შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ლამპიონები...

28-01-2016, 19:59
ავტორი IZABELA...
ნანახია 2 253

"რომ მოესმინა კვნესა პატიმრისა,გაეთავისუფლებინა სიკვდილის ძენი".ფსალმუნი 21.

ახალი წელი, დგებოდა დედამიწაზე მოლოდინი ისადგურებდა,სურვილების და ოცნებების თავმოყრის წელად აღიქვამდა ხალხი...
ყველგან შეიმჩნეოდა მოლოდინი:ბერეტიანი მოხუცის წითელ ტუჩებზეც და მათხოვრის თვალებში აკიაფებულ სხივებშიც, ყოველ ათ თეთრზე საოცრად ნათელი ფერებით ,რომ კაშკაშებდა...
ყველგან შეიმჩნეოდა მოლოდინი: ჯიბეგასქელებული ღიპიანის უშნო ოხვრაშიც და ხიდის ქვეშ მჯდომარე განდეგილის სუნთქვაშიც...
ყველგან შეიმჩნეოდა მოლოდინი: იმ მოხუცი მწერლის ოჯახშიც არავის ,რომ აღარ ადარდებდა და ქუჩის ტროტუარზე მობარბაცე ლოთის ოჯახშიც ,სასმლის გარდა არაფერი,რომ აღარ ახსოვდა....
ყველგან შეიმჩნეოდა მოლოდინი,გარდა ერთისა ,იქ არა,ვენებგადახსნილი ბიჭი აბაზანაში პირაღმა ,რომ იწვა ერთ დროს მოკეცილი ფეხები გაშლოდა ,მის ძარღვებში არსებული სისხლი კი სუსტად მიაპობდა დაცარიელებულ არტერიებს...ღია თვალებიდან,სხივები იღვრებოდა გეგონება ზღაპრულ ოდისეას უყურებსო...ოთახიდან ლაკრიმოსას ჰანგები ,როგორც აბობოქრებული მდინარე,ისე არღვევდა ჯებირებს ,ბიჭი ერთადერთი იყო ,რომელიც აუცილებლად იტყოდა ჩემ ვენებში მოცარტი ჩქეფდა სისხლის მაგივრადო...
გვერდით ტელეფონი ეგდო ,112-ის ოპერატორი საუბარს არ წყვეტდა მაგრამ მსმენელი უკვე ძილ-ბურანში გახვეულიყო...
გადაშლილი დღიურის ბოლო გვერდზე კი-სისხლიანი ხელის კვალი იყო დარჩენილი...

"შენი გზები მასწავლე უფალო,შენი კვალი".
ღამის სამი საათია, თითებს შორის გაჩრილი ჩემი სიგარეტი კვლავ თავის ადგილასაა ,მომწონს მისი კვამლი უსაგნოდ, რომ ადის ჰაერში და ჟანგბადს ერევა, ისევ ჩემი ფილტვებისკენ ,რომ გაიკვალოს გზა....
წუხელ სიზმარი ვნახე,თეთრი ეშმაკი და მარმარილოს სასახლე,იქ მყოფთა შორის მხოლოდ მე ვიყავი ცოდვილი....
გზად მიმავალი ყოველთვის ვაკვირდები ხალხს მაგრამ მათში იმდენ ერთფეროვნებას ვხედავ ,ხშირად ყველაზე მეტად რაც მინდა თვალების დახუჭვაა ,მაგრამ ვიცი მწველი ქუთუთოები შემახსენებენ თავს და მეც საწყის პოზიციას დავუბრუნდები....
ეკლესიიდან გამომავალი მოკლეკაბიანი გოგო გინებით იკლებდა ქუჩას,შუბლზე აშკარად ეტყობოდა მირონის კვალი,თავშალი მოშორებოდა,ეს არ ადარდებდა...
კიკინებიანი პატარა დედას კალთაზე ექაჩებოდა ,ვარდისფერ ბამბის ნაყინს სთხოვდა,დედას ფული არ ჰქონდა საცოდავად დასცქეროდა ხელში მოწკრიალე ოც თეთრს,ბამბის ნაყინი ვუყიდე ,საჩუქრად ტკბილიანი კოცნა მერგო,კვალი ალბათ მთელი სიცოცხლე გამყვება...
ყვითელი სამარშრუტო კვლავ ნაგვითაა გატენილი,რატომ მაინცდამაინც ყვითელი, ვან გოგისი მაინც შერცხვენოდათ...
თავზე წამოფარებული კაპიუშონი, გოგო დავინახე, სხვებს არ გავდა, მეორედ რომ შევხვედროდი აუცილებლად შემიყვარდებოდა...
გაცრეცილი წიგნით ხელში ვიდექი და რასაც ჩავყურებდი ეს ერთადერთი ფრაზა იყო "ცა და მიწა , არ ფლობს კაცთმოყვარეობას" ,წიგნი შემიყვარდა ,მას შემდეგ სულ თან მქონდა,ეს იყო საფუძველი ახალი აზრებისა...
ყველაზე მეტად ვისიც მწამს ეს უფალია, იმის არა, ხალხი ,რომ ეთაყვანება და ყოველივე უმსგავსოს მისი სახელის თანხლებით სჩადის,არა მე ჩემი უფლის მწამს, მე რომ ვქმნი ჩემ წარმოსახვაში და ამ ქვეყნად ყველაზე კეთილი, რომაა...ვიცი მისი მსგავსი ვერასდროს გავხდები,მე ცოდვის შვილი ვარ, სანაგვეში დავიბადე და ალბათ აქვე იქნება ჩემი სამუდამო განსასვენებელიც...
დილიდან უხორცო აზრები ამეკიატა ვინატრე სისხლისგან დავცლილიყავი და მის გარეშე სიცოცხლე მესწავლა არ მინდოდა ჩემზე ვინმეს ებატონა. სიკვდილს არ ვაპირებ...
ტელევიზორი ჩართულია მე კი უაზროდ ვატრიალებ პულტს , მსოფლიო ქაოსს მოუცვავს ,ამათ მხოლოდ აპოკალიფსი თუ უშველით ,მაგრამ არა მგონია რამე შეიცვალოს, საათი ყოველთვის იქ ბრუნდება საიდანაც დაიწყო...
ღამეა, ახალი წელი დადგება რამდენიმე საათში, ერთადერთი დღეა ,როცა სამყაროში ნაღველი არ სკდება...
ლაკრიმოსას ვრთავ, მინდა შევიგრძნო რაღაც რაც აქამდე არ განმიცდია...
"გაიხსენე, უფალო, წყალობა შენი და გულმოწყალება შენი, რადგან ისინი საუკუნოა",პირჯვარს ვიწერ, მინდა შევიგრძნო თითეული წამი უსისხლოდ, ბასრი დანა გვერდით მიდევს, სიკვდილი არ მინდა... მე ცამეტი წუთი მაქვს, სასწრაფო დახმარებბას ვიძახებ...
დანას ხელს ვკიდებ, გაყინულა, ნელა აუღელვებლად ვიტარებ ჯერ ერთ და მერე მეორე ვენაზე...სისხლი შხეფავს, სრული აგონია მიპყრობს...მტკივა ,ვენები ჰაერით ივსება, ჟანგბადით იკვებება თითოეული უჯრედი, მხოლოდ კარზე ჩუმი ბრახუნი-ღა აღწევს ჩემამდე...
ზუსტად ცამეტი წუთი, განვლილი ცხოვრების ოცდაცამეტი კადრი და ჩუმი ხმაური, ვენებში აჟღერებული მოცარტი და გამოღვიძება...

№1 სტუმარი Bla..

Vuala..umagresia izabela..ram gibidzga am chanaxatis daweraze?chemi azrit mxolod grdznobebs ar wer purcelze..es realobaa..ess..simartlea..rogor minda kargad gicnobde..minda sheni meore an mesame "shen" viyo..magram samwuxaroa..ar var..shens yvela sityvas realurad warmovidgen chemi pantaziuri unarit..da vpiqrob..netav gicnobde..

№2  offline წევრი IZABELA...

Bla..

დაკარგული ადამიანები ეძებენ ერთმანეთს,მიწაში ოქროს და შუშებში ალმასებს...სინამდვილე იმაზე მძაფრია ვიდრე მე მიწერია,ეს ნაგლეჯია ცხოვრებიდან და აუსრულებელი სურვილებიდან.

№3 სტუმარი Bla..

IZABELA...

naglejic ki pativia ara?!es upro miwis erti wertilia..bevjer mipiqria ert-ert survilze ai im boloze "tu rogor iwri venebs"magram arasdros chamidenia..velodebi im dges roca..magram getyvi rom moxibluli var sheni "yvelaprit"..warmatebebi warumateblobamde..

№4  offline წევრი IZABELA...

მადლობა,ეს ერთადერთი სურვილია,რომელიც სურვილად დარჩება...

№5 სტუმარი Bla..

hom eg umravlosobistvis egrea..magram yvelas unatria..mmhhh...velodebi shens siaxles aucileblad :)

№6 სტუმარი ruska

ჰაჰაჰა ახლა ღამის 3საათია და სიგარეტი მქონდა ხელში გაჩხერილი როცა ამას ვკოთხულობდი ბედის ირონია

№7  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent