შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაე, იქმნას ნათელი...


29-01-2016, 21:45
ავტორი IZABELA...
ნანახია 1 949

....ისინი კი ჩემი მარცხის ჟამს ხარობდნენ,და ერთად იკრიბებოდნენ ჩემს წინააღმდეგ სულმდაბალნი და არ ვიცი,რატომ; სულს მიგლეჯდნენ და არ მეშვებოდნენ....
სიბნელე აი რა არის ადამიანთა მოდგმის მთავარი გასაჭირი...
სიბნელე და კიდევ ის, რომ ყველაფერი რასაც ამტკიცებენ სწორი ჰგონიათ ვერ ხვდებიან ,სიმართლეს ისინი არ აწესებენ...
სასაცილოა არა?! მე მეცინება. მიყვარს ეს ქუჩა კანტი -კუნტად ჩარჭმული არაფრის მაქნისი ლამპიონებიც ,რომლებმაც წესით გზა უნდა გაგვინათონ მაგრამ არა პირიქით ისინი წუმპეში გვყრიან და თვალს გვიხვევენ. მიყვარს ღამე და სიჩუმე ,როცა გაუწონასწორებელ ხმაურს მხოლოდ მტვრის ნაწილაკები და ფიქრები ქმნიან… არ მესმის მომავალი თაობის და 13 წლის ბავშვების… პატარაობიდან განახვავებული ვიყავი ვერ ვუგებდი კლასელებს ,არ მესმოდა მათი სალაპარაკო თემები, გოგოებთან ვერ ვმეგობრობდი ისე ,როგორც მინდოდა ,ისინი ზოგჯერ იმდენად მაღიზინებდნენ ,რომ მხოლოდ გიჟურ სიცილს ვიტოვებდი, მთავარს ვერასდროს ვერავინ ხვდებოდა ჩემ გარშემო, ვერავინ. ქუჩაში, რომ ვუყურებ ამდენ არარაობას სუნთქვა მეკვრის და კივილი მინდება, გაიხედეთ თვალებიდან… მაგრამ ყველანი ბრმები არიან.. ალბათ იმდენად სქლად ადევთ წამწამზე ტუში და სახეზე შპაკლი ,რომ ვერაფერს ხედავენ… ხო და მე გავბოროტდი ათასი ნიღაბი მოვირგე და ჩემი სულელის როლიც შესანიშნავად შევასრულე... უბრალოდ ყველამ უნდა იცოდეს მთავარი ადამიანური ფასეულობებია და არა 360 გრადუსით მბრუნავი დუმა.
ხშირად მშურდა ჰუმანური(ბერძ. ადამიანური) ადამიანების...მაგრამ შემდეგ მივხვდი ყველაფერი რასაც ადამიანები აკეთებენ ბლეფია,სიყალბეა და უმეცრების მორევი...
ერთადერთი , რაც ვიცი...ან არ ვიცი..ვიცი კი რამე?! ვთქვათ დავუშვათ ვიცი ისაა,რომ როცა სიკვდილი ,თვალებში ჩამხედავს და მყრალი სუნთქვით ამიწვავს ნესტოებს, მე აუცილებლად შევქმნი მისგან კოქტეილს, დავამატებ ნაცრისფერს ,იისფერს და ფორთოხლოსფერს, სიკვდილის წინ აუცილებლად ჩავიცვამ მწვანეს და ტუჩებს შინდისფრად შევიღებავ ,რათა მას მოვპარო ბოლო კოცნა და კვალი დავუტოვო განვლილი ცხოვრებისა. (უაზრო სნობიზმია სიკვდილის სიყვარული,ანუ… )
-რას ხედავ?
-გველს.
გიჟის თვალებში გამკრთალი შუქი გადიდდა სახე შეეშალა მაგრამ ნერვი არ შერხევია, ვინ იცის თილისმაა… მასაც შეუძლია ჩააწვეთოს საწამლავის სამსალა.
ღამე ისევ ბებერი ყორანივით აფართხუნებდა ფრთებს. ვიღაც ქალი მაჯით იწმენდდა ცხვირს. "დედაჩემია ჩემს გაჩენამდე".ლოკოკინასავით გაიხოხიალა ბნელეთში დაძირულმა ფიქრმა.
-კარგია…
-კარგი მშრალი მორფინია,-ქუჩური ირონია გაურია მას მელოტმა.
-ნახე ბევრი არ მოგივიდეს…
თითქოს საყრდენს მიაგნოო ისე გაიმართა წელში ახალ მოსული სულ წამით.
ყველა სულ წამით იმართება წელში სულ წამით შეუძლია რეალობისგან გაქცევა მაგრამ სამწუხაროდ არსებობს ადმიანის სხეულის ხუთი რეცეპტორი ,რომელიც მას ამის საშუალებას არ მისცემს....
გაჩერდით ნუ ანგრევთ,თქვენ სულ ხომ არ გაგიჟდით ,ყველაფერი იშლებაო,მიწა ხარ და მიწად იქცევიო რატომ არ მეკითხებით მე მინდა გავხდე მიწა?! არ მინდა დამწვით დამანაცრეთ და შემდეგ ზღვაში გადაყარეთ ჩემი ფერფლი...
ფიქრები სიზმრებად იქცევა და ხუთ წუთიან ჰალუცინაციებად ,რომელიც მკლავს და საბოლოოდ მანადგურებს.
მთებს შორის მოთარეშე გველი,იკლაკნებოდა სადღაც ჩუმად სახლს ანგრევდნენ,ლამაზი სახლი იყო წითელი ფასადით..მაგრამ ისიც დაინგრა მისი მწვანე ღობეც ისევე დაიშალა ,როგორც მე დავიშლები ისე რომ ვეღარ ამაწყობენ ალბათ...
-რომ გავალ ვიქურდებ ფულს ავიღებ და წითელ ორქიდეებს ვიყიდი, კიპუმ ერთი ღერი სიგარეტი გააბოლა და დააყოლა...
- რათ გინდა?
- მარტას მოვინახულებ...- თქვა და კარგა ხნის გამოუხეხავი კბილები გაალევა მბჟუტავი სინათლის შუქზე..
-არ მიგიღებს..
გაჩუმდა ...ჰალუცინაციები კი ისევ არ აძლევდა გაჩუმების საშუალებას ერთ-ერთ მათგანს...
გიჟის თვალებში სხივები გაკრთა..
-ჩვენ ვანადგურებთ დედამიწას, ჩვენ ვართ ერთადერთი ნაგავი ამ დამპალ დედამიწაზე ...
გიჟი ხედავდა ,ჭაბურღილების მიერ დახვრეტილ მიწას განადგურებულ ბუნებას და მტირალ დედამიწას...მიხვდა ,რომ მზე იყო მაკიაჟი მისი,რომელიც წვიმის დროს ტალახად იქცევა, ეცინებოდა თვალები ენთებოდა და უფალს შველას სთხოვდა..განწირული მეობის დაბრუნებას სთხოვდა ...
ქაოსი დიდდებოდა ადამიანთა წარღვნად იქცეოდა ,რომელიც ღმერთმა იცის როდის დასრულდებოდა,როდის დაამთავრებდა ზმანება მისი გონების დახშობას...
- აღარც გზა მოჩანდა ,აღარც ხალხი და აღარც სახლები...
ერთადერთი რაც დარჩენილიყო,მხოლოდ სიცარიელე იყო სულის, გულის გონების და საერთოდ ყველაფრის სიცარიელე,არეული ფიქრების დაულაგებელი აზრების ,ქაოსი...
-ეხლა ყველაფერს ვხედავ,ნუღარ მიიხედავ უკან.
-საით მივდივართ?
-საიდანაც მოხვედი.
-შენ?
-მე ღმერთი მომცემს გზას.
-სად ვარ ახლა?
-სიჩუმეში.
-ეგ როგორ?
-შენ ისევ გიდგას სული.
-აქ მართლა ასეთები ხართ?
-ცოტა სხვანაირები ეგ შენი თვალით მოჩანს.
- თვალებზე გამახსენდა ,ალებზე მართალია? ჰალუცინაციებზე? გველბზე? ეშმაკებზე?
-ბევრ კითხვას სვამ ,პასუხი კი შენ უნდა იპოვო.
იცით რა ვგრძნობ,თითოელუ გაკლაკნილ ელვას,ცაზე მოკიაფე ვარსკვლავებს, არეულ ბგერებს , ქაოსს,უსიცოცხლო ადამიანებს,არსბობისთვის მებრძოლ ხალხს,რომელიც არაფერზე დაიხევს უკან თუნდაც ერთი ლუკმა პურის გამო...
ნელ-ნელა ნათელი ბრუნდებოდა თვალებში,ჭერი თეთრ აბლაბუდას ქსელს ემსგავსებოდა ძაფებშუა დანისლულს და ნიავივით მსუბუქს...სადღაც ტყეში ქარიშხლები ღმუოდნენ...სადღაც კი ვიღაცა შველას ითხოვდა მაგრამ ფაქტი ერთია ირგვლივ ტრიალი მინდორი იყო...იმის იქით კი უდაბნოს ტრამლები ბუდობდნენ...



№1 სტუმარი Bla..

Chemshi xar!..sheni azrebi sheni piqrebi chemsas emtxveva.."me uazro mxatvari var romelsac saqme araaqvs da xatavs"..sxvebis azrit aseti var magram es chemi propesiaa..me shens yovel winadadebas gonebashi lurj phonze vxatav..magram ici?!mec shensavit var..vpiqrob rom sxvebisgan ganvsxvavdebi da vwer rom aravis mesmis da aravis esmis chemi,megobrebs ver vugebdi,marto yopna miyvars da a.sh. Magram..realobashi uamravi megobari myavs,me mesmis mati radgan titqosda mati saqicieli da naambobi mec gadamxdenia deja vius grdznoba meupleba,magram mat?!mat ar esmit chemi,uprosworad ar surt esmodet...hm halucinaciebi?h,h dzvel mogonebebs ar gavixseneb..kargi iyo..sheni "aw ukve"ertguli mkitxveli"bla.."

 


№2  offline წევრი IZABELA...

Bla..
Chemshi xar!..sheni azrebi sheni piqrebi chemsas emtxveva.."me uazro mxatvari var romelsac saqme araaqvs da xatavs"..sxvebis azrit aseti var magram es chemi propesiaa..me shens yovel winadadebas gonebashi lurj phonze vxatav..magram ici?!mec shensavit var..vpiqrob rom sxvebisgan ganvsxvavdebi da vwer rom aravis mesmis da aravis esmis chemi,megobrebs ver vugebdi,marto yopna miyvars da a.sh. Magram..realobashi uamravi megobari myavs,me mesmis mati radgan titqosda mati saqicieli da naambobi mec gadamxdenia deja vius grdznoba meupleba,magram mat?!mat ar esmit chemi,uprosworad ar surt esmodet...hm halucinaciebi?h,h dzvel mogonebebs ar gavixseneb..kargi iyo..sheni "aw ukve"ertguli mkitxveli"bla.."

ერთი იცოდე სხვების აზრი ,ყოველთვის სხვების აზრად დარჩება,მიხარია რომ გესმის ჩემი....

 


№3 სტუმარი Bla..

Martali xar..im sxvis azrs saertod ar gavitvaliswineb magram mainc gamixardeba rom ubralod momismina,me xom sul gverdsi vudgavar mat?!magram es albat imitom rom isini ar mismenen..xo sheidzleba matrom momisminon warmodgena shemecvalos..:) erti vici mati azri martlac mxolod mat azrad rcheba;)madloba shen aseti rom xar..

 


№4  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 


№5  offline წევრი IZABELA...

kakulia
მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent