შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების მწვანე სხივი


13-01-2016, 21:14
ნანახია 2 035

საერთოს რას ვითხოვ ამ ცხოვრებიდან ან ეს ცხოვრება ჩემგან? ეს დღეები უჩვეულოდ გადის,მაგრამ ოცნებები და მოგონებები ნათელი და გასხივოსნებულია. იცით? მიხარია,რომ არავის ვგავარ იქნებ ამ მოკვდავებს შორის ერთი ვარ,რომელიც საკუთარ ოცნებებში იძირება და ცდილობს აიხდინოს.მართალია, მხოლოდ ოცნებებში ოცნებობს ამაზე,მაგრამ დადგება დღე,იმედია დადგება როცა ჩემს მწვანე სხივს მივწვდები და გავუღიმებ)) სასაცილოა არა?! როგორ შეიძლება ადამიანმა სხივს გაუღიმოს,მაგრამ ეს ხომ სულ სხვაა... მწვანე სხივი აიი ზუსტად ის ნათელი სხივია,რომელიც მაოცნებებს ფიქრებში, მოგენებებსა და განცდებში "მაცურავებს" . საოცარია,როცა ბედნიერი ხარ. ალბათ მეც გამოვცდი ბედნიერებას და მას მთელი სულით, მთელი ჩემი არსებით შევიგრძნობ.წარმოვიდგენ მწვანე ტრიალა მინდორს, რომელზედაც ფეხშისველი მივაბიჯებ,ბედნიერებისგან ვბრწყინავ,ვიღიმი და ისეთი შეგრძნება მიჩნდება "მე ეს შევძელი, მე ეს გავაკეთე-გამომივიდა" მწვანე სხივს საკუთარი თვალით ვხედავ.ცისფერი ციდან ყვავილები ცვივა, ცვივა და თანაც,როგორ? სხეულზე მეცემა, მე მომღიმარი და ბედნიერი ვდგავარ, თითქოს ჩემი მისია ამოვწურე,მაგრამ არა ეს დასასრულის დასაწყისია... ცხოვრების ერთი ეტაპი უდიდესი წარმატებით დავასრულე ამით კმაყოფილი ვარ, მჯერა,რომ შემდეგი ეტაპიც ასეთივე იქნება. არ მანაღვლებს ეს ბინძური,უგულო სამყარო,რომელმაც არ მიმიღო ზურგი მაქცია და ხაზი გადამისვა. თანაც რისთვის? იმისთვის,რომ ბედნიერებას ვეძებდი. აი, ამ დღიდან დაიწყო ხალხთნ ჭიდილი და ბრძოლა. ბრძოლა გადარჩენისთის, არსებობასა და "ძალაუფლების" დამტკიცებისთვის,მაგრამ ეს სიძლიერების და რწმენის ძალაუფლება,რომელსაც ჭუჭყიანი ფულით ვერ იყიდი.გჯეროდეს და გწამდეს რაგაღაცის ეს უდიდესი ნიჭია. ადამიანს ამ დროში რწმენა და სიყვარული აძლებინებს.სიყვარული ჯადოსნობაა,რომელიც ფრენის საშუალებას გაძლევს,გაბედნიერებს და ათას სიგიჟეს ჩაგადენინებს. სიგიჯეს,რომელსაც არასოდეს ინანებ!!!



№1  offline წევრი mariamiiiii

ძაალიან კარგიააა love

 


№2  offline წევრი anna31

კააია !!! კაი არააა უკარგესია დ;დდ

 


№3  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent