გემუდარებით, ნუ იცხოვრებთ მხოლოდ შვილებისთვის!
ცნობილი ბლოგერისა და ფსიქოლოგისგან ოლგა ვალიაევის ემოციური ბლოგ პოსტი მშობლებლებს. „გემუდარებით, ნუ იცხოვრებთ მხოლოდ შვილებისთვის! მათ არა მხოლოდ არ სჭირდებათ ეს, არამედ საზიანოცაა მათთვის. მე ვხედავ ქალებს, რომლებმაც უარი თქვეს საკუთარ ცხოვრებაზე შვილების გამო. ამ პატარა ისტორიებში ზოგიერთი მშობელი საკუთარ თავს ამოიცნობს. * დედამ მარტომ გაზარდა ნიკოლოზი. მეორეჯერ პირადი ურთიერთობის აწყობა არც უფიქრია. მთელი ცხოვრება ბავშვს შესწირა. უყიდა ბინა, მიაღებინა უმაღლესი განათლება. ნიკოლოზი შესანიშნავი და წარმატებული მამაკაცი დადგა. მაგრამ უკვე 50 წლისაა. ოჯახი და შვილები არც ჰყოლია. მთელი ცხოვრება ცდილობდა გადაეხადა დედისთვის ამაგი, მაგრამ ვერ მოახერხა. * ქსიუშას მამა დღე და ღამე მუშაობდა შვილების გამო. მას დიდი გეგმები ჰქონდა - განსაკუთრებით გოგონაზე, რომელიც ძალიან ნიჭიერი იყო. მამას ოცნება იყო, შვილი ექიმი გამხდარიყო და ყველაფერში უწყობდა ხელს. შეუგროვა ფული უნივერსიტეტისთვის. გოგონამ კი უარი თქვა. მას უნდოდა ეცხოვრა საკუთარი ცხოვრებით. უნდოდა გამხდარიყო მხატვარი. მაშინ მამამ გადაწყვიტა „მოერჯულებინა“ შვილი და მისცა მას ხარჯების ფურცელი. ხარჯებში შედიოდა ყველაფერი: სკოლაში სწავლის საფასური, წრეების გადასახადი, ტანსაცმლისა და საჭმლის ფული. ძნელი მისახვედრი არ არის: ქსიუშას მას მერე მამა თვალით აღარ უნახავს. აგერ უკვე 30 წელი გავიდა ამ ამბის შემდეგ. * დედამ ირას გულისთვის საკუთარ ცხოვრებაზე თქვა უარი. განქორწინების შემდეგ არ უნდოდა არც პაემანი და არც ახალი ურთიერთობები. ეშინოდა ბავშვს ტრავმას მივაყენებო. გოგონა გაიზარდა და ვერ ტოვებს დედას. არ შეუძლია პაემანზე წასვლაც კი. ვერ უშვებს ფიქრს იმაზე, რომ დატოვებს დედას და საკუთარ ცხოვრებას მიხედავს. ირა 40 წლისაა. გაუთხოვარია. შვილები არ ჰყავს. * იგორის და ჟენიას შვილები ძალიან კარგები იყვნენ. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ შვილების გამო, შეუძლებელსაც კი. ოჯახი ითვლებოდა მეგობრულად: ოჯახური სადილები, დღესასწაულები, შვებულებები. მხოლოდ ამ მზრუნველობაში, მეუღლეობა დაკარგეს. მათ აღარაფერი აკავშირებდათ. ერთად 30 წელი გაატარეს, როგორც დედ-მამამ. შემდეგ, როდესაც ბავშვები გაიზარდნენ, ერთმანეთს დაშორდნენ, რადგან ბავშვების გარდა თურმე აღარაფერი აკავშირებდათ. ჟენია ამას აქამდე განიცდის. 37 წლისაა და არ აქვს გათხოვების სურვილი. ეშინია მშობლების ისტორიის გამეორების. * გოშა - ნანატრი შვილი. დაფოფინებდა, იცავდა, ზრუნავდა. ზედმეტადაც კი. დედამ აღარ დაუცადა“უფლისწულს“ და გადაწყვიტა, მის გარეშე გაეჩინა შვილი. უნდოდა, თავისი ოცნებები გოშას მეშვეობით განეხორციელებინა. ცდილობდა შვილისგან ვუნდერკინდი „გამოეძერწა“. ასწავლიდა რამდენიმე ენას, დაჰყავდა წრეებზე, ასწავლა არფაზე დაკვრა... დედა ამაყობდა შვილით და გოშას ყოველთვის სთხოვდა სტუმრებისთვის რაიმე შეესრულებინა არფაზე. არფა ხომ ეგზოტიკური საკრავია... გოშა უკვე 40 წლისაა. მეუღლესთან გაყრილია. მის შვილებს სხვა მამაკაცი ზრდის . გოშა არ არის წინააღმდეგი, მან ხომ აქამდე არ იცის, რა უნდა. ვერ გაუძლო და სმა დაიწყო. დედა მას ვეღარ ხედავს. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება ამ ნაღვლიან ისტორიებზე. როდესაც ბავშვი ცხოვრების აზრი ხდება, ეს ძალიან მძიმეა თვითონ მისთვის. თითქოს ის ჩაკეტეს ოთახში, სადაც ეს-ესაა დამთავრდება ჟანგბადი. შეიძლება დაიხრჩოს კიდეც ასეთი გადამეტებული ზრუნვისაგან. ბავშვმა შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ გადაუხადოს „ვალი“ თავის მშობელს, როგორც ირამ და ვანიამ სტატიის დასაწყისში, ან მოაწყოს პროტესტი და დაიწყოს სმა, გაწყვიტოს ურთიერთობა - როგორც გოშამ და ქსიუშამ... ძალიან იშვიათია, როდესაც შვილს შეუძლია გაიგოს და მიიღოს მშობლის ასეთი "მსხვერპლშეწირვა". ამიტომ გემუდარებით, ნუ იცხოვრებთ მხოლოდ შვილებისთვის! იპოვეთ კიდევ სხვა აზრი ამქვეყნად არსებობის, გააგრძელეთ ის საქმეც, რასაც მანამდე აკეთებდით, ან გაიჩინეთ რამე ჰობი, მეტი ყურადღება მიაქციეთ მეუღლეს და ა.შ., რათა პატარა გოგონები და ბიჭუნები, რომლებიც მოევლინებიან ქვეყანას, არ გახდნენ თქვენი „მზრუნველობის“ მძევლები და არც თქვენ გახდეთ ამ სიყვარულს შეწირული მსხვერპლი. გიყვარდეთ თქვენი მეუღლე, დაიტოვეთ დრო პირადი ცხოვრებისთვის. ბავშვები გაიზრდებიან, ის კი თქვენთან დარჩება. თქვენ შეგიძლიათ მისცეთ ბავშვებს ურთიერთობის მაგალითი, რომ მათაც ჰქონდეთ სურვილი ყავდეთ ოჯახი და შვილები. იგნორირება არ გაუკეთოთ მეუღლის მოთხოვნებს. გიყვარდეთ საკუთარი თავი. ნუ იტყვით უარს ახალ კაბაზე, ნუ ჩაანაცვლებთ თქვენს კოსმეტოლოგს ბავშვის რეპეტიტორით. თუ თქვენს თავზე არ იზრუნებთ, რა მაგალითს მისცემთ სხვას, რომელ სიყვარულს, საიდან? ეს ცხოვრება ერთხელაც დამთავრდება. სასულიერო პრაქტიკა, რელიგია, ლოცვები, მეცნიერება, ხელოვნება, მებაღეობა, კარიერა... თქვენ შეგიძლიათ მოსინჯოთ ძალები სხვადასხვა სფეროში. მიეცით საშუალება შვილებს, რომ იცხოვრონ და ისუნთქონ თავისუფლად. მაშინ ისინი შეძლებენ გაიზარდონ და განვითარდნენ დამოუკიდებლად. ჩვენი ვალია დროულად მოვრწყათ, უხვად მივუშვათ მზის სხივები, დავიცვათ მავნებლებისგან, მივცეთ სიყვარული, განათლება, თუმცა არა ჰიპერმზრუნველობა და დახრჩობა მეტისმეტი მეურვეობით. ეს უფრო მეტად ეგოიზმს ჰგავს, ვიდრე ბავშვის სიყვარულს. როდესაც ბავშვი ისე იზრდება, რომ ხედავს, ის ძალიან უყვართ, თუმცა დედას მამაც უყვარს და საკუთარ თავზე ზრუნვაც არ ავიწყდება, თავისი საქმეც უყვარს, რომელსაც გარკვეულ დროს უთმობს, როცა ხედავს, რომ ის თავად არის დამოუკიდებელი პიროვნება და არა მხოლოდ ვინმეს შვილი და გამუდმებული ზრინვის ობიექტი, გაცილებით თავდაჯერებული, დამოუკიდებელი და წარმატებული იზრდება და მშობლის მიერ გაწეული ამაგიც გაცილებით მეტად ფასდება. მოამზადა სალომე გორგოშიძემ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.