შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამაბრუნე წარსულში


31-01-2016, 00:44
ავტორი pineapple girl
ნანახია 1 793

იგრძნო როგორ ჩაუხიეს საშვილოსნოს ყელი სკალპელით,თითქოს ის არ ეყოფოდა შიგნით რაღაც რომ მოძრაობდა და გარეთ გამოსვლას უნდოდა.სხეული უხურდა,ტკივილი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა,სულ არ ესმოდა რას ეუბნებოდა რას ეუბნებოდა ექიმი,მხოლოდ ის სურდა რომ მალე დასრულებულიყო ყველაფერი.
გოგონა დაიბადა.
გადიოდა დრო,დედა ნამცხვრების ცხობას,ქარგვას და წერას ასწავლიდა,მას კი მამასთან უფრო მოსწონდა ყოფნა.მამა ქალაქში ძალიან ცნობილი მესაათე იყო,გოგონას მოსწონდა როცა უყურებდა როგორ ტრიალებდა ათასობით პატარა მექანიზმი.
არ ახსოვდა როგორ ან როდის შეუყვარდა,მაგრამ ბედნიერი იყო მისი დანახვისას.ისხდნენ სახლის პარმაღზე,ხელჩაკიდებულები და ოცნებობდნენ მომავალზე.
მერე ომი დაიწყო.
ბაქანზე იდგა და იქამდე გაჰყურებდა ჰორიზონტს,სანამ მატარებელი არ გაუჩინარდა მისი კვამლი კი ჰაერში გაიცრიცა.
ახლა ისე ჰგავდნენ დღეები ერთმანეთს,როგორც არასდროს.
დილით ფოსტალიონმა წერილი მოიტანა.
იმაზე ფიქრი რომ აღარ იყო ცოცხალი,საშინლად ტკენდა გულს.
მამის სახელოსნოში ჩაიკეტა.
მატარებელი მეორე ბაქანზე ჩამომდგარიყო,მოსაცდელი დარბაზი კი ხალხით იყო სავსე.
ქალაქის მერმა სიტყვა წარმოსთქვა და მის გვერდით მდგარ,მაღალ,გამხდარ ქალს გახედა.
ქალმა ყვითელი,კაპრონის,დაგრეხილი თოკი ოდნავ დაქაჩა...ფარდა გადაიწია და გამოჩნდა საათი,დიდი ვერცხლისფერი ისრებით.
საათმა თორმეტს ჩამოჰკრა და ისრებმა უკან იწყეს ბრუნვა,ვიღაცამ წამოიყვირა:
-"საათი ისე არ ბრუნავს,როგორც წესია".
და მაშინ ქალი ალაპარაკდა:
-დიახ,მე ასეთი ავაწყვე.მინდოდა ისრებს უკან ევლოთ,რათა დროს დაებრუნებინა ომში წასული ჯარისკაცები ოჯახებში:მშობლებთან,შვილებთან,ცოლებსა და შეყვარებულებთან.რათა ისევ შესძლებოდათ ჩვენთან ყოფნა.მაპატიეთ.



№1  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent