შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეწყვეტილი გალობა...


27-01-2016, 15:48
ავტორი IZABELA...
ნანახია 1 669

....იმ დღეს სიკვდილს ჰგავდა ქალაქი. ოღონდ ჩონჩხისთავიან, ცელმომარჯვებულ მოჩვენებას კი არა , ბავშვობისას უცნაურ შიშთან ერთად აღქმულს. კუბოს ნელ-ნელა გაასვენებენ,იმ მზერით გააცილებენ, რომელზეც პასუხს აღარ ელიან. ორმოში ჩაუშვებენ. მიწას მიაყრიან და ყველა წავა... ყველა წავა...
-რაა სიცოცხლე ?! რაა სიკვდილი?! და საერთოდ რანი ვართ ჩვენ...
ერთხელ აუცილებლად ჩავიცვამ შავებს,გულში გაიმეორებს ,სუნთქვას შეიკრავს და ცვრიან ორთქლს გამოუშვებს ფილტვებიდან...
თმებს უკან გადაიყრის, ფერი ცისფერი.... გამხდარია, კანზე ლურჯი ვენები ეტყობა, ნახშირორჟანგით გაჯერებული ვენები, ფერი თეთრი ,ავადმყოფურად თეთრი..მუქი ლურჯი დაჰკრავს...თვალები ყავისფერი ან ჩალისფერი რა აზრი აქვს ისინი მაინც წყლიანი და უსიცოცხლოა,არ ტირის... სახელი მირა ...ან რამე ისეთი სადაც ასოთა არეულობა მელოდიას შექმნის გამოთქმისას...
მუსიკა, ხმაურიანი...მოჭარბებულ ემოციებს რომ გამოიწვევს...მარი ბოინე ავიღოთ...
კედლები ნაცრისფერი შავი ნახეთქებით და ყვითელი ნახატებით...იცი როგორი ყვითელი?! კვერცხისგულისფერი, ბედნიერების ფერი...
ზამთარია...ცივა...
ქუჩა ისევე გასუსულა,როგორც ის ყვითელი ლამპიონი ღამის სამ საათზე საცოდავად,რომ ბჟუტავს...
ხუთი წლის წინ ოცნება ჰქონდა, იქ ,იმ კამერაში სადაც ოცნების გარდა ,სხვა არაფერი დარჩენია ადამიანს ,კი ოცნება და ერთი ღერი "პრიმა" მაშინ ეგეც საოცნებო იყო,ვარდისფერი კედლებივით საოცნებო...
მართალია, ხუთი წლის წინ ჰქონდა ოცნება, მაგრამ როდესაც დრო გადის ოცნებები უფერულდება, გასროლილ ნატყვიარს ემსგავსება,გაისვრი და ვსო იქ მთავრდება ყველაფერი დროს უკან ვერ დააბრუნებ...
ადრე სადღაც მოვისმინე ცხოვრება ცეკვას ჰგავს ,მუსიკა ხშირად შეიცვლება,მთავარია ჩვენ არ შევწყვიტოთ ცეკვა, მაგრამ ამ დამპალ სამყაროში ერთადერთი ,რაც დაგრჩენია ისაა,რომ ყველაფერს წიხლი ჰკრა, დაიკიდო და მისცე თავს უფლება გაფრინდე, თუნდაც გაგიჟდე ,შეიშალო,ჰალუცინაციებმა გადაგთელონ,იცი რომ ყოველ ღამეს მთებს შორის აუცილებლად გაიკლაკნება ელვა და მოულოდნელად გადმოტყორცნილ გველს დაემსგავსება,იმ გველს ევა რომ აცდუნა,მაგრამ ვინ იცის ეს ბლეფია თუ ღმერთის მიერ ნათამაშები შესანიშნავი პარტია....აინშტაინმა თქვა ღმერთი კოჭობანას გვეთამაშება ,განურჩევლად ყველას,მთავარია ჩვენ რამდენად კარგი მოთამაშეები ვიქნებითო....
ჰმ! ქუჩა გასუსულა ,ღამე კი კვლავ დასუნსულებს აქეთ-იქით,მთებს შორის კვლავ იკლაკნება ელვა,კვლავ ენთება შიშის ნაპერწკლები...მოსალოდნელი სიკვდილის...
მაგრამ ვინ იცის შიშია..თუ ჰალუცინაცია..
კუბოს სახურავი ჩაენგრევა და თვალებში მტვერი ჩაეყრება.ყველა წავა და არავინ აღარ მოვა...არა! მოვლენ და დედა ისე კივლებს , რომ მისი უფრო შეეშინდება ვიდრე იმ მატლების ,მიწის და უჰაერობის... ფილტვებს ,რომ დაუხშობს .ნელ-ნელა შეეპარება... ნახშირორჟანგი მოიცავს ვენებს, არტერიებს ,მაგრამ დედის კივილი უფრო მტკივნეული იქნება ..მოვა მამა და მისი არყის ბოთლი ყველას და ყველაფერს დაფარავს, ხელმეორედ სიკვდილს ინატრებს...
ეკლესიას ჩაუვლის გვერდზე გახედავს და ენის წვერზე მოადგება წარმოუთქმელი ,მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა..
გაივლის რამდენიმე მეტრს და კვლავ, გაიხედავს ეკლესიისკენ ,ბაგეებიდან დასცდება ,წმინდა იყავნ სახელი შენი,მოვედინ სუფევა შენი... აღარ გააგრძელებს,მაგრამ გულში ჩატოვებული სიტყვები კვლავ ლამობენ ამოხეთქვას,ნელ-ნელა სცდებიან ზღვარს... იყავნ ნება შენი...
შეჩერდება ,ცრემლები არ შეიპყრობენ ,მხოლოდ პირზე მომდგარ ღიმილს იგრძნობს,ბაგეები უძრავად არიან ,მხოლოდ მანქანის ფარები მოსჭრის თვალს და პირველად იგრძნობს ბედნიერებას....წამით ყველა ძვლის გადამტვრევის ხმას გაიგებს,სიკვდილის სუნს იგრძნობს ჰაერში,სპლინით და რაღაც სხვით გაჯერებულ ჰაერში..ამ ერთ წამში სიკვდილს ჩაჰკიდებს ხელს და არ შეეშინდება ,მიხვდება,რომ სრულ მოსვენებამდე რაღაც წუთები აშორებს...გვერდით გახედვა აშინებს ,ილუზიურად წარმოქმნილი გალობის ბგერები ვეღარ უშველის.... ის ხორცია,უსულოდ დარჩენილი ხორცი,უეცრად ვიღაც რკინის მარწუხებივით ძლიერი ხელებით ჩაებღაუჭება...წინააღმდეგობას გაუწევს ,უკვე გალობაც წყდება ნისლი იპყრობს ირგვლივ ყველაფერს, ჰაერი კვლავ სპლინით და რაღაც სხვითაა გაჯერებული,დაინახავს ძირს დანთქმულ სულს და ეშმაკის წითელ სიცილის....შეეშინდება, იგრძნობს ,რომ უკვე დიდი ხანია დაშორდა უფალს და ვეღარაფერს შეცვლის...
წარსულის კადრები კვლავ ჰალუცინაციურად ჩაუვლის თვალწინ და ერთადერთს რასაც გაიგონებს,ეს გალობიდან შემორჩენილი ბოლო ბგერა იქნება და ფიქრი იმაზე ,რომ ყველა წავა.... ბოლოს აუცილებლად ყველა წავა....



№1 სტუმარი Bla..

Hm..nutu..martalia..hhh..ras.ras piqrobdi?!..momewona..mshvidad var..ici ragacnairad damamsvida..ar vici es ra reaqcias unda iwvevdes magram me davmshviddi..dzalian momewona momenti roca locvas ambobda danawevrebulad..da sheni azrebis sxvanairi gadmocema momewona..satauric momewona;)

 


№2  offline წევრი IZABELA...

Bla..
Hm..nutu..martalia..hhh..ras.ras piqrobdi?!..momewona..mshvidad var..ici ragacnairad damamsvida..ar vici es ra reaqcias unda iwvevdes magram me davmshviddi..dzalian momewona momenti roca locvas ambobda danawevrebulad..da sheni azrebis sxvanairi gadmocema momewona..satauric momewona;)

რას ვფიქრობდი? არ ვიცი... უბრალოდ შინაგანი ემოციები და დამოკიდებულებები გადმომქონდა ფურცელზე.

 


№3  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent