დაკარგული სიყვარული
ყველაფერი შენ დაანგრიე..დაასამარე.ჩვენი სიყვარული ჩვენი ურთიერთობა...ნუთუ როგორ შეგიძლია უჩემოდ ცხოვრება?შენ ხომ ყოველთვის იმას მიმტკიცებდი რომ მარტო ჩემით ცოცხლობდი,რომ მე ვიყავი შენი სუნთქვა და შენი ჰაერი...არ გეხუთება სული?არ გიჭირს სუნთქვა? თუ მიეჩვიე,მიეჩვიე ისე თითქოს ძალიან მარტივი ყოფილიყოს...მძულს დრო...ის მართლაც გვავიწყებს ტკივილს და გვაგრძელებინებს ცხოვრებას ჩვეულ რითმში.მებრალება ჩვენი სიყვარული განშორებისთვის..რამდენი წელი ვაშენეთ...როგორ გვიყვარდა ერთმანეთი,გაგიჟებით! მართლა არსად არსებობდა ასეთი სიყვარული....ხანდახან ისე მომენატრები ხოლმე..ჩემი ცრემლებით ვცდილობ გული მოვიოხო..მაგრამ არ მშველის არაფერი მეხმარება გავუძლო ამ მონატრებას...ვცდილობ რამით გადავაყოლო გული მაგრამ არ გამომდის...მძულხარ,იმიტომ რომ ისევ მიყვარხარ,ისევ ჩემს გულში ხარ და ვერ გიშვებ...როდის დასრულდება ეს ყველაფერი...ალბათ არასდროს...შეუძლებელია სიყვარულის ნამდვილი სიყვარულის დავიწყება...ზღაპარია ის რომ მე ხელახლა შევძლებ ვინმეს შეყვარებას.... შენ ჩემი ტვირთი ხარ რომელიც მთელი ცხოვრება უნდა ვზიდო...რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს სადაც არ უნდა ვიყო შენ მაინც ჩემი ცხოვრების ერთადერთი თანამგზავრი იქნები რომელიც ჩემთვის ჩუმად მეყვარები გულში...შენ ის ფიცი გატეხე რომ მუდამ ჩემს გვერდით იქნებოდი...წახვედი და მიმატოვე.სუსტი ხარ. ახლა მხოლოდ ერთს გთხოვ ის ფიცი მაინც არ გატეხო სამუდამო სიყვარულს რომ მპირდებოდი..თუმცა ამაში ეჭვი არ მეპარება...ვიცი რომ ისევ გიყვარხარ და წარმომიდგენია როგორ იტანჯები უჩემოდ...მეცოდები...მეცოდება ჩემი თავი ამ ტანჯვისთვის რო გამიმეტე...გაიმეტე საკუთარი თავი....შეგვეძლო ხალხს გავცლილიყავით,შორს წავსულიყავით სადაც ჩვენს სიყვარულს ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლიდა,,,შენი გულისთვის ყველაფრისთვის მზად ვიყავი მაგრამ მარტო ჩემი ბრძოლა საკმარისი არ აღმოჩნდა... ამ ქვეყნად თუ არა იმ ქვეყნად მაინც შეგავხვედროს უფალმა კვლავ ერთმანეთს... ამასღა შევთხოვ... მტკივა უშენობა.... მომწონსკომენტარი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.