შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოჯახის და მშობლების როლი ცხოვრებაში


24-01-2016, 14:44
ავტორი Blank Space
ნანახია 1 702

""გზავნილი საზოგადოებას

მ ო ზ ა რ დ ე ბ ი . . .

აივანზე გამოსულმა დავინახე, რომ თხუთმეტი წლის ბიჭი კიბეებზე სწრაფად ჩარბოდა.
_ გიგა, მოიცადე. _ უყვიროდა და სწრაფი ნაბიჯებით მისდევდა დედა.
ბიჭი კვლავ უკანმოუხედავად გარბოდა.
_ სად მირბიხარ, ახლავე დაბრუნდი! გაიგე?!
გიგა ეზოდან გავიდა, თითქოს დედის ყვირილი არც გაუგია. ნინო ცოტა ხანი აივნის მოაჯირზე დაყრდნობილი იდგა და შეწუხებული უსასრულობაში იცქირებოდა. საღამოს ჩვენთან შემოვიდა, მაგიდას მიუჯდა და სასოწარკვეთილმა დაიწყო:
_ რაც მამამისი წავიდა, სულ შეიცვალა, ვეღარ ვცნობ, უკვე აღარ ვიცი, რა გავაკეთო.
ამ შემთხვევამ დამაფიქრა იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს და გარემოს ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი მოზარდისთვის. სწორედ ამ პრობლემებმა, როგორიცაა ოჯახის ნგრევა, ძალადობა და მსგავსი რამ, შეიძლება გამოიწვიოს მრავალი გართულება მოზარდის ცხოვრებაში. ის შეიძლება გახდეს აგრესიული, გული აიცრუოს სწავლაზე, დაიწყოს სიგარეტის მოწევა ან თავის თავში ჩაიკეტოს.
ზოგჯერ ამ მდგომარეობას სავალალო შედეგებამდე მივყავართ. ბავშვი დამნაშავედ ყალიბდება ან ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე დამოკიდებული ხდება და ბოლოს თავის ცხოვრებას ციხეს უკავშირებს.
შეიძლებოდა ამ შედეგის თავიდან აცილება? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა! სამწუხაროდ, სწორედ რომ პრობლემის გამწვავებისას აეხილებათ ხოლმე უფროსებს თვალი. იმის მაგივრად, რომ დასაწყისშივე აღმოეფხვრათ, გვიან იწყებენ მის გამოსწორებაზე ზრუნვას. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ როდესაც ოჯახში კონფლიქტია ან მოზარდს რაიმე პრობლემა აქვს, უდიდესი როლი მშობლებს და გარშემომყოფებს ენიჭებათ. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად კარგად იცნობენ ისინი ბავშვს და იციან თუ არა როგორი მიდგომაა მასთან საჭირო. მშობლებმა ძალიან ფრთხილად უნდა განუმარტონ მოზარდს ოჯახში წარმოქმნილი პრობლემების სირთულე ისე, რომ მისი ფსიქიკა არ დაზარლდეს.
საუბედუროდ, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა მოზარდი თავად ირჩევს ცხოვრების მავნე წესს. და როგორც აკაკი ამბობს: `მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამ არ უშველა.~
როცა მშობლებს თავად ძალა არ შესწევთ განსაცდელში ჩავარდნილი მოზარდის დასახმარებლად, საუკეთესო საშუალებაა ის როგორმე უფლის სახლამდე მიიყვანოს და უფლის შეწევნით, მოძღვრის დახმარებით და ჩვენი ლოცვით სწორ გზაზე დავაყენოთ.""



№1  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent