შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სარკის წინ…


8-01-2016, 04:31
ავტორი madamfiso
ნანახია 1 969

ანტიკვარიატის მაღაზიაში ვმუშაობდი, ერთ მოხუც ქალთან.
ბევრი უცნაური ნივთი მხვდებოდა ხოლმე, მაგრამ ერთი განსაკუთრებით მიზიდავდა…
სარკე, უზარმაზარი სარკე, დიდი, მოჩუქურთმებული ჩარჩოთი და უცნაური ლაქებით…
ზედმეტად დაბურული იყო…
ზეწარი გვქონდა ჩამოფარებული, ისევე როგორც ყველა დანარჩენ სარკეზე.
ინტერესმა წამძლია და მოხუცს ვკითხე რატომ ეშინოდა სარკეების პანიკურად, ისე რომ ყველა მათგანს ემალებოდა.
მითხრა მეც მოვრიდებოდიმათ, რადგან ის მე არ ვიყავი ვისაც ვხედავდი, და ის სიცოცხლის უნარს, სილამაზეს, ახალგაზრდობას, იღბალს, ბედნიერებას და საერთოდ ყველაფერ ფასეულს მართმევდა.
რა თქმა უნდა, არ დავიჯერე.
მოხუცი კიყოველდღე ერთსა და იმავეს მიმეორებდა და მიშლიდა საკუთარიანარეკლით ტკბობას. ეს უკვე მომაბეზრებელი იყო ჩემთვის რადგანმე ყველაფერი მიზიდავდა რაც ირეკლავდა.
მაღაზიის ვიტრინებსაც კი ვერ ჩავუვლიდი ისე, რომ თმა მაინც არ შემესწორებინა.
მოხუცი მიხვდა რომ ვერ დავძლევდი ნარცისიზმს, ამიტომ მთხოვა სარკეში თუ ჩავიხედებოდი, მხოლოდ კარგ ხასიათზე გამეკეთებინა ეს და არავითარ შემთხვევაში არ ჩამეხედა ანარეკლისთვის თვალებში.
აკრძალული ხილი გემრიელიაო ამბობენ…
ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა…
სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალს თვალში ვუყრიდი და ვფიქრობდი რომ უმშვენიერესი არსება ვიყავი დედამიწაზე.
ბოროტი დედინაცვალივით დავიწყე ტკბობა საკუთარი თავით…
იმდენად შემიყვარდა საკუთარი თავი, რომ ვერ ვხვდებოდი სხვებს ვკარგავდი….
დროთა განმავლობაში ყველამ მიმატოვა…
ვისაც გაღმერთებულ-გაკერპებული ვყავდი მათაც კი შეიცვალეს რელიგია…
ერთადერთი ახლო ადამიანი ჩემთვის მოხუცი ქალი იყო, ანტიკვარიატის მაღაზიიდან…
ღრმად მოხუცი….
და ისიც წაიყვანა სიკვდილმა…
სულ მარტო დავრჩი…
ანტიკვარი სარკის წინ…
ანარეკლს წითელ თვალებში ჩავხედე და მივხვდი რომ აღარ მომწონდა…
ის აღარ იყო უნაკლო არსება…
ბევრი ნაკლი ვუპოვე…
ზიზღით შევხედე და ვუთხარი რომ მძულდა…
ის მიღიმოდა…
შეშინებულმა ტუჩებზე ხელი მოვისვი…
მე არ ვიღიმოდი…
მხოლოდ ის…
მოხუცი მართალი იყო…
ის მე არ ვიყავი…
ვინ იცის რამდენი ადამიანი შეიპყრო ჩემამდე ამ სარკემ?
ვის ადარდებს?
მაინც არავინ დამიჯერებს…
მეც ხომ არ დავუჯერე მოხუცს?
სარკე საძინებელში დავიდგი…
მე ძილის წინ თმას ვივარცხნიდი…
ანარეკლი არ ვიცი, ხან რას აკეთებდა ხან რას…
მივეჩვიე…
ერთხელ, ჩემს წინაშე სამართებლით წარსდგა, შემეშინდა…
ჟესტებით ვანიშნებდი ეს არ ექნა…
არ დამიჯერა…
ისევე როგორც მე იმ მოხუცს, მაშინ…
დემონსტრავიულად ჩაბღუჯა თავის თმას და ძირში “გადახერხა”…
მახსოვს მისი ირონიული ღიმილი და ჩემი თმები იატაკზე მიმობნეული…
ის ხომ საკუთარ თავთან ერთად მეც მამახინჯებდა?
მერე უფრო მეტი ტკივილის წყურვილმა სძლია და სახეზე დაისვა…
სისხლი ცრემლებივით წვეთავდა…
ცრემლი სისხლს აუფერულებდა, მაგრამ ბოლომდე ვერა…
ის კი პარალელური სამყაროდან მიღიმოდა…
ხარხარებდა ბოროტი დედინაცვალივით…
მე კი იატაკზე დაჩოქილი ვევედრებოდი ტკივილი არ მოეყენებინა ჩემთვის…
მისი ხმა არ მესმოდა, მაგრამ თითქოს ყველაფერს ვხვდებოდი ტუჩის მოძრაობით…
ან იქნებსხვა რამით?
ის ხომ მე ვიყავი?
ან არ ვიყავი…
მაგრამ მისი ყველაზე კარგად მესმოდა…
მას ვძულდი…
ისევე როგორც მე…
მომინდა, რომ მომეკლა…
მასაც იგივე სურვილით ჰქონდა წითელი თვალები ანთებული…
სამართებელი ყელზე დაიბჯინა…
პანიკაში ჩავვარდი…
საწოლთან მივფორთხდი, ზეწარს დავწვდი და სარკეს ჩამოვაფარე…
აშკარად არ ესიამოვნა…
ზეწარი აფრიალდა და სარკე გაიბზარა…
გავითიშე…
მერე სარკეს დამაშორეს და კლინიკაში აღმოვჩნდი…

გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგი ჩამაცვეს…
ზედმეტად გრძელსახელოებიანი…
როგორც ქალღმერთს…

ავტორი: AnnA VineflY (მადამ ფისუნია)



№1 სტუმარი gdfvj

feisbukze rogor mogdzebno?

 


№2  offline წევრი madamfiso

gdfvj
feisbukze rogor mogdzebno?

მარტივად :)


Anna Vinefly
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№3  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent