შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდიოტობა სულაც არაა ცუდი


3-01-2016, 18:56
ავტორი ელლ
ნანახია 1 567

მგონი დავთვერი, არა მართლა თავბრუ მეხვევა, იდიოტივით მეცინება. არა იდიოტობა ცუდი არაა. არა , მართლა არაა ცუდი. აი , მაგალითად როცა იდიოტი ხარ , უბრალოდ იდიოტი ხარ და მორჩა. არ გაწუხებს ამ ბინძური სამყაროს სიმყრალე. არა, მგონი სამყარო კი არა მე ვყარვარ. არადა ალბათ , რომ მიყვარდეს, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ყოველთვის მჯეროდა, რომ სიყვარული რაღაც ამაღლებული, წმინდათწმინდა გრძნობა იყო, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებდა და ღმერთთან აახლოებდა. ამ რწმენით ვეტრფოდი რუსთველისეულ სიყვარულს, რომელსაც ქალ-ვაჟური ურთიერთობა ღვთის გამოხატულებად მიაჩნდა. ვაიდიალებდი ნიკოლოზ ბარათაშვილს, რომელსაც სიყვარული სულიერ კავშირად ესახებოდა და არა ხორციელი ვნებების შერწყმად. ამიტომაც ვკითხულობდი „რომეო და ჯულიეტას“ ასჯერ, ათასჯერ და ყოველ ჯერზე მხიბლავდა სიტყვები :“მიჯნურებს ძალუძთ საკუთარივე მშვენიერების სინათლეზე იხილონ ყველა.“
მართლაც მჯეროდა და ველოდი კიდეც ცხოვრებაში ნამდვილ, ჭეშმარიტ სიყვარულს . მაგრამ ვიხედები ირგვლივ და ვხედავ მხოლოდ დაწვრილმანებული მატერიალიზმით არსებულ ოჯახებს, რომლებშიც სითბოს მაგივრად გაუცხოება იგრძნობა. ადამიანები იმდენად შეჭამეს პრობლემებმა, რომ ისინი ვერც ამჩნევენ როგორ უაზროდ, არაფრობისკენ მიემართება მათი ცხოვრება. ამიტომ ქრება ჩემშიც რწმენა ნამდვილი სიყვარულის არსებობისა. და სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები , რომ რწმენა ყველაფერია. არ ვიცი, ზოგი ამას ფსიქოლოგიას უწოდებს, ზოგი რელიგიური თვალსაზრისით განიხილავს, მაგრამ ურწმუნო ადამიანი უბრალოდ არ არსებობს. არც ათეისტების არსებობის მჯერა. ყველას გულის სიღრმეში რაღაცის გვწამს, მაინც გვწამს , რომ არსებობს ის , რაღაც ზებუნებრივი. გვწამს , რომ იმ ცხრა ღრუბლის ფენის მიღმა ზის თეთრწვერა მოხუცი და აკვირდება ჩვენს ქმედებებს. და იცით რატომ გვწამს? იმიტომ, რომ თითოეულ ჩვენგანში ღვთაებრივი საწყისი , ანუ სულია, რომელიც ისწრაფვის შემოქმედისკენ.
ვიცი, ბევრს ვბოდიალობ, მთვრალი ვარ და იმიტომ. რამდენი ხანია მწყურია ღვინო, მინდოდა, კარგად გამომთვრალიყავი და დამევიწყებინა რომ არარაობა ვარ. რომ უბრალოდ არაფერი არ ვიცი ამქვეყნად და იმის ძალაც არ მაქვს რომ შევისწავლო, ჩემი თავი შევიმეცნო და ვიპოვო ჩემი ადგილი, ნავსაყუდელი. იცით, მიფიქრია, ცოტა მაინც მიფიქრია და ამ ფიქრმა სულ დამაბნია. როცა მარტო ვარ მაშინ ვიტანჯები, ვიტანჯები, რადგან საკუთარ თავს ვერ ვატყუებ. შეიძლება სხვები დავაჯერო , რომ ჩემი ხელოვნურობა ბუნებრივობაა, მაგრამ მარტო დარჩენილი , როცა ვაანალიზებ რომ მე მე არ ვარ და საერთოდაც არ ვიცი ვინ ვარ, მტკივა, გაუსაძლისად მტკივა. ამ დროს კი ისევ თავშესაფარს ვეძებ, ვცდილობ, მოვძებნო ადამიანი, რომელიც ამ ტკივილს შემიმსუბუქებს, უბრალოდ გამესაუბრება, არ მომცემს ზედმეტი ფიქრის საშუალებას, არ მომცემს სიმართლის გაგების საშუალებას. დღეს ასეთი ადამიანი ვერ ვიპოვე და გამოვთვერი, სასმელში ჩავკალი ჩემი ტკივილი, მაგრამ მაინც ვერ შევმსუბუქდი. ახლა გარეთ თოვს, იცით რომელი საათია, შუაღამეს უკვე 120 წუთით გადასცდა. ჰაჰა , არა მათემათიკური გამოთვლები ყოველთვის მეხერხებოდა. გამოთვლები, ორი საათი გადავაქციე წუთებად და ამას გამოთვლები ვუწოდე, იდიოტი ვარ. ახლა ნამდვილად იდიოტი ვარ. იცით, იდიოტობა სულაც არაა ცუდი.
გარეთ თოვს, ლამაზია, მინდა , რომ გარეთ გავიდე , მინდა დიდხანს ვიტრიალო, მინდა სახეზე ქათქათა ფიფქები მეცემოდეს, მინდა, ვიგრძნო რომ ბუნების ნაწილი ვარ, რომ მშვენიერებას მეც შევუერთდი. შემდეგ თოვლზეც გავწვებოდი, შემცივდებოდა, მაგრამ მაინც მესიამოვნებოდა. თოვლი ერთადერთია რაც მომწონს ზამთარში. ზამთარი ადამიანს გავს. ზამთარიც ადამიანივით ცივია. აი თოვლი კი სიწმინდეე, თოვლი ყოველთვის მახსენებს , რომ ადამიანშიც არის რაღაც სუფთა, შეურყვნელი.
ახლა მთვრალი ვარ,შეიძლება არა სასმელმა , არამედ უძლურებამ დამათრო. ჩემი სული კივის: მიშველეთ ვინმემ, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ჩემს სულს არასდროს არავინ პასუხობს.



№1  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent