეჰ, ღმერთო, ღმერთო, ერთი შენს თავში ჩამახედა... მგონი მას მაინც მკრეხელურათ გავკარი კბილი.
ისევ არააა! არაა! და არაააა!
ამის თქმა ვიცი ხოლმე: მოკლედ ბევრი რომ არ გავატრაკო, თავიდან უნდა დავიწყო...
„თავიდან უნდა დავიწყო“ ნიშნავს, რომ სახლში ვარ, ოღონდ მარტო არა... აბა ვისთან ერთად? ვისთან ერთად და ავარჩიოთ ვინმე გოგო, ვისთანაც სასიამოვნო ურთიერთობა მქონდა... არა, ესეთები არ არიან... თუმცა არის ერთი, ნინი. იყოს ნინი? ჯანდაბას, იყოს. ხოდა მე და ნინი სახლში ვართ–მეთქი, ამას გეუბნებოდით და ორივე ვწყვეტთ ს. ის მეუბნება, როკენროლის თანხმლებით მოვკვდეთო. შენ შიგ ხომ არ გაქვს–მეთქი? ანუ მე MOBI WAIT FOR ME -ს თანმხლებით სიკვდილი მინდა. შიგ ხომ არა მაქვს და ჯანდაბას, იყოს მობიო. ისევ სევდიან განწყობას ვუბრუნდებით. ბევრ ძილის წამალს ვსვამთ, მობის მუსიკას ვრთავთ და გაზს ვუშვებთ. უკანასკნელად ვეკითხები, გიყვარვარ–მეთქი? არაო. არც მე–მეთქი ვეუბნები და მიხარია, რომ ორივეს სიმართლის თქმის პროცესში გვეძინება. მართალი ადამიანები მიყვარს. არ ვიცი ეს სიზმარია თუ არა, მაგრამ მაინც მოვყვები: ენერგია ვარ... თუ რაც არ უნდა ვიყო, სხეული არ გამაჩნია, ალბათ ეს სულია, ხოდა დაუსრულებელ კოსმოსს ვათვალიერებ მობის მუსიკის თანმხლებით. ეს მოგზაურობა არასდროს დასრულდება. მე დავიბადე, ანუ ვცდები ჩვენს გალაქტიკას და ვათვალიერებ შავ ხვრელს, ჭიის ხვრელს, ცოცხალ თუ მკვდარ პლანეტებს, სამოთხეს, სულ რაღაც ერთ წამში. იქიდან დავყურებ ჩემს გვამს, რომელიც უკვე ერთი თვეა რაც საწოლზე ლპება. დამკრძალავ ბიუროში ვრეკავ და კუბოს ვუკვეთავ... ნუ ბოლოს და ბოლოს მეცოდება ჩემი თავი. დაე დავიკრძალო ისე, როგორც ყველა. ისე, სულ კრემაციაზე ვნატრობდი, მაგრამ ჯანდაბას, იყოს მიწის ქვეშეთი... ოღონდ TOM WAITS _ UNDERGRAUND - ი სულ მესმოდეს.
აუ, თავიდან? კი, კიოოო, მეუბნება ჩემი თავი და მეც ვშლი იმას, რაც დავწერე, ესეიგი ჩამოთვლილთაგან, არსად ვკვდები.
„მინი დღიური“ ანუ ახლა უნდა დავწერო რეალობა. ვივალდის ზამთარს ვუსმენ. ტელევიზორის წინ მოვკალათებულვარ და ვორდის ფაილში სრულ უაზრობას ვწერ, რითაც ვიგებ, უნდა მივუბრუნდე ტორესა მოსის „შენ ხარ ქრისტეს.“ მაგრამ სულ რამდენიმე სიტყვით მინდა კიდევ გავაგრძელო უაზრობა და ჩემს სავარაუდო დასასრულებზე ვწერო, ანუ... ანუ კი არა, აბზაცი, ახლავე!
აი მაგალითად გუშინ, ახალ წელს შეიძლება ბაიკერების უმოწყალო მუშტების რტყმას მოვეკალი, მაგრამ ეს არ მოხდა, იმიტომ, რომ იმ წამს ღმერთი ჩემს მხარეს იყო. ისე, ახალ წელზე გამახსენდა, გუშინ რა ჯოჯოხეთი იყო? ქალაქი, რესტორნები, ბარები, ყველგან სისხლი იყო... რა თქმა უნდა ჩემი სახლის გარდა, აბა, აქ არაფერი ხდება და რა სისხლი? ჩემს სახეზეც კი სისხლი იყო... მადლობა ღმერთს ჩემი გასიებული სახე ჩაცხრა, თორემ სარკეში ლაპარაკს ლამის გადავეჩვიე. რესტორანში ფული რომ დაგვაკლდა, ამან ცოტა გამაცინა და მგდომარეობიდან გამომიყვანა. ახალი წელი კი არა, ეს ის დღე იყო, როდესაც კანონები მოიხსნა. მაგრამ მე რას ვჩივი? იმ გოგონამ დაიწუწუნოს, ცუდი ახალი წელი მქონდაო, ბაიკერები რომ უმოწყალოდ ურტყავდნენ. მართალია უტრაკოთ ჩავერიეთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩავერიეთ და ეს საქციელი შორს იყო გენდერული ტანასწორობისგან, რადგან კაცის გამო თავს არ შევიწუხებდით. დღეს ჩემმა ერთ ერთმა მეგობარმა თვალი გაახილა გუშინდელი მოუგერიებელი მუშტის გამო რომ დახუჭა და ეს ავღნიშნეთ. არა, დღევანდელი დღე უეჭველად გუშინდელს ჯობდა... რაღაცეეებს წინ ვმჭვრეტელობ და მგონია, რომ ხვალინდელი დღე, დღევანდელზე უკეთესი იქნება. როგორც მგრძნობიარე ქართველები იტყვიან: ღმერთმა ქნას კაცო, ღმერთმა. ღმერთმა კი არა, შენ უნდა ქნა, შენ, ამის თქმა ვიცი ხოლმე მე.
ახლა ეს ჩანახატი მაფიქრებს, გაზი ხომ არ მოუშვა–მეთქი? რაღაც საინტერესო დასასრული იქნებოდა და იქნებ მართლაც ისეთია სიკვდილი როგორიც მე მგონია?! მაგრამ ასეთი ეგოისტიც არ ვარ, რომ ჩემს გამო მთლიანი ოჯახი გავგუდო. მაგარი იქნებოდა ტელევიზორში რომ გამომაცხადებდნენ, დაიღუპაო და ოჯახიც თან გაიყოლაო. ხალხი ჩემზე იტყოდა გიჟიაო, მაგრამ რა გიჟი, რის გიჟი, ჩვეულებრივი ბიჭი ვარ... ნუ შიგადაშიგ მეცამეტე ფერზე ფიქრს სადღაც არარსებულისკენ მივყავარ, მაგრამ ეგ არაფერი, მოევლება. ოღნოდ მხოლოდ იმიტომ ნუ შემაწერთ სიგიჟეს, რომ ჰალუცინაციები მაქვს... სმენითი არა, ხედვითი. ჰალუცინაციებში ისევ ჩემს თავს არ ვხედავ? ზოგი შიზოფრენიკი რომ ელაპარაკება ვინმე სპილოს, ეგრე კი არ ვარ. მე უბრალოდ ჩემთვის, სეირნობისას, ან ძილის წინ დაველაპარაკები ხოლმე ქრისტეს ან ისევ ჩემს თავს და ესაა და ეს. ისე, თუ კედლებს მართლაც აქვს თვალები, მაშინ ჩემი კედლები უდავოდ გამო....ვდნენ.
დილაა. ახლა თვითკვლელობაზე ცოტას ჩავფიქრდები, რომელიმე სატელევიზიო შოუს ვუყურებ ბოლოს კი თავს მოვიკლავ, ისევ ბუნებრივი აირის დახმარებით, ოღონდ ხვალ ადრე უნდა ავდგე, წასასვლელი ვარ, მეგობართან.



№1 სტუმარი სელია

პირველი, ნუთუ იმ ცხოველებს დედამიწაზე, რომ ცხოვრობენ ადამიანებს უწოდებ?! ოო მობი ითს გრეით, დედამიწაზე სულ სამი ფერია რომლისგანაც ვქმნით დაბარჩენებს ,შენ მეცამეტეს ხედავ მაგრამ საკმაოდ მარტივად სეგვიძლია დავინახოტ მეთოტხმეტე მეთხუმეტე და ა.შ.დაგინახავს მომწვანო - მოლურჯო ფერი ვარდისფრის და იისფრის ნაზავი რომ დაჰკრავს იცი როდის ჩნდება ?როცა მტვარე სავსეა ღამე კი ისეთი ნათელიი. ის შესანავია კიდევ ბევრია ასეთიი ფერები ან კიდევ უფერო ჩვენ გონებაში ჩაოყალიბებულები რომლის დანახვაც მხოლოდ ფანტაზიის დიდი უნარით შეიძლება.

 


№2 სტუმარი Bla..

Ase mgonia chemi me2me xar imito ro gepicebi mec amaze vpiqrobdi dilit magram vpiqrobdi ro batumis tovlsi damexrco tavi erti mxriv sasaciloa mara magari ici raa?magidaze avedi romelic qvisaa da muxlamde tovlsi pirdapir saxit daveshvi dzalian magaria roca iyinebi iseti grdznoba gaq ro titqos axa ro gaiyino 100wlis semdeg dangreul gadagvarebul personalur dedamiwaze agmovcndebi sheni mobys simgera martla momewona da xo sanam tavs moiklav werili dawere..me ase vizam..sikvdilis shemdeg raa sheni azrit? Me chemi azri ukve maqvs magram seni azri mainteresebs samotxe an jojoxeti arsebobs?

 


№3  offline წევრი beqaloxishvili

Bla..
Ase mgonia chemi me2me xar imito ro gepicebi mec amaze vpiqrobdi dilit magram vpiqrobdi ro batumis tovlsi damexrco tavi erti mxriv sasaciloa mara magari ici raa?magidaze avedi romelic qvisaa da muxlamde tovlsi pirdapir saxit daveshvi dzalian magaria roca iyinebi iseti grdznoba gaq ro titqos axa ro gaiyino 100wlis semdeg dangreul gadagvarebul personalur dedamiwaze agmovcndebi sheni mobys simgera martla momewona da xo sanam tavs moiklav werili dawere..me ase vizam..sikvdilis shemdeg raa sheni azrit? Me chemi azri ukve maqvs magram seni azri mainteresebs samotxe an jojoxeti arsebobs?

არ ვიცი ბლექ... მე არაფერი ვიცი, მაგრამ უეჭველია, ქვეცნობიერი გვაქვს, შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ სიკვდილის შემდეგ იქ მოვისვენოთ, სადაც გვსურს. მოვა მაგის დროც, როდესაც მაგ კითხვაზე პასუხს გავცემთ, მაგრამ ჩემი სამოთხე, ჭეშმარიტი სიკვდილია, სადაც უსასრულო სიცარიელეა, სადაც არ ვარსებობ.
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№4 სტუმარი Bla..

Chemi azrit kvdebi..verapers vergrdznob,im dros daltoniki xar,grdznobro mkvdari xar magram grdznobro verapers ver grdznob arc sizmari gesizmreba da arc sitetrea irgvliv verc veravis elaparakebi shen ubralod kvdebi da vso shen tetri xar..magram ageb uecrad tvalebs da cvili xar..ginda tkva ro shen ukve icxovre dedamiwaze da ici sadac xar mara ver ambob emociebis gamosavlenad ki tiri..mere izrdebi da gaviwydeba rom "iyavi"ukve,mere ragac iseti xdeba ro dejavius grdznoba gaqvs chemi azrit es momenti wina cxovrebidan meordeba..anu roca kvdebi kvdebi da maleve ibadebi...xandaxan vigacis siyvaruls vgrdznob miuxedavad imisa ro aravis vuyvarvar esec wina cxovrebasi iyo albat..vinc dzlierad miyvarda an vuyvardi..ase upiqrob rom wina cxovrebasi chemi megobari iyavi..ai ase..ras metyvi?

 


№5  offline წევრი beqaloxishvili

Bla..
Chemi azrit kvdebi..verapers vergrdznob,im dros daltoniki xar,grdznobro mkvdari xar magram grdznobro verapers ver grdznob arc sizmari gesizmreba da arc sitetrea irgvliv verc veravis elaparakebi shen ubralod kvdebi da vso shen tetri xar..magram ageb uecrad tvalebs da cvili xar..ginda tkva ro shen ukve icxovre dedamiwaze da ici sadac xar mara ver ambob emociebis gamosavlenad ki tiri..mere izrdebi da gaviwydeba rom "iyavi"ukve,mere ragac iseti xdeba ro dejavius grdznoba gaqvs chemi azrit es momenti wina cxovrebidan meordeba..anu roca kvdebi kvdebi da maleve ibadebi...xandaxan vigacis siyvaruls vgrdznob miuxedavad imisa ro aravis vuyvarvar esec wina cxovrebasi iyo albat..vinc dzlierad miyvarda an vuyvardi..ase upiqrob rom wina cxovrebasi chemi megobari iyavi..ai ase..ras metyvi?

რას გეტყვი და ადამიანებს შორის არსებობს რაღაც სულიერი ჯაჭვი, ეგრედ წოდებული "სულიერი ნათესავი." ხოდა არ ვიცი იყო თუ არა წინა ცხოვრება, მაგრამ უეჭველია, რომ აწმყო არსებობს. მაპატიე და, ადამიანებს ბევრის გატრაკება გვიყვარს ხოლმე ამ დაბადებული აზრები გამო.
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№6 სტუმარი Bla..

H,h bolo winadadebaze gamegima patieba ar iyo ubralod unda getqva pirdapir mag gatrakebaze ho momavali arsebobs...am jerad garyvnili da idioti..ver vitan am xalxs..cudad var..axla sagijis korpustan mividodi da vigrialebdi..me davbrundii..misvelet..

 


№7 სტუმარი Bla..

Beqa barem aq xar da dade rame chanaxati ra

 


№8  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent