შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაქრა


17-01-2016, 00:46
ავტორი მოლურჯო
ნანახია 2 237

ვუყურებდით წყვილებს ვიჯექით ერთმანეთის გვერდით
ვუყურებდით როგორი ბედნიერები იყვნენ ისინი
მაგრამ ჩვენ? ჩვენ ის ურთიერთობა აღარ გვქონდა
დრომ წაშალა ყველა გრძნობა
გრძნობა რომელიც ყველაფერს უძლებდა
მაგრამ დროს ვერ გაუძლო
უბრწყინავდათ თვალები როგორც ჩვენ ადრე
ეს სიყვარული მოგონება იყო
მოგონება რომლებიც არასდროს განმეორდებოდა
ადგა და წავიდა
არც კი მოუხედავს ჩემთვის
არც კი დაუნახია
რამოდენიმე ცრემლი
ალბად არ იყო სიყვარულის ღირსი
იქნებ მასაც ასე ეტკინა როგორც მე?
იქნებ არ ვიყავი მისი ღირსი? იქნებ უკეთესს იმსახურებდა ვიდრე მე ვიყავი
ის იყო ადამიანი რომელმაც მასწავლა როგორ უნდა ვატკინო გული სხვებს
როგორ უნდა წავიდე უკან მოუხედავად
ამ შეხვედრით ყველაფერი დამთავრდა
აღარ იყო სიყვარული უბრალოდ გაქრა
მონატრება?
იყო ხანდახან მაგრამ მახსენდებოდა ყველა შეცდომა მისი და გული უფრო მეტად მტკიოდა
განა სიყვარული იყო ეს? სიყვარული ხომ არ მთავრდება? ალბად არ იყო ალბად ვერ შეძლო ვყვარებოდი ისეთი როგორიც ვიყავი
გაქრა გრძნობა
გაქრა ჩვენს შორის უხერხულობა
გაქრა სიყვარული
გაქრა ჩახუტების სურვილი
მიყვარხარ აღარ იყო ისეთი როგორიც ადრე
და უბრალოდ ამ შეხვედრით ყველაფერი დამთავრდა
როგორ მახსოვს ბოლო შეხვედრა
როგორ დამთავრდა ყველაფერი ჩვენს შორის
და მაინც რა არის სიყვარული? ტკივილი რომელსაც ვერ ცვლი სიხარულით
ამ შეხვედრამ ყველაფერი წაშალა ჩვენი ურთიერთობა აღარ იყო ისეთი როგორც ადრე.
შემდეგ?
იყო რამოდენიმე ცრემლი
გატეხილი გული
მოგონებები რომელსაც ვერ ვშლიდი
იყო ქუჩები რომლებსაც მასთან ერთად აღარ მივუყვებოდი
და უბრალოდ გაქრა ის ჩემი ცხოვრებიდან
გაქრა სამუდამოდ გაქრა


სევდიანი გიჟი



№1  offline წევრი aleksandre

მოკლედ ეს სიყვარული რა მტანჯველი რამ არის love

 


№2  offline წევრი სოფია სოფია

მეგონა ჩემზე წერდი :((

 


№3  offline წევრი TAKO23

მომწონს ძაან

 


№4  offline წევრი kakulia

კაი რაააააააააა neutral_face

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent