შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოფხიზლება.


5-02-2016, 19:52
ავტორი ლენკა
ნანახია 1 958

გახსოვს პირველად რომ მოვკვდი ? ნუ , თითქმის მოვკვდი... მაშინ ვფიქრობდი , რომ ოდესმე მაინც მოვკვდებოდი და არ ქონდა იმას მნიშვნელობა ეს დღეს იქნებოდა თუ წლების შემდეგ . არ ვარ სუიციდისკენ მიდრეკილი , მაგრამ მაშინ მადლობელი ვიყავი იმისთვის , რომ გავითიშე . წინა დღეს ციოდა , ძალიან ციოდა . იმაზე ვბრაზობდი , რით ვერ გავიდა ზამთარი-მეთქი . არადა შენზე კარგად არავინ იცის , როგორ მიყვარს ზამთარი , სიცივე და გათბობის საშუალებები . გამოფხიზლების შემდეგ პირველად დედა დავინახე , შემდეგ მამა და გამეცინა . გავაანალიზე , რომ მათ შეეძლოთ ჩემთვის სიკვდილის უფლება მოეცათ , არავინ მიმიყვანდა საწოლამდე და ვერაფერი გამომაფხიზლებდა . ყოველი უთქმელი სიტყვა უთქმელად დამრჩებოდა . ყველა ოცნება აუხდენლობისთვის გაიწირებოდა და მეც გადავიდოდი სხვა სამყაროში .
ძალიან დიდი ხანი მინდოდა ჩემი ცხოვრება გადატრიალებულიყო . ალბათ ახლაც მინდა . მე მიყვარს ცვლილებები . კარგიც და ცუდიც . ყელში ბურთი მეჩხირება და მილიონობით მოლეკულა ამოდის ჩემს თვალებამდე სითხის სახით , მაგრამ მათი შეკავებაც ძალიან დიდი ხნის წინ ვისწავლე. იცი ეს როდის ხდება ? მაშინ , როცა ძლივს ვიღაც ამჩნევს , რომ ცუდ ხასიათზე ვარ . ამ დროს ძალიან ძლიერი ვარ . იმაზე ძლიერი ვიდრე გუშინ და იმაზე სუსტი ვიდრე (ალბათ) ხვალ .
მეუბნებიან შენში იმაზე დიდი პოზიტივია ვიდრე გგონიაო . მარტო მე ვერ ვამჩნევ ალბათ საკუთარ პოზიტივს . ან მინდა , რომ ვერ ვამჩნევდე. წერა გვანთავისუფლებს და ჩვენც მხოლოდ მაშინ ვწერთ ,როცა სიტყვები ვერ იტევენ განცდებს . ფურცლებს ვამძიმებთ , რიგ ემოციებს ვაქსოვთ ყოველ სიტყვაში და ყოველი სიტყვა იმაზე სავსეა ვიდრე წინადადება .
და ვთავისუფლდებით . მერე არც შენ და არც მე არ მოგვწონს ეს გრძნობა . თითქოს სულის ის ნაწილი ამოვაცალეთ საკუთარ თავებს , რომელიც რაღაცას გრძნობდა და ახლა ეს ყველაფერი ჩვენივე ხელით დამძიმებულ ფურცელზე დევს .
იცი , არსებობენ ადამიანები , რომელათა გამოც შეგიძლია ყველაფერზე და ყველაზე უარი თქვა . იმაზე მეტად გარისკო ვიდრე გეგონა , რომ შეძლებდი. გგონია , რომ მორჩა . ეს/ის ისაა რასაც ეძებდი და ყველაფრისთვის მზად ხარ ახლა . მერე ასეთი ადამიანები გაცლიან სულიდან ყველაფერს და მიდიან . თითქოს იმედები არ მოეცათ და თითქოს არც უცდიათ დაახლოება .
არასდროს გითქვამს რას გრძნობდი მოცემულ მომენტში . საკუთარ თავებზე არასდროს ვლაპარაკობთ . იცი ახლა რას ვგრძნობ მე? შვებას. თითქოს რკინის ფრთები მომხსნეს ზურგიდან და ხელისშემშლელი ფაქტორებისგან განთავისუფლების უფლება მომცეს. იცი რამდენი ხანი არ მიწერია? ეს ჩანაწერია ჩემი სიხარულიც , ბედნიერებაც და სიყვარულიც .
დღეს არაფერი მომხდარა. საერთოდ არაფერი. ახლა კი ვწერ და მალე იმ იმედით დავიძინებ , რომ ხვალ ზოგი რამე უკეთესად იქნება . იმედს მაინც ვიტოვებ . გარეთ ახლაც ცივა და ახლაც ვნატრობ უსასრულო ზამთრის დასრულებას . მე , შენ და თებერვლის ცივი ქარი .



№1 სტუმარი Tamuna

Momewonaa gaagrzrle wera

 


№2  offline წევრი ლენკა

Tamuna
Momewonaa gaagrzrle wera

არ მაქვს ახალი დაწყებუყლი წერა და არც ვაპირებ ოდესმე დამთავრებას love
მადლობთ <3

 


№3  offline მოდერი Amalthea

ყველანაირი ახსნის გარეშე შემყავხარ საყვარელ ავტორთა სიაში. შენი ნიკის დანახვისას სულ ვიგრძნობ გაურკვეველ სიხარულს და სიამოვნებას, რომელსაც ჩანახატით მივიღებ.
კარგად წერ. არა... მსუბუქი ნათქვამია.
ძაალიან კარგად.
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№4  offline წევრი ლენკა

Yvavi.
ყველანაირი ახსნის გარეშე შემყავხარ საყვარელ ავტორთა სიაში. შენი ნიკის დანახვისას სულ ვიგრძნობ გაურკვეველ სიხარულს და სიამოვნებას, რომელსაც ჩანახატით მივიღებ.
კარგად წერ. არა... მსუბუქი ნათქვამია.
ძაალიან კარგად.

ვაიმე , ძალიან დიდი მადლობა <3

 


№5  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent