შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულო,ძალსა შენსა...


30-01-2016, 13:07
ავტორი Khatina
ნანახია 2 151

საოცარია,როგორ შეიძლება ადამიანის ცხოვრება ერთ დღეში შეიცვალოს...ადვილად დასაჯერებელი სულაც არ არის ის, რომ ერთი გადაწყვეტილება მთლიანად გიცვლის ცხოვრებას.

"ჩვენ ერთ დღეში ვიბადებით.ერთ დღეში ვიხოცებით.შეგვიძლია ერთ დღეში შევიცვალოთ.და შეგვიძლია ერთ დღეში შეგვიყვარდეს.ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს ერთ დღეში."

(გეილ ფორმანი)


ორი დღის წინ გავაანალიზე,რომ მე ის სამუდამოდ დავკარგე.
მართალია, მას შემდეგ სამი წელი გავიდა,რაც ბოლო სიტყვა ვუთხარი,მაგრამ ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი ცხოვრებას.
ორი დღეა რაც თვალი გავახილე.
იმედი საბოლოოდ დავკარგე.
არა,იმედი დაკარგული კი მქონდა,მაგრამ ახლა ბოლომდე დავრწმუნდი,რომ ყველაფერი დასრულდა.
სამი წელი გავიდა და არაფერი მოუწერია.
სამი წელი გავიდა და შეხვედრისას გამარჯობა აღარ უთქვამს.
სამი წელი,სამი დაწყევლილი წელი გავიდა და მას ჩემთვის აღარ შემოუხედავს ისეთი თვალებით,როგორც მაშინ შემომხედა,პირველად რომ მითხრა მიყვარხარო.მაშინ ბედნიერი ვიყავი,ვგრძნობდი,რომ მეც მიყვარდა,მაგრამ გავუღიმე და გზა გავაგრძელე.
ის იდგა გაუნძრევლად და მიყურებდა თბილი,მზრუნველი თვალებით,თითქოს მუზეუმში ღირსშესანიშნაობას უყურებდა.
მე კი მივდიოდი და უკან არც მომიხედავს...
სამი წელი გავიდა და პირველი ნაბიჯი მე გადავდგი. დაბადების დღე მივულოცე,ისიც ტექსტური შეტყობინებით და ველოდი,რომ აღტაცებით შემხვდებოდა. იმაზეც ვფიქრობდი,რომ სახლთან მომადგებოდა,ისევ ისეთი მზერით შემომხედავდა,გამიღიმებდა,შემდეგ გულში ჩამიკრავდა და მეტყოდა,თუ როგორ ძალიან ვუყვარდი.
მაგრამ შევცდი.
ისევ შევცდი...
მადლობა გადამიხადა და ისიც კი გაუკვირდა,რომ გამახსენდა. ჰო,სამი წელი გავიდა და გაუკვირდა,რომ მისი დაბადების დღე მახსოვდა.მან არ იცოდა,რომ დეკემბრის შემდეგ დღეებს ვითვლიდი,როდის დადგებოდა ის დღე და მივულოცავდი.მან არ იცოდა,რომ მე ძლიერ შემიყვარდა.
მან არაფერი არ იცოდა.
ჩემთან საუბარი არც უცდია...
არც კი უკითხავს,თუ როგორ ვიყავი.
არც ის უკითხავს,თუ რა მოხდა ამ სამი წლის მანძილზე...მას არაფერი არ უკითხავს.
სწორედ მაშინ ვიგრძენი,რომ ჩემი წასვლის დრო იყო ...
მივხვდი,რომ დრო იყო,ავდგარიყავი,შუქი ჩამექრო და დარჩენის მაგივრად,მისი ცხოვრებიდან სწრაფად გამეხურა კარი.
ორი დღის წინ გადავწყვიტე დამესრულებინა ჩემი ფერადი ცხოვრება და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დამეწყო.
ვიცი,რომ გავა დრო,მე სხვას შევხვდები.შემიყვარდება ის ადამიანი,რომელიც მისნაირი მზერით შემომხედავს,მაგრამ ის ის არ იქნება. მისი მზერა ზუსტად ისეთი არ იქნება,როგორიც მისი იყო.მე მასსავით არ მეყვარება,რადგან ის ჩემი ცხოვრების პირველი სიყვარული იყო.

ორი დღის წინ სუფთა ფურცელი გადავშალე,რომელიც ჯერ კიდევ ფითქინა და თეთრია...

და მაინც საოცარია,როგორ შეიძლება ყველაფერი ასე მალე შეიცვალოს...

მე გლოვას მოვრჩი. დავასრულე!



№1  offline მოდერი Eleniko13

გეილ ფორმანის ფრაზის დანახვამ გამახარა.
თუმცა, მანიაკს ველოდები.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent