შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების ქვეყანაში


12-01-2016, 00:02
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 213

ჩვეულებრივი ადამიანი იყო,მაგრამ ამავე დროს არაჩვეულებრივი..იყო ამქვეყნიური არსება და ცხოვრობდა სხვაგან,ჩანდა ხალისიანი,მაგრამ რეალობაში დედამიწა არ იზიდავდა,არ უყვარდა მიწაზე სიარული,აქ თავს დაუცველად და სუსტად გრძნობდა...სძულდა,როცა ახსენებდნენ,რომ ადამიანი იყო.
ის ამ პლანეტაზე არ ცხოვრებოდა,არამედ სულ სხვა რამის ნაწილი იყო..ფიქრები მის მყუდრო სამყოფელს წარმოადგენდა,რომლიდანაც წამოსვლა არ შეეძლო..ცხოვრებოდა სახლში,მაგრამ ილუზიის ნაწილი იყო..უყვარდა მზის ამოსვლა,მაგრამ სძულდა მზე...თითქოს ხალისიანი იყო,მაგრამ რეალობაში მასზე სევდიანი და უიმედო არავინ დაიარებოდა მთელ პლანეტაზე.
ის ერთხელ სრულიად არარსებულ არსებას გამოელაპარაკა,მას ესაუბრებოდა,მაგრამ ვერ ხედავდა...უხაროდა,რომ ისიც უღიმოდა და უხაროდა,რომ მისი სუნთქვა შორიდან მაინც ესმოდა,ესმოდა წარმოსახვაში,ესმოდა და ეს აბედნიერებდა..იცოდა,რომ ის არსება ჰაერი იყო,იცოდა ყოველივე ეს,მაგრამ მაინც უხაროდა...
ეს მისთვის უჩვეულო და ამოუცნობი შეგრძნება იყო,შეგრძნება,რომელსაც სიტყვებით ვერ ხსნიდა..

-რა გქვია?-ჰკითხა და თვალები დაძაბა..ისე იხედებოდა,გეგონებოდათ,რამის დანახვას ლამობსო..ის არსება,ისუცნაური რამ ხომ ამოუცნობი და შეუცნობელი იყო..
-მე?!-გაიკვირვა მან..-არ მაქვს სახელი.
-რა დაგიძახო?
-რაც გინდა..
-არ ვიცი..მოვიფიქრებ..
-ჭკვიანი ხარ...ეს შეგიძლია,მერწმუნე..
-მე შენ ოცნებას დაგარქმევ.
-უბრალოდ ოცნებას?
-ჰო..როგორ მინდა,დაგინახო,მაგრამ..
-იცი,ასე სჯობს...ასე სჯობს,უხილავი უფრო წმინდა და ხელშეუხებელია...ეს კი ყველაფერს სხვანაირ ხდის და ყველაფერს სხვა ფერებში გვანახვებს...ადამიანები ერთმანეთს ვერ გუობენ,არ ესმით ერთმანეთის..ჩვენ კი სულ სხვანი ვართ...ასე ჩვენ სიყვარულიც შეგვიძლია და გაგებაც..
-მართლა?
-ჰო,მართლა...აბა,დაფიქრდი რატომ ხარ მარტო? რატომ ტირი ყოველ ღამე და რატომ არავის ესმის შენი? რატომ არ გყავს მეგობრები?
-იცი.რას მივხვდი? მართალი ხარ?-უპასუხა გოგონამ..-ნეტავ,მეც უხილავი ვიყო..-დანანებით ჩაილაპარაკა.
-მე კი ერთ დროს ადამიანობის დიდი სურვილი მქონდა...მერე კი...უბრალოდ შენ გაგიცანი და საკუთარი თავი შევივსე..
-მართლა? მოხარული ვარ..-მორიდებით ჩაილაპარაკა გოგონამ,რომელსაც იმ მომენტში სურდა,სახელი არ ჰქონოდა.
-პირიქით...იცი,რა არის ადამიანთა სენი? მათ ერთმანეთის მუდამ შურს,მუდამ მტრობა აქვთ გულში..ისინი გაუგებარნი არიან და სიტყვებს უბრალოდ ისვრიან,არ უფიქრდებიან,თუ რისი მოტანა შეუძლია მათ.
-ვიცი...და,ამიტომ ვერ შევეთავსე ამ სამყაროს,ამ ფლიდსა და უსაქმურს..
-ჰო..მაგრამ მე მიპოვე..გინდა,ღრუბლებში წაგიყანო? გინდა ყველაფერი სხვაგვარად დაგანახვო? უფრო შორს ყველაფერი სხვაგვარადაა,ცხოვრება უფრო ლამაზი და უფრო ნათელი..იქ ყველაფერი როგორია,იცი? იმედით სავსე...იქ არ არსებობს სიყვარულის გარდა სხვა რამ..იქ ყველაფერს აქვს ფანტაზიის ფერი..ფანტაზია რა ფერია,იცი?
-არა.-გოგონამ ინტერესით აღსავსე თვალები შეანათა უხილვა არსებას..ვერ შეანათა,მაგრამ წარმოიდგინა,რომ შეანათა..ისეთი ახლობელი იყო მასთან ეს უხილავი რამ,რომ ეგონა მართლაც ხედავდი...მისი წარმოდგენა ხომ ძლიერ განვითარებული იყო...თურმე პატარაობიდანვე გრძნობდა ამ ძალას.
-იქ უბრალოდ ყველაფერი საოცარია..
-წამიყვანე..
-ხელი მომეცი..
-რომ ვერ გხედავ..
-დაფიქრდი..ვიცი,რომ დაგინახავ...
-კარგი..-თვალები მოხუჭა,ხელები ჯვარდინად მოითავსა მკერდზე..
ცოტა ხანში მართლაც მოხდა სასწაული..ცოტა ხანში გოგონა ცაში იყო..იქ ბედნიერებას პირველად გრძნობდა...ყვიროდა,სიხარულისაგან თვალებიდან ცვიოდა ნაპერწკლები,სიხარულისგან სულ სხვაგან იყო ის,სიხარულისგან არ იცოდა რა ექნა...იმ მომენტში მასში მოზღვავებული ენერგია ზეიმობდა,უხაროდა გოგონას გულს..გრძნობდა,რომ საკუთარი ბუდე იპოვა,გრძნობდა,რომ საკუთარი თავი ნახა...ამ დროს ის ბედნიერი იყო,სულ აღარ უნდოდა დედამიწაზე..აღარ უნდოდა შური და მტრობა,მას მხოლოდ სიყვარული ეწადა,სიყვარული და მეტი არც არაფერი...მას უბრალოდ ბედნიერება სურდა...
-სად ხარ?-ზემოთ აიხედა,ისევ დავუჭა თვალები..უნდოდა,ისევ დაენახა უსახელო არსება...ისევ უნდოდა გაეგონა მისი ხმა,ამრგამ ის აღარ ჩანდა...მისი აღარ ესმოდა გოგონას..
-უსახელოვ,სად ხარ?-იკითხა აკანკალებული ხმით.
-შორს...შენგან შორს..უნდა წავიდე....ბედნიერი იყავი!
-მადლობ..მადლობ...-აღტაცებული ხმით შემოსძახა და ზეცას შეხედა..
ღრუბლები ნარნარად მოძრაობდნენ,ისინი სულ სხვანაირნი იყვნენ,გამჭვირვალენი და ქათქათანი,როგორც გოგონას გული...
ისევ იდგა გოგონა,იდგა და დამუნჯებული უყურებდა ცას...არ იცოდა რა ეთქვა..უეცარ ბედნიერებას დაემუნჯებინა ის...
და ისევ მოძრაობნდნე ღრუბლები..მოძრაობნენ და გოგონას გულს ულევ სიხარულს პირდებოდნენ..

თვალი გაახილა,გაიზმორა...საათს დახედა,ისევ შეეჭმუხნა სახე...მიხვდა,რაც ხდებოდა..
-ეს ოცნების ქვეყანა იყო..-წამოიძახა პაუზის შემდეგ და ისევ საბანში ჩარგო თავი...არ ციდოა,მაგრამ მას მაინც ციოდა...



№1  offline წევრი Smiling girl

momewona dzalian <3 tbili dà tkbili iyoshensavitt ^_^

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

ყველას გაქცევა რატომ გვწადია, ბედნიერებისა და სიყვარულის ქვეყანაში? გგვგონია რომ იქ მხოლოდ სიკეთე ისადგურებს და ბოროტება, შური ღალატ არ იქნება? მეც მინდა იქ... სიმშვიდესა და საოცარ ნეტარებაში სადაც მხოლოდ სიყვარული იქბევა...
იქ სადღაც ოცნების ქვეყანაში.. თუნდაც ზღაპრების სამყაროში...

სასიამოვნოდ მომეწონა.. love

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

Smiling girl
momewona dzalian <3 tbili dà tkbili iyoshensavitt ^_^

terooo
ყველას გაქცევა რატომ გვწადია, ბედნიერებისა და სიყვარულის ქვეყანაში? გგვგონია რომ იქ მხოლოდ სიკეთე ისადგურებს და ბოროტება, შური ღალატ არ იქნება? მეც მინდა იქ... სიმშვიდესა და საოცარ ნეტარებაში სადაც მხოლოდ სიყვარული იქბევა...
იქ სადღაც ოცნების ქვეყანაში.. თუნდაც ზღაპრების სამყაროში...

სასიამოვნოდ მომეწონა.. love

მადლობთ love

 


№4  offline მოდერი Eleniko13

კარგი ხარ,
რა ვთქვა.
ათიდან რვას გიწერ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

Eleniko13
კარგი ხარ,
რა ვთქვა.
ათიდან რვას გიწერ.

მადლობ

 


№6  offline წევრი kakulia

ძალიან კარგი ხარ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent