შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო დღის დასასრული და პირველი დღის დასაწყისი


14-01-2016, 22:51
ავტორი Judi
ნანახია 1 912

ჩემი ცხოვრება ძაფზე ეკიდა და ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ეს ძაფი გაწყდებოდა... ვგრძნობდი დღეს ჩემი სიცოცხლე სადღაც მიიპარებოდა, ემორჩილებოდა ჩემში ჩასახლებულ ტკივილს, დაავადებას რომელიც ჩემი სიცოცხლით იკვებებოდა..
ვგრძნობდი ეს ჩემი ბოლო დღე იყო, ჩემი განაჩენი.. ვიწექი, სადღაც შორს ვიყავი ადამიანებისგან ძალიან შორს... სხეულით კი ძალიან ახლოს.. უამრავი ხალხი ირეოდა. ტიროდნენ და მეც ჩემდა უნებურად მწყდებოდა ბოლო ცრემლები.. ზოგი იცინოდა ცდილობდნენ არშეემჩნიათ ღიმილს მიღმა დამალლული ცრემლი.. მეც ვიცინოდი მათთაან ერთად, მათთვის,ყალბად.. ალბათ არმინდოდა ვინმეს შევცოდებოდი.. ვუსმენდი ხმაურში მიმალულ სიჩუმეს, განვლილი ცხოვრების ჰანგებს..ცხოვრების მელოდიას რომელიც სავსე იყო ტკივილით, სიხარულით, ცრემლით და ღიმილით. ვერავის და ვერაფერს ვამჩვნევდი სიჩუმის აკორდების და ფიქრებში მოფრენილი წარსულის გარდა...ეს ყველაფერი ზღაპარს ჰგავდა, არცისე ცუდი დასასრულით .. სიკვდილ სიცოცხლის გზაჯვარედინზე მყოფს არაფრის შეცვლა არმინდოდა.. ბედნიერი ვიყავი იმით, რომ არაფერს ვნანობდი.. რაღა აზრი ჰქონდა სინანულს?! რაღა აზრი აქვს რამის გაკეთებას თუ სინანულით ტანჯვას აპირებ? ! სიკვდილის სუნთქვას ვგრძნობდი, მის სიჩუმეში, მისივე ლაპარაკი მესმოდა... სიკვდილის არმეშინოდა.. არმქონდა დრო შესაშინებლად.. მინდოდა მეყვირა, მეცინა, მეტირა, მერბინა.. ასეთი მშვიდი ჯერ არასდროს ვყოფილვარ. წვიმის ხმა მესმოდა, ფანჯრის მიღმა დარჩენილი თავისუფლების...არ უშვებდნენ.. არც მე მიშვებდნენ ცდილობდნენ ბოლომდე ჩაბღაუჭებოდნენ სიცოცხლეს..ვერ ხვდებოდნენ, რომ სიცოცხლეს კიარა სხეულს ებღაუჭებოდნენ სულმა დიდი ხნის წინ გააღწია წვიმაში.. ვგრძნობდი, მეხებოდა.. თვალები გავახილე ჰორიზონტს მოვავლე თვალი.. ადამიანებისგან შემორჩენილ ჩრდილებს გავუღიმე, ბოლოჯერ ჩავისუნთქე ჰაერი ხარბად, ფართოდ გახელილი თვალებით ვცდილობდი შემეხედა მათთვის მაგრამ არავინ მიყურებდა იქნებ შემოხედვის რცხვენოდათ? ! ან იქნებ მათ თვალებში ჩასახლებულ ტკივილს მიმალავდნენ.. ცდილობდნენ მაინც... მეც შემრცხვა და ფართოთ გახელილი თვალები ძლიერად დავხჭე.. ვინ იცის იქნებ სამუდამოდ...
შორიდან მესმოდა ფრაზები, დამაკავშირებელი სულის, ხორცის, სიკვდილის და სიცოცხლის : - სად გაქრა? ! აღარ არის, სასწაულია.. ცოცხალია!!
ბოლო დღე იყო, ოღონდ არა ჩემი.. ჩემში ჩასახლებული სიცოცხლის რომელმაც საკუთარი სიცოცხლე დათმო ჩემის სანაცვლოდ... ჩემში ჩაკარგულმა ჩემგან წასვლა გადაწყვიტა.. სასაცილოა არა? დაავადებამ გაქცევა არჩია.. შერცხვა? ! იქნებ ეს ყველაფერი სპექტაკლი იყო.. უადამიანოდ დარჩენილი ხალხისთვის.. ცხოვრებაში ცხოვრება გაქრა.. არ ვიცოდი მეტირა თუ მეცინა.. ერთდროულად თან ვტიროდი თან ვიცინოდი.. ჰაერის შეხება ვიგრძენი სახეზე, წვიმის მელოდია.. სიმსივნის აპლოდისმენტები.. ახლა უკვე ვგრძნობდი დაჟინებულ მზერას.. მზერას რომელსაც ამდენიხანი ველოდი.. თვალებს რომელიც ისევ იმედით იყო სავსე... ჩრდილებს რომლებიც ისევ ადამიანებს ემსგავსებოდნენ... თვალები გავახილე და დავინახე ღია ფანჯარა.. არ ეშინოდა წვიმის შემოშვების.. ძაფი გაწყდა თუმცა მისი გადაბმა შევძელი.. რა არის ცხოვრება? მე ვიტყოდი, რომ ლაბირინთი რომელიც უამრავ საიდუმლოს მალავს.... წუთში ჩაკარგული წამი...



№1  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent