შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარემდე და უკან


17-01-2016, 00:39
ავტორი moonnchild
ნანახია 1 686

ერთი,ორი,სამი,ხუთი,ათი...და კიდევ რამდენს გვიგვრძვნია ეს,რასაც ვერ აღვწერთ.ყველას გვყვარებია და თანაც როგორ.მაგრამ მიგვიღია იგივე გრძნობა? მე არა. რო ვთქვა სიგიჟემდე მიყვარსთქო მოგატყუებთ,რადგან რასაც მე ვგრძნობ სიგიჟეზე მეტია. თუმცა იმედგაცურებების,ტკენის შემდეგ ძნელია ბედნიერებაზე ფიქრი.ან როგორ უნდა იფიქრო,როცა შენსავით გაყინულ კედელს ეყრდნობი და ფიქრობ როგორ გაგასაცოდავა,მოგსპო საკუთარმა გრძნობებმა-რომელთაც წესით ბედნიერება უნდა მოეტანათ.
საერთოდ რთული ხასიათი და გემოვნება მაქვს.ყოველთვის იდეალურისკენ ვილტვოდი,მაგრამ შემიყვარდა ბიჭი ნაკლოვანებებით,რომელიც მთვარემდე ავიყვანე და მისი მრავალი ნაკლიც მაბედნიერებდა.წარმოგიდგენიათ როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანი ათასი წყენა,დარდი,იმედგაცრუება და ტკივილი რომ აპატიო?გულის თითოეული სისხლ-ძარღვი მისკენ რომ მიდის.მე მის გამო შემიძლია დავთმო ყველაფერი,საპასუხოდ არასდროს მიმიღია იგივე გრძნობა.მთებს გადავდგავდი,დედამიწას გადავაადგილებდი ოღონდ მე გავმხდარიყავი მისი ბედნიერებისა და ღიმილის მიზეზი.მე ორმოცდაათ მეგობარში მაინც მარტო ვგრძნობ თავს, ღამეებს ვათენებ და ათასნაირად წარმოვიდგენ მის გვერდით თავს.სიყვარულს წესით სიხარული უნდა გაემძაფრებინა,მაგრამ მე პირიქით მომექცა. ძნელია,როცა აღარაფერს გრძნობ. არ გიხარია ახალი დღის დაწყება.უყურებ სხვებს და ხვდები,რომ შენგან მტვრიანი ფიტული დარჩა,უსარგებლო.მუცელში პეპლები,გულში სიშავე და თავში არეულობა.ნელნელა იშლები ჭკუიდან.აღარ იკარებ არავის.მთელ შენ არსებას უყვარს,უნდა ის.განა შეუძლია სხვას აჩუქოს ამხელა გრძნობა?არ შეიძლება ადამიანის სიბნელეში დატოვება.მითუმეტეს როცა მთვარემდე და უკან უყვარხარ.



№1  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent