შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამ გრძნობას ვერვინ ვერ აქცევს ფერფლად...


19-10-2015, 15:38
ავტორი zak
ნანახია 2 428

(ბიჭი) -გილოცავ!
(გოგო)-მეც გილოცავ!
(ბიჭი)-უკვე სამი წელი!
(გოგო)-ხო ,სამი წელი...
(ბიჭი)-სამი წელია რაც შენ ჩემი გოგო გქვია,სამი წელია რაც დილას შენი წუწუნით ვიწყებ,ღამეს კი შენთან საუბარში ვათენებ...
(გოგო)-იცი შენთვის საჩუქარი მაქვს...
(ბიჭი)-მეც...
(გოგო)-ჯერ შენ მითხარი,
(ბიჭი)-კარგი,მე დავიწყებ,ოღონდ არ დამცინო,
(გოგო)-არა რა სისულელეა,
(ბიჭი)-იცი ძალიან მომენატრე,ახლაც მახსოვს შენი ცრემლიანი თვალები, ქალაქიდან რომ გადახვედი...
(გოგო)-მეც ძალიან მომენატრე,ერთი სული მაქვს როდის დადგება ზაფხული,რომ ისევ ჩაგეხუტო...
(ბიჭი)-გთხოვ არ იტირო,ვერ ვიტან როდესაც შენს წითელ ღაწვებზე ცრემლები დაცოცავენ,
(გოგო)-არ ვიტირებ,თუ შემპირდები,რომ შემდეგ წელს ამ დღეს ერთად შევხვდებით,
(ბიჭი)-გპირდები,იცი მე ლექსი დაგიწერე,
(გოგო)-მეც,რა დამთხვევაა,
(ბიჭი)-პირველი მე ვიქნები,ოღონდ იცოდე არ დამცინებ ხომ იცი ისედაც ვერ ვიტან რომანტიულ რაღაცეებს...
(გოგო)-ვიცი,კაცი შენგან სითბოს მაგ მხრივ გამოვლინებას არ უნდა ელოდოს,
(ბიჭი)-


მერე რა,კარგო რომ ზაფხული გავიდა,
ცრემლები,ტირილი,განცდები არ გვინდა,
მიყვარხარ გაცნობის პირველი წამიდან,
ამ გულის ცემა ხარ,უშენოდ მკვდარი ვარ,
გახსოვს?პირველად კისერში გაკოცე,
სიცილი,კისკისი უცებ რომ აგიტყდა,
წასვლისას ლოყაზე ფრთხილად რომ მაკოცე,
მივხვდი რომ შენ ჩემი პატარა ქალი ხარ,
ხომ იცი შენს თმებზე იმენა ვაბოდებ,
მათ სურნელს შევიგრძნობ და წამსვე მთვრალი ვარ,
როდესაც გიტარას მოვტაცებ აკორდებს,
შენ ჩემს თვალის ჩინს საოცრად აკლიხარ,
მახსოვს მითხარი ყველაზე კარგი ხარ,
შენ ჩემი პატარა,სულელი ბავშვი ხარ,
ამომავალი მზე ხარ,არ ჩადიხარ,
ჩემი პირველი და ბოლო წამი ხარ,
გახსოვს კოცნა რომ მოგტაცე,
პირველი კოცნა აღმოჩნდა,
მანამდეც მე მეკუთვნოდი,
კოცნამ ხომ მთლად დაგამონა,
გიტხარი დაკვრას გასწავლი,
შენ ჩემი მართვა ისწავლე,
ნერვებზე დაკვრაც ნიჭია,
ხმამაღლა გამომიცხადე,
შენზე საუბარს დილამდე შევყვები,
ერთადერთი ხარ ვისაც ვერ ველევი...

(გოგო)-იცი...ის,საოცარია,ჩემი ვერც კი შეედრება,
(ბიჭი)-მიხარია რომ მოგეწონა,გთხოვ შენი ლექსიც წამიკითხე,
(გოგო)-კარგი,მაგრამ გაფრთხილებ,შენსას ვერ შეედრება,

მე შენ მიყვარხარ ამ ცაზე მეტად,
წამში სამოცჯერ და უფრო მეტად,
მერე რა,თუ არ ვიქნებით ერთად,
ჩემი გული ხომ,მანდ შენთან რჩება,
ყველაზე თბილი ჩემთვის ის დღეა,
შენ რომ მიჩქარებ მე გულის ცემას,
ღამის ანგელოზს გადარებ ჩემსას,
შენ არ იპარავ ღამეებს ჩემსას?!
შენი ტუჩები,თვალები,მზერა,
წამებში მათრობს,მწვავსა და მფერფლავს,
პირველად რომ თქვი მიყვარხარ პაწკუ,
მაშინ გიგულე სიცოცხლედ ჩემად,
თუნდაც შეწყვიტოს ნიავმა ბერვა,
თუნდაც შემიწყდეს ამ გულის ფეთქვა,
და თუნდაც ვიქცე წარსულად შენსად,
ჩემს გრძნობას მაინც ვერ აქცევს ფერფლად.


მაინც რაში მდგომარეობს გიყვარდეს და უყვარდე.ალბათ ეს ის ერთადერთი გრძნობაა,რომლის საიდუმლოებასაც ვერავინ,ვერასოდეს ჩასწვდება...



№1  offline წევრი zak

eremar
დავმინჯდი... feel feel love

უღრმესი მადლობა,რომ შენი აზრი დააფიქსირე,ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს.გმადლობ request

 


№2  offline მოდერი ლილიანა

რა კარგი იყო❤❤❤❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი zak

ლილიანა
რა კარგი იყო❤❤❤❤❤❤❤❤

გმადლობთ,ძალიან ვაფასებ იმას,რომ ჩემს სიახლეს გაეცანით. feel

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

საოცარი იყო, მართლაც ძალიან შთამბეჭდავი და ტანში ჟრუანტელის მომგვრელი. თითქოს მათ სიყვარულს შენ გრძნობ. მადლობა ამ ლექსებისთვის love winked
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline წევრი zak

ErckeMydass25
საოცარი იყო, მართლაც ძალიან შთამბეჭდავი და ტანში ჟრუანტელის მომგვრელი. თითქოს მათ სიყვარულს შენ გრძნობ. მადლობა ამ ლექსებისთვის love winked

არა მარტო ვგრძნობ,თითქოს ეს კადრები ჩემს თვალწინ ცოცხლდება,თითოეული სიტყვა მართლა გულიდან არის ამოსული..მადლობა კი შენ,იმისათვის რომ ჩემს ნაწერძე ყურადღება გაამახვილე.

 


№6  offline წევრი LoNdA DM

magaria , martlac shtambechdavia

 


№7 სტუმარი irma jojua

Icii ramagari gogoo xar, imdenjer wavikitxe ro mgoni davizepiree, yochagg ❤❤❤

 


№8 სტუმარი vera

dz magaria yochag momewona :*

 


№9  offline წევრი zak

irma jojua
Icii ramagari gogoo xar, imdenjer wavikitxe ro mgoni davizepiree, yochagg ❤❤❤

უღრმესი მადლობა.თქვენ არ იცით რამდენს ნიშნავს ჩემთვის თითოეული თქვენგანის კომენტარი.

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

გოგო? მე ბიჭი მეგონე wink ნუთუ შევცდი love wink
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№11  offline წევრი zak

ErckeMydass25
გოგო? მე ბიჭი მეგონე wink ნუთუ შევცდი love wink

არა გოგო ვარ wink ალბათ სახელის გამო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent