შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბა, რა მოიტანეთ მსხვერპლად? - ჩემი სიყვარული


16-01-2016, 10:58
ავტორი ლილიანა
ნანახია 1 963

- მსხვერპლთშეწირვის რიგი აქაა? ბოლო ვინ არის?
- მე. 852-ე ვარ, თქვენ 853-ე იქნებით.
- ღმერთო ჩემო, როდის მომიწევს!
- არ ინერვიულოთ, სწრაფად მიდის წინ. რას იღებთ მსხვერპლად?
- სიყვარულს. თქვენ?
- ჩემი პირად ცხოვრებას შვილებისთვის. შვილები ჩემთვის ყველაფერია. ოღონდ ბავშვები იყვნენ ჯანმრთელები და ბედნიერები. ყველაფერს გავიღებ ამისთვის. ქვრივი ვარ. ერთი კარგი კაცი მთხოულობდა, მაგრამ ბავშვებს მამინაცვალს ხომ არ მივუყვან სახლში? საყვარელი სამუშაოც მივატოვე, ვერ ვასწრებდი ბავშვების მოვლას და მუშაობას ერთად. საბავშვო ბაღში ძიძად მოვეწყვე, რომ ბავშვები თვალწინ მყოლოდა. ყველაფერი ბავშვებს, იმათ შემოვევლე, ჩემს თავს რას დავეძებ.
- ვაიმე, როგორ მესმის თქვენი. მე კი ურთიერთობები მინდა შევწირო. გესმით, ქმართან უკვე აღარაფერი მაკავშირებს. სხვა ქალი ჰყავს. მეც სხვა მყავს... მინდოდა პირველი ქმარი წასულიყო, მაგრამ არ მიდის, შეგეჩვიეო... მეც მეცოდება. ჰოდა აი ვცხოვრობთ ასე...

უცებ გაიღო კარი და დაიძახეს: 852!
- აი, ჩემი რიგია. როგორ ვნერვიულობ. რომ არ მიიღონ ჩემი მსხვერპლი?
853 კი ისევ თავის რიგს ელოდება. დრო ნელა გადის. ამასობაში კაბინეტიდან 852 გამოვიდა.
- აბა, რაო, რა გითხრეს? მიიღეს მსხვერპლი?
- არა, აქ გამოსაცდელ ვადას აძლევენ თურმე. კიდევ მოიფიქრეო.
- რატომო? ამდენი ფიქრი რა საჭიროაო?
- რა ვიცი, საყვარელო. მკითხეს "დარწმუნებული ხართ, ეს ხომ სამუდამო გადაწყვეტილებააო". მე ვუთხარი: "ბაშვები დაიზრდებიან და ყველაფერს დამიფასებენ. მიხვდებიან, მათთვის დედამ რამხელა მსხვერპლი გაიღო". მერე მათ მითხრეს: "დაბრძანდით და ეკრანს შეხედეთ".. და უცნაური ფილმი დაიწყო ჩემს შესახებ. ბავშვები უკვე დაზრდილები იყვნენ. ვითომ გოგო გათხოვილია და ცხრა მთას იქით ცხოვრობს. ბიჭი კი თვეში ერთხელ მირეკავს. რძალი საერთოდ არ მცემს ხმას. შვილებს ვეუბნები, ჩემთან რატომ არ მოდიხართ-თქო. ისინი კი მეუნებიან, დედა, ნუ გაგვიჭირე საქმე. ვმუშაობთ, შენსავით მოცლილები კი არ ვართო... ამათაც მითხრეს, ხედავ, როგორ დააფასეს შენი მსხვერპლიო?! მე რაღა უნდა მეთქვა. კიდევ მოვიფიქრებ-მეთქი.

ამასობაში 853-ის რიგიც დადგა.
- ჩემი რიგია. ისე დამაბნიეთ... არ ვიცი, რას ვიზამ.
- მობრძანდით, დაბრძანდით. რა მოიტანეთ მსხვერპლად?
- ურთიერთობა.
- გასაგებია... აბა, მაჩვენეთ.
- აი, ნახეთ. ბევრი არ არის, მაგრამ ძალიან ძვირფასი და ლამაზია. სუფთა, შეუბღალავი. სულ რამდენიმე თვეა ერთმანეთი გავიცანით.
- რატომ გინდათ, რომ ეს ურთიერთობა მსვერპლად გაიღოთ?
- ოჯახი რომ შევინარჩუნო.
- ვისი ოჯახი, თქვენი? დაგრჩათ რამე შესანარჩუნებელი?
- როგორ გითხრათ... ქმარს დიდი ხანია საყვერელი ჰყავს. აქეთ-იქეთ დაძვრება, სულ ტყუილებშია გახლართული.
- მერე თქვენ?
- რა მე? ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდა ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობა ავაწყვე...
- ანუ ქმარს სხვა ჰყავს, თქვენ - სხვა... და ოჯახი სად არის?
- მაინც ცოლ-ქმარი გვქვია. ნათესავების თვალში მაინც...
- ესე იგი სიყვარულზე თქვენი ნებით ამბობთ უარს?
- ამას ნებას არ დავარქმევდი.... სულ ვტირი და ვტირი, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მივიღე.
- თქვენი ნებაა. გადმოგვეცით მსხვერპლი.
- მითხრეს, რაღაც ფილმს აჩვენებენ მომავალზეო. მე რატომ არ მიჩვენეთ?
- ბევრნაირი

ფილმი გვაქვს, ზოგი მომავალზეა, ზოგი წარსულზე. თქვენ აწმყოს გიჩვენებთ. შეხედეთ.
- უი, ეს მე ვარ? ღმერთო ჩემო. რა საშინლად გამოვიყურები. შეუძლებელია ასეთი ვიყო, ძალიან ვუვლი თავს.
- არა, ეს თქვენი სულია გარეგნობაში გამოხატული. ყველა ასე გამოიყურება, ვისი სულიც ტირის.
- ეს ყმაწვილი ვინაა, გვერდით რომ მომყვება?
- ვერ იცანით? ეს თქვენი ქმარია. მისი სული ლაღი და ხალისიანია.
- შეუძლებელია. ის ხომ ჩემზე უფროსია?
- სულით ბავშვია. ის დედასავით გიყურებთ.
- სულ ასეა. ბავშვობიდან შთამაგონეს, რომ ქალი ძლიერი, მომთმენი, ბრძენი უნდა იყოს. ოჯახსაც უნდა მიხედოს და ქმარსაცო.
- მერე, მოგწონთ ქმრის გვერდით დედის როლის თამაში? ფილმი დასრულებულია. შეხვედრაც დავასრულოთ?
- მომავალზე რატომ არაფერს მეუბნებით?
- მომავალი არ გაქვთ. სანამ ქმარი არ "გაიზრდება" და თავს არ დააღწევს "დედობილის" კალთას, თქვენი სულიერი მდგომარეობა ვერ შეიცვლება.
- რჩევებსაც იძლევით?
- რამდენსაც მოისურვებთ. შეწყვიტეთ ქმართან დედა-შვილობანას თამაში და ისწავლეთ, რომ იყოთ ქალი. ქალი, რომელსაც სერენადები უნდა უძღვნან და არა საქვითინებლად მიეყრდნონ მკერდზე.
- ეს მიშველის?
- ბევრს უშველა... თუ ვერ შეძლებთ, მოგვიტანეთ ეგ თქვენი ლამაზი ურთიერთობა ისევ და მივიღებთ მაგ მსხვერპლს. იცით, რამდენი ადამიანი ოცნებობს ასეთ ლამაზ ურთიერთობაზე? თქვენ თუ არ გინდათ, სხვას მივცემთ. მსურველი ბევრია.
- მოვიფიქრებ...
853-მა კარი გამოიხურა. შესასვლელად 854 მოემზადა. "ჩემს ინტერესებს ვწირავ, რომ დედა არ გავანერვიულო", - მოისმა კიდეც მისი ხმა კარის ღრიჭოდან. დერეფანში კი კვლავ უამრავი ადამიანი იდგა, რომლებსაც თავიანთი სურვილები, ნიჭი, კარიერა და შესაძლებლობები გულში ჩაეკრათ და თავისივე ნებით მიეტანათ მსხვერპლად.




პ.ს.

ეს სხვა საიტზე წავიკითხე (არასასიყვარულო საიტზე,რომლებიც ამ საიტის მსგავსია) ამიტომ მომინდა თქვენთვისაც გამეზიარებინა,არ ვიცი ავტორი ვინაა,მაგრამ ძალიან ნიჭიერი და გამჭრიახი ყოფილა.იმედია თქვენც მოგეწონათ და დაგაფიქრათ ფასეულობებზე.



№1  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent