შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა დავაშავე...???


6-01-2016, 05:08
ავტორი Morning
ნანახია 2 252

რა ვქნა,რა დამრჩენია.დროც კი ისე ნელა გადის,რომ წერის გარდა,რა ვქნა ვეღარ ვფიქრობ.დავიღალე.ყველაფრით დავიღალე.დამპალი ცხოვრება ვნახე,სასტიკი,გაუმართავი.დღე არ დამდგარა ჩემს ცხოვრებაში ისეთი,რომ მართლა გულით გამეღიმა,მაგრამ აი მაინც ვიღიმი.ნუ არა გულით,მაგრამ მაინც ვიღიმი,რადგან ვიცი ეს სამყაროს აღიზიანებს.ჩემი კარგად ყოფნა,სიცილი,ღიმილი,კარგი განწყობა,დედამიწისთვის ყოვლად მიუღებელია.თითქოს რაღაც შევცოდე,დიდად თითქოს ღმერთზე უარი ვთქვი,და ეშმაკად დავდივარ ამ ქვეყნად,რადგან ჩემთვის ყოველი დღე ,შავ თეთრია.განა ზედაპირულად უბრალოდ შავ თეთრი .მართლა შავ თეთრია.რაც დამრჩენია ეს,არის ჩემი კლავიატურა,WordPadi-და სიგარეტი.სიგარეტი რომელსაც გაზზე ვუკიდებ,რადგან სანთებელის ფული სად არის.იმდენი სიბოროტე.იმდენი ცუდი რამ,მოხდა ჩემს თავს,რომ უკვე აღარც ვიცი.თავის მოკვლის გარდა სხვა რა გზა მრჩება.მაგრამ ღმერთმა თუ უარი თქვა ჩემზე,მე არ ვამბობ უარს მცებებზე.ასე,რომ სუიციდზე ფიქრით დიდ დროს არ ვხარჯავ,ვფიქრობ და მეშინია,იქნებ კიდევ მქონდეს შანსი რამის.მაგრამ ამის იმედიც ნელ ნელა სიგარეტის კვამლივით ქრება.ოთახში დავჯდები ,ჩავაქრობ სინათლეს,რად მინდა სინათლე ისე კარგად ვფიქრობ.თანაც არც არაფერია საინტერესო,რომ მივაშტერდე და ფიქრი შემიცვალოს.არააა.....
აღარ ვიცი,რა მეშველება თქვენ ეხლა სასოწარკვეთილი ბიჭის უნიჭო სიტყვებს კითხულობთ.იმ ბიჭის სიტყვებს რომელსაც რა დარჩენია ამ ქვეყნად ,და არაფერი.
ერთხელ შევიყვარე .თავდავიწყებით შევიყვარე,ისე ძალიან შევიყვარე,რომ სიბოროტეს,თავზე ხელს ვადებდი და ზედ ვაფურთხებდი,ამ სიყვარულით ისე ვიყავი ძლიერი...რას ამბობთ არაფერი არ მაკავებდა საერთოდ არაფერი.მაგრამ როგორც გითხარით ღმერთმა,მე ხომ,მიმატოვა და ჩემი სატრფოც დავკარგე.
ისე არ წასულა,ასე უბრალოდ არ ამდგარა და არ წასულა.ისიც ღიმილთან ერთად ისიც,ღმერთმა წამართვა,თუ არა ღმერთი სხვა ვის შეეძლო მისი ცოცხლად ყოფნის საკითხის გადაჭრა.მაგრამ მან აქაც ხელი მკრა და იმ ტკივილზე დიდად უფრო მეტი ტკივილი მომაყენა ამით ვიდრე აქამდე რაც კი მომსვლია.
დიახ,ის გარდაიცვალა.თავში ტვინის სიმსივნით.ყველაზე რთული სტადიით რაც კი ოდესმე უნახავთ.ამაშიც ჩემს თავს ვადანაშაულებ.იქნებ ჩემზე გამწარებული ღმერთი ჩემზე ასე განრისხებული,რომ არ ყოფილიყო იქნებ ეცოცხლა.იქნებ სულაც არ გამეცნო და ისე ეარსება,მას ჩემს გარეშე.მთავარი ის არის ხომ იცოცხლებდა მეთქი.მაგრამ როგორც კი,ახლოს მიმიშვა მაშინვე საშინელებები დაიწყო და აი ის აღარ არის.მტკივა,გული კი არა ,არსება მტკივა ჩემში,სული ? არ ვიცი უბრალოდ ცხოვრება ჩემიი ამ სამყაროს აღქმა მტკივა.რა იქნებოდა უბრალოდ,რომ არ დავბადებულიყავი,არ მენახა ის რაც ვნახე.ეს ფიქრი ამ თავში ხომ არ მექნებოდა.უბრალოდ ვერ შევიგრძნობდი ვერაფერს,რა კარგი იქნებოდა,ეჰ მაგრამ რას ვიზავ,მე ამ ყველაფერს თვალებში ვუყურეებ.რა საყვედური მაქ ღმერთთან ? ყველაფერი შემიძლია ყველაფერზე შევჩივო და არა,უმიზეზოდ არამედ საფუძვლიანად.რატომ,უბრალოდ რატომ,მანახებს ამდენ ტკივილს. რისთვის? რწმენის დასაკარგად ?რით ვერ გაიგო,რომ არ ვკარგავ ამ რწმენას.მიუხედავად იმისა,რომ ყველანაირად მტანჯავს,მაინც ძილის წინ თუ დილით მადლობას ვუხდი ყველაფრისთვის.ტკივილისთვის ვუხდი მადლობას.თან ვსაყვედურობ.მაგრამ ის ხომ ამაყია და პასუხს არ მცემს.ვიცი,რომ არც არასდროს გამცემს.მაგრამ,რატომ რისთვის ვის უნდა მოვუყვე ეს ტკივილი რაში გამომადგება,რად მინდა რისთვის მანახებს,თუ უბრალოდ სიამოვნებს,ვეღარ გამიგია.სამსახური,რომ სამსახურია ის ვერ მიშოვნია.არა იმიტომ,რომ ერთ ადგილს არ ვანძრევ და არ ვცდილობ არაა... უბრალოდ ხალხიც ისეა თითქოს კვლავ ღმერთის გაფრხილებულნი არიან და თვალებშიც არ მიყურებენ.ვისაც კი რა ვსთხოვე სამსახურის დასაწყებად.აი ასე უბრალოდ,არ გამოდის.რა დავაშავე ღმერთოო რა დავაშავე.
როგორ ვცოხვრობ ? როგორ ვცოცხლობ ?აზარტული თამაშებით.დიახ აქ მაინც მიწვდის ეშმაკი ხელს.თვიდან თვემდე ასე გამყავს თავი.ვშიმშილობ თქო ვერ ვიტყვი,მაგრამ სამი ოთხი დღე უსაჭმლოდ,უკვე გონებაში ისე მაქ განვითარებული თითქოს და არაფერია.ასე,რომ არ მიჭირს.ამ მხრივ.კარგად ვარ.
ჰოიიიიი........ ვის რაში გაინტერესებთ ნეტავ ვიცოდე.მაგრამ თავისას ისწორებსო ხომ გაგიგიათ.დიახ და მეც ჩემსას ასე ვისწორებ სხვა.სხვა გზა არ არსებობს,ვიცი კიდევ დიდხანს მომიწევს,ასე ჯოჯოხეთში ცხოვრება.ცოტაც დამაცადეთ მოვალ გუნებაზე და კვლავ მოგაბეზრებთ თავს.



№1 სტუმარი Ruska

Imedi ar dakargo chemo kargo yvelaferi kargad iqneba dznelia sayvareli adamianis dakargva mesmis sheni radgan mec gamocdili maq sayvareli adamianis dakargvis tkivili mara isini mudam chvens gulebshi cocxlebi iqnebian da iqidan dagvifaraven :-) gtxov tavi gaimxneve fexze dadeqi ar daece da yvwlaferi kargad iqneba

 


№2 სტუმარი Ruska

Dzalian kargiii scvanirad ar ki sheidzleba mec mase var yvelanairad vamxneveb chems tavs ro tkivilma ar damtanjos . Amitom gamxnevdi da gaigine chemo kargo damrwmunebili var gmerti ar gagwiravs da male yvaleferi ise iqneba rogorc shen ginda da shens guls gauxardeba . Am cxovrebashi ertmanets tu ar gavuget da ar davexmaret araferi gamova

Ufali gfaravdes :)

 


№3  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent