შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა თუ შემთხვევითობა?


2-02-2016, 17:14
ავტორი deadeako20
ნანახია 2 470

ბედისწერა თუ შემთხვევითობა?..
უბრალოდ ვცხოვრობ, მჯერა ღმერთის და იმ ბედის წილად რომ მერგო, არავის ვუსმენ, არავის დავდევ, არავის ცხოვრებას არ ვბაძავ, უბრალოდ ჩემით ვარსებობ...ადამიანი კვდება, აზრი რჩება, აზრი იძენს თავისთავად სიცოცხლეს, აღვიძებს სხვების აზრს, მრავალთა კუთვნილება ხდება. აზრი სიღრმეში იჭრება და უმალ ყოფიერების ახალ ქანებს აფეთქებს... ბედნიერებაა, როცა შეგიძლია უბრალოდ ჩაეხუტო შენთვის ძვირფას ადამიანს და იცოდე, რომ მისთვის ერთადერთი ხარ. შემთხვევითობა კი უბრალოდ არ არსებობს! ყველაფერი ან გამოცდაა, ან ჯილდო.
„ის“ - შეჯახებით დაიწყო, მშვენიერია. სად არის მშვენიერება? - ის არ არის იქ სადაც არც სიკეთეა და არც სარგებელი.
12-ნოემბერი
- ბოდიშს ვიხდი, არ მინდოდა! ტელეფონზე ვსაუბრობდი და თავი ვეღარ შევიკავე...
- არაუშავს... ვის არ მოსვლია, სიმამაცე ეს ხომ იმის ცოდნაა, რისიც არ უნდა გეშინოდეს, მოხარული ვარ, რომ შეძელი აღიარება.
- შეიძლება ყავაზე დაგპატიჟოთ?
- დიაც, სიამოვნებით.
- რას აფასებ ადამიანში ყველაზე მეტად?
- სამართლიანობას.
- რატომ?
- იმიტომ,რომ სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი. იცოდე, რა არის სამართლიანი ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის გრძნობდე თუ რა არის მშვენიერი. გსურდეს, რაც კარგია, სწორედ ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანიც. როდესაც აზრები ერთმანეთს ებრძვიან, ეს ნიშნავს მცდელობას დაძლიონ შეცდომა და მიაღწიონ ჭეშმარიტებას.
- ჭკვიანი ხარ... სწორედ ამ პასუხს მოველოდი, მინდა გითხრა რომ „ჩვენ“ შეგვიძლია სხვის ბედნიერებაზე ზრუნვით, ჩვენი ბედნიერებაც ავაგოთ.
- ცხოვრებაც სწორედ ამგვარი მოულოდნელობებითაა აღსავსე და შეიძლება თითოეული სიზმარი ადრე თუ გვიან ახდეს!
- საინტერესოა... და რა არის შენთვის შემთხვევითობა? გჯერა მისი?
- არა, არ მჯერა...
- რატომ?
- იმიტომ, რომ ის გამოცდაა, ჯილდოა, ღმერთის ნება ან უბრალოდ წინასწარმეტყველება ჩვენთვის...


18-ნოემბერი 13:00


- ვგიჟდები ბათუმზე...
- მეც მომწონს, თუმცა არასდროს ვყოფილვარ იქ...
- რაღაც მინდა გითხრა...
- გისმენ...
- ადამიანისთვის ღმერთს ყველაფერი არ შეუქმნია, მან მხოლოდ „კარგი“ უბოძა, მე მინდა ჩემში ის კარგი თვისებები დაგანახო, რომლებიც დროსთან ერთად უცვლელი დარჩება და არ გახუნდება. თუ უარს მეტყვი არ მეწყინება, ადამიანები საჭიროებას ვემორჩილებით... რას იტყვი წავიდეთ?
- ადამიანის სხეულში, ყველაზე დიდი რამ, რაც მცირეში არის მოთავსებული ეს საღი გონებაა..დაე, ამ საღი გონებით მივიღებ გადაწყვეტილება... კარგი დასაწყისი ნახევარია საქმისა, თუმცა თანახმა ვარ. წავიდეთ, სიამოვნებით.


18-ნოემბერი 22:00
(მოქმედება პირველი: ბათუმი „სან რემო“)

- გცივა?
- ცოტა...
- ჩემი კოსტიუმი ჩაიცვი...
- მადლობა..
- გინდა რამეზე ვისაუბროთ?
- რა თქმა უნდა...
- შეგიძლია მითხრა რა არის შენთვის სიყვარული?
- კი, ჩემთვის ის მარადიული სასწაულია, რომელსაც ვერანაირი ფორმულა ვერ ამოხსნის.
- იციი - ცხოვრება დრამატულია და შეიძლება მან შენც ცხოვრებაშივე უკეთეს შემსრულებელი მონახოს, ამიტომ გავუსწრებ მოვლენებს და გეტყვი... მინდოდა ადრეც მეთქვა, მაგრამ თავს ვიკავებდი...
„თუ გაჩნდა ალტერნატიკა, მომეცა შესაძლებლობა ან დავინახე მომენტი, სწორედ შენგან ვისწავლე, რომ ის ხელიდან არ უნდა გაუშვა... შემიყვარდი, ეს ჩემთვის ის გრძნობაა, როცა უმანკო ბავშვად ვიქეცი, არ მინდა ბანალური ვიყო.. იცი რატომ?“
- ვიცი! - ჭეშმარიტ სიყვარულს ახსნა არ სჭირდება... რადგან ჭეშმარიტი გრძნობა საქმით გამოიხატება და არა სიტყვებით...
- სწორედ ამის თქმა მინდოდა...
- მე მიმაჩნია, რომ სრულყოფილი ქალი ბევრად უფრო მაღალი არსებაა, ვიდრე სრულყოფილი კაცი, მაგრამ ამავდროულად ძალზედ იშვიათი. შენი აზრით სულიერად ჩვენზე ძლიერნი ხართ?
- ალბათ.. ჩვენთვის მთავარია სიცოცხლე, შვილები და თავისუფლება, ჩვენთვის მარადიული ცხოვრება მეორე უკიდურესობაშია, რადგან ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით, სამომავლოდ კი ჩვენ შვილებში გავგრძელდებით. ჩვენ არ ვართ დამპყრობლები, მაგრამ მაინც გვეკუთვნის სამყარო, რადგან შეგვიძლია ვშვათ ახალი სიცოცხლე. თუ კი ოდესმე წახვალ ჩემგან ოცოდე რომ უკან ვერ დაბრუნდები!..
- რატომ?
- როდის ყოფილა ნასროლი ტყვია კვლავ თოფის ლულას უბრუნდებოდეს?!
- სიცოცხლე უსიყვარულოდ, ისევე როგორც უშენოდ ცუდ სიზმარს გავს.!!
- შეგიძლია მითხრა რომელი ზღვაა ყველაზე ღრმა?
- არა, არც ერთი ზღვა არ არის ადამიანის სევდიან თვალზე ღრმა...
- სამუდამოდ ერთად?
- სამუდამოდ!

29-ნოემბერი
(დაბადების დღემდე 3 დღით ადრე...მოქმედება მეორე:კაცი საქმიანი ვიზიტით ვენეციაში - საუბარი სკაიპით)

- საყვარელო მინდა ვისაუბროთ.
- კარგი...გელი
- მინდა რაღაც გიამბო, ხშირად წერაც გმირობაა თუ ნაწერს განსასჯელად სულელებს მივცემთ, ამიტომ მირჩევნია გხედავდე და შენს ემოციებს ნაამბობის გარეშე, თვალნათლივ ვხედავდე.
- მზად ვარ...
- „სალამი, მომენატრე! ლამაზი ხარ, მშვიდი და ნაღვლიანი, თითქოს წამიერად შენი სურნელი შევიგრძენი...მინდა რაღაც გაჩვენო...
- კი მაგრამ რა?
- ცოტაც მოითბინე...
- მიყვარხარ...
- უსასრულობამდე...

(რომანტიული გარემო: ყვევილები, სანთლები, სიბნელე ოთახში, სიმშვიდე და ნომერში ახლად შემოსული მიმტანი გორგოლაჭიანი მაგიდით...)

- მზად ხარ ნახო?
- შეძლებისდაგვარად მზად ვარ...
- მინდოდა ეს აქამდე მეთქვა, არ მიყვარს დაბადების დღეების მილოცვა, არ გეწყინოს...
- არაუშავს...
ბიჭმა გადახადა თავსახური ლანგარს და მიუგო:
„ეს ყელსაბამი ჩვენი სიყვარულის ნიშნად, მე მინდოდა ასე მომელოცა დაბადების დღე, ვიცი რომ წარმავალია წუთისოფელი...ადამიანმა თითოეული დღე ისე უნდა წარმოიდგინოს, როგორც მისთვის ბოლო, თითქოს რაღაცას ვგრძნობ, ეს დღეს უნდა მომხდარიყო... ეს ბეჭედი კი მარადიულობის ნიშანია, მიყვარხარ და მინდა ჩემი ცოლი გერქვას, ცოლი, რომელიც ჩემთვის ყველაზე მაღლა იდგება...შენს დაბადების დღეზე ჩამოვალ და გავხდეთ ერთნი, სამარადისოდ...
- თანახმა ვარ...
- რა არის შენთვის ქორწინება?
- ქორწინება არის ერთობა მეფის და პატარძლის, მთლიანობაში კი ორი ინდივიდისა...
- მაშ მე მეფე ვიქნები...
- მე კი პატარძალი...
- სამუდამოდ?
- სამუდამოდ!

2-დეკემბერი 12:00
(მოქმედემა მესამე: ვენეციის აეროპორტი)
- საყვარელო აეროპორტში ვარ, რეგისტრაციას გავდივარ, რეისი 13:12 წუთზეა.
- გული ცუდს მიგრძნობს, გთხოვ! - ფრთხილად იყავი...
- ნუ ნერვიულობ, სამუდამოდ?
- სამუდამოდ! იცი, კაბა ვიყიდე..
- როგორია?
- გრძელი, ბისერების მაქმანებით, დეკოლტითა და გრძელი ხელთათმანებით.
- შენ ყველაფერი მოგიხდება, ვიცი!

ბიჭმა გაიგო ხმა: : „ჩასხდომა იწყება“...
და გოგონას დაემშვიდობა...
- სამუდამოდ?
- სამუდამოდ!..
17:00
- როგორ მგზავრობ
17:10
- მიპასუხე, გთხოვ!
17:30
- ავფორიაქდი, ყოველგვარი სიბრძნის დასაწყისი და საფუძველი მოთბინებაა.. ვიცი, ვიცი! მაგრამ მიმძიმს, ვერ ვჩერდები ერთ ადგილზე...
18:00
- ნუთუ ყველაფერი?
19:00
- წყალმა?
20:00
- წაიღო?


22:40
ტელევიზორშია საინფორმაციო გამოშვება, საგანგებო ვითარებაში გატყობინებთ, რომ დღეს ვენეცია-თბილისის რეისზე (13:12 წთ.), მოხდა საჰაერო აფეთქება, ტერორისტებმა საფრანგეთის შემდგომ ვენეციისკენ გადაინაცვლეს, როგორც სამაშველო სამსახური გვატყობინებს მსხვერპლი დიდია. ტელევიზია და მომუშავე პერსონალი მწუხარებას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს...
23:00
- სამუდამოდ?...
„ რა არისს სიკვდილი? კაცობრიობის დიდი ილუზია?! - ჰო, ჰო, სანამ ვცხოვრობთ ის ჯერ არ არის, მაგრამ როცა ვკვდებით, ის უკვე აღარ არის... მესმის რომ შენნაირი დიადი ადამიანისთვის სიკვდილი მორიგი თავგადასავალია, ბედისწერაა ეს?..არ ვიცი, რა უნდა დავარქვა, თუ ადამიანი რაიმესთვის ბრძოლაში მოკვდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი სამართლიანობისა და ჭეშმარიტების ძიებაში დაიღუპა... და შენთვის?.. რა არის სიკვდილი? ... ვერ წარმომიდგენია, ვერც ერთი დღე უშენოდ, შენი ღიმილის, შენი წერილის და შენი ჩახუტების გარეშე...“

* * *
მინდა გხედავდე მარად,
იის კონებით ხელში, -
ვარდსაც მიკრეფდე მუდამ
მეუბნებოდე „მოდი“.
დრო გადიოდა წლები მიჰქროდა
და მეც ჭაღარა მემატებოდა...
წამები თითქოს, წუთებს მისდევდა,
ბავშვობაც უკვე აღარ რჩებოდა!
მინდა დაბრუნდეს წამი
კვლავ მოდიოდეს წუთიც,
მინდა გხედავდე მარად,
იის კონებით ხელში...
წარმავალია წუთისოფელი...
შემს გამო მთებსაც გადალახავდი,
უშენოდ ტკივილს ვეღარ გავუძლებ,
შენთან დავრჩები, შენთან ვიქნები.
რა ვქნა ჭაღარა თუ მომიმრავლდა
და სატანჯველად მახსენებს ასაკს...
მე ცოცხალი ვარ, მარად შენს გვერდით
სამარადისოდ ვიქნები ბნელშიც...
დრო გაამთელებს ამ იარასაც
ვიცი არ დამთმობ, არასდროს, ვიცი,
სული საზრდოობს შენზე ფიქრებით,
სამარადისოდ შენი ვარ, შენში!!! (25.01.2016)

23:17
- სამუდამოდ!
„თვითმფრინავში ჩაჯდომა ვერ მოვასწარი“...
დეა ცომაია (26.01.2016)



№1  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent