შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიცოლას ხსოვნას...


10-11-2015, 18:55
ავტორი თამუნა
ნანახია 2 733

მიდის ოქტომბერიც წვიმებს ეპარება,
ამ შემოდგომითაც ვრჩები მარტოსული,
ყვითელი ფოთლები ერთურთს ეფარება,
ერთურთს ეფარება წვეთიც თვალს მოსული...
დღეს შენს სასაფლაოს ფოთლით გადაპენტილს,
დაჰკრავს ჯადოსნური სხივის ანარეკლი...
შესანდობარს დავლევ შენთან ალავერდით,
ვიცი რომ გაიგებ, ვიცი არც რას მეტყვი.
მიდის ოქტომბერიც, გულზე სანთლებს გინთებ,
იქნებ და იმ ქვეყნად ესეც რამეს გშველის...
ყვითელ ფოთლებს ვატან შენზე მონატრებას,
შენზე მონატრებას ვიკლავ ლექსის წერით.
კვლავაც და აგინთებ სანთლებს ხატების წინ,
კვლავაც გაგიხსენებ თვალებცრემლიანი...
კვლავაც შემოგივლი კვირა დღეს საფლავზე,
ამბებს მოგიყვები, როგორც დღემდე არის.
მიდის ოქტომბერიც წვიმებს ეპარება,
ამ შემოდგომითაც ვრჩები მარტოსული,
ყვითელი ფოთლები ერთურთს ეფარება,
ერთურთს ეფარება წვეთიც თვალს მოსული...



№1  offline მოდერი ლილიანა

მეც მიყვარს ჩემი ორი ბიცოლა ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline ადმინი შამანი

ძალიან კარგი ლექსია.
ვიზიარებ შენს მწუხარებას. :(((
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№3 სტუმარი მამაზე

ლექსებიც მამაზე დამატეთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent