შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვენ არ იყავით, ახლა თქვენ ხართ და მე არსად ვჩანვარ.


7-01-2016, 20:52
ავტორი BvBArMy
ნანახია 1 782

უცხოსგან გამოწვდილ ხელს რომ ხედავ
იბნევი
შენდაუნებურად.
ელოდი,
მაგრამ გაგიკვირდა ~
მაინც.
წინდაუხედულობა
და
გაუცნობიერება
თუ გაწუხებს
პასუხს
სხვებში ეძებ.
დადიხარ გზებზე
სადაც
ადრე უკვე გივლია
და
უკვე მეორედ
ტკეპნი
მეორად ცხოვრებას.
მაჯებს დაჰყურებ
და
იბნევი ტკივილით.
ფერს ხედავ,
რომელიც
ადრეც დაგინახავს
მაგრამ შენთვის
მაინც
უცხო იყო.
ადამიანებს
გარეკანის მიხედვით არჩევ
მიგაქ გულთან
და შემდეგ
შინაარსს ნსჯი.
ხელში იღებ ფანქარს
და
ხატვას იწყებ.
შემდეგ კი
შენს უნიჭობას
ფერადი საღებავების
არქონას აბრალებ ~
რომელიც
არასოდეს გქონია
და
არც კი გამოგიცდია.
იწყებ კამათს
იმ თემაზე,
რომელზეც არაფერი გსმენია
და
ცხოვრებას აბრალებ,
რომ
გამოუცდელობამ გიმტყუვნა
შანსები.
სახლში მარტო ბრუნდები,
რადგან
ფიქრობ რომ
სხვები შენზე არ ფიქრობენ.
თავი განათლებული გგონია
და
წყალი თუ დაგექცა ~
მიზიდულობის ძალას დააბრალებ
და არა
შენს თავს,
რადგან
უკვე ისწავლე და
სხვებსაც გინდა რომ
გააგებინო.
ძილის წინ
ფიქრები არ გასვენებენ,
რომელიც გგონია
რომ
თავისით მოდიან
არადა
შენ იწვევ მათ.
თავი დაკარგული გგონია
იმიტომ რომ
ახლა მოდაშია
იყო დეპრესიული.
მუსიკას რთავ
და
თუ არ მოგწონს
მსმენელს ერჩი,
როცა შეგიძლია
შენს გემოვნებაზე დაიწყო ფიქრი.
ადამიანო,
ეს ცხოვრება
არ გთელავს შენ.
შენ ცდილობ
ყველაფერი
შენს გამთელავად აქციო.
ნუ დაყნოსავ ვარდს
როცა შეგიძლია
გვირილების ყურებით
ტკბებოდე.

თვენ არ იყავით, ახლა თქვენ ხართ და მე არსად ვჩანვარ.


რა
მარტივად
გადაესმევა ხოლმე ხაზი,
მათ
ვინც ყველაზე ახლოა შენთან,
რა
მარტივად
გტკენენ გულს ისინი,
ვინც ყველაზე ახლოა შენთან,
რა
მარტივად
მიდიან და გიტოვებენ ტკივილს,
მარტოობის ტკივილს,
და
შენც უნამუსოდ არწმუნებ
შენს თავს სიმარტოვეში.
თვენ არ იყავით, ახლა თქვენ ხართ და მე არსად ვჩანვარ.


რას აპირებ ამ შუა ღამეს.
საით აპირებ გაქცევას,
როცა განათება უმნიშვნელოა
და სიყვარული მიტოვებული.
გაწიე ფარდა,
შეხედე ფანჯრებს,
ქარი დგას მათთან
და შენ გდარაჯობს,
რომ ერთხელ შემოვიდეს, შემოაბიჯოს,
მოხვიოს ხელი შენს ოცნებებს და ყველა მოკლას.
რას აპირებ ამ შუა ღამეს,
როცა არჩევანის უფლება არ გაქვს,
როცა შენი თავი უპერსპექტივოა
და აზროვნების უნარი დაქვეითებული.
რას აპირებს შენი წარსული,
როცა ძველი სიყვარული ფეთქავს,
მაგრამ არსად ჩანს,
და არც კი იცის შენს შესახებ.
რას აპირებ ამ შუა ღამეს,
ძველი ლექსები
არ აპირებენ წამოდგომას და შენთან მოსვლას.
ყველაფერი უცვლელია,
მათ არ განუცდიათ რეინკარნაცია.
რას აპირებ, საით გინდა გაქცევა,
როცა სახლი არსად გაქვს,
როცა ყველაფერი მორჩა მამის სიკვდილის შემდეგ,
როცა ყველა გრძნობა ფეხზე გკიდია
და წარსულიდან ძველი სიყვარულის აჩრდილი მოგდგამს.

თვენ არ იყავით, ახლა თქვენ ხართ და მე არსად ვჩანვარ.


ის გარეგნულად იყო მშვიდი და ეს სიმშვიდე კიდევ უფრო ამძაფრებდა მასში გაურკვევლობას.აქა–იქ შემორჩენენლ გრძნობებსაც კი ხელოვნებაში აქსოვდა.სასოწარკვეთაში იხრჩობოდა და თავადაც არ იცოდა რატომ იღუპავდა თავს.იფიტებოდა და უკან რჩებოდა უსხეულო, ცარიელი ოცნებები.გარს შემოხვეული იმედის ჩრდილიც კი დიდ გავლენას ახდენდა მასზე.გგონიათ არ ცდილობდა თავის დაღწევას? საბრალო და შეშლილი იყო. დაუცველი და მარტოხელა იყო.თავმდაბალი იყო და ეს თავმდაბლობა არარაობის გრძნობას აღუძრავდა.იყო_სევდიანი.სწორედ ეს განუყრელი თანამგზავრი უღრღნიდა გულს.არ იცოდა რა უნდოდა.ხასიათის მდუმარე,პირქუში ქარტეხილი ხან სად მოისვრიდა ხან სად.საოცარია,ზოგჯერ მოსწონდა კიდეც ამოუცნობი რომ იყო.ირგვლივ ყველაფერი პრიმიტიულად მიაჩნდა.და განა არის ასეთი ადამიანის ადგილი დედამიწაზე, რომელიც საკუთარ მემდე ბოლომდე არავის უშვებს, თავადაც არ იცის რა მიზანი გააჩნია, რაღაც უაზრო ნაჯღაბნებიანი(თავისთის კი ყველაზე ძვირფასი) ფურცლების გროვაში ცხოვრობს და ელის როდის განთავისუფლდება მელანქოლიისგან.ასე გადიოდა წუთები,საათები,დღეები,თვები და წლები.მარტოობაში მოკვდა,თავის ხელოვნებასთან ერთად ამოხდა სული,სწორედ იმ დაჯღაბნილი ფურცლების გროვასთან ერთად. ის მოკვდა… ის მოკვდა, რადგან ასეთი სიკვდილი მისთვის აუცილებლობა იყო

თვენ არ იყავით, ახლა თქვენ ხართ და მე არსად ვჩანვარ.


თქვენ არ იყავით,
არცერთი იყავით,
არავინ იყავით,
მაშინ
როცა
მე
ამ ლექსებს ვწერდი,
როცა
ამ ლექსებს ვკითხულობდი,
როცა
ამ ლექსებს ვხევდი
და
დედაჩემი
დამსკდარი თითებით ბრუნდებოდა სამსხურიდან
და
შარავანდედი
თავზე
კი
არა,
დახეთქილ ხელებზე ეხვია გარს
და
საზღვარგარეთ მყოფ მამაჩემს უნათებდა გზას,
როცა
თენება დღეებს სჭირდებოდათ
და
ღამეები ძილზე გრძელი
და
სიზმრებზე მოკლე იყო,
მაშინ
საკუთარ თავსაც სხვაგვარი ხმა ჰქონდა,
ხმაწართმეული მათხოვრის ფეხებთან
დაგდებულ აბრაზე ამოხრულ სიტყვების,
რომ
დამეხმარეთ,
გთხოვთ
დამეხმარეთ
და
იმედები გვერდს მივლიდნენ გამვლელებივით,
საკუთარ თავებს აიმედებნენ,
რომ
ბოლოს მოკვდებოდნენ,
რომ
ეს ბოლო არ დადგებოდა
და
მე
ვხედავდი,
როგორ
კვდებოდნენ
და
მე
ვამბობდი,
რომ
ყველა არა ვარ
და
ყველა ამას იმეორებდა,
სანამ
ცხოვრებამ სათითაოდ არ გამოგვღადრა,
ყველი,
მაჯები,
თვალები,
გულები
და
ბოლოს
მივხვდი,
რომ
ხანდახან ყველა უნდა ვყოფილიყავი,
ყველაზე მეტიც,
ყველაზე მეტად
და
გადავრჩებოდი,
ან
გადავარჩენდი
ვინმეს
ან
რამეს
და
ახლა შეშლილის პერანგი მაცვია
და
თქვენს წინ ვდგავარ,
მთელი ჩემი უბრალოებით,
ჰო
იმ შეშლილის,
რომელიც
იმაზე
მალე წავიდა ამ ქვეყნიდან,
ვიდრე
თვითონ უნდოდა
და
ეს პერანგი,
ამ
სამყაროს
ყველა
შედევრს მირჩევნია.

რომ
ვენახე,
მეტყოდა - დიდი გაქვს.

აცხოვნე ღმერთო,
ჩემი
სულის
ყველა
ოცნება.

რა
ვქნა,
რომ
იმაზე
არ
სწუხან,
რასაც
თვითონ
არ
ჩაიდენენ
ადამიანები.

თვენ არ იყავით,
ახლა
თქვენ ხართ
და
მე
არსად ვჩანვარ.

თვენ არ იყავით, ახლა თქვენ ხართ და მე არსად ვჩანვარ.


ყოველთვის მიკვირს,
არ მოფრენილი მერცხლების,
ჩაშლილი პაემნების,
ზამთრის სითბოს,
ზაფხულის სიცივის,
დაკარგული ადამიანების,
და განადგურებული პიროვნებების.
რატომ ეძებთ ახსნა განმარტებებსა
და გამოსავალს ?
ჩვენს გარშემო ყველაფერი
ისე ხდება,
როგორც უნდა ხდებოდეს.
არაფერია ზედმეტი.
საერთოდ არაფერი.
ყოველთვის,
უნდა გავუძლოთ.
ყოველთვის,
უნდა გავუძლოთ
ყოველთვის,
უნდა გავუძლოთ

თვენ არ იყავით, ახლა თქვენ ხართ და მე არსად ვჩანვარ.


არიან დღეები, რომლებშიც
დაშლილი ცხოვრობ,
დამტვრეული მრავალ ნაწილად…
და ამ დროს ცდილობ,
რომ მოაგროვო
საკუთარი ყველა ნარჩენი;
ზოგს სახლში, საწოლში,
ფანჯრებთან, ქუჩაში
მიაგნებ,
ბოლოს კი,
როცა ყველაფერს ერთად მოიტან
მოაგროვებ
და ააშენებ შენს არსებობას,
იგრძნობ, რომ მაინც გაკლია ვიღაც;
ის, ვინც თავისით უნდა მოვიდეს…
და გახსენდება, რომ ყოველთვის
ეს აზრი გამტვრევს.

თვენ არ იყავით, ახლა თქვენ ხართ და მე არსად ვჩანვარ.


იქ, სადაც ლაჟვარდი მუქდება და უფრო ღრმა ხდება; კარგი იქნება, ისე წაეღო წყალს, როგორც ჩაძირული გემის ნამსხვრევი ან ზღვაში გადაგდებული ბოთლი, რომელშიც წერილი არ დევს. ზემოთ ჩიტები დაფრინავენ, ქვემოთ თევზები დასრიალებენ. პატრიკი ქვიშის ზვიგენებს, დორადებსა და დელფინებს ხვდება, სკაროსები ხელისგულებზე ელამუნებიან. მის გონებაში პანიკური შიში და გაქცევის სურვილი ერთმანეთში ირევა, წყალქვეშ მიცურავს; პირი წყლით ევსება, თავს ისე გრძნობს, როგორც არასდროს; “და მად შემდეგ მე პოეზიის ზღვით განვიბანე”; ყველა ვარიანტში უკვე მკვდარი ვარ და დამმარხეს კიდეც. ორ წყალს შუა მიმიჩინეთ სამარე; უცებ ცხელი შხაპივით წამოსულმა წვიმამ სახელი ამიწვა; და მზე წითლდება; კარგი იქნებოდა, აღარ გამევლო ბასრ შუშებს შორის, აღარ გვეუღლებინა ზმნები; მე შენ ის, ჩვენ თქვენ ისინი; გავმხდარიყავი ინფინიტივი - საწყისი ფორმა ანდა სულაც უსაზღვროება, ისე, როგორც ინსტრუქციებში ან სამზარეულოს რეცეპტებშია; ჩავძირულიყავი, გადამებიჯებინა სარკის იქითა მხარეს და ბოლოს და ბოლოს, დამესვენა; შთანვთქმულიყავი სტიქიაში, ოქროსფერ-წითელი სხივებით გარშემორტყმული; არაფერი არსებობდა დიდ აფეთქებამდე და არაფერი იარსებებს მზის აფეთქების შემდეგ; ცა სისხლისფერ წითლად შეიღება; როგორ მინდოდა შემესვა შენი ცრემლების ცვარი, შენი თვალების მარილი, მათი სულში ჩამწვდომი სილურჯე, დავცემულიყავი, გადავქცეულიყავი ზღვის წვეთად, ვქცეულიყავი მარადისობად, არ მესუნთქა ერთი წუთი, მერე ორი, სამი, შემდეგ ერთი საათი, მერე ორი, მერე სამი, 5 მილიარდ წელიწადში ზღვა და მზე აღარ იქნება. ერთი ღამე სუნთქვის გარეშე, მერე ორი, მერე სამი; სიმშვიდე უნდა მოიპოვო: “შენ უფრო მშვენიერი ხარ, ვიდრე ღამე; მიპასუხე, ოკეანევ, გინდა ჩემი ძმა გახდე?”. უნდა ილივლივო დუმფარასავით წყლის ზედაპირზე, სერფინგით ისრიალო ზღვაზე, დარჩე უძრავად წყლით სავსე ფილტვებით, წყლის სულად იქცე; გაუჩინარდე სამუდამოდ; 5 მილიარდი წლით ადრე არაფერი იყო; 5 მილიარდი წლის შემდეგ ისევ არაფერი იქნება. ადამიანი მხოლოდ შემთხვევითობაა პლანეტათაშორის უდაბნოში. შეწყვიტო, გახდე ბირთვული წყალქვეშა გემი ოკეანის უფსკრულში გაუჩინარებული, აღარაფერს იწონიდე, იცურაო ანგელოზებსა და ნოზებს შორის; იცურაო ცაში; იფრინო ზღვაში. ყველაფერი აღსრულდა.



№1  offline წევრი ელლ

არა მგონია, შევძლო სიტყვებით გადმოვცე ის რაც ვიგრძენი. დასაწყისში ჩემი თავი დავინახე, მადლობა შენ რომ რჩევადაც მექეცი. რაც შეეხება მთლიანობას ზედმეტად ძალიან მომეწონა და მომაჯადოვა. შენს სიტყვებს დიდი სიღრმე აქვს, ფრაზებს საინტერესო ჟღერადობა, აზრები კი განსაკუთრებული და სულში ჩამწვდომია

 


№2  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent